ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by z g a r b i » 14 ივლ 2009, 22:34

pataputina
ვაი :?

Mta Mkvarebia
ტუჩები მეც გასიებული მაქ და დაწყლულებული :?
დღეს გარეთ ვერ გავედი :roll:
კარგი რეპორტაჟია, სრული :wink:
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamari-ch. » 14 ივლ 2009, 22:54

ხალხო!!!
დამწვრობაზე მალამო მარდი წაისვით
უებარია!!

ტუჩებზეც წაისვი ზღარბ!
ერთ დღეში არჩენს.

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by z g a r b i » 14 ივლ 2009, 23:01

Tamari-ch.

მადლობა :)
ვნახავ ხვალ დილითაც თუ ასე მექნა, ვიყიდი
Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 14 ივლ 2009, 23:39

Mta Mkvarebia
როგორც ყოველთვის, შეუდარებელი რეპორტაჟია :)

მე თამუნამ, ჩემმა +მა მომაწოდა ფოტოები კიდევ, ახლა თავი არ მაქვს და ხვალ ავტვირთავ იმათაც :)


ხოდა, კიდევ ერთი, იმ მეხუთემ, კარავში რომ შეიფარეთ, ასე შემოგითვალათ შენ, პატაპუტინას, dave-ს და შალვას, მიყვარხართ ყველანი ძალიანაოოო :) :roll:
Keep Smiling...

DaveBrudeck
ბილიკზე მოარული
Posts: 89
Joined: 06 მაი 2009, 23:46
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by DaveBrudeck » 14 ივლ 2009, 23:42

ჩვენ უფრო გვიყვარხარ :wink:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by pataputina » 14 ივლ 2009, 23:43

keto
:oops: :oops: :oops: :oops: :oops: :oops:



კი არა და


წინდები მაქვს
შენი
ვალი :roll: :roll: :roll:


:oops: :oops: :D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by anano » 14 ივლ 2009, 23:54

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქმის მთელი ერთი თვე ვემზადებოდი ამ ლაშქრობაში წასასვლელად...
ვარჯიშიც დავიწყე და ფიზიკურად ასე თუ ისე მოვემზადე....

შემდეგ იყო გოგას გამოფენა, ხალხს ვეხვეწებოდით წამოდითო, თემა გაიხსნა და საბოლოო ჯამში 29ნი შევიკრიბეთ დიდუბეში, "სამთო ქიმიასთან".

შევეცდები ნელ-ნელა თავს გადახდენილიც მოვყვე და სხვა მოლაშქერეებსა თუ აქ დარჩენილ კარველებსაც გავცე პასუხი....

სამარშრუტოებში ჩასხდომა-დაკომპლექტების შემდეგ ვიკითხე არჩილი სად არისთქო?თამუსიამ დაურეკა და აღმოჩნდა სულაც არ აპირებდა წამოსვლას....ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დავწერე და აქვე დავაკოპირებ:
anano wrote:
[b]Archil[/b] wrote:ZVIOSULI

მინდოდა წამოსვლა ბოლო წუთამდე და დარეკვით აქეთ მირეკავდნენ, ასე რომ იცოდნენ ჩემი მდგომარეობა...

რადაც გინდა შემრაცხე, ხომ იცი როგორ მკიდია ეგეთები... მე გამიტყდა ყველაზე უფრო რომ ვერ წამოვედი და აქ დავიხრუკე, თქვენ მაგას რას გაიგებთ მამენტ...

აწი ცხვირიანი კეპი იყიდე :P
მაპატიე, მაგრამ მაგას უპასუხისმგებლობა ჰქვია.....
ძალიან ცუდია რომ "გკიდია ეგეთები", შენ გამოგატანეს ის, რაც იქ სასიცოცხლო მნიშნელობის იყო და საუბედუროდ გახდა კიდევაც საჭირო, თანაც ძალიან საჭირო...

..და ყველაზე მეტად შენი "წამოუსვლელობა, რომ გაგიტყდა" ეგეც ძალიან საწყენი და ცუდია... მაგ აფთიაქზე ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იყო დამოკიდებული!

იმედია, ისიც გაგიტყდებოდა რომელიმე კარაველს ან მის პლიუსს იქ რომ რამე დამართვოდა....

მგონი თბილისში შესაძლებელი იყო , ან ვინმესთვის გამოგეტანებინა ან საერთოდ არ აგეღო შენს თავზე , მაგ ნივთების სამთო ქიმიამდე მოტანა.....

