კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 03 დეკ 2009, 19:48
გამავლობასთან კავშირი არა აქვს მაგრამ მარჯვენა საჭიანები საუბრობდით და გასწრებისთვის დამხმარე პერისკოპული სარკეების სისტემაზე რას იტყვით?
აქ იყიდება? აყენებენ? ვარგა/არ ვარგა? რა იცით

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 03 დეკ 2009, 21:03
მე ორ მაქანაზე გადავიტანე.
ყველაფერი დამოკიდებულია როგორ გააკეთებენ!
1) იო-ზე მინიმალურად პრობლემურია საჭის გადატანა;
2) აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩერიოტის "კალონკით";
3) უნდა გააკეთებინოთ გამოცდილ ხელოსანს, ეგ გელა არ ვიცი მარა ზუსტად მაგ მისამართზე არის გოჩა და ზვიადი რომლებმა ორჯერ გადაიტანე საჭე ჩემ მანქანებზე და ორჯერვე კარგად. ეხლა ჩერიოტის კალონკით გაკეთება ჯდება 600$ მარა ჯობია მეტი გადაიხადოთ და ხარისხიანად გააკეთოთ.
პ.ს. აუცილებლად მოთხოვეთ ჰაერის გარედან შეწოვის გაკეთება გათბობა/კონდიცირების სისტემაში.
აცხა ღორებო

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 03 დეკ 2009, 21:05
Gvalva
კაი რამეა მარა მაინც დისკომფორტია, მე ვიარე მარჯვენა საჭიანი მანქანით საკმაო ხანი და ვერ მივეჩვიე

ვინც ეჩვევა ან ძაან ნელა დადიან ან ძაან სახიფათო მანევრებს აკეთებენ, ჩემი ერთი ნაცნობი გვედითა შტურმანის გარეშე ქალქგარეთ არ გადიოდა

მეორე კი მარჯვნიდან ასწრებდა

აცხა ღორებო

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 03 დეკ 2009, 21:41
navigator
ეგ გელა მაგათი უფროსი თუ რაღაც ეგეთია, თვითონ არაა ხელოსანი რამდენადაც მე ვიცი.
რაც შეეხება მარჯვენა საჭეს, რა ვიცი, რა გითხრა, არც ნელა დავდივარ და არც იმდენად თავზეხელაღებული ვარ, ჩემი თავისთვის სახიფათო მანევრი ვაკეთო

გზატკეცილზე გასწრება მხოლოდ მაშინ მიჭირს და შტურმანის დახმარება მჭირდება, როცა წინ დიდი ავტობუსი ან ტრაილერი მიდგას. ცოტა მეტი სიფრთილე უნდა ვიდრე მარცხენასაჭიან მანქანას, ეგაა და ეგ.
ინდივიდუალურია ეგ ამბავი, რომ ვერ შევგუებოდი, თავისთავად, მეც გადავიტანდი
Gvalva
რამდენადაც ვიცი, შესაძლებელია მაგის ჩვენთან გაკეთება, თუმცა სად, როდორ და რანაირად ვერაფერს გეტყვი.
Keep Smiling...
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 03 დეკ 2009, 21:58
keto
აა ხო გამახსენდა, ეგ გელა, მაგარი ბარიგა
გელას დედაც, პირდაპირ ზვიადისთან ან გოჩასთან მიხვიდეთ ჯობია.
აცხა ღორებო

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 11 დეკ 2009, 14:33
ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე ხომ არ ვისაუბროთ?
მაგალითად მოხმარების წესებზე?
ტრანსმისიის ზეთი რამდენ ხანში უნდა გამიცვალოს?
უგზოობაში სიარულის სპეციფიკა რაში მდგომარებს?
საერთოდ რა უნდა გაიტვალისწინოს მძღოლმა უგზოობაში მოძრაობის დროს როცა ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს მანქანას?
და კიდევ სვა წვრილმანი თუ მსხვილმანი შეკითხვები...

-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 11 დეკ 2009, 15:00
Makena
უგზოობას ნაკლებად ეხება მარა P-ში ჩაგდებას თავისი წესი აქვს. ჯერ მუხრუჭით ჩერდები. მერე აზევ სადგომ მუხრუჭს. გადაგაქვს N-ში. თიშავ ძრავს. ამოწევ სადგომ მუხრუჭს. აუშვებ ფეხს მუხრუჭს. ნახავ რო არ გორდება. მერე ჩააგდებ P-ში. იმიტო რო P უბრალოდ სარეზერვო სისტემაა დაგორების საწინააღმდეგოდ და არა ძირითადი. დაქოქვისასაც პირველ რიგში P-დან უნდა ამოაგდო და მხოლოდ მერე ჩაწიო სადგომი მუხრუჭი.
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 11 დეკ 2009, 16:03
Nika
ეგ ყველაზე იადელური მეთოდია მარა ძაან გრძელია, ასე რომ ბევრი მაგას უგულებელყოფს, ყოველ შემთხვევაში თუ დახრილზე არ ჩერდები მაგდენი ჩალიჩი არ უნდა ალბათ

თანაც ჩემ მანქანაზე ძრავის გათიშვა მხოლოდ P-ში შეიძლება.
აცხა ღორებო

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 11 დეკ 2009, 18:29
Nika
ავტომატური კოლოფის შემთხვევაში შეიძლება თუ არა მოძრაობის დროს სიჩქარის გადართვა?
ამ საკითხზე ამასწინად დიდ კამათს შევესწარი.
მე რამდენადაც ვიცი, მოძრაობის დროს გადართვა სასურველი არ არის რამდენადაც შესაძლებელია სიჩქარის კოლოფი დაზიანდეს? თუ რაიმე პროცედურა არსებობს კარგი იქნება თუ გვეტყვი.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 11 დეკ 2009, 18:31
navigator
მეც P ში ვთიშავ ძრავს.
IO ს მოხმარების ინსტრუქცია რუსულად სად შეიძლება მოვიძიო, მამაჩემს ყავს და მხოლოდ იაპონური ინსტრუქცია მოჰყვა.
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 12 დეკ 2009, 19:44
Makena
მე მაქვს. ფოსტის მისამართი დამიპირადე და გამოგიგზავნი რუსულსაც და ინგლისურსაც მოვაყოლებ.
შეიძლება ძალიან დებილური რაღაც უნდა ვიკითხო ახლა, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო
შანსი არის რომ 14-იანი საბურავების ჯაჭვები 15-იანზე წავიყვანო?
Keep Smiling...
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 13 დეკ 2009, 13:59
keto
წესით არ წავა, მაინც მოსინჯე დაყენება, ტყუილდა რომ არ ატარო ამხელა გზაზე.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 13 დეკ 2009, 14:01
keto
დიდი მადლობა, PM ში გამოგიგზავნი ჩემს მაილს.

-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 13 დეკ 2009, 16:15
keto
14 და 15 არის დისკის ზომა და არა საბურავის. უნდა გაიგო მაგ 14-იანი საბურავი თვითონ რამხელა ზომისაა. მაგალითად ნივას აქვს 16-იანი დისკი. და უაზს 15-იანი. მარა უაზის საბურავი გაცილებით დიდია ნივისაზე.