კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 25 სექ 2009, 00:39

ევროპელი მონიტორები საქართველოს ომზე დასკვნის გამოქვეყნებისთვის დაძაბულობის ზრდისთვის ემზადებიან

ნიუიორკ თაიმსი

ელენ ბარი


მოსკოვი - ევროკავშირის მონიტორები სამხრეთ ოსეთის შარშანდელი ომის მიზეზებზე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოში პატრულირებას აძლიერებენ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ანგარიშის დასკვნები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიების გარშემო დაძაბულობას გაზრდის.

ევროკავშირის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელსაც მომავალ ოთხშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგენენ, ათასგვარი ვარაუდი ჩნდება და ცხარე კამათი მიმდინარეობს. რუსეთიც და საქართველოც ამტკიცებენ, რომ ისინი ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლები არ არიან. თოთოეული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ კომისია საკუთარ დასკვნაში მოვლენების სწორედ მისეულ ვერსიას ასახავს და ასე შემოუნახავს ისტორიას.

დასკვნას, შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, თუკი მასში ცალსახად ერთ მხარეს დაადანაშაულებენ, და ბრალი ორივე ქვეყანაზე არ გადანაწილდება. დასავლეთში ბევრი ვარაუდობს, რომ დამნაშავე რუსეთიც და საქართველოცაა. ნიუ-ორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო გერმანულ ჟურნალში Spiegel-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომის დაწყებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

”არავინ გაზეთის ამ განცხადებებს (ასე!) სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან ყველა ვინც იქ იყო - და იქ სერიოზული ხალხი იყო - იციან რაც მოხდა”, განაცხადა სამშაბათს სააკაშვილმა CNN-ის გადაცემა American Morning-ში გამოსვლისას. მან თქვა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ რუსეთთან ომი მოეგო. ”გიჟები ხომ არ ვართ”, განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, ის ”სამართლიან და ობიექტურ დასკვნას” ელოდება. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები კომისიის ხელმძღვანელს სულ რაღაც ერთი კვირის წინ შეხვდნენ, რათა კითხვებზე პასუხების გაცემის საბოლოო რაუნდი გაემართად. კითხვებს კარგად ნაცნობი გენერალი მარატ კულახმეტოვი პასუხობდა, რომელიც ომის დაწყების ღამეს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების დანაყოფს ხელმძღვანელობდა.”ჩვენ სიმართლის მიღწევას ვცდილობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ჩვენს მხარესაა”, განუცხადა კარასინმა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსს” რუსეთის სამხრეთით ქალაქ ასტრახანში მოგზაურობისას.

დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კონფლიქტის გარემოებათა შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია შექმნა. მისი ხელმძღვანელი ელჩის რანგში შვეიცარელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი გახდა. თავდაპირველად გამოძიება და დასკვნების მომზადება ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, რადგან ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდებოდა. მაგრამ დასკვნის გამოქვეყნება ორი თვით გადადეს, რადგან როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, მათ დიდი ოდენობით ახალი დოკუმენტები მიიღეს.

ტალიავინიმ და მისმა ორმა მოადგილემ კომისიის შემადგენლობაში 19 ექსპერტი, მათ შორის ისეთი სფეროს სპეციალისტები მიიწვიეს, როგორებიცაა საერთაშორისო სამართალი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ისინი ასევე მუშაობენ საკონსულტაციო საბჭოსთან, რომელშიც სახელმწიფო ორგანოთა, სამხედრო დაწესებულებათა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა ყოფილი ხელმძღვანელები არიან გაერთიანებული.

ელოდება რა ამ დასკვნის გამოქვეყნებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, რომელსაც ომის გარემოებათა გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან პატრულის რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაზარდა. ამის თაობაზე ალექსანდრა ისაკოვიჩმა, მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თავდასხმების განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მას სურს გააჩნდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ინფორმაცია სროლებისა და საზღვარზე სამხედრო დაჯგუფებათა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, თქვა მან.

”არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ძალიან უკმაყოფილო დარჩება დასკვნის შედეგებით”, განაცხადა ისაკოვიჩმა.

სამშაბათს, გაზეთ Guardian-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ევროპელი ინტელექტუალების ჯგუფმა, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველისა და ფრანგი ფილოსოფოსის ბერნარ-ანრი ლევის ჩათვლით, ევროპას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, როდესაც კომისია მისი მუშაობის შედეგებს გამოაქვეყნებს.

”დიდი სახელმწიფო ყოველთვის მოძებნის ან მოიგონებს საბაბს იმისთვის, რომ მეზობელს, რომლის დამოუკიდებლობაც აღიზიანებს, თავს დაესხას,” ნათქვამია წერილში, ”ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში პოლონელებს ადანაშაულებდა”.

თუმცა ოკსანა ანტონენკო, რომელმაც 2005 წელს საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობათა შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოაწყო, ეჭვობს, რომ ანგარიშში მძიმე დასკვნები იქნება წარმოდგენილი”.

”ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ ამ დასკვნაში დამნაშავეებს დაასახელებენ”, თქვა ანტონენკომ, რომელიც ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში მუშაობს, ”თუმცა სინამდვილეში ამ კომისიას ხელი არ მიუწვდებოდა ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეჭვგარეშე რაიმე ახალი განაცხადო”.

იგი დასძენს, რომ ახლა ქვეყნების უმრავლესობამ, საკუთარი პოლიტიკა არსებულ გარემოებებთან შესაბამისობაში უკვე მოიყვანა, ადამიანებმა კი ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს.

”არავის არ სურს ხელახალი დებატების დაწყება იმის თაობაზე, თუ რა არ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. ეს კომისია დასკვნას ისეთი მომენტისთვის აქვეყნებს, როდესაც ყველას ამ თემის დახურვა სურს”.


:!: :!: :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 28 სექ 2009, 12:30

რუსულ-ქართულ ომზე ევროკავშირის ანგარიშის მოლოდინში


THE NATIONAL


ანგარიში, რომელიც ევროპის კავშირის დავალებით მზადდება და რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის გამომწვევი მიზეზების დადგენას ისახავს მიზნად, ოთხშაბათს უნდა გამოქვეყნდეს. პოტენციურად ანგარიში შეიძლება ისეთ ფეთქებადსაშიშ ცნობებს შეიცავდეს, რომელიც ევროკავშირისთვის საჩოთირო იქნება.

