ლამა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 25 ოქტ 2009, 14:47

ზოგადად რელიგიაში ყოველთვის იყო არის და იქნება ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალისმის მარცვალი, რადგანაც იგი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც თავის თავში ბევრ სისუსტეს და ა.შ. მოიცავს...


პრობლემა ის არის, რომ ადამიანი სახარებას დაშორდა

და ამან წარმოქმნა უამრავი პრობლემა

პატრისტიკამ დააშორა ხალხი სახარებას
(ისევე როგორც რუსთველოლოგიურმა ნაშრომებმა დააშორა ხალხი რუსთაველს)

პატრისტიკული ლიტერატურის განვითარებამ წარმოქმნა უამრავი ერესი და ეკლესიაც, როგორც ინსტიტუტი, სხვა არაფერია თუ არა აი ამ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბებული ინსტიტუტი, რომელიც ვერ იკნება ღვთაებრივი წესრიგის დამამყარებელი დედამიწაზე, ისევე როგორც ებრაული ეკლესია არ იყო მაცხოვრის დროს ამ ყოველივეს შემოქმედი და რომლის წინააღმდეგაც "გაილაშქრა" მაცხოვარმა ჩვცენმა
იესო ქრისტემ

კრიტიკას ვერ ეგუება და ალბათ ვერც შეეგუება ეკლესია, რადგანაც მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის

ეს არის მისი (ეკლესიის) პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ

რომში, მოსკოვში, ბერლინში, ლონდონში, ვაშინგტონშიც და თეირანშიც...

ხო
ხო
იერუსალიმშიც კიდევ და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს

სად აღარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 30 ოქტ 2009, 20:04

“ჩვენ უფალმა მოგვცა უდიდესი მადლი – ჯერ ის, რომ ამქვეყნად მოგვიყვანა, შემდეგ ის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ჭეშმარიტი სარწმუნოება გვაქვს, რაც არაფრით დაგვიმსახურებია. რამდენი მილიონი და მილიარდი ადამიანი არსებობს ამ სარწმუნოების გარეშე. უფალმა კი საქართველო აღამაღლა და მისცა მას ეს უდიდესი საუნჯე, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ!” (“საპატრიარქოს უწყებანი”, #45, 3-9.12.2004)

:D:D:D:D:D:D:D
მაგრამ
:(:(:(:(:(:(
ცაა
როდესაც ამ აზრს მოისმენ :(

ეეეეეეეეეეჰ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 31 ოქტ 2009, 15:15

მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, â„–31 (184), 2002 წ.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლამა

Post by Druides » 31 ოქტ 2009, 17:16

meore monadire wrote:რეცენზია,
რეცენზორი მეორე მონადირე
რეცენზია ნაწარმოებზე პირობითი სახელით

"არ ვიცი რა შუაშია, მაგრამ რკო"

ნაწარმოების დედანი:
lama wrote:გამახსენდა...

ძალიან ლამაზი ღამე იყო სავსე მთვარე ალიცლიცებდა ვერცხლისფრად ცას...

მე და მერაბი ვიდექით ფიტარეთის ტაძარში და "შენ ხარ ვენახს" ვგალობდით.
საოცარი შეგრძნება იყო სიმშვიდის, სიჩუმის, რომელსაც დროდადრო ხეობიდან ამოვარდნილი ნიავი არღვევდა - ფოთლებს გადაჰყვებოდა და ისევ მიყუჩდებოდა ხეთა რტოებში.

ვიგალობეთ. გავედით ტაძრის ეზოში და მივაშტერდით მთვარეს...

უცებ გაისმა ხმა...


გავიხედეთ და დრუიდი არ არის
მაისური უჭირავს ხელში და შიგნით რაღაც აქვს გახვეული

ბიჭებო - მოგვმართა - ხომ არ გინდათ მჟავე ვაშლი?

ჩვენ ცოტათი გავოცდით...
მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ამ სიმშვიდეში

სანამ გაოცებულები ვიდექით
ვაჟა საქმეზე გადავიდა:
ამოიღო ფართე ჯიბიდან 500 გრამი არაყი დაჭყიტა თავისი ცისფერი თვალები, (რომლებიც აელვარდნენ მთვარის შუქზე ) და ცვრიან ბალახზე დაყარა მკვახე, მწვანე და მჟავე ვაშლები...
ძალიან გაგვიხარდა, რადგან საჭმელი აღარ გვქონდა დარჩენილი...

