გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 07 ნოე 2009, 02:50

qvevri wrote:შესაძლოა ეს ციხე ერთ დროს გარკვეულწილად საბაჟოს დატვირთვას ატარებდა? ან მეორე ვერსია: შესაძლოა საქმე გვქონდეს ადამიანთა გატაცებასთან ანდა ტყვეთა სყიდვასთან?
ისეკი ამ სურათის ადგილი სხვა თემაშია, თუმცაღა არც აქ უშლის ვინმეს რამეს.
- ნწ.
იმედია ხელს არ გიშლით, მით უმეტეს, რომ რახან უნდა გამოიცნოთ, ე.ი.გამოცანა შეიძლება ვუწოდოთ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 07 ნოე 2009, 08:52

სხვა მინიშნებაა საჭირო მეგობარო. ეს ესაა კლინტონთან მქონდა სატელეფონო საუბარი და ესე მითხრა, რომ ნაღდათ აღარ მახსოვს რა ბრძანებულება გამოვეციო თორე რაზეა საუბარიო და თუ იმასაც აღარ ახსოვს მე საიდან უნდა ვიცოდე? მოკლედ რაიმე სხვა მინიშნება არ გვაწყენდა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 07 ნოე 2009, 20:34

ან მიმიშნება ან პასუხი :!:
(ან სიკვდილი ან გმარჯვება) :wink:

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 07 ნოე 2009, 21:42

qvevri
კარგით, მეგობარო, ვხსნი პირველ კარტს, რომლიც შესაძლოა თქვენვის სასარგებლო აღმოჩნდეს (თუმცა შემეძლო პირდაპირ პასუხი დამეწერა და მოგებული ვყოფილიყავი. ხვდებით, შანსს გაძლევთ!).

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.

თუ მიხვდებით, რა კავშირია შაჰ-თამაზს, სიმონ პირველსა და ამერიკელ გენერალს შორის, ამ ციხის სახელსაც ადვილად მიაგნებთ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 08 ნოე 2009, 18:21

კარგით, რახან პასუხი აგვიანებს, ხოლო მეც თითქმის გადამავიწყდა 24 საათიანი ვადა, გთავაზობთ პასუხს კითხვაზე, თუ რა შეიძლება აკავშირებდეთ ერთმანეთთან შაჰ–თამაზს, სიმონ I–სა და შალიკაშვილს, შესაბამისად, რომელი ციხის ნაშთი იყო ფოტოზე გამოსახული.
მოკლედ, გამოცანის პასუხი ცოტა შემეცნებითიც რომ იყოს, ამიტომ ცოტა ვრცლად გეტყვით:
შორეთის მონასტრის ერთ–ერთი წარწერა გვამცნობს: „...შენითა სახელითა შეიწყალე საბა–ნიკოლოზი ძე ვარაზ–ბაკურ ოთარისა...“
„ოთარი“ ამ შემთხვევაში სადაურობას – ოთის ციხის მფლობელს, ასპინძისხევის სიუზერენს ნიშნავს. სვეტიცხოვლის მამულების ნუსხაში იხსენიება: „ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკაშვილთა აქვს“. ან კიდევ ერთი ცნობა: „შალიკაშვილის ზემბადის შვილმა მათივ ნაქონები ოთის ციხე წარუღო…“
საქმე ეხება შალიკაშვილთა გვარს, რომლებიც მესხეთის ერთ–ერთ დიდგვაროვან ფეოდალებს წარმოადგენდნენ.
ცნობილი მესხი ფეოდალის, ოთარ შალიკაშვილის ქალიშვილი დაქორწინებულა შაჰ–თამაზ ყაზვინელზე. ვახუშტის თანახმად ეს ქორწინება თავად შაჰ–თამაზის მიერ ყოფილა შეთავაზებული თბილისის ოკუპაციის პერიოდში 1548 წელს. მას ჰყავდა ორი შვილი: შაჰ–ისმაილი და ხუდაბანდა. ეს უკანასკნელი შაჰ–აბასის მამა იყო. შალიკაშვილის ქალს დიდი როლი შეუსრულებია თავის დროზე მეფე სიმონ I-ის გამოშვებისას შირაზის ციხიდან. აღსანიშნავია, რომ ხშირად შალიკაშვილის ასულს შაჰ–აბასის დედად მიიჩნევენ. სინამდვილეში შალიკაშვილის ქალი იყო ხუდაბანდას და არა შაჰ–აბასის დედა.
ჯონ მალხაზ შალიკაშვილის წინაპრები სწორედ მესხი ფეოდალები იყვნენ, რომელთაც გვიან საუკუნეებში მესხეთი დაუტოვებიათ.
მოკლედ, უკვე გასაგები შეიძლება იყოს, რა კავშირი შეიძლება არსებულიყო შაჰ–თამაზს, სიმონ I–სა და ამერიკელ გენერალ შალიკაშვილს შორის.
ციხის ნაშთიც ლოგიკურად არის ოთის ციხის ნაშთი, რომელიც მდებარეობს სოფელ ოთიდან შორეთისაკენ მიმავალ გზაზე.
კარვის აქტიურ წევრებს კი ვუსურვებდი მალე ეხილოთ ის მშვენიერი ტაძარი, რომელიც ოთის ციხესთან სიახლოვეს მდებარეობს.