გუნდმა, რომელმაც მოამზადა ანგარიში და რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი უდგას სათავეში, ანგარიში ხუთდღიან ომზე ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებს უნდა წარუდგინოს.

პრესაში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ანგარიშმა შესაძლოა ბრალი დიდწილად საქართველოს დააკისროს, რომლის გადაწყვეტილებამ 2008 წლის აგვისტოში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებები დაეწყო, რუსეთის რისხვა გამოიწვია.

ექსპერტები და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ანგარიში, რომელიც გასულ წელს ევროპის კავშირმა დაუკვეთა, ბრალეულობას თანაბრად გადაანაწილებს. სწორედ ევროკავშირის შუამავლობით მოხერხდა შარშან საზავო ხელშეკრულების დადება.
ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა: ”საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ წარმოუდგენელია ანგარიში ან ერთი, ან მეორე მხარის სასარგებლოდ მომზადდეს”.

რუსეთის პასუხი, მის მიერ სამხრეთ ოსეთში ტანკების გაგზავნა, ფართოდ იქნა დაგმობილი. ასევე დაიგმო მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთისა და მეორე ქართული სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

მას შემდეგ ევროკავშირმა და ნატომ ბევრი იშრომეს რუსეთთან ურთიერთობების შესარბილებლად და დღეს შექმნილი სიტუაციის ამღვრევა არავის უნდა. მოსკოვის დახმარება საჭიროა ირანის ბირთვული ამბიციების ასალაგმად და ავღანეთში მეამბოხეებთან საბრძოლველად.

მაგრამ ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს საქართველოს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. საქართველოს ნატოში, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ალიანსში, გაწევრიანების იმედი ახლა ნაფლეთებადაა ქცეული.

ფაქტების დამდგენი კომისია 2008 წლის დეკემბერში დაფუძნდა, რათა ”გამოეძია კონფლიქტის წარმომშობი მიზეზები და მიმართულება”, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის და შესაძლო სამხედრო დანაშაულებათა კონტექსტშიც.

ანგარიში ივლისში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტის გამოქვეყნება გადაიდო რუსეთის, საქართველოს მთავრობებისა და ორი რეგიონის დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლებებისგან მიღებული ბოლო პასუხების გამო, რომლებიც მათ დაახლოებით 100 დასმულ შეკითხვაზე გასცეს. ანგარიშის მიერ შესაძლო გართულებების გათვალისწინებით, ბევრს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა კონფლიქტის კვლევა.

ჟაკ საპირი, ფრანგი ექსპერტი რუსეთის საკითხებში ამბობს: ”მე ძალიან პატიოსანი ანგარიშის იმედი არ მაქვს. არაფერი გამოვა, რადგან სიტუაცია უბრალოდ ძალიან სენსიტიურია”.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, ანგარიში რომელიმე მხარის დასადანაშაულებლად არ გამოდგება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოპოვებული მასალა ”ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების პრევენციის ჩარჩოებში. სწორედ ამ კონტექსტში ვაპირებთ მის გამოყენებას”.

საქართველოს მთავრობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ბოლომდე ითანამშრომლა გუნდთან, რომელიც ოფიციალურად ევროკავშირისგან დამოუკიდებელია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის ქვეყანას საგანგებოდ არ გამოყოფენ.

სააკაშვილმა გასულ კვირას ამერიკული სატელეზიო ქსელის CNN-ის ეთერში განაცხადა: ”ყველა, ვინც იქ იყო და იქ სერიოზული ხალხი იმყოფებოდა, ყველამ იცოდა, რაც მოხდა. საქართველო რუსეთთან კონფლიქტს ვერ დაიწყებდა. ჩვენ გიჟები არ ვართ”.

ნიკუ პოპესკუ, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ანალიტიკოსი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მოპოვებული ცნობები, ევროკავშირი, რომლის სადამკვირვებლო მისიაც საქართველოში ოპერირებს და რომელმაც გადაწყვიტა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას მიაღწიოს, ფრთხილ ნაბიჯებს გადადგამს.

”ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ევროკავშირი შეეცდება ნეიტრალური დარჩეს ამ დებატებში და ორივე მხარეს გააკრიტიკებს” - ამბობს ის, საქართველოს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი დაბომბა, ხოლო რუსეთი იმისთვის, რომ შემოიჭრა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამბობს პოპესკუ, ”ევროკავშირი დე ფაქტო დაეთახმა საქართველოს დანაწევრებას, ისევე, როგორც იმ ფაქტს, რომ მომავალი 20-30 წლის განმავლობაში არაფრის გაკეთება შესაძლებელი არ არის”.

ნატოს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, რომლებიც 2008 წელს, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ასე ძლიერი იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს პერსპექტივა ათი წლით მაინც გადავადდა.

:!: :!: :!:

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 28 სექ 2009, 12:50

ნატოს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, რომლებიც 2008 წელს, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ასე ძლიერი იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს პერსპექტივა ათი წლით მაინც გადავადდა.
ეს ნატო მგონი კომუნიზმის ელვარე მწვერვალებივით მიუწვდომელი ხდება :D
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 29 სექ 2009, 01:18

აშშ-სა და რუსეთის დამთბარმა ურთიერთობებმა ირანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით შეიძლება მცირე შედეგი მოიტანოს

კლიფორდ ლევი

მოსკოვი - ირანის წინააღმდეგ მიმართული უფრო მკაცრი სანქიციების დაწესების წინადადებას კრემლმა უკვე კარგა ხანია შეჭმუხნული შუბლითა და გულზე დაკრეფილი ხელებით უპასუხა. გასულ კვირას განწყობამ შერბილება იწყო და ობამას ადმინისტრაცია მიუახლოვდა დიპლომატიურ წარმატებას ირანის ბირთვული პროგრამის შეკავებისკენ მიმართულ ძალისხმევაში

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შედარებით შემრიგებლური განცხადებების მიუხედავად, ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ ყველაფერი შესაძლოა უმნიშვნელო შედეგით დასრულდეს. რუსეთი, ირანის მეზობელი, გეოპოლიტიკურად ბევრად უფრო გადახლართულია ირანთან, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანა და გაფუჭებული ურთიერთობების გამო ბევრად უფრო მეტი შეშფოთების საბაბი აქვს.