გაიშალა სუფრა და მთვარით განათებულ ტაძრის ეზოში დავიწყეთ ჩუმი ქეიფი...
ჩუმად ვამბობდი ლექსებს, ჩუმად ვმღეროდით სიმღერებსა და საგალობლებს ჩუმად ვუტყდებოდით ერთურთს ძმურ სიყვარულში...

ეს ის გასვლა იყო მეგობრებო, სადაც ვაჟა (დრუიდი) გავიცანი და მივხვდი, რომ ძალიან მაგარი ძმა შევიძინე...

დაწყება, როგორც ამას ქართული კულტურული განვითარება მოითხოვს, იწყება მომწყდარი, სულიდან ამოხეთქილი სიტყვით, ”გამახსენდა”...
ამით ავტორი ცდილობს მკითხველი მოწყვიტოს რეალურ, დამპალ სამყაროს და რომანტიკულ წარსულში დააბრუნოს, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ხომ ცდილობს? მისასალმებელია რომ ჩვენს მამათა და პაპათა მონაპოვარს არ ივიწყებს დღევანდელი წერის ფანატი ახალგაზრდობა და კიდევ იქმნება შესანიშნავი, წყალივით წასაკითხი ნაწარმოებები, ამის ნათელი დასტურია, ამომავალი ვარსკვლავის, კახა ლამა ოღაძის შესანიშნავი პროზა.
კახას თავიდანვე უნდა, რომ მკითხველი საერთოდ მოწყვიტოს დედამიწას, ამის დასტურად ის იყენებს შედარებას, ლამაზი ღამის, რომელიც ადამიანთა წარმოდგენაში დღემდე შავ ფონზე მრავალი მანათობელი ვარსკვლავი იყო, და საზღვრავს, რომ ცა ვერცხლისფრად ლიცლიცებს, სავსე მთვარე ცენტრშია და ფანტავს აქეთ იქით მანათობელ ვერცხლისფერ სხივებს, უკვე მის გარემოში ვხვდებით...
შემდეგ იწყებს იმ დედამიწაზე სადაც არის , შექმნილი სურათის დახატვას, მერაბი და ის გალობდნენ ფიტარეთის ტაძარში, ამით ლამა მკითხველებს ორ ნაწილად ყოფს, პირველი ნაწილი, ვინც ნამყოფია ფიტარეთში, სულის შეძვრას განიცდის ამ სიტყვების წაკითხვისას, ხოლო მეორე ნაწილი რომელიც არაა ნამყოფი ფიტარეთშიმაგრამ სურვილი აქვს წასვლის (ფიტარეთის ნახვის სურვილი ყველა დანარჩენს აქვს ხაზგასმა ჩემი მ.მ.), მთლად მოთმინებას კარგავს იქ მოხვედრისა და მერაბის ნახვის წყურვილით აგრეთვე სულშეძრული.
მკითხველს პირველ ნაწილს მოეხსენება როგორი ხევი ჩაუდის ფიტარეთის ტაძარს... პირდაპირ ნიავების გენერატორი... მისგან ამოვარდნილი ნიავი თვით ბუდისტ მღვდლებს დაურღვევს მყუდროებას და ლამას რომ დაურღვიოს "შენ ხარ ვენახის" გალობისას, ვის გაუკვირდება, სწორი ხედვაა... აქ, პროზის მიმართულებათა საოცარი ნაზავია, ციდან უცბად დაგვაბრუნა ლამამ მიწაზე და ახლა შენ ხარ ვენახს გვასმენინებს ნიავით დარღვეული საოცარი შეგრძნებების ფონზე. მალადეც ლამა, გული მიგრძნობს ავტორი ახალ პერსონაჟებს დაამატებს ნაწარმოებს...
მართლაც, იწყება მოქმედება, მორჩა ლამა გალობას , გადის ეზოში (აღსანიშნავია მშვენიერი გადაწყვეტა საკუთარი თავის, რომელშიც ”მერაბი”, ლამას მეორე მე იგულისხმება, იხსენიება მრავლობითად, ანუ ლამა გავიდნენ გარეთ, ლამამ იმღერეს და ა.შ. ჩართვა მ.მ.) და აშტერდება ცას, სავარაუდოა პირდაღებული, პირდარებული რასაკვერველია ცის უცნაური, ვერცხლისფერი ფერის გამო, და სავარაუდოდ არც ვარკვლავებია ცაზე მაგრამ მოღრუბლულიც არაა რადგან მთავრე კვლავ უნდა ალიცლიცებდეს ცას (ავტორი არ აღნიშნავს არსად მთვარე ღრუბლებში დაიმალაო მ.მ.)...

