ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 25 ივნ 2005, 19:24

დღე I
ესეიგი მეგობრებო, ეს ლაშქრობა გამოდგა ძალიან რთული. :)
ვიყავით 21 ადამიანი, აქედან 14 მდედრი და 7 მამრი:)
დავიწყეთ ბორჯომის ვაგზლიდან, სადაც მატარებელში მოვთავსდით და მატარებელი სატვირთოზე უფრო საზიზღარი აღმოჩნდა:) ეს იყო ტყვიავი-თბილისი, მატარებელში არ იდგა არც ერთი სკამი და ფანჯრები ჩარჩოიანად ამოღებული ქონდა, საზიზღარი კანალიზაციის სუნით იყო დაჟღენთილი იქაურობა. თან გაგვაბრთხილეს ე.წ "კარმანჭიკებითაა" სავსე ყველაფერიო და აბა თქვენ იცითო!!! :)
ჩავაღწიეთ გორამდე. გორში ატენის პაზიკი გავძეძგეთ, ნახევარი საათი გატენილ ავტობუსში გავატარეთ მოლაშქრეებმა, როგორც თევზებმა შპროტის ქილაში. იქ ვიღაც მთვრალ გორელ "ძველს წავეხიპიშეთ", საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ჩავედით ატენსა შინა და მოვინახულეთ სიონი. ყველაფერი მშვენიერი იყო ირგვლივ.
შემდეგ დავეშვით დასაბანაკებლად, გადავლახეთ მდინარე ტანა და დავბანაკდით.
გაიშალა სუფრა, ლამამ საქართველოს სადღეგრძელო დაასრულა და ის-ის იყო უნდა შეესვა, რომ ქარი ამოვარდა და ჩვენი უხუცესის, ბატონი თამაზის კარავი ცაში აიტაცა და 20 წამის განმავლობაში ერთ ადგილას აფრიალა. ამაზე ყველამ გულიანად ვიცინეთ:):):):) :lol:
შემდეგ დიდი საინტერესო არაფერი მომხდარა. 12:00pm დავიძინეთ.
დღე II
გათენდა, ჩვენი რაზმი დანახვისის მთის ფერდობს შეუდგა. გზა მეტად რთული გამოდგა. მე 25 კ.გ ზე მეტი ტვირთი მქონდა ზურგზე. დანარჩენ ბიჭებსაც ამდენივე, მაგრამ საცოდავ ლამას 35 კ.გ მაინც ექნებოდა.
ერთი პერიოდი გაუვალ ბუჩქნარში მივბობღავდით, მერე წიფლნარში გადავედით, რომელიც ციცაბო ფერდზე იყო გაშენებული. გა მივაღწიეთ სუბ ალპურ ზონას. გამოჩნდა მწვერვალი, დიდი ხანი მოვანდომეთ იქ ასვლას. მაგრამ ავედით და მოვილოცეთ დანახვისის წ.მ გიორგი.
დავეშვით და ძვლივს დავბანაკდით.
დღე III
გზას გავუდექით, 500 მეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ მანქანის ხმა გავიგეთ. ეს იყო ურალი. ურალის მძღოლმა(იმის ოჯახს ააშენებს ღმერთი:)) გაგვიჩერა, წაგვიყვანა სადღაც და მარშუტი შეგვიცვალა, რადგან გვითხრა რომ უკეთესი იქნებოდა თუ მის მარშუტს ავირჩევდით. ჩვენც ავირჩიეთ.
ბოლოს მივაღწიეთ სააკაძის სოფელს (სახელი არ მახსოვს). იქ გაგვიჩერა დაისიც გვითხრა რომ სადღაც ტყეში მონასტერი იყო. ჩვენ მონასტერი ვიპოვეთ და შემდეგ უცხო გზას გავუდექით.
9 მთა გადავიარეთ და დაღამდააააააააააააააააააააა.
დიდი მსჯელობის მერე სადღაც დიდ ბალახებიან მინდორზე დავბანაკდით, უეცრად, სად იყო და სად არა, "გაიჩითა" მწყემსები რომლებმაც გვამცნეს, რომ ეს მინდორი სავსეა გიურზებით და გვერდზე მდგომი ტყე დათვებით. რას ვიზამდით? გზა რომ გაგვეგრძელებინა დავიღლებოდით და დატვიც წაგვითაქებდა. დარჩენის შემთხვევაში შეიძლება გიურზას მსხვერპლი გამხდარიყო ვინმე.
