GIRA
გადაავლეთ თვალი, მგონი მონახაზი იკვეთება.
ზუსტად ამ დილით გადავხედე მაგას და როგორ ვატყობ, 20 სექტემბრამდე იგეგმება. სამწუხაროდ, მაგ დროს ფეხით ვარ დაკიდებული სამსახურში

და ვერანაირად ვერ მოვახერხებ. თუმცა არაა პრობლემა - ჩემი გულისთვის ხომ არ გადადებთ და წადით ახლა, მე კი ოქტომბერში, აქედან სულ რომ არ იყოს მანქანა, ალვანში ჩავალ და ვინმეს დავემგზავრები. 3-4 დღით, შაბათ-კვირეების ხარჯზე ომალოში მაინც ავალ - ვერ მოვითმენ ისე, ვერ მივაღწევ გაისამდე.

ოქტომბერში კიდევ თუ წახვალ იქით, მაგას რა ჯობია - შენთან მგზავრობა ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ხომ ვამბობ - უმანქანოდაც არ მექნება პრობლემა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა ტურისტად და მოლაშქრედ, სტუმრად წავალ ახლობლებთან.

უბრალოდ, რომ არ ავიდე, გული არ მომითმენს.
გადაავლეთ თვალი, მგონი მონახაზი იკვეთება.
არა მგონია, ეგ პრეტენზიისთვის ამბობდეს.

ის კაპა კარაველი არაა, თუმცა 1-2-ჯერ იყო ჩვენთან და კარავს თვალს ადევნებს. თვითონავ მოთევზავე-მოხეტიალე კაცია, დედით ახმეტელია, მთაში სიარულში გამოცდილი მძღოლია და ძალიან უნდა წამოსვლა.
და აქაც ბარემ უფრო გარკვევით ის თარიღები, რაც ოფროუდზე გამოიკვეთა, საზოგადოება საქმის კურსში რომ იყოს.