ამ დროს ლამამ გაიხედეს, და რასაკვირველია გაიხედავდა ქვევითკენ, საითაც ხევია და ძველების გადმოცემით, ლამას უტყუარი ინფორმაცია აქვთ რომ ამ ხევში რომაელებს გამოქცეული დრუიდი ათევდა ოდესღაც ღამეებს, გაიხედეს ლამამ ამ ხევისაკენ და მართალია დრუიდი არ არის, მაგრამ მაისური ნამდვილად უჭერია, თან აღსანიშნავია რომ ხელში და არა თათში, და თან შიგნით გახვეული რაღაც მოაქვს (რეცენზორის აზრით ლამა ამ დროს იმყოფა სვანური ხალხური ლექსის, ბეთქილის შთაბეჭდილებების ქვეშ და ხედავს ნადირთ მწყემს ქალს, რომელსაც ბავშვი აქვს გახვეული მაისურში მ.მ.)
და შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნაწარმოების აპოთეოზია, რომელიც მთლიანი ნაწარმოების მთავარი სიტყვაა: მომავალი რაღაცა ამბობს: ბიჭებოო, ანუ ლამასთან ერთად მომავალი კიდევ ხედავს მეორეს ან უფრო მეტ ადამიანს, მჟავე ვაშლი ვის უნდაო, აქ ყოველგვარი კომენტარიც კი ზედმეტია, პროზა ნიჭიერმა ავტორმა უცბად პოეზიად გვიქცია და მისი ნაკადულივით შესიტყვებული მდინარება მკითხველზე აუცილებლად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.
შემდეგ ცოტათი გაოცებული ლამა განაგრძობს თხრობას იმაზე რომ დრუიდი თურმე ადამიანია რომელიც ამ გასვლაში გაუცვნია ლამას და ეს ყველაფერი ფართო ჯიბიდან არაყის დაძრობის ასე თუ ისე დამსახურება უნდა იყოს, რასაკვირველია ასეთ ნაწარმოებში ბოლოს მაინც პო ლიტრა არაყის გამოჩენა გარკვეულ ეჭვს ბადებს ბელაიასთან დაკავშირებით, მაგრამ ლამას ეს არ ემუქრება, ლამამ ორჯერ იქით დამართა ბელაია არაყს...
ყოჩაღ ლამა, შენნაირი ადამიანების გამოა, დღემდე რომ მოვიტანეთ ჩვენი სული, ის ქართული სული, რომლებისთვისაც ჩვენი წინაპრების ლიტრობით სისხლი აქვს შეწოვილი ქართულ მიწას, ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.


:D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ლამა

Post by ketuna4 » 04 ნოე 2009, 01:08

ლამა როგორა ხარ???
მომენატრე :oops:

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ლამა

Post by anano » 04 ნოე 2009, 02:03

ლამა??????

კახა! კახა! კახა!!! :lol:
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 06 ნოე 2009, 17:29

Image

ქონგური

:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 11 ნოე 2009, 02:10

”სარწმუნოება არის პირადი საქმე ყოველი მოქალაქისა; ყოველ მოქალაქეს შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას უნდა, ანდა არც ერთი არ აღიაროს; ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან… სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებელი პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალურ მიზანთა გარეშე; დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიისა და სამლოცველო სახლის გახსნას, აგრეთვე ეკლესიის მსახურს კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს – პასუხს აგებს… ეს ოქროს ასოებით ამოსაჭრელი სიტყვები ჩვენს ეკლესიას წმ. ნინოს მიერ მიჩენილ გზაზე აყენებს.”

კალისტრატე ცინცაძე
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 14 ნოე 2009, 00:38

ბალსქვემოური, ბეჩოური

ზოგადი ცნობები

I. ბეჩო



ბეჩოში ათი სოფელი შედის /ცხოვრობს/. ეს სოფლები არის: ქართვანი, დოლი,
ჭკიდანარი, უშხვანარი, ნაშთქოლი, ჭოხულდი, გული, ბაგვდანარი, მაზერი
და ტვებიში. მთელ ბეჩოში ორასამდე ოჯახი ცხოვრობს.


ქართვანი, ჭკიდანარი, გული, ბაგვდანარი, ჭოხულდი, ნაშთქოლი და
ტვებიში პატარა სოფლები არის. ყველაზე ბევრი /მრავალი/ ოჯახი მაზერში ცხოვრობს,
შემდეგ -- უშხვანარში.


ქართვანიში ცხოვრობენ გაბულდანები, კვანჭიანები და ვიბლიანები.
ძირითადი /თავი/ მოსავალი ამ სოფელში არის ხორბალი და სიმინდი.

