დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by qvevri » 29 დეკ 2009, 19:43

Nephros wrote:
qvevri wrote:მესხური ჩურჩხელები, რომლებიც ტრადიციულად თუთის ბაქმაზისაგან მზადდება. იმენნა უგემრიელესია :!:
ბაქმაზი სხვა რაღაცაა და განსხვავდება ჩურჩხელის ამოსავლები თათარისაგან, გნებავთ ფელამუშისაგან. საერთო კი მართლა აქვთ - თუთა.
ეხლა კი ნება მომეცით მცირედი შეგეწინააღმდეგოთ მეგობარო. ბაქმაზი მზადდება თუთისგან, მისი ცეცხლზე დუღილის შედეგად. (ყურძნისგანაც მზადება). ხოდა როდესაც თუთა დამწიფდება(ზაფხულის დასაწყისი) ბაქმაზს მაშინვე ამზადებენ და ინახავენ სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ჩურჩხელების პირველ პარტიას მესხეთში, ისევე, როგორც კახეთში და სხვაგან შემოდგომით ამზადებენ, მაშინ, როდესაც კაკალი შემოვა. ამ დროისათვის თუთის ბაქმაზი უკვე რამოდენიმე თვის(კაკ მინიმუმ ორი ვე) დამზადებულია და ამრიგად ფელამუშისა თუ მესხური ჩურჩხელის დასამზადებლად სწორედ, რომ ბაქმაზია საჭირო. ჩურჩხელის შემთხვევაში მას აზავებენ, საფანელს მოუკიდებენ და ცეცხლზე ადუღებენ შესქელებამდე. ხოლო მესხური გოზინაყი კი ნამდვილად ცალკე თემაა და ამაზე სხვაგან ვისაუბროდ.
მესხურ ჩურჩხელას ბაქმაზისაგან ამზადებენ! :wink:
თუმცა ეს ყველაფერი ეთნოგრაფიაშიღა ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ და მაგალითად დღეს-დღეობით, რომ კახეთში ვინმეს უთრა ის, რაზეც მე ვსაუბრობდი წინა წერილებში(კახური ჩურჩხელის ინგრედიენტები) შეიძლება კაი კახურ მრავალსართულიან გინებასაც გამოჰკრა ხელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზემოდთქმული არასწორია. ასევეა მესხეთის სინამდვილეშიც... თუმცა ამაზე დავა ნამდვილად არა ღირს და ამ ყოველივეს ნამდვილად აჯობებს, რომ პირი(კლავიატურა) ჩურჩხელასავით, თუ გნებავთ ბაქმაზივით დავიტკბოთ ამ წინასაშობაო პერიოდში. მე თავად დავსწრებივარ შარშან მესხური ჩურჩხელის დამზადებას, ეს ერთობ საინტერესო პროცესია მრწმუნეთ, ისე, როგორც თავად მესხეთ-ჯავახეთი. კახეთისა და კახური ჩურჩხელის შემთხვევაში სულს სხვა მომენტია, რადგან საქმე გვაქვს ყურძენთან, რომელიც შემოდგომით მწიფდება, როდესაც კაკალი უკვე მოწეულია, მაგრამ თუთა, როგორც ყველამ ვიცით სხვა პერიოდში შემოდის. ეხლა მთავარი!!! როგორ გგონიათ თუთისაგან ჩურჩხელას რამდენი ხანია ამზადებენ მესხეთში? 50 წელი? მაშინ მითხარით ერთი რამე: როგორ ახერხებდნენ ძველ დროში თუთის წვენის სტერილურად შენახვას? მანამ სანამ მინის ქილები და თუნუქის ხუფები შემოვიდოდა? ესე იგი თუთის წვენს ჩაასხავდნენ თიხის ქილებში და მერე ზედ რაიმე ქვას ან ნაჭერს დააფარებდნენ და ასე ინახავდნენ? თქვენ სცდებით! ასეთ პირობებში წვენი არ ინახება და მას ამგვარად არც ინახავდნენ! მესხეთში ტრადიციულად ამზადებდნენ ბაქმაზს და ჩურჩხელასა და ფელამუშს სწორედ მისაგან ამზადებდნენ! ხოლო თუთის წვენის შენახვა მას შემდეგ შემოიღეს, რაც მინის ქილები, თუნუქის ხუფები და თავად სახუფი დანადგარი შემოვიდა, ესე იგი სულ რაღაც 30-50 წელია(დაახლ.). რაც შეეხება სახელს: ეს დღესაა, რომ ვიხსენიებთ "თუთის ჩურჩხელა"(შეცდომაა), "ბაქმაზის ჩურჩხელაო"(ესეც შეცდომაა) თორემ ადრე ამას ერქვა მხოლოდ "ჩურჩხელა" თუ საქმე არ გვქონდა, მაგალითად კახეთის შემთხვევაში "გოგრომიჭელასთან" ან იმერეთი-სამეგრელო-გურიის შემთხვევაში ლეღვის ჩურჩხელასთან და სხვ.
ეს კი ჩემო კეთილებო თავად მესხური თუთის ბაქმაზის დასამზადებელი უძველესი ძველისძველი(ალბათ ასი წლისა იქნება) ქვაბია...
Image
როგორც გითხარით ამის შესახებ აუარება საინტერესო მასალა მაქვს, მაგრამ ამით აქ ვასრულებ და როდესმე სხვა, შესაბამისი თემა თუ გაიხსნება იქ გავაგრძელოთ. :wink:
Last edited by qvevri on 29 დეკ 2009, 21:07, edited 4 times in total.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by აცაბაცა » 29 დეკ 2009, 20:05

