სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში,
სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?!
სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში,
სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე,
მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში,
სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე.
სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის,
ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს,
სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური,
მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან.
და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში -
მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს
მეშველიანს -
და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,
აბა ღმერთები მე უბედურს რას
მიშველიან?!
პ.ს. არ ვიცი ვისი დაწერილია და რომელ მეშველიანს უძღვნეს