შორეთის მონასტერზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმული:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8% ... 7%E1%83%98
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 08 ნოე 2009, 21:17

Nephros wrote:კარგით, რახან პასუხი აგვიანებს, ხოლო მეც თითქმის გადამავიწყდა 24 საათიანი ვადა, გთავაზობთ პასუხს კითხვაზე, თუ რა შეიძლება აკავშირებდეთ ერთმანეთთან შაჰ–თამაზს, სიმონ I–სა და შალიკაშვილს, შესაბამისად, რომელი ციხის ნაშთი იყო ფოტოზე გამოსახული.
მოკლედ, გამოცანის პასუხი ცოტა შემეცნებითიც რომ იყოს, ამიტომ ცოტა ვრცლად გეტყვით:
შორეთის მონასტრის ერთ–ერთი წარწერა გვამცნობს: „...შენითა სახელითა შეიწყალე საბა–ნიკოლოზი ძე ვარაზ–ბაკურ ოთარისა...“
„ოთარი“ ამ შემთხვევაში სადაურობას – ოთის ციხის მფლობელს, ასპინძისხევის სიუზერენს ნიშნავს. სვეტიცხოვლის მამულების ნუსხაში იხსენიება: „ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკაშვილთა აქვს“. ან კიდევ ერთი ცნობა: „შალიკაშვილის ზემბადის შვილმა მათივ ნაქონები ოთის ციხე წარუღო…“
საქმე ეხება შალიკაშვილთა გვარს, რომლებიც მესხეთის ერთ–ერთ დიდგვაროვან ფეოდალებს წარმოადგენდნენ.
ცნობილი მესხი ფეოდალის, ოთარ შალიკაშვილის ქალიშვილი დაქორწინებულა შაჰ–თამაზ ყაზვინელზე. ვახუშტის თანახმად ეს ქორწინება თავად შაჰ–თამაზის მიერ ყოფილა შეთავაზებული თბილისის ოკუპაციის პერიოდში 1548 წელს. მას ჰყავდა ორი შვილი: შაჰ–ისმაილი და ხუდაბანდა. ეს უკანასკნელი შაჰ–აბასის მამა იყო. შალიკაშვილის ქალს დიდი როლი შეუსრულებია თავის დროზე მეფე სიმონ I-ის გამოშვებისას შირაზის ციხიდან. აღსანიშნავია, რომ ხშირად შალიკაშვილის ასულს შაჰ–აბასის დედად მიიჩნევენ. სინამდვილეში შალიკაშვილის ქალი იყო ხუდაბანდას და არა შაჰ–აბასის დედა.
ჯონ მალხაზ შალიკაშვილის წინაპრები სწორედ მესხი ფეოდალები იყვნენ, რომელთაც გვიან საუკუნეებში მესხეთი დაუტოვებიათ.
მოკლედ, უკვე გასაგები შეიძლება იყოს, რა კავშირი შეიძლება არსებულიყო შაჰ–თამაზს, სიმონ I–სა და ამერიკელ გენერალ შალიკაშვილს შორის.
ციხის ნაშთიც ლოგიკურად არის ოთის ციხის ნაშთი, რომელიც მდებარეობს სოფელ ოთიდან შორეთისაკენ მიმავალ გზაზე.
კარვის აქტიურ წევრებს კი ვუსურვებდი მალე ეხილოთ ის მშვენიერი ტაძარი, რომელიც ოთის ციხესთან სიახლოვეს მდებარეობს.

შორეთის მონასტერზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმული:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8% ... 7%E1%83%98
გამოცანის პასუხის კითხვა დავიწყე და სადღაც შუაში გავჩერდი. თუ მეცლება ხვალ გავაგრძელებ და თუ გამიმართლა დავამთავრებ, თუმცა რა შუში იყო ეს ყველაფერი ჩვენთან იმას ალბათ ვერასოდეს გავიგებ.... :(
მოკლედ ისეთი გამოცანებისაგან, რასაც ესაჭიროება კემბრიჯის, შტუტგარტისა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტების დამთავრება და უფრო მეტიც, მაგისტრანტობა, თუ შეიძლება თავი შევიკავოთ და სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კარველთა და არა ჰუმბოლტის ან კემბრიჯის უნივერსიტეტის ფორუმი.
ეხლა ერთი შეკითხვა:
რა კავშირშია ერთმანეთთან დაღესტანის უკანასკნელი შამხალი, შახ აბასი, ბინლადენი და ისპანახის ნიგვზიანი მხალი???. პასუხი მიიღება მხოლოდ ნეფროსისაგან!
და აქვე ბარემ კიდევ ერთი გამოცან იგივე ადრესატს: რა კავშირშია ნიკოლოზ მაღალაძე ნიჩბისთან და მცხეთასთან?

