
ამ გასვლას დიდი ხანია ვამზადებდი და განსაკუთრებული მარშრუტი მინდა შემოგთავაზოთ

გასვლა 2 დღიანია. კარგი ამინდი არის მეტად მნიშვნელოვანი რადგან თუ იწვიმა ასვლაც გაძნელდება, ტალახი იქნება გაუვალი, და რაც მთავარია ხედები არ გამოჩნდება, ამიტომ ამინდი გვჭირდება !!!
მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, გზის სირთულე საშუალო, ასერომ მოამზადეთ თქვენი რაშები.

საწვავის ხარჯს ეკიპაჯები გაინაწილებენ.
რაც შეეხება ღამის თევას - ასპინძაში 3 საოჯახო სასტუმროა, საკმაოდ კარგი პირობებით, როგორც მახსოვს ღამის ღირებულება 30 ლარია(თუ რამე შეიცვალა დავაზუსტებ და დავდებ ამ დღეებში), მე შემიძლია წინასწარ დავბრონო ოთახები, მსურველებს შეუძლიატ კარვები წამოიღონ და იქ გაათიონ ღამე.
პირველი დღის მარშრუტი: დილით ადრე 7 საათზე გავდივართ თბილისიდან - ახჩიას ეკლესია (სოფელ მირაშხანთან) - ნიალას სერპანტინით ასვლა ნასოფლარ აგარაში (აგარის ქვაჯვარი, ეს სხვა აგარაა, ურავლის აგარაში არ აგერიოთ)ვარძიისა და მტკვრის ხეობის ხედები(ვარძიას ზემოდან დავხედავთ) - ლებისი (დარნების მიწისქვეშა კომპლექსი, ფანრები წამოიღეთ) - დუმეილას ეკლესია(აქ პატარა მდინარეა და შეგვიძლია ვისადილოთ მის ნაპირას) - ზემო ნიალას ეკლესია - გავეთის ტაძარი, ამ მარშრუტის მშვენება - ნიალადან მივდივართ ზედა თმოგვის მიმართულებით პირდაპირ მთაზე გადავდივართ, თავზე დავყურებთ ჯავახეთის ზეგანს, გავივლით გიორგიწმინდას ნასოფლარს და ეკლესიას (აბულის და სამსარის თოვლიანი მტების უმშვენიერესი ხედები გადაიშლება), ვეშვებით ზედა თმოგვის ეკლესიასთან და თუ დროში ჩავეტევით ვნახულობთ თმოგვის ციხეს.
მივდივართ ასპინძის საოჯახო სასტუმროებში და ვათევთ ღამეს.
მეორე დღის მარშრუტი:
მეორე დღე უფრო მსუბუქი იყოს აჯობებს, პირველი დღის მაგვარად დატვირთულ მარშრუტს სპეციალურად არ გთავაზობთ, რადგან თბილისში ვიქნებით წამოსასვლელი და თან მწვადის შეწვაც ხომ უნდა მოვასწროთ

ამის შემდეგ კი გამოვეშურებით თბილისში

ამ ეტაპზე სულ ეს არის, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით

1.მაკენა და მისი ეკიპაჟი
მასაი,
ნინი A,
მაკენას +
2.