დავიძარით,კარგად ვიმგზავრეთ...თუმცა ჯერ დიდუბეში კიბეზე გახსნა დეივმა ჩემი სამთო ჯოხი, მერე მაო ეცადა მთელი გზა მის გასწორებას,მერე კი არ მახსოვს, ვიღაცამ საერთოდ გადატეხა და დავრჩი ასე უჯოხოდ...ეს ალბათ ნიშანი იყო:) მერე გზაში რაღაც მწერმა მიკბინა ისე, რომ ნახევარი საათი მაციებდა, მჟავე წყლებზე გაჩერებისას კი წინა სკამს ტუჩი დავარტყი და გამისკდა.... ეს ყვეალფერი მართლაც ნიშანი იყო, არ უნდა წავსილყავი! თუმცა მამშვიდებდნენ, რაც დასამართი იყო აქ დაგემართაო...მეც მშვიდად ვიყავი...მაგრამ ვაი, რომ სულ ტყუილად......

ჯუთაში ავედით და დავბანაკდით, მთვარისა და ჩვენი მანათობლების შუქზე....

ღამე ნორმალურად გავატარეთ..გათენდა..უმრავლესობამ დათქმულ 6 სთ-ზე ადრე გაიღვიძა....ვისაუზმეთ და დავიძარით....ნაწილი კი იმთავითვე საკმაოდ სწრაფად წავიდა წინ ისე, რომ ნაწილი ჯერ ისევ არ იყო ჩალაგებული...
ზვიოსთქმისა არ იყოს, მალევე მივხვდი, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ხევისპირს მისვლისას ნიფას გავხედე, ცუდად ვარო..... კიდევ ქეთოს პლიუსი ვერ მოდიოდა , დაველოდე.... ის კი წავიდა წინ ,მაგრამ ნიფა ჩემი გამხნევების, ფეხების მაღალა აწევისა და ყურების დაზელის მიუხედავად გზას ვეღარ განაგრძობდა, ორ ნაბიჯში ფერს კარგავდა და ჯდებოდა, ხომ არ ჯობია უკან დაბრუნდეთქო და დამთანხმდა, დავტოვე ნიფა და ამ ამბის გასაგებინებლად დავიძარი დანარაჩენებისაკენ, რომლებიც უკვე კარგა მოშორებით ისვენებდნენ.....მათ უკვე წივწივაც უნახავთ..ამიტომაც გადაწყდა ნიფა წივწივას მეგობრებთან ჩასულიყო, ჭაუხების ძირში არსებულ ბანაკში. ...არ მახსოვს ვინ იყო(პირველად იქ ვნახე, ამიტომ სახელს ვერ ვიხსენებ, ასეთი ბევრი იყო) მაგრამ პირველად მაშინ მომივიდა კამათი გასწრება-დალოდებასთან დაკავშირებით.. თუ ვერ მოდის უნდა წახვიდე აბა რა უნდა ქნაო...მერე ნიფას მაგალითი, რომ მოვუყვანე გაჩუმდა.... ბევრი, ვიარეთ თუ ცოტა , ძალიან ლამაზ მინდორს მივადექით,მდინარის პირას სადაც კარაველების დიდი ნაწილი სადილობდა.... ჩვენც , დანარჩენებმა წავიხემსეთ და დავიძარით.თუმცა ამ ადგილიდან უკვე წასული დაგვხვდა რამოდენიმე. სწორედ აქ იწყებოდა თურმე ჩვენი თავგადასავალი.......გვალვამ კი თქვა უღელტეხილზე, თოვლი მოსჩანს და შეიძლება ვერ გადავიდეთო... ამინდი თითქოს აიშალა.... დაიწყო აღმართები, პირველი და ბალახებზე მოსაჭიდებელი აღმართი წარმატებით გავიარეთ, საკმაოდ ბევრმა.... თუმცა ეს როგორც იტყვიან ყვავილები ყოფილა იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდა...

ნაწილი ციცაბო აღმართს აუყვა, უფრო მარჯვნივ გვალვა და თამუსია მიდიოდნენ......

ჩვენ 7-დმა წივწივას ვკითხეთ, მანაც ის გზა გვირჩია საითაც შემდეგ განვაგრძეთ გზა.... თუმცა ერთი წამით, არასდროს არ ვიტყვი , რატომ წაგვიყვანა წივწივამ ამ გზითთქო?! ადამინს კარგი უნდოდა ჩვენთვის და ვანერვიულეთ...ძალიან განიცადა..... ყოველთვის ვეტყვი მადლობას! ძალიან დიდს!

