
ტრადიციულად დეკემბრის ბოლო კვირას გავდივართ ძამას ხეობაში, ვნახულობთ ყინწვისის მონასტერს, გავივლით ციციშვილების კოშკს, კარის ეკლესიას სადაც დღესდღეობით დედათა მონასტერია და ავდივართ ქოზიფას მონასტერში სადაც ბერებისთვის სურსათ-სანოვაგე მიგვაქვს, ასევე დავათვალიერებთ მონასტერს და აკლდამას.
ამავ დროულად შეგახსენებთ რომ ქოზიფას მონასტერში შარშან კარველებმა ავაბრძანეთ თამარის ხატი რომელიც შატილის ასულის სახელზე გახლავთ დაწერილი, ეს გასვლა ყოველთვის გაგვახსენებს შატილის ასულს!
გავდივართ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, გზა როგორც წესი თოვლიანია, გაყინული, რთული, სასურველია კარგი საბურავებითა და გამართული მანქანებით წამოხვიდეთ, ჯაჭვები ნამდვილად გამოსადეგია, თუმცა მათ გარეშეც ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს.
როგორც წესი მონასტრის ძირამდე ყველა მანქანა მიდის, თუ განსაკუთრებულად დიდი თოვლი იქნა მაშინ ბოლო სოფელში შეიძლება მანქანების დატოვება და ფეხით გავლა ბოლო 2 კილომეტრის. ისე კი ბოლო 500 მეტრი იმდენათ ციცაბოა რომ მანქანების უმეტესობა არ ადის, გარდა ოფფროუდერებისა, სურსათს რომელიმე ამსვლელ მანქანაში გადავაწყობთ და ის აიტანს.
მოგეხსენებათ დღე მოკლეა, ამიტომ დილით 8 საათზე შევიკრიბოთ და 9 ის 15 წუთზე გავიდეთ.
საწვავის ხარჯს ეკიპაჯები ინაწილებენ.
ბერებისთვის სურსათიც ეკიპაჟებმა შეიძინოს დამოუკიდებლად წინა დღით აჯობებს.
სადილზე იქვე მონასტრიდან მობრუნებულები ვჩერდებით ხოლმე, ასერომ ყველამ დამოუკიდებლად წამოვიღოთ და ერთად გავშლით სუფრას და ვისადილებთ.]
იმედია ოფფროუდერები შემოგვიერთდებიან.
საერთოდ უკვე იმდენ კარველს ჰყავს ჯიპი რომ ადგილების პრობლემა წესით არ უნდა იყოს, სწორედ ამიტომ საკმაოდ ადრე გავხსენი თემა, ყველას შეუზლია ადრევე დაიჭიროს თადარიგი.
წელს ბოლო კვირა 27 დეკემბერია, ასერომ 27 დეკემბერს ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან 8 საათზე და გავდივართ ქოზიფაში

მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.მასაი
3.მაკენას +
4.ნიმფა
5.ნინი ა
6.პაატა
მგონი ბევრი ვართ, მაგრამ რაღაცნაერად ჩავეტევით
