უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 18:11
წამოვედით დათვიჯვარისაკენ, სადაც ძალიან კარგი ამინდი იყო, მაგრამ უცბათ ისეთი ნისლი მოასკდა იქაობას, რომ სულ დააბნელა არე-მარე

თბილისში გელაც გამოგვყვა და გზაში ცოტ-ცოტა წაუმღერა კიდეც

დავბრუნდით სახლში სადაც ჩემი თამარი მძინარე დამხვდა. ეს ერთი კადრიღა მქონდა დარჩენილი და ისიც იმას გადაუღე, მამა ენაცვალოს მაგასა

მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 15 სექ 2009, 22:35
Falcon wrote:მუცოს გოდება (ნაწყვეტი) - გელა დაიაური
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.
ხომ მაგარი სტროფებია??
ძალიან მაგარია, შენ დაწერე?

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 15 სექ 2009, 22:42
qvevri
ღმერთმა სულ კარგად გიმყოფოს შენი პატარა თამარი.
რამოდენიმე სურათს დავდებ კიდევ
ეს კორშაშია, მუზეუმში
ლებაისკარის კოშკი და ნატალი (კაპპას +)

Last edited by
Falcon on 16 სექ 2009, 20:39, edited 1 time in total.
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 15 სექ 2009, 22:46
Archil wrote:Falcon wrote:მუცოს გოდება (ნაწყვეტი) - გელა დაიაური
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო.
ხომ მაგარი სტროფებია??
ძალიან მაგარია, შენ დაწერე?

მიწერილი მაქვს ავტორი - გელა დაიაური
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 15 სექ 2009, 23:05
ლალი მასწ. და მაო (kappa) დათვიჯვრის უღელტეხილზე
ქეთო, თამო-თამო და შალვა
ლებაისკარის სურათები ბევრი დაიდო მარა ეს ერთიც იყოს რა

-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 15 სექ 2009, 23:18
ეს ის ხალხი, გზაში რომ ფრიად სასიამოვნო ჰანგები გვაჩუქა
ამათ მიერ შესრულებული მეორე სიმღერის ვიდეოს ბმულსაც დავდებ ცოტა მერე.
... და რა თქმა უნდა შატილი
მერე ჩემმა ფოტოაპარატმა - ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მაქვსო მაგრამ აღაროო, ხოდა ტელეფონით გავაგრძელე ფოტოების გადაღება. ცოტას იმატაც დავყრი, მოგვიანებით.
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 15 სექ 2009, 23:21
არდოტის ეკლესიას რაც შეეხება: ესაა ე.წ. ОРХК-ს (ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოება კავკასიაში) მიერ დაპროექტებული და აგებული ეკლესია XIX საუკუნის II ნახევრისა; ამ ორგანიზაციის მიზანი იყო კავკასიის მთიანეთში არსებულ რწმენა-წარმოდგენები მართლმადიდებლური ქრისტიანული წესის ცხოვრებით ჩაენაცვლებინა. მათ მიერაა აგებული თითქმის ყველა თუშეთის ეკლესია (შენაქოში, ილიურთაში, დართლოში, ომალოში), ასევე მაღაროსკარის, კობის, ერმანის, ყანობის და სხვა ეკლესიები.

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 00:16
Giorgi Bagrationi wrote:არდოტის ეკლესიას რაც შეეხება: ესაა ე.წ. ОРХК-ს (ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოება კავკასიაში) მიერ დაპროექტებული და აგებული ეკლესია XIX საუკუნის II ნახევრისა; ამ ორგანიზაციის მიზანი იყო კავკასიის მთიანეთში არსებულ რწმენა-წარმოდგენები მართლმადიდებლური ქრისტიანული წესის ცხოვრებით ჩაენაცვლებინა. მათ მიერაა აგებული თითქმის ყველა თუშეთის ეკლესია (შენაქოში, ილიურთაში, დართლოში, ომალოში), ასევე მაღაროსკარის, კობის, ერმანის, ყანობის და სხვა ეკლესიები.

თუ სწორად ვიცი, ეს 1ლი ეკლესია იყო პირიქითა ხევსურეთში.
მანამდე აქ პატარა სალოცავები შენდებოდა, რომლებიც ხატებად არის ცნობილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 16 სექ 2009, 00:32
გადმოცემით თამარ მეფეს ფხოველთა და დიდოელთა "გაქრისტიანებისას" შატილის მახლობლად ერთ-ერთ ქედზე (სავარაუდოდ შატილიდან აღმოსავლეთით) ეკლესია აუგია; რომელიც მალევე დანგრეულა (თუ დაუნგრევიათ) და ჯერ-ჯერობით მისი კვალი არ არის მიკვლეული.
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 16 სექ 2009, 00:48
Giorgi Bagrationi
როგორც ნიკო (მურღვა) არდოტელი ამბობს, არდოტის ეკლესია ძველ ნაეკლესიარზეა აშენებული.
-
teo_si
- ბილიკზე მოარული
- Posts: 68
- Joined: 23 აგვ 2009, 00:43
- Location: tbilisi
Post
by teo_si » 16 სექ 2009, 01:59
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 16 სექ 2009, 10:43
qvevri wrote:მუცოდან რომ ვბრუნდებოდით ერთ ადგილას გავჩერდით და იმ ადგილას გზის პირას პატარა ბავშვის სურათი იყო, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილა.

თურმე ეს ოთხი წლის ბავშვი ველოსიპეტით გადმოდიოდა ამ ხიდზე და ჩავარდნილა და დამხრჩვალა. როგორც მითხრეს თურმე ვერც კი უპოვიათო
გულ-მუცელი დამეწვა ამ ამბის გამგონე.
ესეც ის ბავშვი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

აქ წერია
ცოტა ხნის მქონდა სიცოცხლე
ოთხი წლის მეტი კი არა
არ ვიცი რა შეგიხორცებთ
ჩემს მშობლებს გულის იარას
ვინც არ იცის, ეს იმ ოჯახის მეოთხე ბიჭი ყოფილა, რომელსაც 100 ლარი გადავეცით ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შესაძენად.
ქვევრი
რა კარგი თამარი გყოლია, ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოთ, ანგელოზია

Keep Smiling...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 16 სექ 2009, 11:18
გავაგრძელებ
შატილში ჩასულებმა კარვის ქალაქი გავაშენეთ
ზოგმა სუფრა გაშალა
ბიჭებმა შეშა მოიტანეს და დაჩეხეს
ჩაით ტკბობა

თუ ამას ტკბობა ერქვა, შაქრის ნაკლებობა იყო ბანაკში და კინაღამ უშაქრო ჩაი შემოგვესვა
თუმცა სად იყო და სად არა, გამოჩნდა კეთილი შევარდენი და ფოტო კადრების სანაცვლოდ შაქარი გვიწილადა

Keep Smiling...