რუსეთს არც ის უნდა, რომ ვაშინგტონის განკარგულებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი ძლევამოსილება, ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართოს. ეს იმასაც ხსნის, თუ ისტორიულად რატომ ცდილობს რუსეთი გააზავოს სანქციები ისე, როგორც ეს წინა რაუნდებში ირანთან დაკავშირებით გააკეთა.

უფრო მეტიც, კრემლმა შესაძლოა იმიტომაც იფრთხილოს, რომ გრძნობს - სამყაროში რომელშიც მას უფრო ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე საბჭოთა კავშირის არსებობისას ჰქონდა, უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფლება მას საკუთარი თავისადმი ყურადღებისა და პატივისცემის უზრუნველყოფისათვის გამოადგება. თუ რუსეთი დაუყოვნებლივ დათმობს ძალადობრივი ქმედებების მოწოდებებს, მან შეიძლება გარისკოს და კიდევ ერთ ისეთ ქვეყნად იქცეს, რომლებიც შეერთებული შტატების უკან რიგად ჩამწკრივებულან. კრემლი თითქმის დანამდვილებით არ დაუშვებს ამას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, როგორც სჩანს უკვე დაიხია უკან მედვედევის კომენტარებში გამოხატული მხარდაჭერისგან.

როდესაც ლავროვს შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარასკევის იმ განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც ეს სამი ქვეყანა ამტკიცებდა, რომ ირანმა არ გაამხილა ურანის გამდიდრების საიდუმლო საწარმოს არსებობა, მისი პასუხი ასეთი იყო - ეს იმის მტკიცებულება არ არის, რომ ირანმა რაიმე ცუდი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია ახალი სანქციების აუცილებლობაზე ლაპარაკი.

”როგორც მე გავიგე, კანონიერებასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული არ არის” - ამბობს ლავროვი.

მან ასევე დატუქსა დასავლური სახელმწიფოები იმისთვის, რომ მათ სადაზვერვო სააგენტოების მიერ ურანის გამდიდრების ირანულ საწარმოზე ადრე არაფერი შეატყობინეს.

პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის უზენაეს ლიდერს, რომელიც შეერთებული შტატებისადმი უფრო ქორისებურ პოზიციას იკავებს, ამ ბოლო დღეებში მედვედევის პოზიციისთვის სანქციებთან დაკავშირებით, არაფრით მიუბაძავს.

მაგრამ ამ ბოლო თვეებში მთლიანად მოსკოვის დამოკიდებულება შეერთებული შტატებისადმი ერთმნიშვნელოვნად დათბა, დიდწილად პრეზიდენტ ობამას მიერ ურთიერთობების ”გადატვირთვის” სურვილის გამო, რაც საბოლოოდ შეიძლება რადიკალურ შემობრუნებად იქცეს.

ობამას გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ-ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების ბუშისეული გეგმის გაუქმების შესახებ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ეფექტი ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მტკიცებით მას მხოლოდ ირანის მსგავსი ქვეყნების თავდაცვა უნდოდა, კრემლი სარაკეტო სისტემას რუსეთისთვის უშუალო საფრთხედ განიხილავდა.

გასულ კვირას მედვედევმა არაერთხელ გამოხატა ობამასადმი მადლიერება, რაც ბუშის მმართველობის ბოლო წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობებთან შედარებით კონტრასტს ქმნიდა. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები მედვედევის განცხადებებს ციტირებდნენ, როგორც იმის დასტურს, რომ მათი მოსკოვთან თანამშრომლობის მცდელობა, შედეგიანი აღმოჩნდა და შესაძლოა ირანისთვის სანქციების დაწესებით დამთავრდეს.

”ირანის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ სხვადასხვა ეჭვი გვქონდა” - გასულ კვირას განაცხადა მედვედევმა. ”თუ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ყველა საშუალება ამოიწურება, ჩვენ შეიძლება საერთაშორისო სანქციების საკითხი განვიხილოთ.”
”ხანდახან სხვა არჩევანი აღარ რჩება” - დამატებით აღნიშნა მან.

რუსეთმა განაცხადა, რომ არ სურს ირანი ბირთვულ შეიარაღებას ფლობდეს, მაგრამ მათ ასევე ცხადად ჩამოაყალიბეს ირანის ბირთვულ წარმატებებზე დასავლური შეფასებით გამოწვეული შეშფოთება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ის მას სამხედრო აღჭურვილობას აწვდის და ბირთვულ ელექტროსადგურს უშენებს.

ერთი რამ ცხადია, რუსეთი სანქციებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ პრობლემად როდი განიხილავს, არამედ როგორც ერთ-ერთს იმ რამდენიმეთაგან, რომელიც ვაშინგტონთან მისი ურთიერთობების გარშემო ტრიალებს. ის სტრატეგიულ ბირთვულ შეირაღებათა კონტროლის შემცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებებში მონაწილეობს და ჯერ კიდევ შეშფოთებით შეჰყურებს ნატო-ს შესაძლო ექსპანსიას ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოში.

თუ ეს საკითხები კრემლისთვის მოსაწონად გადაწყდება, მაშინ მკაცრი სანქციების დაწესებას ის უფრო დაეთანხმება.

”ირანი რუსეთისთვის ძალიან კარგი სავაჭრო კარტია” - ამბობს ვლადიმერ სოტნიკოვი, მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი მკვლევარი - ”ამიტომაა, რომ არა მგონია, მოცემულ მომენტში რუსეთი დიდი ახალი სანქციებისთვის მზად იყოს.”

დინამიკას ართულებს ჩინეთიც, სანქციების წინააღმდეგ განწყობილი უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რომელსაც ვეტო-ს უფლება აქვს. კრემლი საჯაროდ სანქციებთან დაკავშირებით უფრო მეტ თავისუფლებას ამჟღავნებს, რათა ობამას მიერ აღმოსავლეთ- ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის პროექტის გაუქმების გამო გამოხატოს მადლიერება, თუმცა იცის, რომ ჩინეთი მათ შემოღებას კვლავინდებურად წინ აღუდგება.

ჩინეთი ირანთან ძალიან ინტენსიურად ვაჭრობს და მისი სკეპტიკური შენიშვნები პარასკევის იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც ურანის გამამდიდრებელ ახალ საწარმოს ეხებოდა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად არ უნდა მას სანქციების დაწესება.

