ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 12 დეკ 2009, 01:57

qvevri wrote:qvevri
ეს ბუგეულის ტაძარია...
მიაწერეთ რა რომელ რაიონშია. ამჯერად კი ვნახე, ამბროლაურის რ-ნი.
qvevri wrote:კაი :wink:
აბა რას იტყვით???
მხოლოდ იმას, რომ საოცრად მიყვარს ბაზილიკები. საუკუნე და მცირე განმარტება მიაწერეთ რა ან ავტორმა ან გამომცნობმა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 12 დეკ 2009, 09:32

Nephros
წმ. ნინოს სახელობის ტაძარია. საუკუნე არ ვიცი და რაც შეეხება განმარტებას ეგ რომ ვთქვა მაშინ ბრმაც კი გამოიცნობს რა ადგილია :D
ისე კი მანდ სულ ახლო მომავალში მცირედ ჯიპგასვლას ვაპირებ და ...
ჩემი სახლიდან 40 წუთში იქა ვართ... (მეტი რაღა მინიშნება გნებავთ :?:)
ამ ადგილას უკვე კრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში აღუმართიათ ტაძარი. ამავე მთაზეა საინტერეო სამაროვანიც. (აღმოჩენილია 25სამარხი) გათხრებს ა. ბოხოჩიძე ხელმძღვანელობდა.
ამ ტაძარის ადგილას თავდაპირველად ხის დიდი ჯვარი ყოფილა დადგმული.
Last edited by qvevri on 12 დეკ 2009, 09:48, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 12 დეკ 2009, 09:33

ლეონტი wrote:ნიჩბისის თავზეა წმ. გიორგი.
თქვენ მწარედ სცდებით ყმაწვილო :!: (თუმცა თბილა)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Kakha » 12 დეკ 2009, 09:46

თხოთის წმინდა ნინოს ეკლესია.

მაგ ადგილზე მოიქცა მირიან მეფე.

ტაძარი ჩანს მთავარი სამანქანო ტრასიდან. საუკუნეს რაც შეეხება ალბათ 6 ან 7 საუკუნეა. მოქცევაის თანახმად თხოთს დაადგა ვარსკვლავი და შესაბამისად მანდ ჯვარიც აღმართეს. 70-იანი წლების ბოლოს მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა და მართლაც იპოვეს ჯვრის აღსამართი ქვის პედესტალები.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Kakha » 12 დეკ 2009, 09:49

qvevri
ბუგეულის მხატვროს ფოტოები არ გაქვს, დაგედო. ღირს რომ ხალხმა ნახოს ეგ მხატვრობა.

მხატბრობა მაგრა დაზიანდა 90 წლის მიწისძვრის დროს, მაგრამ მერე გაამაგრეს. კარგა ხანია არ ვყოფილვარ და არ ვიცი ახლა რა ხდება.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 12 დეკ 2009, 09:51

Kakha
მართალი ბრძანებაა (ისე რავა ხარ?)
აი ასეთი ჯვარია ბუჩქოვანი და მარადმწვანე მცენარეებისაგან მაგ ადგილას.
Image
Last edited by qvevri on 12 დეკ 2009, 10:02, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 12 დეკ 2009, 09:59

Kakha
როგორ არა მაქვს, მაგრამ ვერ ვპოულობ და აუცილებლად დავდებ.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Giorgi Bagrationi » 12 დეკ 2009, 14:30

ბუგეულის მხატვრობის ნიმუში
"ხარება"
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 12 დეკ 2009, 15:11

Giorgi Bagrationi wrote:ბუგეულის მხატვრობის ნიმუში
"ხარება"
Image
ეს "ხარება" ამ ეკლესიიდანაა? შესანიშნავი მხატრვრობაა. ამ ფრესკის საფოსტო მარკებიც არის გამოსული. ვეძებ ახლა და ვერ ვპოულობ. სახელი მაინც უნდა მხსომებოდა, მარკებზე კი მითითებულია ყოველთვის ეს!
როგორც ახლახანს ერთგან წავიკითხე, ბუგეულში ორი ეკლესია უნდა იყოს - ღვთისმშობლის სახელობისა და მთავარანგელოზის სახელობის. ორივეგანაა ნახსენები ეკლესიის მოხატულობა, თუმცა არა დეტალურად. და რომლიდანაა ეს ფრესკა? შესაბამისად ვისი სახელობისაა qvevri-ის მიერ დადებული ფოტო?

PS. ამის შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა სამწუხაროა, რომ მარტო ფერების შერჩევაშიც კი თანამედროვე ქართული საეკლესიო მხატვრობა დეგრადაციის გზას ადგას და უგემოვნობის პიკს აღწევს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by ჩიტუციო » 12 დეკ 2009, 18:17

Nephros
როგორც ახლახანს ერთგან წავიკითხე, ბუგეულში ორი ეკლესია უნდა იყოს - ღვთისმშობლის სახელობისა და მთავარანგელოზის სახელობის. ორივეგანაა ნახსენები ეკლესიის მოხატულობა, თუმცა არა დეტალურად. და რომლიდანაა ეს ფრესკა?
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან.
ვიკბინები... Image მართლა...

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 13 დეკ 2009, 20:09

ისა, აქ მგონი ვინც გამოიცნობს იმან უნდა დადოს არა ახალი??? თუ :?:
Last edited by qvevri on 14 დეკ 2009, 10:27, edited 1 time in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 13 დეკ 2009, 21:22

Kakha wrote:თხოთის წმინდა ნინოს ეკლესია.
მაგ ადგილზე მოიქცა მირიან მეფე.
qvevri wrote:Nephros
ამ ადგილას უკვე კრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში აღუმართიათ ტაძარი. ამავე მთაზეა საინტერეო სამაროვანიც.
საინტერესოა. მახსოვს, ბოლოხანს მეცნიერები რომ ბჭობდნენ მირიანისდრინდელ მზის დაბნელებაზე. ეგ მზის დაბნელება მეცნიერულად არ დასტურდებოდა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი მთის თავისებურ მდებარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და დაადასტურეს კიდეც.
ჰო, ჯვარიდან დამინახავს კიდეც ეს მთა (რა თქმა უნდა!). ისე კი ქართლში ყველაზე უცნაურად მაინც მცხეთის შემოგარენი მიყვარს თავისი საკრალურობისდა გამო...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Nephros » 13 დეკ 2009, 21:25

ჩიტუციო wrote:Nephros
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან.
მადლობ! ჭკვიანი მოსწავლე ხარ ჩიტუციო!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Kakha » 17 დეკ 2009, 15:09

არც ისე ძნელი კითხვა უნდა იყოს. ეს რელიეფი ერთ-ერთი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა. როგორც ხედავთ, თავის დროზე, ოსტატს ქვაში კარედი გამოუსახავს, მაგამ ჩვენამდე მარცხენა "ფრთამ" ვერ მოაღცია. რელიეფსა და მის გარშემო ქვებზე უამრავი წარწერაა მომლოცველებისა.

აბა რომლი ტაძარია

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 17 დეკ 2009, 17:27

Kakha
თუ არ ვცდები

რკონი უნდა იყოს?????

:roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]