მოკლედ დღეს შევიკრიბეთ ფორუმის ოღრაშები და სჯაბაასის შემდგომ გადავწყვითეთ:
1. გასვლა არის 18-19-20 სექტემბერს.
2. გასვლა დაიგეგმა ისე, რომ ვისაც ხუთი დღე უნდა და ვისაც სამი დღე, ერთად იმოძრაონ.
3. ყველანი მივდივართ ერთად. დაბრუნებით, 20 სექტემბერს უკან ბრუნდება სამ დღიანების სასტავი და დანარჩენები რჩებიან.
მარშრუტი შემდეგია-
18 სექტემბერს გავდივართ 7 საათისთვის(პროდუქტები წინა დღეს იქნება შეძენილი), ჩავდივართ დიკლოში, ვათვალიერებთ, ბანაკს დავცემთ და ღამეს ვათევთ დიკლოშივე.
19 სექტემბერს ვისაუზმებთ და ავლაგდებით. შევალთ შენაქოში, მივათვალიერებთ, ჩავაკარტოჩკებთ და ეგრევე(გაუჩერებლად!!!), დავგაზავთ გირევში. გირევის გარშემო არის უამრავი კოშკები მიმოფანტული, არის ეკლესიაც და ლაროვანის ტბაც. ასე, რომ მთელი დარჩენილი დღე მოვანდომებთ გირევის გარშემო კოშკების(სოფლების) დათვალიერებას, ჩაკარტოჩკებას და ლაროვანის ტბის ნახვას. დავცემთ ბანაკს გირევშივე და ღამეს მანდ გავათევთ.
20 სექტემბერს ვინც სამ დღიანში არის ის ისაუზმებს, ალაგდება და დაიძრება თბილისისკენ, მაგრამ უკანა გზაზე ნახავს ფარსმას, ჭეშოს, დართლოს, დანოს, და კვავლოს. გზად გაივლის ომალოს და გადმოიხედ-ჩააკარტოჩკებს კესალოებს და მის ხედებს. ხოოოოდა თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
ჩვენ, ხუთდღიანები კი მივხედავთ ჩვენს თავს ანუ გომეწარის ხეობაში შევალთ და მიმოვიხედავთ რა.............
ხო სამ დღიანებს გასავლელი აქვს მიახლოვებით 650 კილომეტრი, ხოლო ხუთ დღიანებს 710. აქედან 350-400 კმ არის ისეთი სადაც გასამართი სადგური არ არსებობს და საწვავის მარაგია წასაღები!
ღრმა პატივისცემით, ოფროუდერების ბებერ ოღრაშთა კომიტეტი!!!