navigator wrote:ilia
ილია, 3 ჩურჩხელა შეგეწერა :)))))


ილოს ოთხი ცალი აქვს!!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by Nephros » 29 დეკ 2009, 20:16

qvevri wrote: ჩურჩხელების პირველ პარტიას მესხეთში, ისევე, როგორც კახეთში და სხვაგან შემოდგომით ამზადებენ, მაშინ, როდესაც კაკალი შემოვა. ამ დროისათვის თუთის ბაქმაზი უკვე რამოდენიმე თვის(კაკ მინიმუმ ორი ვე) დამზადებულია და ამრიგად ფელამუშისა თუ მესხური ჩურჩხელის დასამზადებლად სწორედ, რომ ბაქმაზია საჭირო. მესხურ ჩურჩხელას ბაქმაზისაგან ამზადებენ! :wink:
მეგობარო, შეიძლება ძალიანაც არ მინდოდეს, მაგრამ ღვინის დამზადების ტექნოლოგიაში ვერ შეგეწინააღმდეგებით, თუ რაიმე შენიშვნას მომცემთ, ორივე ხელს ავწევ. აი, თუთის (!) ჩურჩხელას რაც შეეხება, აქ მე მენდეთ მეგობარო. ბაქმაზის ჩურჩხელა მეწმუნეთ, პირველად მესმის. ალბათ ზაფხულში ვინმემ თუთის სუფთა წვენი არ გადაინახა და იძულებული გახდა შემოდგომით ბაქმაზის წვენის გაზავებით შეექცია თავი. ისე კი ჩურჩხელა ჭანჭურისა უნდა გასინჯოთ, თუთისას მხოლოდ არაყს გირჩევთ :wink:
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by qvevri » 29 დეკ 2009, 20:23

Nephros
ოხ, ეს საოცარი მესხეთი... დიდი იდუმალებით მოცული მხარეა!
ჭანჭურის არაყი მე პირადად უფრო მეტად მომწონს თუთისაზე. სამკურნალოდ სხვაა, მაგრამ გემო ჩემის აზრით ჭანჭურისა უნდა სჯობდეს. ცნობისათვის ეს მხარე სწორედ ამ შემოდგომით მოვიარე და დავათვალიერე ის სოფლები სადაც ამზადებენ შვინდის, ჭანჭურისა და თუთის არაყს. გავსინჯე კიდევაც...
მეორეს მცრივ(კახეთისა არ იყოს) არყები ტექნოლოგიის საშინელი დარღვევით მზადდება(ყველა ზემოჩამოთვლილი არაყი!), თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა.
Last edited by qvevri on 29 დეკ 2009, 21:46, edited 2 times in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by Nephros » 29 დეკ 2009, 20:25