დოლში ცხოვრობენ კვიციანები, უშხვანები, კვანჭიანები და ვიბლიანები.
დოლში ყველაზე კარგად მოდის ხორბალი, შემდეგ სიმინდი და სხვა ყველა
მოსავალი /ნაშრომი/ ვარგა. დოლის ხორბალი საარაკოდ არის /ძევს/: "დედა, დედა, დოლის პურიო!,"
-- ამბობენ ძველი დროიდან.


ჭკიდანარში კვიციანები და ხორგუანებიღა ცხოვრობენ. ჭკიდანარშიც
ყველაფერი ისე მოდის, როგორც დოლში.

უშხვანარში ცხოვრობენ კვიციანები, შამფრიანები და გურჩიანები.
უშხვანარშიც კარგად მოდის ხორბალი, სიმინდი და კარტოფილი.

ხელდის ხიდის ზემო სოფლებში ყველაზე კარგად მოდის კარტოფილი.
მაზერში, გულში და ტვებიშში ერთი ჰექტარიდან ოცი ტონა კარტოფილი
მოდის. ზემო სოფლებში კარგი [პირობები] არის მესაქონლეობისთვის: საძოვარი ბლომად არის /იშოვება/,
კარგი მთები აქვთ.


ნაშთქოლში ცხოვრობენ ხორგუანები, ივეჩიანები და წერედიანები ჭოხულდში
-- კვიციანები და ფანგანები, მაზერში -- კვიციანები, ვეზდენები,
ჯამდელიანები, შამფრიანები, ვიბლიანები, ჩარკვიანები, დადეშქელიანები
და ქალდანები. ბაგვდანარში-კვიციანები, აფრასიძეები,
აბდელანები, ხორგუანები, ქალდანები და ვერსკიანები; გულში -- კვიციანები,
გოშვანები, გერლიანები და ხაფთანები; ტვებიშში -- კვიციანები,
ცალანები, არღვლიანები, აფრასიძეები და ბერჩლიანები.


-- ლეჩყანი ჰქვია. თხუთმეტი წლის წინათ ბეჩოს მიემატა
ერთი სოფელი -- დოლასვიფი. დოლასვიფში ცხოვრობს თერთმეტი ოჯახი.
ამ ახალ სოფელში ცხოვრობენ კვიციანები, უშხვანები, ხორგუანები,
ხარძიანები გირგვლიანები. ესინი უმეტესად მოსამსახურეები არიან.

დოლასვიფსა და უშხვანარს შორის არავინ ცხოვრობდა. აქაური მიწები გარდა
ალაგ-ალაგ ადგილებისა გამოუყენებლად იყო /იდო/.
ახლა ამ ადგილას ოჯახებიც ცხოვრობენ და სახნავ-სათესად აქვთ.
თესავენ ხორბალს, სიმინდს, კარტოფილს,
ლობიოს, გოგრას და აშენებენ ბაღებს. ბაღებში
ურგიათ ბარიდან /იქიდან/ მოტანილი ნამყენი ხეხილი -- ვაშლები და მსხლები: სანაფი, ანთროლი;
Line of edition: 7 მსხლებიდან: ბაბანი, მაშკვალი, შუშაგი, ფხანჭაში, კაცისთავი, წურანი,'გვირკეში.


ბეჩოში, როგორც ყველგან სვანეთში, კარგი ზამთარი სჩვევია. მარხვიდან
მაისამდე ზოგჯერ თოვლი დევს. ზამთარში სამუშაო აქვთ: ყავრის გადმოთოვლა,
საქონლის მიხედვა.
ვინც ხელობა (\\ მუშაობა) იცის,
ის მუშაობს. აკეთებენ: კარადებს, მაგიდებს, სკამებს, ტახტებს, ასკმარებს,
ბანდარებს, სამარცვლე და ნივთების კიდობნებს და სხვას.


ბეჩოს შუაში ჩამოუდის მდინარე დოლრა. დოლრას ემატება
უშხვანარში ხელდურა; დოლრაში შედის კიდევ მრავალი ღელე.
დოლრას ძალით მუშაობს ელქტროსადგური ბეჩოჰესი. ბეჩოჰესი
სინათლეს აძლევს ბეჩოს, ლატალს, ეცერს და ცხუმარს.


ბეჩოს ჩრდილოეთით არის უშბა. უშბა განთქმული არის ყველგან. ის
ძალიან მაღალი და ძნელად ასასვლელი არის.