დაიწყო თოვლიანი გადასასვლელი...ფეხი ცურავდა. წივწივამ თოკი გაშალა და ჩავებით, თან დაგვარიგა......ამ დროს ქეთოს პლიუსი თიკო დაცურდა და თოკს ჩაეჭიდა , მთხლეში და თოვლში ფეხი საშინლად ცურავდა....ეს კადრი გვალვას აქვს გადაღებულიდა იხილეთ ალბათ...შემდეგი თოვლიანი გადასასვლელისაგან თავის აცილების მიზნით პიდაპირ წავედით.
...მაშინ კიდევ არ ვიცოდით რა გველოდა წინ! დავიწყეთ ასვლა,თუმცა მალევე მივხვდით რომ რთული იქნებოდა... აღარავინ ჩანდა თამუსიას და გვალვას გარდა....წინ წივწივა წავიდა,თოკი მოაბა რაღაცას, ამასობაში ჩვენც ვმოძრაობდით, იმიტომ რომ ერთ ადგილას დგომა შეუძლებელი იყო, იშლებოდა კლდე.....პირველი ქეთოს პლიუსი თამუნა ავიდა, შემდეგ ქეთო, შემდეგ მე... შემდეგ უკვე ჩვენი იმ ადგილას გაჩერებაც აღარ შეიძლებოდა, სხვებისთვის აღარ რჩებოდა ადგილი, უნდა გვემოძრავა...პერიოდულად ქარი ვარდებოდა და გვარწევდა ამ კლდეზე ჩამოკიდებულებს.სანამ სხვებს ამოიყვანდა წივწივა.თურმე წინ რამხელა კლდე იყო , ქვემოდან არ ჩანდა...დაბლა ვეღარ ვიხედებოდი, მე და ქეთო მივცოცავდით თითქმის პარალელურად.....ხელითა და ფეხით ვსინჯავდი დასადგომ და მოსაჭიდებელ ადგილებს...იშლებოდა... ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, ყველა გადაგვარჩინე და მშვიდობით აგვიყვანეთქო.თამუსიას და გვალვასკენ გახედვაც კი მზარავდა,ისინიც ჩვენსავით კლდეზე ეკიდნენ:( და თუ გადარჩენა არ მიწერია, , რომ ჩავვარდები უცებ მოვკვდე, არ ვეწამო დაგორებისასთქო, ვფიქრობდი. ვცდილობდი, დაბლა ქვა არ დამეგორებინა...იმას კი ვხედავდი პერიოდულად როგორ ამოყავდა აწივწივას დარჩენილები.თუმცა მიჭირდა იმ უფსკრულში ან გვერდით გახედვა..ჩემს უკან და ქვემოთ არსებული სივრცე მზარავდა!ვინმეს რამე , რომ მოსვლოდა დასახმარებლად ვერც ჩავიდოდი.....იქ აღჭურვილობის გარშე დაშვება შეუძლებელია!!! ქოშინით, ფრჩხილებით ნაშალის თხრითა და ხოხვით, მძიმე ჩანთებით, რომელიც უკან ვწონიდა ყველას, მე და ქეთო როგორღაც ავედით,გაჩერება შეუძლებელი იყო, დასადგომი ადგილი უბრალოდ არსად ჩანდა, ყველგან ფეხებ ქვეშ მეცლებოდა კლდე... ქეთოს იქვე დასცვივდა სიმწრის ღიმილნარევი ცრემლები. მიწაზე ვეყარეთ ორივე და ვოხრავდით.... თამუსია და გვალვა კაი ხნის ასულები იყვნენ და აღარ ჩანდნენ. დაძაბულები ველოდით ყოველი შემდეგის გამოჩენას უღელტეხილზე. თუმცა დაიგვიანეს, ქარი, სეტყვა და ღრუბელი,ნისლი, კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩვენს განცდებს, გავიყინეთ.ზემოდან არავინ ჩანდა და კლდე ხმას კეტავდა ეტყობა, ვერაფერს ვაგონებდით, რა სჭირდათ არგვესმოდა. დავიხოცეთ ნერვიულობით.....თან იმის თქმა დამავიწყდა , რომ ყველა სიკეთესთან ერთად ქარი ამოვარდა, წვიმა წამოვიდა წვრილი ყინულის კრისტალებით,რ აც კიდევ უფრო ართულებდლა კლდეზე ცოცვას.გამოჩნდა თიკო(ქეთოს პლიუსი) საყვარელი 17 წლის გოგონა, შემდეგ პაატა(აილენდერი) , შემდეგ თამუნა, ქეთოს +, მერე თიკოს და მისი პლიუს ეკას დააგვიანდათ ვიცდი,ნელნელა ვსველდებოდით და გვციოდა, როდესაც გამოჩნდნენ წივწივასთან ერთად სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიეთ.