გადაწყდა: დაღლილზე დათვთან ჭიდაობას დასვენებულზე გიურზას ნაკბენი ჯობსო და დავრჩით ბანაკში.
დღე IV
06:05AM ადექით მივდივართო გავიგონეთ კარვებში და ყველანი წამოვხტით დაფეთებულები:)
დავიძარით. ბევრი ვიარეთ რაღაც ძაან რთულ მარშუტზე. დაახლოებით 3 საატი ვიარეთ და აღმოჩნდა რომ ეს ის გზა არ იყო.
დავბრუნდით და ვიპოვეთ ის გზა, რომელიც გადარჩენის იმედს გვაძლევდა.
მოვედით მდ. თეძამთან, გდმოვლახეთ ყინულივით ცივი თეძამი და გამოვაღწიეთ სამშვიდობოს. აქ გადაწყდა, რომ 5 ადამიანი თბილისში უნდა წასულიყო. ესენი იყო ბატონი თამაზი და კიდევ 4 გოგონა.
დავემშვიდობეთ და ბანაკი გავშალეთ. რაღაც საჭმელები ამოვქექეთ და უკანასკნელი მარაგიც შევსანსლეთ. მერე დავიძინეთ ცოტა ხნით. 2 საათი გვეძინა. გავიღვიძეთ და გადავწყვიტეთ გზის შემოკლების მიზნით 5 კმ გაგვევლო და იქ სადმე დაგვეცა ბანაკი.
ავოშალეთ და ზოგი ადრე წავიდა ზოგი დავრჩით და 10 წუთის შემდეგ მივყევით. გზაზე გასულები არ ვიყავით რომ ურალის საამური გრუხუნი შემომესმა. ურალიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!! ატყდა ყვირილი:) მე იმედის ძაფი გამიწყდა ურალი რომ დავინახე, რადგან მის ძარაზე ტრაქტორი DT75 იდო. მაგრამ კეთილმა ურალმა მაინც გაგვიჩერა.
ზოგი ტეაქტორის კაპოტზე ახტა, ზოგი ურალის ძარის ნარჩენ ადგილას დადგა, ლამა ურალის კაპოტზე იჯდა მერსედესის ემბლემასავით.
კეთილმა ურალზე დამყნილმა DT75-მა 25-30 კმ გვატარა და მიკროავტობუსიც მოგვინახა სოფ ახალქალაქში. თან გზაზე ერთაწმინდაც გვანახა.
დიდი წვალების შემდეგ მოვაღწიეთ თბილისს და ჩემდათავად მეორეჯერ იქედ გახედავის "ტაკუცუნა ტუკუცუნა":):):):):):)
ახლა ფოტოები:):
ეს მატარებელი:


User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 25 ივნ 2005, 19:49

ტანა გადავლახეთ და ფეხებს იმშრალებს ზოგ ზოგიერთი:)

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 25 ივნ 2005, 19:59

ზოგმა სველი შარვალი გამოიცვალა:)






User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 25 ივნ 2005, 20:44

ჩვენი გადამრჩენელი Ural ზე დამყნილი DT75:)

User avatar
k86v
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 24 ივნ 2005, 18:36
Contact:
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by k86v » 25 ივნ 2005, 21:16

აუუ რა კარგიაა :( მეც მინდააა რამე მაგის მაგვარი გავაკეთოთ ხალხო არ გინდათ 3-4 დღიანი რამე ?!!?!?!??!
>>>>>>>>>>>>>>>>>
>>!!! TevzT masTeri !!!>>
>>>>>>>>>>>>>>>>>

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 25 ივნ 2005, 23:45

ბატონი ლამა საგონებელშია ჩავარდნილი, სათვალეში შოთაც კარგად მოჩანს:)



User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ატენის სიონი, დანახვისის მთა და კƯ

Post by Ivane Goliadze » 26 ივნ 2005, 00:13

ღამურები მიტოვებულ ეკლესიაში:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]