კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 05 დეკ 2009, 16:23

რუსეთს და საქართველოს ისევ ომი აქვთ – ეკრანებზე

სიმონ შუსტერი


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთს და საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომი ჰქონდათ და ეს ქვეყნები ახლა დავას კინოეკრანებზე განაგრძობენ. რუსმა კინემატოგრაფისტებმა უკვე გამოუშვეს გაკრიალებული დოკუმენტური და რომანტიკული მხატვრული ფილმები, რომლებშიც საქართველო გენოციდის ჩამტარებელ აგრესორად დახატეს. ახლა კი კონფლიქტთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოსახატად საქართველოს მთავრობა რენი ჰარლინს, ჰოლივუდელ რეჟისორს, რომელმაც ”კერკეტი კაკალი 2” გადაიღო, უჭერს მხარს. ყველაფრეს ის ავსებს, რომ ენდი გარსია დარტყმის ქვეშ მყოფ, რუსული ტანკების პირისპირ მდგომ ქართველ პრეზიდენტს ასახიერებს.


ომის მთავარი მსხვერპლი, როგორც ცნობილია, სიმართლეა. რუსულ-ქართულ ომთან დაკავშირებით, უახლოესი მაგალითი, ალბათ სიმართლის მოძიებისა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული გამოძიება იყო, რომელსაც წელიწადზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ დაედგინა, ვინ ისროლა პირველად. ეს საქართველო იყო, დაადგინა ანგარიშმა, მაგრამ ამასობაში ისიც ითქვა, რომ რუსეთმაც მომდევნო თავდასხმისას საერთაშორისო სამართალი დაარღვია. მაგრამ ნუ ელოდებით ამ ნიუანსებიდან რომელიმეს აღმოჩენას ფილმებში, რომელთა მიზანი ისტორიის გადაწერაა.

თავიდან მედიაში გამოცდილი პრეზიდენტი, რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს, მიხეილ სააკაშვილი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იურისტი, სასტიკად უწევდა რეკლამირებას იმ ფაქტს, რომ ომი რუსული ექსპანსიონიზმის შედეგი იყო. მან ათეულობით ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას, მაშინაც კი როდესაც ყუმბარები ცვიოდა და განაცხადა, რომ მომავალი ფილმი გარსიასთან მთავარ როლში ამ შეხედულებას კიდევ უფრო განავრცობს. ”მართლაც ზუსტად ახლა ამერიკელი რეჟისორი ჰოლივუდურ ფილმს იღებს და დარწმუნებული ვარ, რუსეთს აქ საუკეთესო კონტექსტში არ წარმოადგენენ” - განუცხადა მან კიევში თავმოყრილ მხარდამჭერებს. ”მართალია ენდი გარსიამ მანამდე ”ნათლიაში’ (III) ითამაშა და მისი ევოლუცია მაფიოზიდან საქართველოს პრეზიდენტამდე არ იწვევს საუკეთესო ასოციაციებს. მაგრამ ვფიქრობ ჩვენ ყველაფერს მოვახერხებთ”.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ დიდბიუჯეტიან ფილმს საქართველოს მთავრობა არ აფინანსებს. ”ჩვენ საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს ჩვენი რეჟისორების დაფინანსების მხრივ” – განაცხადა მან უკრაინაში თავყრილობაზე, რომელსაც TIME ესწრებოდა. მაგრამ სცენარის ავტორმა დავით იმედაშვილმა TIME-ს უთხრა, რომ თავდაპირველი დაფინანსება პროექტისთვის საქართველოს მთავრობამ გაიღო. ასეთი პროექტი, განაცხადა მან საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საპასუხოდ დაარტყას გათავხედებულ ჩრდილოელ მეზობელს. ”საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რუსეთი გოლიათია” – განაცხადა იმედაშვილმა. ”იდიოტობაა რუსეთთან ომში ჩაბმა, მაგრამ ჩვენ სხვა რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ საკუთარი თავი სხვა გზით უნდა დავიცვათ”. ფილმის აღმასარულებელი პროდიუსერი, მირზა დავითაია, რომელიც პარლამენტისა და სააკაშვილის პარტიის წევრია, იმეორებს ამ აზრს. ”ეს ჩვენი შანსია, ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა აქ” – განაცხადა მან ინტერვიუში. ”ყველაფერი ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება”.