ამავე დროს, თუ ჩინეთი იგრძნობს, რომ რუსეთმა უფრო დამყოლი პოზიცია დაიკავა, მან შეიძლება პოზიციის ცვლილებაზეც იფიქროს, რათა იზოლაციაში არ აღმოჩნდნენ.

გასულ კვირას, ხუთშაბათის ჟენევის კონფერენციის წინ, სადაც შეერთებული შტატები და კიდევ ხუთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც ირანს უნდა შეხვდნენ, რუსეთის პრეზიდენტის ირანის წინააღმდეგ დიმიტრი მედვედევის მიერ წარმოთქმულმა კრიტიკა, ჩინეთისთვის დამატებითი ზეწოლის ფაქტორია.

ამ გარემოებებშიც კი, გასულ კვირას მოსკოვში მიცემულ ინტერვიუებში, ექსპერტები რამდენადმე ეჭვობენ, რომ კრემლი მხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ მიმართულ ძალისმიერ ნაბიჯებს, თუმცა არც ამას გამორიცხავენ.

ვლადიმერ საჟინი, სახელმწიფო რადიოსადგურის ”რუსეთის ხმი”-ს კომენტატორი და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ირანის საკითხებში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაგება - რუსეთი ირანს რეგიონალურ კონტექსტში სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორად განიხილავს. ივნისში ირანის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მედვედევმა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს გამარჯვება მიულოცა.

ორივე ქვეყანა წარმოდგენილია კასპიის ზღვაზე და ორივეს აქვს ტერიტორიები კავკასიის მთებში (საბჭოთა კავშირი ირანს ესაზღვრებოდა, მაგრამ რუსეთი ახლა საზღვარს დაახლოებით 100 მილითაა დაშორებული, მას ირანთან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, აზერბაიჯანი აშორებს). ორივეს, რუსეთსაც და ირანსაც უნდათ რომ აღკვეთონ ნატო-ს მიერ რეგიონში ბაზების დაფუძნება.

საჟინი ამბობს, რომ რუსეთი ნასიამოვნები იყო, როდესაც ირანმა მას ჩეჩნეთში გადადგმული ნაბიჯების გამო პასუხი არ მოსთხოვა. ეს კი კავკასიის მუსულმანური რეგიონი იყო და აქ ფედერალურ მთავრობას მუსულმანური ამბოხის წინააღმდეგ ორი სასტიკი ომი ჰქონდა.

”კრემლის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ უნდა ირანთან ურთიერთობების გამწვავება რუსეთის რეგიონალური ინტერესების გამო” - ამბობს საჟინი.

საჟინის თქმით, მას არ გაუკვირდებოდა თუ მედვედევი იმაზე მინიშნებას განაგრძობს, რომ ღიაა სანქციების დაწესებისადმი, ძირითადად იმიტომ, რომ ჩინეთი პოზიციას არ დათმობს, ხოლო ირანი დავის გაგრძელების გზებს გამოძებნის.”კრემლს შეუძლია კარგად ითამაშოს, რადგან იცის, რომ ალბათ ამით არ ემუქრება” - ამბობს ის.


:!: :!: :!:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 01 ოქტ 2009, 09:50

ტალიავინის კომისიის დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.ceiig.ch/Report.html

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ოქტ 2009, 11:15

ევროსაბჭოს 1 ღვინობისთვის სხდომა საქართველოს მიმართ გახორციელებული რუსული
აგრესიის საკითხს კიდევ 1ხელ განიხილავს.
მედიის მრავალი საშუალება ეხმაურება დღევანდელ სხდომას.
წინა 2 რეზოლუციის შეუსრულებლობა, რომელიც რუსეთს სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების
გაუქმებასა და საქართველოდან ჯარის გაყვანას ავალდებულებდა, რუსეთს, შესაძლოა, ევროსაბჭოში ხმის დაკარგვად დაუჯდეს.
ზოგი1 მკვლევარი ვარაუდობს, რომ რუსეთს ამ ვალდებულების შესასრულებლად
კიდევ 5 თვეს მისცემენ და ამის შემდეგ განიხილავენ ხმის ჩამორთმევის საკითხს.

ცხადია, ყველამ იცის, რომ რუსეთი ხსენებულ ვალდებულებებს არ დაიცავს, მაგრამ როგორც ჩანს,
ევროსაბჭო ცდილობს, ამ უკიდურესობამდე მაქსიმალურად გამოიყენოს სამართლებრივი მარაგები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:17

პირველი გასროლა

მარტინ ვინტერი


Image

საიდუმლო დასკვნას მეტი სინათლე შეაქვს იმის გარკვევაში, კავკასიურ ომზე თუ ვინ რა პასუხისმგებლობის მატარებელია: პირველმა საქართველომ ისროლა, მანამდე კი რუსეთი სეპარატისტების პროვოკაციებს უჭერდა მხარს, მაგრამ კითხვები მაინც რჩება

საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ უფრო ნათელი ხდება, თუ ვის რა პასუხისმგებლობა აქვს კონფლიქტზე. ეს საქართველოს მთავრობა იყო, რომელმაც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ არმიას შეუტია, რომელიც სამხრეთ-ოსეთში საერთაშორისო მანდატით იმყოფებოდა. ასეთია დასკვნის შინაარსი, რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ მოამზადა და რომელსაც დღეს ბრიუსელში წარადგენენ.

მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პროვოკაციები აჯანყებულ ქართულ რეგიონებში - სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში. ამ პროვოკაციების შეჩერება ვერც საერთაშორისო ზეწოლით ვერ მოხერხდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რეგიონში იმყოფებოდა და დაპირისპირებულ მხარეებს დავის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობაში არწმუნებდა.

”ის, რომ საქართველომ პირველმა გახსნა ცეცხლი და ამას წინ უძღოდა რუსების, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზების სეპარატისტთა ქმედებები ბოლო დრომდე საიდუმლოდ შენახული ანგარიშის საკვანძო დასკვნებია” - იუწყებიან დიპლომატიური წყაროები.

ოთხშაბათს ბრიუსელში, შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი მას ელჩების დონეზე ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომაზე წარადგენს. ამ სხდომაზე მიწვეულები არიან საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები, ასევე გაერო-ს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგატები.