ბევრი ეცადა უშბაზე ასვლას, ბევრი დაშავებულა ასვლისას.
უშბაზე ბევრჯერ ასულან საქართველოს ალპინისტები ალექსანდრე
ჯაფარიძის მეთაურობით. ალექსანდრე ჯაფარიძე და მისი პარტია
სამჯერ ავიდა უშბის მწვერვალზე. ბოლოს სამი კაცი -- ჯაფარიძე,
ონიანი და მუხინი -- დაიღუპნენ. შემდეგ უშბაზე ავიდნენ სვანები
და სხვა ალპინისტები.


ბეჩოში არის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა. ეს კოლმეურნეობა
რაიონში ერთ-ერთი მდიდარი კოლმეურნეობა არის.



(ერმენტო კვიციანი. დოლასვიფი. ვარლამ თოფურია. 10.VIII.1955)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 20 ნოე 2009, 19:32

2009 წლის მაისში სოფელ ნიქოზში ჩავედი მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ალექსი შაპუვალოვი (დონ-ი). გზად ნიქოზი გავიარეთ და შევედით მონასტერში, რომელიც სამწუხაროდ დაბომბილი დაგვხვდა...

გული დაგვწყვიტა ამ სანახაობამ
მონასტერში ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ეპისკოპოსი უნდა გვენახა, რომელსაც მე სტუდენტობის დროს შევხვდი სოფელ ლარგვისში, სადაც მეუფემ დიდი სიყვარულით მიგვიღო მე და ჩემი კურსელები.

მეუფე ესაიამ (ჭანტურია) ჩემდა გასაოცრად მიცნო
ძალიან დიდი ხნის წინ იყო ის ამბავი როდესაც მას შევხვდი, მაგრამ მაინც მიცნო...
უდიდესი სიყვარულითა და სიკეთით გაგვიმასპინძლდა. მერე ვილოცეთ და ასე გამოგვიშვა სვანეთისკენ...

გამიხარდა, როდესაც მან მთხოვა ფოტოს გადაღება ჩემთან

და აი შედეგიც

დიდი მადლობა დონს :)

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 25 ნოე 2009, 19:56

ახალგაზრდა მონაზონი ჯვარზე გააკრეს
ოთხშაბათი, 08 ივლისი 2009 13:54


18 ივნისს, რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქ. ვასლუის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მღვდელ დანიელ კოროგეანუსა და ტანაკუს მართლმადიდებლური დედათა მონასტრის ოთხი მონოზონის წინააღმდეგ, რომელთაც ჯვარზე გააკრეს ახალგაზრდა მონოზონი, რომელიც 15 ივნისს გარდაიცვალა.


ეკლესიის ხუთ მსახურს ბრალი ედებათ “ძალადობრივ ქმედებაში”, რომელმაც გამოიწვია ოცდასამი წლის მონოზონ ირინეს სიკვდილი. ის მათ ჯვარზე გააკრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ირინე “ ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი”.


ტანაკუს ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტრის ოცდაოთხი მონოზონი იქნა დაკითხული პრიკურატურის გამომძიებლის მიერ.

გამოძიების თანახმად, 10 ივნისს მონასტრის წინამძღვარმა მამა დანიელმა, რომელსაც ოთხი მონოზონი ეხმარებოდა, ხელ-ფეხ შეკრული ახალგაზრდა მონოზონი პატარა ოთახშო ჩაკეტა., რათა “ მისგან ბოროტი განეგდო”. სამი დღის შემდეგ, იმის გამო, რომ ირინე ხმამაღლა ყვიროდა, მათ გადაწყვიტეს ჯაჭვებით ჯვარზე დაებათ იგი და გაეჯოხათ. მოგვიანებით მონოზონი ირინე მკვდარი იპოვეს. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ მკვლელობას “შემაძრწუნებელი” უწოდა და განაცხადა, რომ “ ასეთ უპრეცედენტო ბარბაროსულ პრაქტიკას არაფერი აქვს საერთო მონასტრულ სულიერებასა და ტრადიციებთან”.

ჰუზის მართლმადიდებლურმა საეპისკოპოსომ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ტანაკუს მონასტერი, გამოძიების დასრულებამდე მღვდელმოქმედება აუკრძალა მამა დანიელს. “ თუ აღმოჩნდება, რომ მღვდელი და ოთხი მონოზონი დამნაშავეები არიან ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში მონასტერი დაიხურება”- განაცხადა მთავარხუცესმა კორნელიუ ბარლადეანუმ. სააგენტო მედიაფაქსის ცნობით, მონოზონი ირინე სამი თვის წინ აღიკვეცა და მანამდე თითქოს ქ. ვასლუის საავადმყოფოში მკურნალობდა “შიზოფრენიის “ დიაგნოზით. მაგრამ ბავშვთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტირის იონელ ბრატიანუს ცნობით, ირინე ცხრამეტ წლამდე უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა და “ყოველთვის კარგი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, მას არანაირი ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია”. მისივე განცხადებით, მონოზონმა ირინემ, საერო ცხოვრებაში მარიკა კორნიჩიმ, ოთხი წლის წინ მკაცრი სამედიცინო შემოწმება გაიარა გერმანიის საელჩოში, რათა ამ ქვეყანაში ბავშვის მომვლელად მუშაობის ნებართვა მიეღო.

“ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად მან ეს ნებართვა მიიღო და ორი წელი მუშაობდა გერმანელი ექიმების ოჯახში”- -ამბობს ი. ბრატიანუ.

პარასკევს საღამოს, თავსხმა წვიმაში ათიოდე მონოზონი მიუყვებოდა ტანაკუს მართლმადიდებლური მონასტრისაკენ მიმავალ გზას და თან მონოზონ ირინეს ცხედარს მიასვენებდა.

შავით მოსილი სილუეტები შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე უხმაუროდ შევიდნენ მონასტერში და ცხედარი ეკლესიასთან ახლომდებარე სათავსოში დაასვენეს.

“მას არა აქვს უფლება, რომ მისი ცხედარი ეკლესიაში დაასვენონ, რადგან იგი მოჯადოებული იყო”- აცხადებს მონოზონთაგან ერთ-ერთი – მართა.

სამგლოვიარო პროცესიის გამო ზარიც არ დაურეკავთ. მონოზონები ეჭვით ათვალიერებენ რამდენიმე უცხოელს, მათ შორის ფრანს-პრესის ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მკაცრ რიტუალს ესწრებიან.

მხილოდ ჭექა- ქუხილი არღვევს სიჩუმეს. ტანაკუს მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელი, რომელმაც ჯვარზე გააკრა მონოზონი ირინე, აცხადებს: “ჭექა-ქუხილი იმის ნიშანია, რომ ღვთის ნება აღსრულდა.” “ შეხედეთ მას”- ამბობს მღვდელი და ცხედარზე მიანიშნებს, რომელსაც ჯერ კიდევ ატყვია ძალადობის კვალი _ “ ღმერთმა სასწაული მოახდინა და ირინე საბოლოოდ გაათავისუფლა ბოროტისაგან”- განუცხადა მან ფრანს- პრესს. შემდეგ მცირე პანაშვიდი გადაიხადა “ მიცვალებულის სულისათვის”. პანაშვიდს ცამეტი მონოზონი ესწრებოდა, რომელთაც არანაირი ემოცია არ გამოუხატავთ.

მამა დანიელი ოთხი წელია ტანაკუს მონასტერში ცხოვრობს. მონასტერი რუმინეთის ყველაზე ღარიბი რეგიონის მთებშია ჩაკარგული და წყალი და ელექტრიენერგია არ მიეწოდება. მამა დანიელი ამტკიცებს, რომ რელიგიური სწავლების მიხედვით “სრულიად სამართლიანად “ გააკრა ჯვარზე ახალგაზრდა მონოზონი.

“გარეთ, თქვენს სამყაროში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეშმაკი არსებობს. პირადად მე, ადვილად შემიძლია მისი მოქმედება ამოვიცნო შეპყრობილი ადამიანის ქცევისა და სიტყვების მიხედვით. ადამიანი სუსტია და ხშირად ექცევა ბოროტი ძალების გავლენის Qქვეშ”- ამბობს ოცდაცხრა წლის მღვდელი, რომელიც გრძელ ჟღალ წვერს ატარებს.

“ არ მესმის რატომ ახმაურდნენ ჟურნალისტები. ეშმაკის განგდების რიტუალი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გავრცელებული პრაქტიკაა და ჩემი მეთოდები კარგადაა ცნიბილი სხვა მღვდლებისათვის”. მამა დანიელმა ფრანს-პრესს განუცხადა, რომ მართლმადიდებელი იერარქია მის განკვეთას აპირებს და ამიტომ მას სურს დაიქირავოს “კარგი ადვოკატი”.

“მსურს ისეთი ადვოკატის პოვნა , ვინც მიხვდება ჩემს ჭეშმარიტ მისიას ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაში”- ამბობს ის.

მრევლის წევრი დორა, 34 წლის: “ მოვედი, რათა მამა დანიელი ცილისმწამელებისაგან დავიცვა. მონოზონი ირინე სასჯელის ღირსი იყო, რადგან ერთ კვირა დღეს, წირვისას, მამაოს შეურაცხყოფა მიაყენა მრევლის წინაშე”.