მაგრამ რუსეთს მოვლენათა საპირისპირო ვერსია აქვს და მილიონობით დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო, მისი ვერსია ხალხს მისწვდა. პირველ მცდელობას გრაფიკული დოკუმენტური ფილმსი”08/08/08 – ღალატის ხელოვნება” წარმოადგენდა და ის ეკრანებზე კონფლიქტის დასრულებიდან სამ თვეში გამოვიდა. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ დაქირავებული ამერიკელები ეხმარებოდნენ ქართულ მთავრობას სამხრეთ ოსეთის, სეპარატისტული რეგიონის ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩატარებაში, ხოლო რუსეთი, მისი თქმით, იძულებული იყო ჩარეულიყო, რათა ისინი დაეცვა. მაგრამ პროექტი ჩავარდა. მისი ნარატორი, კანადელი ჯორჯ ოუთსი იყო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთარგმნელი, მაგრამ იქ მოყვანილი არგუმენტები სიმპათიით განწყობილი კრიტიკოსებისთვისაც ისეთი მოუქნელი ჩანდა, რომ YouTube-ზე მისი რუსული და ინგლისური ვერსიებიც 12,000-ზე ნაკლებმა დამთვალიერებელმა ნახა.

ომის უფრო ამბიციური ჩვენების მცდელობა მარტში გამოჩნდა, მხატვრული ფილმი Olympus Inferno, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. აქ მიდგომა უფრო ნატიფი იყო და იმ ამერიკელი მეცნიერის თავგადასავალს აღწერდა, რომელმაც შემთხვევით გადაიღო ქართული შემოჭრა სამხრეთ ოსეთში, როდესაც პეპლის, სახელად დიახ Olympus Inferno-ს შესწავლით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ სასიყვარულო ამბავს ყვებოდა, გზავნილი აქაც იდენტური იყო: გასულ აგვისტოს ქართული არმია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თარეშობდა და ამერიკელი სამხედროები ამაში ეხმარებოდნენ.

ზუსტად თავისი ქართველი კოლეგებივით ფილმის რეჟისორი იგორ ვოლოშინი ამტკიცებს, რომ მისი ნამუშევარი ისტორიული დოკუმენტია, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუში. ”ამ ფილმში ძალიან ობიექტური პოზიციაა გამოხატული”, უთხრა ვოლოშინმა TIME-ს. ”ერთის მხრივ ეს მხატვრული ფილმია, ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, ჩვენ ტყუილი არ გვითქვამს”. როდესაც ჰკითხეს როგორ მიაგნო სიმართლეს, კონფლიქტის მღვრიე წყალში, ვოლოშინმა განაცხად, რომ მას არაფრის მტკიცება არა სჭირდება. ”დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი” – გვითხრა მან.

შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ახლა რუსეთს ახალი ფილმის გადაღება უნდა, რათა კონფლიქტის თავისეულ ვერსიას განუმტკიცოს პოზიცია. სახელგანთქმულმა სერბმა რეჟისორსმა ემირ კუსტურიცამ მოსკოვში თავის მხარდამჭერებთან ღამის კლუბში შეხვედრის შემდეგ პროექტზე უარი თქვა. მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ფილმის ხელმომწერად ვინმე სხვა აღმოჩნდება და რუსმა კინომოყვარეულებმა ნაცნობ საგანზე კიდევ ერთი ფილმი იხილონ.

:!: :!: :!:

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by burdiani » 05 დეკ 2009, 19:45

არაფრად სჭირდებათ რუსებს ალბათ უკვე ეს ფილმები

მსოფლიომ იცის სიმართლე და ჩუმადაააა, მის მოსახლეობას კი უფილმოდაც სჯეროდა იმის რაც იქააა ასახული :!:
საქართველოსთვის!

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ნიმფა » 05 დეკ 2009, 20:11

მსოფლიოს არ ადარდებს სიმართლე ამ ომის შესახებ!

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 09 დეკ 2009, 16:15

ARCHILI wrote:რუსეთს და საქართველოს ისევ ომი აქვთ – ეკრანებზე

სიმონ შუსტერი


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთს და საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომი ჰქონდათ და ეს ქვეყნები ახლა დავას კინოეკრანებზე განაგრძობენ. რუსმა კინემატოგრაფისტებმა უკვე გამოუშვეს გაკრიალებული დოკუმენტური და რომანტიკული მხატვრული ფილმები, რომლებშიც საქართველო გენოციდის ჩამტარებელ აგრესორად დახატეს
ამას მხოლოდ არყით გაჟღენთილი იმ რასის წარმომადგენელი თუ დაიჯერებს რუსი რომ ჰქვია სახელად.................
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 09 დეკ 2009, 18:28

ნიმფა
მსოფლიოს არ ადარდებს სიმართლე ამ ომის შესახებ!
სავარაუდოდ უფრო ხვდება რომ ატყუებენ და ამიტომ არ ცდილობს სატყუარაზე წამოცმულ ჭიაყელას გემო გაუსინჯოს. :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 18:34

ორივე მხარის ფილმები მხოლოდ პროპაგანდაა.