გაურკვეველია, განიხილავს თუ არა ტალიავინი კრიტიკულ დღეებში აშშ-ს და ევროკავშირის როლების საკითხს. დიპლომატები ბრიუსელიდან, შვეიცარელი ქალბატონის ხელმძღვანელობით მომუშავე “საქართველოზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის” დასკვნის ამ ნაწილს პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე ეპიზოდად მიიჩნევენ.

დღემდე არავის განუმარტავს, რას აკეთებდა თავდასხმის ღამით საქართველოში მყოფი დაახლოებით 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი და საერთოდ იცოდნენ თუ არა მათ რაიმე მაინც ამ ოპერაციის შესახებ. ამერიკელი ოფიცრები თითქოს ამ დროს საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

ამ ომის ერთ-ერთი გამოცანაა ასევე ისიც, თუ რატომ არ სცა პატივი საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონის და ევროპელების კატეგორიულ მოთხოვნას არ აჰყოლოდა პროვოკაციას. დადის ხმები, რომ ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჰავიერ სოლანას უახლოესმა გარემოცვამ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მთავრობას ძლივს გადააფიქრებინა, რომ ხელი არ წაევლოთ იარაღისთვის.

გარდა ამისა, მათ აუხსნეს ქართველებს, რომ ევროკავშირი საქართველოს არ გაუწევდა სამხედრო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში ნატო-ც განზე გადგებოდა. ალიანსის ბევრ წევრ სახელმწიფოს ჰქონდა განცდა, რომ სააკაშვილს ბლოკის რუსეთთან ომში ჩათრევა სურდა. ტალიავინს დასკვნა ევროპის თანამეგობრობამ დაუკვეთა.


:!: :!: :!:
Last edited by ARCHILI on 01 ოქტ 2009, 11:51, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:18

ომი საქართველომ დაიწყო

რეინჰარდ ვესერი


Image

რუსეთ საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს ევროკავშირში დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. პოლონელებისთვის, ჩეხებისთვის და ბალტიისპირელებისთვის ის, თუ ვინ არის დამნაშავე კონფლიქტის ესკალაციაში, რომელიც მანამდე 15 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო, ორი აზრი არ არსებობს მათ რუსეთის შეჭრა მისი პატარა მეზობლის ტერიტორიაზე მოსკოვის იმპერიალიზმის აღორძინების საფრთხედ აღიქვეს და ლონდონის მხარდაჭერით მკაცრ საპასუხო სანქციებს მოითხოვდნენ, თუმცა ევროკავშირის ძველ წევრ დასავლურ სახელმწიფოებში სხვა განწყობა სუფევდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მათ პოზიციას წარმოადგენდა: დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში არ უნდა მოაქციოს, განსაკუთრებით ამ კონფლიქტურ სიტუაციაში, გააფრთხილა მან ყველა და მათ “ამ მწვავე ინტრიგის დასრულებისკენ” მოუწოდა. შტაინმაიერი საქართველოს ხელმძღვანელობის “უპასუხისმგებლო” ქმედებებზე და რუსეთის “გადამეტებულ რეაქციაზე” საუბრობდა.

ევროკავშირის თანხმობა გერმანულ წინადადებაზე 2008 წლის დეკემბერში შეექმნათ “საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია,” როგორც სჩანს ამ მოსაზრებას ადასტურებს. კომისიის დასკვნაში, რომელსაც კავკასიის და რუსეთის საკითხებში ძალიან გამოცდილი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს და ოთხშაბათს ბრიუსელში გამოქვეყნდება, Frankfurter Allgemeinen Zeitung-ის ცნობით ნათქვამი იქნება, რომ ომი 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ომის დაწყებაში საქართველოს როლის ცენტრალურ პუნქტად წარმოდგენა, აბათილებს მანამდე არსებულ ინფორმაციას: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ღამით სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნა და სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე ქართული არმიის შემდგომი გადაადგილება, თავდაცვითი აქტი იყო, სააკაშვილის ბრძანება რეაქცია იყო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსული ტანკები როკის გვირაბში გადაადგილდნენ, რომელიც სამხრეთ-ოსეთს კავკასიონის ქედით რუსეთთან აკავშირებს, თუმცა კომისიამ რუსული არმიის გადაადგილების დამადასტურებელ ფაქტს ვერ მიაგნო. ამგვარად მან დაასკვნა, რომ რუსების მხრიდან პირველი რეაქცია - სამხრეთ-ოსეთში ჯარი შეეყვანა, რადგან იქ სამშვიდობო მანდატით მისი “მშვიდობისმყოფელები” მართლაც იმყოფებოდნენ - გამართლებული იყო.

თუმცა ეს მკაფიო განცხადება იმის თაობაზე თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ივლისში სულ უფრო გააქტიურებულ შეტაკებებზე და სამხრეთ-ოსეთის გარშემო დაწყებულ ომზე, რუსეთს პასუხისმგებლობისგან მხოლოდ ნაწილობრივ ათავისუფლებს. კომისია კონფლიქტის ესკალაციაში მოსკოვს მნიშვნელოვნად ადანაშაულებს და მას საერთაშორისო სამართლის მრავალრიცხოვან დარღვევბში სდებს ბრალს. კომისიის აზრით, ის რომ რუსეთი წლების განმავლობაში, ომის წინ კი განსაკუთრებით ინტენსიურად, საქართველოს აჯანყებული რეგიონების მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება იყო. ამასთანავე დაუსაბუთებელია რუსეთის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ ის ასე მასშტაბურად სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში მისი მოქალაქეების დასაცავად მოქმედებდა. გარდა ამისა, რუსეთმა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, 2008 წლის გაზაფხულიდან გადადგმული ახალი ნაბიჯებით - მაგალითად, აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მფრინავების ჩამოგდებით - სამხრეთ-კავკასიის რეგიონში უკიდურესად გაართულა სიტუაცია.

საგამოძიებო კომისიის აზრით, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებები იყო ასევე, სამხრეთ-ოსეთის რეგიონის მომიჯნავე ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიების და რუსეთის ჯარის მიერ ასევე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოყენება, რომელიც ფოთის პორტში ქართულ გემებს ანადგურებდა, ასევე კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დაპყრობა, რითაც რუსებმა და აფხაზებმა 1990-იანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება დაარღვიეს.

