უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 15 სექ 2009, 17:02
qvevri
გავხსენი თუ არა მივხვდი ფირი იყო.... კარგი კი არა ყველას ჯობია...

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:05
შატილისკენ მიმავლებმა გზად მომღერალ დებს გადავეყარეთ. დები ნაყეურები და დები გოგოჭურები, რომლებმა ორიოდე სიმღერა გვიმღერეს, რამაც მშვენიერ ხასიათზე დამაყენა ცოტა არ იყოს მგზავრობით დაღლილი.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:07
ესეც მდინარე არღუნი. როდესმე ამ მდინარეშიც ვიბანავებ და ავიხდენ ჩემს გულის წადილს

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:13
შატილში ჩასულებმა ცოტა შეშა მოვაგროვეთ და საღამოს კოცონიც გავაჩაღეთ.

დილით ადრე კი გოგას "ადექით ადექით" მოგვესმა ყველას და ჩვენც ავდექით
ეს ჩემი კარავი უთენია

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:24
დილით გავემგზავრეთ არდოტში, მაგრამ ანატორის აკლდამებთანაც გავჩერდით
მძიმე სურათებია და აღარ დავდებ, მაგრამ ჩვენი ისტორიის ნაწილია

არდოტში ზემოთ ასულმა ეს შავბალახა დავინახე უფსკრულის პირას

შატილიცა და მუცოც ნანახი მქონდა, მაგრამ არდოტში კი პირველად ვიყავი და არც მინანია. ძალიან ლამაზია იქაურობა, განსაკუთრებით ეკლესია მომეწონა, რომელიც თითქმის დანგრეულია. გუმბათიანი ყოფილა თავის დროზე. ამ ტაძრის შესახებ მგონი იეტმა ვარდანაულმა უნდა იცოდეს და იქნებ ორი სიტყვით გვითხრას რა ეკლესიაა და რა პერიოდისაა???

ადნგრეული რომ ესეთი ლამაზია მაშინ როგორიღა იქნებოდა როდესაც დაუზიანებელი იდგა და მაგისი ზარები იქაურობას დაჰქუხდა...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:29
ესეც იქაური პიქტოგრამა უნდა იყოს თუ არ ვცდები

ჩამოვედით დაბლა და ერთი სამახსოვრო სურათი გადავიღეთ ყველამ ერთად არდოტში

ეს კი არდოტის სასაფლაოა

და ეს ხატი კი ზემოთ არდოტში, მურღვას სახლთან დგას.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:34
წავედით მუცოსკენ. გამოჩნდა

-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 15 სექ 2009, 17:39
qvevri
ძალიან ძალიან მაგარი სურათებია.
მართლა.
Last edited by
Falcon on 15 სექ 2009, 17:43, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:41
დავიწყეთ ასვლა. მე განსაკუთრებით პიქტოგრამებს ვათვალიერებდი, მაგრამ ცალი თვალი აკლდამებისკენაც მეჭირა.
აი როგორი ლამაზი პიქტოგრამაა

ესეც აკლდამები....

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:50
დავბრუნდით შატილში, რათა სკოლის ბავშვებისათვის ზურგჩანთები და სასკოლო ნივთები გადაგვეცა. ეს კადრი გზაში შევნიშნე და გადავიღე

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 17:55
ეს კი თავად სასკოლო ნივთების გადაცემის პროცესი.

სამახსოვრო ფოტო სკოლის ბავშვებთან, დირექტორთან და შატილის გამგებელთან, გელა დაიაურთან ერთად.

მერე ხინკალზე შეგვიპატიჟეს და ჩვენც შევედით ასე ნახევარი საათით.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 15 სექ 2009, 18:02
მუცოდან რომ ვბრუნდებოდით ერთ ადგილას გავჩერდით და იმ ადგილას გზის პირას პატარა ბავშვის სურათი იყო, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილა.

თურმე ეს ოთხი წლის ბავშვი ველოსიპეტით გადმოდიოდა ამ ხიდზე და ჩავარდნილა და დამხრჩვალა. როგორც მითხრეს თურმე ვერც კი უპოვიათო
გულ-მუცელი დამეწვა ამ ამბის გამგონე.
ესეც ის ბავშვი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

აქ წერია
ცოტა ხნის მქონდა სიცოცხლე
ოთხი წლის მეტი კი არა
არ ვიცი რა შეგიხორცებთ
ჩემს მშობლებს გულის იარას
Last edited by
qvevri on 16 სექ 2009, 09:34, edited 1 time in total.