:!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 18:48

ევროკავშირის ”აღმოსავლური პარტნიორობ”-ის პროგრამა ფერხდება

ატო ლობიაკასი


ევროკავშირის ”აღმოსავლური პარტნიორობ”-ის პროგრამა ამ წლის მაისში პრაღაში საზეიმოდ გაიხსნა. მას შემდეგ რვა თვე გავიდა და ცხადი გახდა, რომ განსაკუთრებული დაახლოების სურვილი არც ევროკავშირს აქვს და არც იმ ექვს ქვეყანას, რომლებთანაც პარტნიორული ურთიერთობები უნდა აგებულიყო

”რადიო თავისუფლებ”-ის ოფისში, რამდენიმე დოკუმენტი მოხვდა. ამ დოკუმენტებიდან სჩანს, რომ ბლოკის ხელმძღვანელობა წევრ-ქვეყნებთან შეგნებულად ზღუდავს თანამშრომლობას: უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ქვეყნებიდან მათ კოლეგებს უნდა შეხვდნენ.

ევროკავშირში სულ უფრო მერყეობენ: როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სთქვა, ლისაბონის ხელშეკრულების მიღების შემდეგ ევროკავშირს ”განსჯის დროს” დაუდგა, რისი შედეგიც ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის მექანიზმების კარდინალური გარდაქმნა უნდა გახდეს.

პარტნიორი-ქვეყნები, რომელთა დემოკრატიული განვითარებაც ფაქტობრივად შეწყდა, ამაზე მეტს ვერც მოითხოვენ. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მათი იმედები 2004 წელთან შედარებით, მინიმუმამდე შემცირდა – არადა იმ დროს, საკუთარ რიგებში რვა აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნის გაწევრიანებით, ალიანსს თითქოს კატეგორიულად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გაფართოვების პროცესი გაგრძელდებოდა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები, ინიციატივის გამოცხადების შემდეგ ”პარტნიორობის” ფარგლებში პირველ შეხვედრას მართავენ, თუმცა დღის წესრიგი ძალიან მოსაწყენია. ორმხრივ შეხვედრებზე თითოეულ ამ ქვეყანასთან ევროკავშირი მის პოზიციას შეისწავლის და 2010 წლისთვის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

ევროკავშირის კონკრეტული ამოცანაა ”პარტნიორობის ხელშეკრულებების” და ”თანამშრომლობის ხელშეკრულებების” სანაცვლოდ, ამ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე ხელშეკრულებათა ახალი სერიის ე.წ. ”ასოციაციაზე შეთანხმებების” ხელმოწერა და მართალია ახალი დოკუმენტების სახელწოდებაში სიტყვა ”ასოციაცია” ფიგურირებს, მაგრამ ბლოკის მხრიდან ეს მხოლოდ სომბოლური დათმობაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან არანაირ მიახლოვებას არ გულისხმობს.

თავისუფალი ვაჭრობა და გადაადგილების თავისუფლება

საუკეთესო შემთხვევაში ამ ექვს პარტნიორ ქვეყანას შეუძლია ორი გრძელვადიანი მიზნის განხორციელების იმედი ჰქონდეს, ესენია: შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილება.

ხოლო ის, გაფორმდება თუ არა შეთანხმებები თავისუფალ ვაჭრობაზე, დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა პარტნიორ-ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმები. სავიზო რეჟიმი კი თავისუფალ ვაჭრობაზე უფრო შორეული პერსპექტივაა. მანამდე, ვიდრე ნებისმიერი ამ პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო გადაადგილების უფლებას მისცემენ, კავშირის ყველა ქვეყანა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ პროცესს არ მოჰყვება იმიგრაციისა და დანაშაულის ზრდა.

”აღმოსავლური პარტნიორობ”-ის პროგრამის განვითარების კვალდაკვალ, მისი ერთ-ერთი შესანიშნავი მახასიათებელი გამოჩნდა, კერძოდ – გაქრა სხვაობები, პირველ რიგში მის ცალკეულ პარტნიორ-ქვეყნებს შორის და მეორეც – ერთის მხრივ მათ და მეორეს მხრივ იმ დანარჩენ ქვეყნებს შორის, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ.

მაგალითად, ბელორუსს, მისი ჩამორჩენილობის მიუხედავად, ზუსტად იგივე წინადადებები შესთავაზეს, რაც უკრაინას და საქართველოს. მეორეს მხრივ, ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნებს სულ მოსთხოვენ ევროკავშირთან ჩაბმას რეგულარულ ”დიალოგში ადამიანის უფლებებზე” (შუა აზიის ავტორიტარული რეჟიმები ამ დიალოგში უკვე ჩაერთვნენ).