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 08 ნოე 2009, 23:46

qvevri wrote: გამოცანის პასუხის კითხვა დავიწყე და სადღაც შუაში გავჩერდი. თუ მეცლება ხვალ გავაგრძელებ და თუ გამიმართლა დავამთავრებ, თუმცა რა შუში იყო ეს ყველაფერი ჩვენთან იმას ალბათ ვერასოდეს გავიგებ.... :(
მოკლედ ისეთი გამოცანებისაგან, რასაც ესაჭიროება კემბრიჯის, შტუტგარტისა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტების დამთავრება და უფრო მეტიც, მაგისტრანტობა, თუ შეიძლება თავი შევიკავოთ და სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კარველთა და არა ჰუმბოლტის ან კემბრიჯის უნივერსიტეტის ფორუმი.
ეხლა ერთი შეკითხვა:
რა კავშირშია ერთმანეთთან დაღესტანის უკანასკნელი შამხალი, შახ აბასი, ბინლადენი და ისპანახის ნიგვზიანი მხალი???. პასუხი მიიღება მხოლოდ ნეფროსისაგან!
და აქვე ბარემ კიდევ ერთი გამოცან იგივე ადრესატს: რა კავშირშია ნიკოლოზ მაღალაძე ნიჩბისთან და მცხეთასთან?
მეგობარო, თქვენ ალბათ თქვენი მარნიდან მწერთ, ანუ შეზარხოშებული. სხვა შემთხვევაში ვერ ვხსნი თქვენს გაცხარების მიზეზს. მგონი აქ არ ყოფილა ისეთი შეკითხვა, აშშ–ის საგარეო პოლიტიკას, ნიცშეს ფილოსოფიასა და European Studies–ს რომ ეხებოდეს. არც შუასაუკუნეების ჯვაროსნულ ომებზე დამისვამს შეკითხვა და არც ნაპოლეონის დაპყრობებზე.
თან არ მესმის, ამ „ჩვენ“–ში რას გულისხმობთ. შეიძლება არ ვიცნობ კარველებს, მაგრამ მგონი ფორუმზე დარეგისტრირებით იმის უფლება მივიღე, რომ აქა–იქ ჩემი მოსაზრებებიც დავაფიქსირო, შეკითხვები დავსვა და ა.შ. მით უმეტეს, თქვენგან არ მომითხოვია TOEFL-ის DSH-ს სერთიფიკატები. ან რატომ ჩათვალეთ, რომ მაინცდამაინც თქვენ უნდა გამოგეცნოთ ეს გამოცანა?
შევთანხმდეთ, დღეის ამას იქით სათოფეზე აღარ გავეკარები თქვენს პოსტებს. თქვენც ასე ჰქენით...
თან გირჩევთ, როდესაც ვინმეს შეეკამაებით, ბოლომდე მოისმინეთ მისი აზრები, არგუმენტები... თქვენი ნებაა... შეგძილიათ ბოლომდე არ ჩაიკითხოთ... თქვენს დამოძღვრას არ ვაპირებ... არ ვიცი, იქნებ არ გიყვართ ისტორიული წყაროები. მე კი ძალიან მიყვარს, თუმცა ეს თქვენ ნამდვილად არ გაინტერესებთ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 09 ნოე 2009, 09:48

Nephros
მე კითხვაზე პასუხს უფრო ველოდი ვიდრე თქვენს ამგვარ მკვახე წერილს მეგობარო. მე არ გავცხარებულვარ და არც ვაპირებ, რადგან ცოტა მოუცლელადა ვარ. ამ ჩემს თემას თუ სათოფეზე აღარ გაეკარებით ეს თქვენი ნებაა, თუმცა, სიმართლეს გეტყვით, ნამდვილად დამწყდება გული.
Last edited by qvevri on 10 ნოე 2009, 13:29, edited 5 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 09 ნოე 2009, 10:15

აბა ახალი გამოცანა. რა უჭირავს ამ ღრმად პატივცემულ რაჭველ კაცს ხელში?
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by გვალდა » 09 ნოე 2009, 10:43

qvevri
რავიცი, მჭადის ფორმის მიმცემს ჰგავს, ქვე შენი ჭირიმე, ერთი შეხედვით ასე ვასიმბოლოე, ანდა იქნებ ქვევრის სახურავია? ალბათ ვცდები :roll:
სვანეთოლოგი

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by ლეონტი » 09 ნოე 2009, 10:58

ლობიანისაა მაი,ბარბალობას ხმარობენ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 09 ნოე 2009, 11:08

ლეონტი
მართალი ხარ. ლობიანისაა, მაგრამ ლობიანს ადრე(სანამ ლობიო შემოვიდოდა) ცულისპირეული ერქვა, რადგან ცულისპირასაგან მზადდებოდა.
დადე ახალი.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by ლეონტი » 09 ნოე 2009, 19:51

ცულისპირეული ერქვა თუ წალდისტარეული არ ვიცი მე.
Image
ა კიდო
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 10 ნოე 2009, 13:26

ვა ეგ რა არის? საპორჭყნი?
მაგ შრომის იარაღს ქართლის სოფლებში სამთითს ეძახიან.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by ლეონტი » 10 ნოე 2009, 22:29

საპორჭყნი ანუ საფხოჭნი.
ეგ ამერიკაში ხდება.
საღაცა ვიპოვნე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]