სოციოლოგი ალფრედ ბულაი აცხადებს, რომ ფიზიკური სასჯელები რუმინეთის ზოგიერთ მონასტერში ხშირად გამოიყენება. “ ეს განსაკუთრებით ეხება მოშორებით მდებარე მონასტრებს, რომელთა წინამძღვრები ვერ ერკვევიან თანამედროვე ცხოვრების ნორმებსა და რეალობებში”- დასძენს იგი.

რუმინეთის 22 მილიონიანი მოსახლეობის 85% თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურ ნდობას ეკლესიას უცხადებს.


ბუქარესტი, რუმინეთი. ფრანს-პრესის სააგენტო, 18 ივნისი, 2006

ფრანგულიდან თარგმნა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა

Post by ARCHILI » 26 ნოე 2009, 13:33

lama


მე მგონი მიგიხვდი, რატომ პოსტავ ამ გაუგებარ პოსტებს...

:roll:

შენ უეჭველი ახალი რელიგიური მიმდინარეობა გინდა ჩამოაყალიბო

"ლამიზმი"


:wink:




ბასილ კობახიძე კიდევ ვიცემამამთავარი - ვიცელამა იქნება უეჭველი


:wink:

:lol: :lol: :lol:

მანდ კიდევ ორია, რომელსაც ეკუთვნის ვიცელამობა...


:lol: :lol: :lol:

ჩვენ რიგით ლამაიანელობას დავჯერდებით...


:D

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ლამა

Post by meore monadire » 26 ნოე 2009, 15:30

აუჰ ახლა იმ ამბის მოსმენა მომინდა, მეტყევემ რომ დაგიწერათ ფურცელზე მარცხჯვნივ წადითო :D

რამდენჯერ მაქვს მოსმენილი მარა კიდევ მოვისმენდი ახლა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 28 ნოე 2009, 15:59

შოთა რუსთაველი: "ვეფხისტყაოსანი"
თეოდორ დოსტოევსკი: "იდიოტი"
ლევ ტოლსტოი: "აღდგომა"
ვაჟა-ფშაველა: "სტუმარ-მასპინძელი"
მიგელ დე სერვანტეს საავედრა: "დონ კიხოტ ლამანჩელი"
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლამა

Post by lama » 28 ნოე 2009, 16:51

სასულიერო პირი გვირჩევს:
ეკლესია თინეიჯერობას კრძალავს

ინტერვიუ მამა მამუკასთნ


გელაშვილი ლანა
XII კლასი

კართუბნის საჯარო სკოლის ჟურნალი. "შარავანდი"
საქართველო
2008 წელი


1. მოგწონთ თუ არა თანამედროვე თაობა? (რატომ)
_არ მომწონს, რადგან ისინი თინეიჯერები არიან. ბევრს არ ესმის რა არის
თინეიჯერობა, ეს არის დისკოტეკაზე სიარული, სიგარეტის და ნარკოტიკების
მიღება, მოდის აყოლა და სხვა ისეთი მისწრაფებები, რაც სულისთვის დამ-
ღუპველია.
2. ვიცით, რომ ცუდია ტელევიზორის ყურება. ყველა გადაცემის ყურება ცუდია თუ
არა და რა უარყოფითი თვისება აქვს მას?
_საერთოდ ტელევიზორის ყურება ბავშვის ფსიქიკისათვის საზიანოა. ის დიდ ზიანს
აყენებს სულიერ სიძლიერეს. ყველა გადაცემის ყურება არაა აკრძალული
აქ უკვე მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა არჩევდეს რა არის ცუდი და რა
კარგი. თუმცა გადაცემათა 90%-ში კარგი არაფერია.
3. თქვენთვის რამდენად მისაღებია კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა და
არის თუ არა ინტერნეტი სახიფათო ახალგაზრდების სულიერებისათვის?
_ მოზარდებს არაფერში სჭირდებათ კომპიუტერი. კომპიუტერული ტექნოლოგიები
მისაღებია დაწესებულებებში. იგი ადამიანის სულის პირველი მტერია. მისი
მომხმარებელი რობოტს ემსგავსება არ აინტერესებს ირგვლივ რა ხდება. ერთ
შემთხვევას გავიხსენებ: დედამ უყიდა შვილს კომპიუტერი, ეს ბავშვი თითქმის
კომპიუტერთან ათენებდა და აღამებდა, ცხოვრების ინტერესი დაკარგა. დედა მიხვდა,
რომ შვილი დაღუპა და კომპიუტერს გაუფუჭა პატარა ნაწილი. შვილმა რომ
სიმართლე გაიგო თავის ჩამოხრჩობა სცადა. როგორ შეიძლება რაიმეს, მითუმეტეს
კომპიუტერის გამო თვითმკვლელობა. იგი მიუტევებელი ცოდვაა.
4. რამდენად ცუდია, რომ სატელეფონო სივრცეში არსებობს აქციები ანუ ღამის
“ფართები”. რას ემსახურება იგი?
_ეს აქციები გაუმართლებელი მოვლენაა. თუ
დავაკვირდებით ე.წ “ფართები” ხშირ შემთხვევაში
ღამითაა. იბადება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ღამე
და არა დღე? ეს ემსახურება მოზარდების ფსიქიკის
დარღვევას. როცა მშვიად უნდა იყო და გეძინოს, სწორედ
მაშინ ათენებ თეთრად და ვიღაცასთან მიწერმოწერა
გაქვს. ეს საშინელებაა, ახალგაზრდების უმეტესობა ამას
ვერ ხვდება.
5. რამდენად დიდია ცოდვა, რომ გოგონები შარვალს
ატარებენ?
_ იგი უდიდესი ცოდაა. სახარებაში წერია “წყეულიმც
იყოს ის დედაკაცი, ვინც მამაკაცის შესამოსელით შეიმოსოსო”
ღმერთი მას კრძალავს. გარდა ამისა, შარვალს ხშირად გამომწვევად იცვამენ
სწორედ ეს ხდება ხოლმე ყველგვარი სიბილწისა და მრუშობის საწინდარი.
6. რას ნიშნავს, როდესაც ახალგაზრდა საყურეს ატარებს ყურზე, ცხვირზე და
წარბზე. (ასევე ფერუმარილს).?
_ როდესაც თანამედროვეები თავს ირთავენ სხვადასხვა სამკაულებით, ეს არის
მცდელობა გარეგნობის შეცვლისა. ისინი ფიქრობენ რომ ასე უფრო ლამაზები
იქნებიან, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა ცოდვას ჩადიან. თინეიჯერები
ღმერთის მიმართ უმადურობას გამოხატავენ, მათ არ მოსწონთ ისეთი ქმნილება,
როგორიც უფალმა შექმნა. ისინი ღვთის დაწესებულის შეცვლას ცდილობენ.
7. ტატუირება რამდენად მისაღებია?
_ ტატუირება იკძალება ეკლესიისაგან. პირველ რიგში ცუდია იმიტომ, რომ იგი
ორგანიზმს წამლავს, ყველაზე ცუდი კი იმიტომაა, რომ ვინმეს ან რაიმეს ამოტვიფრისას,
ისინი ამ ფიგურას აღმერთებენ, თაყვანს სცემენ, უფალზე მეტ პატივს
მიაგებენ. რაიმეს გაღმერთებას კი ეკლესია კრძალავს. ჩვენ გვყავს სადიდებლად
მხოლოდ იესო ქრისტე.
8. რომ დაინახავთ ახალგაზრდა გოგოს ან ბიჭს, ყველაზე უფრო რა გეცემათ
ხოლმე თვალში?
_ მეც და ალბათ სხვასაც თვალში, მომხვდება ხოლმე მათი ზრდილობა და
ჩაცმულობა.
9. რამდენად დიდია მათში რწმენა და არიან თუ არა
ისინი ახლოს უფალთან?
_არის კი მათში საერთოდ რწმენა? თანამედროვე ახალგაზრდებს
რწმენა საერთოდ არ აქვთ, და რომელ
დიდსა და პატარაზეა საუბარი.
10. რამ გამოიწვია მოზარდების ასე შეცვლა?
_ ეს შედეგი ამერიკის დამსახურებაა.
11. შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ ძველსა და ახალ
თაობას შორის?
_ ძველმა თაობამ ის წესები და ქცევები, როგორც დღეს თინეიჯერები იქცევიან
გონებრივად არ მიიღო. ეს მისწრაფებები მათთვის მიუღებელი იყო. ადრე არსებობდა
ნამდვილი, ქართული ოჯახები, დღეს ეს ბედნიერება იშვიათია.
12. სად და როგორ უნდა ვეძებოთ გამოსავალი?
_ გამოსავალი მხოლოდ ეკლესაში სიარულია. სანამ ჯერ, კიდევ გვიან არაა ყველამ
უნდა ილოცოს და ცხოვრების წესი შეცვალოს. უფალი გვეუბნება, ხსნა
ლოცვაში და მარხვაშია. ლოცვა და რწმენა მოსმენით მოდის, მოსმენა კი ჯერჯერობით
არავის უნდა.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]