ახლა ევროკავშირი აშკარად საკუთარი ამოცანების გადაწყვეტაზეა კონცენტრირებული. პირველ რიგში ეს პოლიტიკაში სტაბილურობის უზრუნველყოფაა. როგორც სჩანს, იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, ყველაზე ცოტა 2010 წლის განმავლობაში, როდესაც თავმჯდომარე-ქვეყნის პოსტს ჯერ ესპანეთი, შემდეგ კი ბელგია ჩაიბარებს. როგორც ცნობილია ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, აღმოსავლეთ-ევროპელთა ბედი დიდად არ აწუხებს.

ანალოგიურად, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული კეტრნინ ეშტონი, როგორც სჩანს ზედმეტად სუსტი, გამოუცდელი და სხვა საქმეებით დაკავებული აღმოჩნდება იმისთვის, რომ ”აღმოსავლეთ პარტნიორობ”-ის განვითარებას დამატებითი იმპულსი შესძინოს.

დოკუმენტში, რომელიც დღევანდელი შეხვედრისთვის შვედეთის ხელმძღვანელობამ (ის ახლა ევროკავშირს თავმჯდომარეობს) ”განსჯისთვის” მოამზადა, ოთხი ძირითადი სფეროა ჩამოთვლილი, რომლებშიც, სავარაუდოდ ევროკავშირი აღმოსავლეთის ქვეყნებთან იმუშავებს.

პირველი – ეს არის კრიზისით დაზარალებული ეკონომიკის სტაბილიზაცია, რომლის მიღწევაც იგეგმება მთავრობების ჩამოშორებით პროტექციონისტული პოლიტიკისგან, რაც როგორც დადასტურდა, აზიანებს პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩამონათვალში შემდეგია: სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოწყობა და უცხოეთიდან სესხების მიღების სახით დახმარების გაცემა.

არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თითოეულ ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.

ფორმალური თვალსაზრისით, ”პარტნიორებიდან” მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანა უკრაინაა. ის შესძლებს უკვე 2010 წელს ევროკავშირთან ”ასოციაციაზე ხელშეკრულების” ხელმოწერას, რომელშიც შედის ”თავისუფალ ვაჭრობაზე ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება”. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ვიზების გაუქმებაზეც.

თუმცა, როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან, ევროკავშირს და უკრაინას შორის ურთიერთობა ახლა უკიდურესად გაციებულია. უკრაინის ხელმძღვანელობა 2010 წლის იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნების მზადებაშია ჩაფლული, რის გამოც რეფორმები შეფერხდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ევროკავშირის აზრით უკრაინას არ შეუძლია (ან არ სურს) რაიმენაირი ზომების მიღება იმისთვის, რომ 2009 წლის იანვრის მოვლენები აღარ განმეორდეს, როდესაც მისი ტერიტორიის გავლით შეწყდა გაზის მიწოდება, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის ოცდაშვიდი ქვეყნიდან ნახევარზე – და ეს 1,7 მილიარდი ევროს სესხის მიუხედავად, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გაზის ტრანზიტზე რუსეთთან ანგარიშსწორებისთვის გადაუხდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ სახსრებს კიევს ვერ მისცემენ მანამ, ვიდრე გაზის სექტორში მთელი რიგი რეფორმები არ ჩატარდება, რომელიც მას უფრო გამჭვირვალეს გახდის. ბრიუსელმა უკრაინას ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის მორიგი სესხი შესთავაზა, მაგრამ როგორც წინა შემთხვევის დროს, შესაბამის დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სესხის გაცემა ”დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გამოთქმული პატივისცემა მაკორექტირებელი პროგრამის მიმართ, რაც უკრაინამ მსფ-სთან შეათანხმა”.

მოლდავეთი ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას იღებს, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციის უწყვეტი არასტაბილურობა, თავისუფალ ვაჭრობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში რაიმე წარმატების მიღწევის შესაძლებლობას არ იძლევა. ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმება – კარგი სატყუარაა ბლოკის ურთიერთობებში ოფიციალურ კიშინიოვთან, მაგრამ უახლოეს მომავალში ვიზები არ გაუქმდება.

ევროკავშირმა ასევე გამოყო ოთხი მილიონი ევრო ”დემოკრატიის მხარდასაჭერად” და ქვეყანას მსფ-სთან მოლაპარაკებებში საექსპერტო მხარდაჭერაც შესთავაზა.