გარდა ამისა, კომისიამ დაასკვნა, რომ სამხრეთ-ოსეთში, იქ სადაც 2008 წლის აგვისტომდე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, თუმცა გამოძიებამ ვერ მოიპოვა იმ ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მასალა, რომ ეს აქციები კოორდინირებული ან ნაბრძანები იყო, თუმცა ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველების განდევნა და მათი სახლების განადგურება, შესაძლოა ჩრდილოეთ-კავკასიურმა ბანდებმა ჩაიდინეს, თუმცა ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება, რომელიც ამგვარ ქმედებებს არ აღკვეთდა. კომისიასთან დაახლოებული პირების ცნობით, რუსული მხარე მოვლენების ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე “ძალიან მგრძნობიარედ” რეაგირებს - ბოლოს და ბოლოს კრემლმა მის საქართველოში შეჭრას ხომ “ჰუმანიტარული ინტერვენცია” დაარქვა.

სამხედრო დახმარება ჯანსაღ ჩარჩოებში უნდა ექცეოდეს

ტალიავინის კომისია კარგი რეპუტაციის მქონე 19 სპეციალისტთან ერთად მუშაობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, პოლიტოლოგები და სამხედროები, რომლებიც კავკასიის რეგიონს კარგად იცნობენ და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდნენ. კომისია მასალებს მოსკოვში, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში იკვლევდა, მან დაკითხა ამ მოვლენების მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი პირი. კომისიაში ამბობენ, რომ მათთან “ყველა მხარე აქტიურად თანამშრომლობდა.” გარდა ამისა კომისიას ხელი მიუწვდებოდა ნატო-ს, გაერო-ს და ეუთო-ს მონაცემებზე (ამ უკანასკნელს საქართველოში დიდი მისია ჰქონდა, მაგრამ სამი თვის წინ ქვეყანა დატოვა, რადგან რეგიონში მისი მანდატის გაგრძელებას რუსეთმა ვეტო დაადო); მან დაჰკითხა დასავლელი დიპლომატები, მათ შორის ვაშინგტონში, სადაც როგორც სჩანს მას დამაჯერებლად არწმუნებდნენ, რომ პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მკაფიოდ აფრთხილებდნენ რომ არ ჩაბმულიყო სამხედრო კონფრონტაციაში.

რუსეთმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ მან საქართველოს ხელმძღვანელობის სამხედრო დახმარებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით, ის სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ძალით დაბრუნებისკენ წააქეზა. ორივე რეგიონი თბილისის კონტროლს 90-იანი წლების დასაწყისში სისხლისმღვრელი ომების შემდეგ გამოეყო. როგორც სჩანს კომისიის დასკვნაში, არსებობს პუნქტი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების როლს, რომელიც ომის დაწყების მომენტში თბილისში მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლებით იყო წარმოდგენილი: მასობრივი სამხედრო დახმარება შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ის ჯანსაღ საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

მოსკოვისადმი უნდობლობა

ტალიავინის კომისიის მუშაობის შედეგებში გასაკვირი არაფერია. ომის დაწყებაზე სააკაშვილის საჯარო ვერსიის მიმართ სერიოზული ეჭვები საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან მალევე გაჩნდა. საქართველომ, შარშან სექტემბერში სატელეფონო საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელსაც სამხრეთ-ოსეთისკენ, როკის გვირაბის გავლით რუსეთის არმიის გადაადგილების ფაქტი წინასწარ უნდა დაედასტურებინა. თუკი ჩანაწერები ნამდვილია, ყოველ შემთხვევაში რუსულ მხარეს ის არ გაუპროტესტებია, შეიძლება იქ საუბარი რუსული “სამშვიდობო გარნიზონების” ტრანსპორტით მომარაგებაზეც ყოფილიყო.

ეუთო-ს საქართველოს მისიის ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მხრიდან უცხოელი დიპლომატებისთვის მიწოდებულ ცნობებში, საუბარი არა რუსული არმიის შემოჭრაზე, არამედ სამხრეთ-ოსეთისკენ “ჩრდილო-კავკასიელი” და “დაქირავებული” მებრძოლების გადაადგილებაზეც იყო, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამხრეთ-ოსეთისკენ ჩრდილოეთ-კავკასიიდან შეიარაღებული მებრძოლები მიემართებოდნენ, თავად რუსული საინფორმაციო საშუალებები ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოსცემდნენ.

მეორე მხრივ, კომისიას არც იმის დადასტურება შეუძლია, რასაც რუსები ამტკიცებდნენ, რომ ცხინვალზე ქართული თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, როდესაც 7 აგვისტოს უკანასკნელ სამშვიდობო მცდელობებს ჰქონდა ადგილი და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ბოლოს ომის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ განაცხადა. კომისიას აქვს ქართველების შესაბამისი ბრძანება, რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს. დოკუმენტს სამართლებრივი და ტექნიკური ექსპერტიზა შვეიცარიაში ჩაუტარდა. ციურიხის პოლიცია ასეთ “ზომიერ” დასკვნამდე მივიდა: მან დაადასტურა, რომ დოკუმენტი ყალბი არ არის, თუმცა საკმარისად არ მიიჩნია რუსების მიერ მოწოდებული მასალა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად.

“კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარესთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მასში ვის რა წვლილი მიუძღვის” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან სამ კვირაში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. კომისიის მუშაობის წყალობით დღეს გაცილებით მკაფიო სურათი არსებობს იმისა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ის არ პასუხობს პოლიტიკურ კითხვებს, რომელთა წინაშეც დასავლეთი აღმოჩნდა, რადგან საკუთარი მოსაზრებების სისწორეში არა მხოლოდ შტაინმაიერი, არამედ აღმოსავლეთ-ევროპის მცხოვრებლებიც უნდა დარწმუნდნენ, რომლებიც მოსკოვს არ ენდობიან.

:!: :!: :!:
Last edited by ARCHILI on 01 ოქტ 2009, 11:52, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:23

ევროკავშირის ანგარიში: ომი რუსეთთან ქართული შეტევით დაიწყო

რაფ კასერტი


Image

ბრიუსელი - ევროკავშირის დავალებით მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თავის სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე საქართველოს გაუმართლებელი შეტევით ”აღინიშნა დასაწყისი” რუსეთთან გასული წლის ომისა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი ორ ქვეყანას შორის “დაძაბულობის მზარდ პერიოდს, პროვოკაციებსა და ინციდენტებს” მოჰყვა.