Makena wrote:teo-
Nephros
თურქეთში ვნახე მსგავსი ჭრელაჭრულა ჩურჩხელა და გემოც გავუსინჯე, მინდა გითხრათ რომ ეს იყო შაქარსა და საღებავში ამოვლებული ნიგოზი რომელსაც საზიზღარი გემო ჰქონდა.
მიზეზი გქონია საამისოდ
ჭანჭურის ტყლაპი ძალიან გემრიელია, აი ჩურჩხელა არ მაქვს გასინჯული და თუ წამოიღებ სიამოვნებით გავსინჯავ.
ტყლაპი ხომ გემრიელია, ჩურჩხელა უკეთესი. სამწუხაროა, რომ ხვალ თბილისში არ ვიქნები, უეჭველად გაგასინჯებდით ჭანჭურის ჩურჩხელებს. რას ვიზამთ, სხვა დროისთვის გადავდოთ.
ისე კი ძალიან მაინტერესებს, რა აქვთ ამ აქციის მესვეურებს ჩაფიქრებული. ჩურჩხელების გაცვლა-გამოცვლა?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by qvevri » 29 დეკ 2009, 20:30

Nephros
იმედია მხოლოდ გაცვლა-გამოცვლა და მეტი არაფერი. :D

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by LiBrA » 29 დეკ 2009, 21:19

მოვდივარ და მომაქვს კახეთში ნაყიდი ჩურჩხელა :lol: :lol:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by ლეონტი » 29 დეკ 2009, 21:44

qvevri wrote:Nephros
ჭანჭურის არაყი მე პირადად უფრო მეტად მომწონს თუთისაზე. სამკურნალოდ სხვაა, მაგრამ გემო ჩემის აზრით ჭანჭურისა უნდა სჯობდეს.
თქვენ ვატყობ ჟიპიტაური არ გაგისინჯავთ, აი ღორქლიავასგან რო მზადდება, რა არი უფ უფ უფ, მთელი თიანეთი დაატიალა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by qvevri » 29 დეკ 2009, 21:45

ლეონტი
ვატყობ, რომ სახრით გაგვყრიან ამ თემიდან :wink:

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by აცაბაცა » 29 დეკ 2009, 22:13

მიდიიიით ბიჭებოოოო მიდიიიით მე უკვე ვუკაკუნებ ჭაჭასააააა!!!!!! 8)
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by Bivrili » 30 დეკ 2009, 00:13

ჩახუტებები თუ არ იქნება მოვალ

თუ არადა აზრი არ აქვს, ვერავის გავიმეტებ

და ბარემ ვიკითხავ როგორ უნდა შევინახო ეს ნუგბარი (ჩურჩხელა) ისე რომ არ გამაგრდეს და არ დაობდეს?
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 00:33

შეხვედრა-დამშვიდობებისას ჩახუტება თავისთავად იქნება.
მოდი, Bivrili და ისიამოვნე.
თან, ჩურჩხელა წამოიღე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 00:36

ამასობაში, ხვალინდელი შეკრებისთვის კიდევ
1 შესანიშნავი სიურპრიზი გამოცხვააააააააააააა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by anano » 30 დეკ 2009, 00:41

მეც მინდა:( ჩურჩხელაზე მომიხსენიეთ.... :)
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დიიიიიდი სიურპრიზი ჩურჩხელებით თავისუფლებაზე, 30.12.2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 დეკ 2009, 00:49

Nephros
ბაქმაზს ქართველები სამკურნალოდაც იყენებენ.
შემოგვი1დი ჩურჩხელის სიურპრიზზე.
თან, 1მანეთს გავიცნობთ.
ჩურჩხელაც წამოიღე
anano wrote:მეც მინდა:( ჩურჩხელაზე მომიხსენიეთ.... :)
ქავთარაძეს და ინოლას უთხარი, შემოგვი1დნენ თავიანთი ჩურჩხელებით.
შენ დაგვაკლდები, ანი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]