დიალოგი ადამიანის უფლებებზე


ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს სადაო რეპუტაციის მიუხედავად, 2010 წლის ნოემბერში მის ქვეყანას ევროკავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობების უკვე არსებულ პროგრამებთან მიერთებით, ”უკანა კარით შესვლა” შესთავაზეს, ამით ბელორუსი ფაქტობრივად სხვა ”აღმოსავლეთ პარტნიორობ”-ის ქვეყნების დონეზე დადგა.

ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების სტიმულირებისთვის, ევროკავშირი სავიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება. მისი მიზანი გაცხადებულია და გულისხმობს ვიზების მოპოვებაზე განცხადების მოცულობის შემცირებას, შესაბამისი პროცედურების დაჩქარებას, ასევე შეთანხმების გაფორმებას არალეგალური მიგრანტების გაცემაზე.

ამიერკავკასიის ქვეყნები უკრაინას საგრძნობლად ჩამორჩნენ და ევროკავშირი მზადაა მათთან მხოლოდ ”ასოცირებაზე ხელშეკრულების” გაფორმების პირობები და პერსპექტივები განიხილოს.

ამ წლის დასაწყისში, სომხეთმა გარღვევა მოახდინა: რამდენიმე სამინისტროს მუშაობის მოდერნიზაციის მიზნით, ქვეყანაში მცირე ”მრჩეველების ჯგუფი” ჩავიდა. ამ წლის პირველ დეკემბერს, მართალია დაწეულ ტონში, მაგრამ ამ ქვეყანასთან ადამიანის უფლებების დაცვაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ევროკავშირმა და სომხეთმა სამ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობაზე ქვეკომიტეტებიც შექმნეს. ესენია: იუსტიცია, თავისუფლება და უსაფრთხოება; განათლება, საზოგადოებრივი პრობლემები, ტელეკომუნიკაციები, მეცნიერება და განვითარება და ბოლოს ენერგეტიკა, ეკოლოგია და ტრანსპორტი.

აზერბაიჯანი, როგორც ენერგორესურსების მიმწოდებელი და სატრანზიტო ქვეყანა, ევროკავშირის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ევროკავშირის და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი შეთანხმება ”ნაბუქო”-ს გაზსადენის მშენებლობაზე (”ნაბუქო” იმ გაზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ალტერნატივად რჩება, რომელიც ევროპას რუსეთიდან მიეწოდება) წელს გაფორმდა.

ევროკავშირის და აზერბაიჯანის მიერ შექმნილი ქვეკომიტეტების სია, უფრო მოკლეა: პირველ რიგში, ეს არის ერთის მხრივ ქვეკომიტეტი იუსტიციის, თავისუფლების და უსაფრთხოების, დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების პრობლემების შესახებ და მეორეს მხრივ – განათლების, საზოგადოებრივი პრობლემების, ტელეკომუნიკაციების, მეცნიერებისა და განვითარების ქვეკომიტეტი.

საქართველოში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ყველაზე დიდი წინსვლაა: მოლაპარაკებები ფატობრივად დასრულდა მაშინ როდესაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჯერ არც კი დაწყებულა.

თუმცა პოლიტიკური ურთიერთობები ბრიუსელს და თბილისს შორის საგრძნობლად გაცივდა, რადგან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ოპოზიციის დევნას არ წყვეტს.

დღევანდელ დღეს, თანამშრომლობა ევროკავშირს და საქართველოს შორის საკმაოდ შეზღუდულია. ეს სფეროებია: განათლება, საზოგადოებრივი პრობლემები, ტელეკომუნიკაციები, მეცნიერება და განვითარება, ენერგეტიკა, ეკოლოგია და ტრანსპორტი. ევროკავშირის მცდელობა დახმარებოდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოწყობასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, უშედეგოდ დასრულდა.


:!: :!: :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 18:49

კავკასიური წრე

მორიც გატმანი


საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აღარ ეომებიან, თუმცა საინფორმაციო ომის მასშტაბები იზრდება

ახალი წლიდან საქართველოს დედაქალაქში ახალი სატელევიზიო სადგური ”პირველი კავკასიური არხი” ამოქმედდება. საქმე ის არის, რომ ”პირველი კავკასიური” რუსულენოვანი არხია და თანამგზავრის საშუალებით მისი სიგნალი გავრცელდება რუსეთის ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებზე: ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ასევე ჩრდილოეთ-ოსეთში. ”თუმცა ცხადია თუ როგორ წარმოაჩენს არხი რუსეთს: ბოლოს და ბოლოს, საქართველო გვადანაშაულებს, რომ ჩვენ მას აფხაზერთი და სამხრეთ-ოსეთი ”ჩამოვაშორეთ”” – წერს გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი”. პოლიტოლოგ სერგეი მაკედონოვისთვის ყველაფერი ცხადია – ”თბილისს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას მოსკოვთან ბრძოლა არ შეუწყვეტია და საინფორმაციო ომს განაგრძობს”.