ანგარიში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ცდილობდა ცხადი გაეხადა ომის მიზეზები. საქართველო ამტკიცებდა, რომ მან შეტევა სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ინტერვენციის მოსაგერიებლად დაიწყო. რუსეთი ამტკიცებდა, რომ მან ჯარი მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნა, რაც საქართველომ საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ შეტევის დაწყება საერთაშორისო სამართლის თანახმად, გამართლებული არ იყო.

:!: :!: :!:
Last edited by ARCHILI on 01 ოქტ 2009, 11:53, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:24

საქართველოს შეტევა რუსეთთან ომის წინ, საერთაშორისო კანონის თანახმად გაუმართლებელია

იან ტრეინორი



Image

ევროკავშირის გამომძიებლებმა ასევე დაასკვნეს, რომ სამხრეთ-ოსეთის არარეგულარულმა ჯარმა სამხედრო სამართალი დაარღვია იმით, რომ თავს ესხმოდა ქართულ სოფლებს

”გასული წლის ხუთდღიანი ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, ქმედებით რომელიც გაუმართლებელი იყო საერთაშორისო სამართლის თანამხმად” - აცხადებს ევროკავშირის ამომწურავი ანგარიში.

გამომძიებლების თქმით, მათ ვერ დაადასტურეს საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ შეტევა სეპარატისტულ პროვინციაში, სამხრეთ-ოსეთში რუსეთის შემოჭრის გასაჩერებლად დაიწყო.

მაგრამ ანალიზში, რომელიც 1000 გვერდზე მეტს მოიცავს და რომელშიც შესულია დოკუმენტაცია და მოწმეთა ჩვენებები ნათქვამია, რომ - ”რუსეთმა მანამდე სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდასხმას დაიწყებდა, რუსეთმა სამხრეთ-ოსეთში გადააადგილა დაქირავებული მებრძოლები და გასამხედროებული ძალები, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს, რაც აშკარად შეირაღებული დაპირისპირებისთვის მზადებას წარმოადგენდა.

ევროკავშირის გუნდმა, რომელშიც სამხედრო, პოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დაცვის და საერთაშორისო სამართლის ექსპერტები შედიოდნენ და რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, ასევე დაასკვნა, რომ სამხრეთ-ოსეთის არარეგულარულმა სამხედრო შენაერთებმა ქართულ სოფლებზე თავდასხმებით დაარღვიეს სამხედრო კანონები, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ჯარებმა “არ ან ვერ” გააკონტროლეს ისინი.

“ისმის კითხვა: საერთაშორისო სამართლის თანახმად, იყო თუ არა 7/8 აგვისტოს ღამით ქართველების მიერ გამოყენებული ძალა კანონიერი. არ იყო…შეუძლებელია იმის მიღება, რომ ცხინვალის დაბომბვა გრადის მრავალჯერადი რაკეტებითა და მძიმე არტილერიით აკმაყოფილებდა აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნას.” ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დაუშვებელი იყო “კონფლიქტის საწყის ფაზაზე” სამხრეთ-ოსეთში საქართველოს შეტევა რუს სამშვიდობოებზე.

“საქართველოს მიერ ოპერაციის დაწყებამდე რუსეთს არ დაუწყია შეირაღებული შეტევა.”

“საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ-ოსეთში დიდი რაოდენობით იმყოფებოდა რუსული შეიარაღებული ძალები, ვერ დამტკიცდა… ასევე ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ასეთი დიდი შეტევის ზღვარზე იყო.”

:!: :!: :!:
Last edited by ARCHILI on 01 ოქტ 2009, 11:54, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:26

2008 წლის ომის გაჩაღების გამო ხელს საქართველოსკენ იშვერენ

LE TEMPS


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნამ, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის უარყოფის მიუხედავად, ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისრა, თუმცა კონფლიქტის გაღვივებაში მოსკოვსაც დასდო ბრალი.

შარშანდელი 7-12 აგვისტოს ომის გამო, რაც საქართველოს კატასტროფული მარცხით და ორი აჯანყებული რეგიონის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა, მხარეები ერთმანეთს ერთნაირი ხერხებით ადანაშაულებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენციის მცდელობის აღკვეთა სურდა. მოსკოვს ომში ჩაბმის არგუმენტად, აჯანყებულ რეგიონებში საკუთარი მოქალაქეების დაცვა მოჰყავდა, რომლებიც რუსულ პასპორტებს ატარებენ.

2008 წლის დეკემბერში, ევროკავშირის მიერ შექმნილი ექსპერტებისა და დიპლომატების კომისიამ, რომელიც გამოცდილი შვედი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მუშაობდა, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა მიმართულებებზე დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის პირველი დასკვნა საქართველოსთვის ძალიან უსიამოვნოა. კომისიამ დაასკვნა, რომ ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მიზნით კონფლიქტი გააჩაღა, განუცხადა ფრანს-პრესის სააგენტოს კომისიასთან დაახლოებულმა წყარომ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, კომისიამ ვერ მოიპოვა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ კონფლიქტის დაწყების მომენტში, 7 აგვისტოს ღამით და 8 აგვისტოს გამთენიისას, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები გადაადგილდებოდნენ. საქართველომ კი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცხინვალი ამ დროს დაბომბა.

იმავდროულად ანგარიში პასუხისმგებლობისგან არც მოსკოვს არ ათავისუფლებს. იმავე წყაროს თქმით, კონფლიქტის გაღვივებაში მოსკოვიც დამნაშავეა, რადგან ის ომის დაწყებამდე კვირეების და თვეების განმავლობაში ორი აჯანყებული რეგიონის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციას ახდენდა.

მოხსენებაში, რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღრვევაში და კონფლიქტის დროს საქართველოს იმ ტერიტორიების უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებენ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა მდებარეობდა.

“პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება”, აცხადებს წყარო.

“ჩვენ პასუხისმგებლობით სავსე, პატიოსანი და ნათელი დასკვნის შექმნას მივაღწიეთ”, დააზუსტა მან და იქვე დასძინა, რომ “ამ მოხსენების მიზანს ორი დაპირისპირებული მხარის მიმართ იურიდიული დევნისთვის ბაზის მომზადება არ წარმოადგენდა”.

“თუკი საქმე უფრო სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებამდე მივა, მათ ხელთ კარგი მასალა ექნებათ”, თქვა მან.

მართალია, რუსეთს აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დასკვნა საქართველოსთვის უფრო მძიმეა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს რუსეთის მსხვერპლად წარმოადგენდა.

დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პოზიციების შესუსტება შეუძლია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ისედაც ედავებიან, თუმცა დოკუმენტს იმავდროულად ჟენევის რთულ მოლაპარაკებებზე თბილისის და მოსკოვის პოზიციების დაახლოება ძალუძს.

თუკი ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პატივისცემის გამოხატვას, ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ქვეყნის ამპუტაციის სულ უფრო ნაკლები შანსი იარსებებს.

“ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაიწყო, რადგან ამერიკელების თანადგომის იმედი ჰქონდა. ეს არის მთელი ისტორია”, განაცხადა ევროპის საქმეთა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა პიერ ლელუშმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს.

“მართალია რუსეთმაც ხელი შეუწყო მას თავისი პროვოკაციებით, მაგრამ ამის მიუხედავად”, დასძინა მან “საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ერთი საქმეა” “სააკაშვილის პიროვნებისადმი კი, სულ სხვა ისტორია გახლავთ”.

:!: :!: :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:27

დანაშაულის და თანამონაწილეობის განცდა

რეინჰარდ ვესერი



Image


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც წააგო. კავკასიის ხუთდღიანი ომის მიზეზების შემსწავლელმა ევროკავშირის საგამძიებო კომისიის დასკვნამ ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც მანამდე მხოლოდ უმნიშვნელო ეჭვები არსებობდა: სააკაშვილი იყო ის, ვინც 2008 წლის აგვისტოში წითელი ხაზი გადაკვეთა, რის გამოც მრავალიცხოვანი შეტაკებები სამხრეთ ოსეთში ორ სახელმწიფოს შორის ომში გადაიზარდა.

ამით ქართველებსაც და ოსებსაც მან დიდი უბედურება მოუტანა და შესაძლოა ქვეყანას სამუდამოდ დააკარგვინა ორივე აჯანყებული რეგიონი. მისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შეფასებისას ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ტყუოდა ის როდესაც ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს არმიის თავდასხმა მხოლოდ რუსულ ინტერვენციაზე რეაქცია იყო, თუ (რაც აბსოლუტურად შესაძლებელია) საკუთარი თავის დარწმუნებას დაჰყვა?

მუქარა და შანტაჟი

თუმცა სააკაშვილის ბრალი მოსკოვს არ ამართლებს და ამით მისი პოლიტიკა უკეთესი არ ხდება. წლების განმავლობაში კრემლი ამუხრუჭებდა სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის განმუხტვისთვის მიეღწიათ. იმის ნაცვლად, რომ მას თავისი გავლენა გამოეყენებინა, რათა გადაეწყვიტა კონფლიქტები საქართველოს და მის აჯანყებულ რეგიონებს შორის, მან გააძლიერა სეპარატისტები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში უშუალოდ მართავდა. 2008 წლის გაზაფხულზე ესკალაცია აფხაზეთში რუსების პროვოკაციებით დაიწყო.

ამიტომ დასავლეთი ახლა, იმის გამო, რომ სააკაშვილი ცუდი ბიჭია, საქართველოს ომს რუსეთთან ურთიერთობაში უბრალოდ სამწუხარო ეპიზოდად ვერ მიიჩნევს. იმ შემთხვევაშიც კი თუკი სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტად დარჩება, დასავლეთმა ქვეყანას მხარი უნდა დაუჭიროს და ის დასავლურ სტრუქტურებს მაქსიმალურად დაუახლოვოს, თუკი კრემლის ქორების წახალისება არ სურს, რომ მათ მუქარებისა და შანტაჟის არსენალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული მისწრაფებებისა და დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ არ გამოიყენონ, რასაც ისინი თბილისთან მიმართებაში აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრეც აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, დასავლეთი მოსკოვთან კარგ ურთიერთობაზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლელი წევრებისთვის რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი პრინციპულ საკითხებზე ორაზროვნება არ იარსებებს.

:!: :!: :!:
Last edited by ARCHILI on 01 ოქტ 2009, 11:55, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 01 ოქტ 2009, 11:32

ARCHILI
დასკვნის ქართული ვარიანტი ხომ არ გაქვს? მე ახლა ჩამოვტვირთე ინგლისური ვარიანტი და ვკითხულობ.

დასკვნა საკმაოდ დიდია და ყველას შეუძლია იქიდან თავისთვის მისაღები ინფორმაცია ამოიღოს. სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალები სხვადასხვანაირად აშუქებენ მას. მთავარია მთლიანობაში როგორ აფასებს ამ ომს კომისია. მე ჯერ-ჯერობით რაც წავიკითხე ასეთი აზრი გამოვიტანე, რომ ძნელია რომელიმე მხარე დაადანაშაულო ომის დაწყებაში, ვინაიდან საქართველოს მხრიდან პირველ გასროლას რუსეთის მხრიდან მრავალწლიანი პროვოკაცია უძღოდაო.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 01 ოქტ 2009, 11:35

Naia

დასკვნის ქართული ვარიანტო ჯერ არ მაქვს, მე უცხოური პრესის ანალიზს ვაკეთებ და რამდენიმე მასალა თქვენც შემოგთავაზეთ.

თუ არ ვცდები, ეს თემა სწორედ ამისათვის არის განკუთვნილი და არა ჩვენი შეფასებებისათვის.

ეს პოსტი ამ თემის ავტორმა დადო, რითაც გამოკვეთა თემის სტატუსი:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:არ ვიცი, რამდენად ახერხებს ყველა უცხოურ საინფორმაციო საშუალებებს თვალი მიადევნოს.
ამ თემაში მოკლედ შემოგთავაზებთ ზოგიერთი მათგანის გავრცელებულ ცნობებს.
:!:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Naia » 01 ოქტ 2009, 11:37

ARCHILI wrote:Naia

დასკვნის ქართული ვარიანტო ჯერ არ მაქვს, მე უცხოური პრესის ანალიზს ვაკეთებ და რამდენიმე მასალა თქვენც შემოგთავაზეთ.

თუ არ ვცდები, ეს თემა სწორედ ამისათვის არის განკუთვნილი და არა ჩვენი შეფასებებისათვის.

:!:
მადლობთ რომ შემახსენე :)

ჩემი შეფასება სინამდვილეში ტალიავინის კომისიის შეფასებიდან ამოღებული ციტატის თარგმანია ;)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]