გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 04 თებ 2010, 21:19

ორი შეკითხვაა ერთდროულად?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by kotetbeli » 04 თებ 2010, 21:43

qvevri wrote:ორი შეკითხვაა ერთდროულად?
პირველის პასუხი არა მგონია მეორეს პასუხის გარეშე იცოდეს ვინმემ.
პრინციპში, მაინც ორი კითხვაა, რომელთაგან პირველი თუ არ იცი, ვერ მიხვდები, ხოლო მეორე შეიძლება ლოგიკურად გამოიცნო.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 04 თებ 2010, 21:47

აი რო მეუბნებოდა ცხონებული ბებიაჩემი ისწავლე ისტორია შვილო ისწავლეო და მე რო არა ვსწავლობდი, ხო გამოვიცნობდი ამას ეხლა?
თუმცა ერთი ასეთი ისტორიული მომენტი გამახსენდა: ერთ ირანის შახს ყოლია ერთი ქართველის ტყვე მსახური, სახელად ანდრია და ერთხელ ამ ანდრიას შახის სალოცავ ხალიჩაზე წყალი დაუსხია. მისულა და დაჩოქილა შახი ლოცვისათვის ხალიჩაზე და რას ხედავს? ხალიჩა სველია... აქ კი უკივლია ხანს რაც ძალია და ღონე ქონდა და უთქვია იმ ანდრიასათვის, რომ ხვალ უნდა მოგკლაო, ხოლო იმავე საღამოს იმ ანდრია ქართველს დაუყოლიებია ლეკი საფარა, შეპარულან შახის კარავში, უშიშვლიათ სატევარი და თქვენს მტერს რაც მერე შახს დაემართა... საკალანდე ღორივით ყელგამოღადრულ შახს ერთი კი მოუსწრია და ამოუხროტინებია "უგუნურო შენ ირანი მოჰკალიო", მაგრამ... ეეეჰჰჰ რას ვიზავთ... როგორმე უნდა შევეგუოთ ამ ამბავს სხვა გზა არა გვაქვს...
ამ მომენტზე ხომ არ საუბრობ შენს შეკითხვაში :?:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by kotetbeli » 04 თებ 2010, 21:54

qvevri

ეგეც საინტერესო ამბავია.

მე ჩემი ამბავი სხვა სახელის გმირით ვიცი. მისი მოქმედების ფორმაც განსხვავებული იყო და მსხვერპლიც. თუ სხვა ვარიანტი რ გაქვს, ვიტყვი.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 04 თებ 2010, 22:00

ქართველი ქალიც აღმოჩნდა ერთხელ სატევარით ხელში რომელიღაცა მონღოლი მმართველის კარავში და თუ ესეც არ არის მაშინ თქვი.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by kotetbeli » 04 თებ 2010, 22:06

ვაჰ, ეგეც საინტერესოა. ალამუტის ციხესთან რომ სავარაუდოდ თვალებზე ქათმის სკორეწასმულმა მებრძოლმა შუაღამისას იდეალური მხედველობის პირობებში ნოინი მოკლა, ალბათ ეგ ამბავია?


რაც შეეხება ჩემ კითხვას, ამ ადამიანის სახელი იყო სადუხა.
მასხარად გადაცმულმა :idea: იმდენი ქნა, რომ აღა მაჰმად ხანის კარავში შეუშვეს.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 04 თებ 2010, 22:09

kotetbeli
ხოოოო :roll: ничего не скажещ, маладец! რამე სხვა რო დადო არა?
ოღონდ ცოტა ისეთი აი ჩვენ რო ვიცით ხოლმე :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 თებ 2010, 13:20

რა არი ესა :?:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by ლეონტი » 05 თებ 2010, 13:25

მინიშნება დადე, კევრის ვარიანტია?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 თებ 2010, 13:35

ლეონტი wrote:მინიშნება დადე, კევრის ვარიანტია?
გამოიცანი და რაღა მინიშნება გინდა :?:
ეთნოგრაფიულშია გადაღებული. ამგვარი კევრი პირველად ვნახე. მასში ქვების მაგივრად ხარის ნალებია ჩამაგრებული.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 თებ 2010, 13:56

ლეონტი
ახალი :!:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 06 თებ 2010, 19:37

ახალი :!:
რა ქვია ამას კახეთში?
Image
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 07 თებ 2010, 15:33

ხაპი? (იმერეთში ორშიმო)
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by lama » 07 თებ 2010, 16:01

Nephros wrote:ხაპი
დან ჯამში ჯამიდან დოქში
დოქიდან თასში...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 07 თებ 2010, 17:31

Nephros
ახლოს ხარ მეგობარო, მაგრამ იმერეთში მაგას სულ სხვა რამე ქვია. ისე ორი ასოც წამაატე და პასუხიც გამოგივა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]