კრემლისთვის კრიტიკულ არხს ჩრდილოეთ-კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. რუსეთის ამ რეგიონში, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მოსკოვის ერთგული ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციურ მოძრაობას და საინფორმაციო საშუალებებს ახშობს. გია ჭანტურია, საქართველოს ”საზოგადოებრივი მაუწყებლ”-ის დირექტორი, რომელსაც ეს არხი ეკუთვნის არ მალავს, რომ რუსეთის ტელევიზიების საპირწონე არხის შექმნის იდეა აჯაყებული სამხრეთ-ოსეთის გამო წაგებული ომის შემდეგ წარმოიქმნა.

რუსეთ-საქართველოს შორის საინფორმაციო ომის ახალი რაუნდი იწყება. ”ვარდების რევოლუცი”-ის და ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, რუსეთს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდა.

ეფექტური მედია-აქციებით ქვეყნები ერთმანეთის საჯარო დამცირებას არ წყვეტენ. 2006 წლის სექტემბერში სააკაშვილის ბრძანებით საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ოფიცრები აგენტობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამ საეჭვო აგენტების რუსეთისთვის გადაცემის პროცესს. რუსეთის თვალსაზირისთ ეს დამამცირებელი პროცედურა გახლდათ.

სამხრეთ-ოსეთის გარშემო გაჩაღებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია, დიპლომატიური ურთიერთობები – შეწყვეტილი. მაშინ, თბილისმა საქართველოში რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობაც შეწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსული საინფორმაციო საშუალებების გავრცელების დიაპაზონი კავკასიაში მაინც დიდია, საქართველოს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურს და ხსნის არხს, რომელიც ცხადია რომ უშუალოდ კრემლს გააკრიტიკებს.

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ალა დუდაევა და ოლეგ პანფილოვი ტელევიზიაში საკუთარ გადაცემებს წაიყვანენ. დუდაევა – ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯოხარ დუდაევის მეუღლეა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და 1996 წელს სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი ქვრივი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ემიგრაციიდან იბრძვის. კრემლის მიმართ არანაკლებ კრიტიკულია ოლეგ პანფილოვიც. მოსკოვში ის არასამთავრობო ორგანიზაციის ”ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი”-ს დირექტორი იყო, რომელიც რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე მონიტორინგს ატარებდა. 2008 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ახლახანს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ არხს. ტელევიზიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში 2010 წელს მედიის მხარდაჭერისთვის იგივე თანხაა გათვალისწინებული, რაც 2009 წელს და ის განკუთვნილია ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის civil.ge-ს დაფინანსებისთვის. ამის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ტელევიზიისთვის საჭირო თანხას რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაიღებს, ის რუხი კარდინალი, რომელსაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ კრემლის წინააღმდეგ ემიგრაციიდან იბრძვის. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, რომ სექტემბერში ბერეზოვსკი საქართველოს სტუმრობდა, ამბობს ოპოზიციური პოლიტიკოსი ეროსი კიწმარიშვილი. ბერეზოვსკი ამ არხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.


:!: :!: :!:

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 11 დეკ 2009, 00:42

Глава МИД председательствующей в Евросоюзе Швеции Карл Бильдт назвал в четверг "плохой шуткой" решение России признать независимость Южной Осетии, пишет брюссельская интернет-газета EUobserver.

"Идея о признании независимости Южной Осетии все больше воспринимается как плохая шутка Москвы, и она, очевидно, таковой является", - сказал шведский министр. Он ответил на вопросы членов комитета Европарламента по международным делам.

http://kavkaz-news.info/portal/cnid_429 ... fault.aspx

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 17 დეკ 2009, 12:50

აფხაზეთი ნაურუმ აღიარა

ელენ ბარი


მოსკოვი – კავკასიის შფოთიანი პოლიტიკური თეატრის სცენაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ეს წყნარი ოკეანის ღარიბი ჯუჯა სახელწმიფო ნაურუა, რომელიც ორშაბათს მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამ გზით ფაქტობრივად მისი სუვერენიტეტი სცნო

ეს განცხადება 15 თვეში მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებაზე იძულების მიზნით, თავის მოკავშირეებზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო. ეს ორი სეპარატისტული რეგიონი 2008 წლის საქართველოს ომის ეპიცენტრში იყო.

წყნარ ოკეანეში მდებარე ეს კლდოვანი კუნძული, რომლის მოცულობა სულ რვა კვადრატული მილია, მისი მოსახლეობა კი 11 000 ადამიანისგან შედგება, როგორც გავლენიანი რუსული გაზეთი ”კომერსანტი” ამტკიცებს, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. გაზეთის ცნობით, რომელიც ანონიმურ რუს დიპლომატს იმოწმებს, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ნაურუს ხელისუფლებამ ”გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების” რეალიზაციისთვის 50 მილიონი დოლარი მოითხოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა ამ ცნობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ნაურუ – მსოფლიოში ყველაზე პატარა რესპუბლიკაა – რომელსაც უკიდურესად სჭირდება შემოსავლები, რადგან მისი მთავარი რესურსი – ასწლეულების განმავლობაში ფრინველთა სკინტლისგან დაგროვილი ფოსფატია, რომელიც ფაქტობრივად ამოწურულია. კუნძულის ხელისუფლება ცდილობდა თავშესფარის მიცემას ავსტრალიის დევნილებისთვის. მათ ასევე მილიონები ჩადეს მიუზიკლში West End (პროექტი სრული მარცხით დასრულდა).

ახლახანს, ნაურუს ხელისუფლებამ სერიოზულ საგარეო-პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას მიჰყო ხელი. 2002 წელს მათ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს ტაივანთან, რაც ჩინეთის მხრიდან სახელმწიფოსთვის 130 მილიონი დოლარის გადაცემის ფაქტს დაემთხვა. სამი წლის შემდეგ კუნძულის ხელისუფლებამ მათ თავი შეახსენა, რამაც ჩინეთის ხელისუფლება აიძულა დაეჩივლა, რომ კუნძულის წარმომადგენლები ”მხოლოდ მატერიალური სიკეთეების მიღებით არიან დაინტერესებულები”.

მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ორშაბათს საზეიმო განწყობა სუფევდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მისი კოლეგა ნაურუდან კირენ კეკე მას დაჰპირდა, რომ აფხაზეთის აღიარებას წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებისგანაც მიაღწევს. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კითხვებს არ უპასუხეს, რომლებიც კუნძულის ფაქტობრივად არ არსებულ ეკონომიკას და მოსახლეობის მცირერიცხოვნებას უკავშირდებოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პატივისცემით სარგებლობს.

”მე ჩემს პროფესიულ კარიერაში გამიმართლა, რადგან შესაძლებლობა მქონდა ხელი მომეწერა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებაზე მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, დღეს კი ხელს ვაწერ შეთანხმებას ყველაზე პატარა სახელმწიფოსთან – ნაურუსთან” – ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა შამბამ, რომლის ამ განცხადებასაც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ავრცელებს. ”ამ ჩამონათვალში კი ჩვენ საკუთარ თავს საშუალო ზომის ქვეყანად აღვიქვამთ” – დასძინა მან.

მანამდე აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც 215 000 ადამიანისგან შედგება, რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, გააკეთებს თუ არა ნაურუ ანალოგიურ განცხადებას სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით, რომელსაც ბატონი კეკე გასული კვირის ბოლოს სტუმრობდა. სამხრეთ-ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

აფხაზეთის აღიარებაზე ცნობას, რუსი კომენტატორების მხრიდან დამცინავი გამოხმაურებები მოჰყვა. ზოგიერთმა ისიც დაითვალა, თუ რა ღირს სხვადასხვა სახელმწიფოებთან ერთ სულ მოსახლეზე ლობისტური საქმიანობა, რომელიც მიმართულია ანკლავების აღიარებისკენ. აი, ამ ანგარიშების შედეგები: ნაურუს თითო მოსახლეზე ეს 3 500 დოლარია, 100 დოლარი – თითოეულ ვენესუელელზე, 200 – ერთ სულ ბელორუსზე და ა.შ ერთ-ერთმა ბლოგერმა ამას ”ნანო-რუსეთის ნანო-აღიარება” უწოდა.

თუმცა მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის კავკასიის სპეციალისტის სერგეი მარკედონოვის თქმით, ეს შეთანხმება ნამდვილი მიღწევაა აფხაზეთისთვის, რუსეთის გარდა ის სხვა მოკავშირეებსაც აქტიურად ეძებს. ანაზღაურების ფაქტზე მან ასეთი პასუხი გაგვცა – ”არავის რომ არ გადაეხადა, მაშინ რატომ ჩამოვიდოდნენ?”.

”აქ მორალზე საუბარი საერთოდ არ არის” – აღნიშნა ბატონმა მარკედონოვმა – ”ეს მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელსაც არანაირი პოტენციალი არ გააჩნია და მისთვის ერთადერთ შესაძლებლობას დამოუკიდებლობაზე გარიგებები წარმოადგენს. დამოუკიდებლობა – პროდუქციაა და ადამიანები მისით ივაჭრებენ”.

:!: :!: :!:

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 17 დეკ 2009, 14:21

ARCHILI wrote:აფხაზეთი ნაურუმ აღიარა

ელენ ბარი


ნაურუ – მსოფლიოში ყველაზე პატარა რესპუბლიკაა – რომელსაც უკიდურესად სჭირდება შემოსავლები, რადგან მისი მთავარი რესურსი – ასწლეულების განმავლობაში ფრინველთა სკინტლისგან დაგროვილი ფოსფატია, რომელიც ფაქტობრივად ამოწურულია.
აეეეე :lol:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 18 დეკ 2009, 12:04

მისი მთავარი რესურსი – ასწლეულების განმავლობაში ფრინველთა სკინტლისგან დაგროვილი ფოსფატია, რომელიც ფაქტობრივად ამოწურულია
აუ რა მაგარია! :D

აბა დანძრევიათ და ეგ არი. :D აღიარება მაგათ ვერ უშველით. სკინტლში ყოფილან ადრეც და სკინტლშივე დარჩებიან. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Kakha » 18 დეკ 2009, 13:49

ნაურუ არ კი გამეგო. ჰოდა შევედი ვიკიპედიაში და ვნახე რა ეწერა. ახლა რაშია საქმე, ფოსფატები ამოწურეს. აქედან შემოსავალი არ აქვთ. აი რა წერია ვიკიპედიაში

When the phosphate reserves were exhausted, and the environment had been seriously harmed by mining, the trust established to manage the island's wealth became greatly reduced in value. To earn income, the government resorted to unusual measures. In the 1990s, Nauru briefly became a tax haven and illegal money laundering center. From 2001 to 2008, it accepted aid from the Australian government in exchange for housing an illegal migrant detention center that held and processed asylum seekers trying to enter Australia

თარგმანი მცირედი შემოკელებებით: როცა ფოსფატები ამოწურეს ნაურუს მთავრობამ ხელი მიჰყო არატრადიციულ, უცნაურ შემოსავლის შოვნის გზას. 90-იან წლებში ცოტა ხნით გახდა "საშემოსავლო სამოთხე" და ფულის გათეთრების ადგილი. 2001 წლისდან 2008 წლამდე იღებდა დახმარებას ავსტალიისაგან იმის სანაცვლოდ, რომ ავსტრალიურმა მთავრობამ გამართა ნაურუზე არალეგალური იმიგრანტების ცენტრი, სადაც გზავნიდა ავსტრალიაში არალეგალურად შესული და შემდგეგ თავშესაფის მთოვნე პირებს.

ამის შემდეგ 2008 წელს ავტრალიამ გადაწვყიტა რომ დაეხურა ეს ცენტრი და აი ნაურუს მთავრობის კომენტარი: In February 2008, the Foreign Affairs Minister, Dr. Kieren Keke, stated that it would result in 100 Nauruans losing their jobs, and would affect 10% of the island's population directly or indirectly. ანუ 100 ადამიანი დაკარგავსო სამსახურსო და ეს გავლენას იქონეიბსო ჩვენი მოსახლეობის 10% შემოსავლებზეო.

და ბოლოს Nauru has used its position as a member of the United Nations to gain financial support from both the Republic of China (ROC) and the People's Republic of China (PRC) by changing its position on the political status of Taiwan. During 2002, Nauru signed an agreement to establish diplomatic relations with the PRC on 21 July. Nauru accepted $130m from PRC for this action. ნაურუ იყენებს იმას რომ არის გაეროს წევრი და მიიღო ფინანსური დახმარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან როცა შეიცვალა თავისი პოზიცია ჩინეთის რესპუბლიკის (ანუ ტაივანის) მიმართ და ამაში აიღო 130 მილიონი დოლარი.

რაღა დავამატო, როგორც იტყვიან კომენტარების გარეშე

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by burdiani » 18 დეკ 2009, 14:09

მძინარე თუ არა მთვლემარე ნაურუ :(
საქართველოსთვის!

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 18 დეკ 2009, 17:27

Wanderer wrote:
მისი მთავარი რესურსი – ასწლეულების განმავლობაში ფრინველთა სკინტლისგან დაგროვილი ფოსფატია, რომელიც ფაქტობრივად ამოწურულია
აუ რა მაგარია! :D

აბა დანძრევიათ და ეგ არი. :D აღიარება მაგათ ვერ უშველით. სკინტლში ყოფილან ადრეც და სკინტლშივე დარჩებიან. :D

რუსეთი N 2 :lol:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]