ღმერთს ვყვარებივართ, რომელიმე ჩვენგანი რომ არ ჩაიჩეხა იმ კლდეზე, ჩვენს ნაწილებს ვერავინ აკრეფდა!
ან იქვე უნდა გაგვეშალა კარავი და დავლოდებოდით მთვარის გამოჩენას, შემდეგ განგვეგრძო გზა, ან მაშინვე. არ გავჩერდით, შეშინებული და გაყინული თვალებით დავადექით უღელტეხილს. მოვდიოდით და უკნიდან წივწივა ყვიროდა, თქვენ ეს შეგიძლიათო! ..იმ გზაზე მივხვდი, რა ყოფილა სვანეთის უღელტეხილი დევნილთათვის, როცა სეტყვა მოაქვს თუ ყინმულიანი ქარი უბერავს, შენ იყინები , სველი და მიდიხარ! უნდა გადარჩე! მივედით მწვერვალამდე, იქიდან დასაშვები გზა ცუდი ჩანდა, მერე გამოვლილ მონაკვეთში , ოდნავ ქვემოთ ნაკვალევიც შევნიშნეთ თოვლზე, იქ დავბრუნდით, საიდანაც დავსხედით და ისე დავსრიალდით. ციხი თოვლი ახლა უკვე ზურგში ანავარდდა! ისედაც გაყინულებს ესრა გვაკლდა..... თუმცა ამ უცაბედმა ჩასრიალებამ გარკვეულწილად სტრესი მოხსნა ოდნავ, დაიწყო ნაშალი , სველი , ნისლი ზემოდან და ქვემოდან ერთდოულად გვისწრებდა....სამივე ტბა ჩანდა, მაგრამ არა ისე როგორც ეს თქვენ ჩემს წინამორბედდთა ფოტოებში ნახეთ. ის დაღმართი დ ა გარემოც, ნისლსა და სეტყვანარევ წვიმაში ურჩხულივით იმზირებოდა. რათმქაუნდა თეთრი ტბის გადაღების სურვილი კი არა აზრიც არ გასჩენია არავის.......არც ცისარტყელის რომელიც ამ საშინელებაში ნათელ წერტილად ჩანდა....სიშავეში , ფერად ზოლებად.დავწიყეთ დაშვება ნაშალში, სველები ვიყავით , უკვე ბოლომდე, ჩანთები საშინლად დამძმდა,მე მუხლი ამტკივდა, ამ დროს ქსოვრელი გამოჩნდა, როგრო გაუხარდა ყველა ჩვენგანს , თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ, რომ დაბლა ვიღაც ჩვენიანი გველოდა! ნელ-ნელა ჩვენსკენ დაიწყო სვლა, რომელიღაცა გოგოს ჩანთა გამოართვა და ქეთოს ჩასვლაში , დაეხმარა. ამასობაში, მე მუხლი ძალიან ამტკივდა, წვიმამ და ქარმა კიდევ უფრო შემოგვიტია, წივწივა პატარა თიკოს ეხმარებოდა,ძალიან ცუდად იყო , ლამის გონს კარგადვა.... ისე მტკიოდა სიმწრის ცრემლები მოდიოდა, ფეხებში ნაშალი ჩადიოდა და სისველეს ნელნელა ზემოთ და ზემოთ ვგრძნობდი. ამასობაში, წივწივა ხედავდა რომ ვკოჭლობდი და ამობრუნდა.. ეხლა რასაც გეტყვი იმას გააკეთებო, კარგითქო და უცებ ამიკიდა ზურგზე, ჩემი ჩანთიანად. ჩამოვხტი, მერე ისევ და თან ვტიროდი, ცემით ჩამოვალ ვერ მატარებთქო, არ გამიშვა ხელი, მერე ფეხი დაუცურდა, დაეცა და მეც დავეცი, თავი დავარტყი რაღაც სიპ ქვას, (ალბათ საბედნიეროდ, რაიმე წვეტიანი რომ არ იყო,)სავარაუდოდ მსუბუქი შერყევა მაქვს, თავბრუსხვევა მაწუხებს...

ამის შემდეგ ისევ ჩემით ვიარე, მიჭირდა ამ მუხილით, მაგრამ ვიცოდი აღარაფერი მიშველიდა....დაღამდა, ნელნელა ვგრძნობდი რომ ვიყინებოდი, მაგრამ მივდიოდი, ხან ვტიროდი, ხან მოვთქვამდი, მაგრამ მივდიოდი! აღარ შემეძლო, ბანაკამდე ძალიან შორი იყო ჩემთვის, ის ქვები დღემდე ჯოჯოხეთად მახსენდება,რომლებიც ბანაკმდე ვიარე.....ის დეკებიც , რომელზეც ვეკიდე, ბოლო აღმართიც და ცუდად გამხდარ პატარა თიკოს წამოვეწიე, ქ უკვე ბიჭები იყვნენ, ჯინიყამ ჩანთა გამომართვა, ინტელამ ხელი მომაშველა
(დიდი მადლობა ინტელ! )და მოვაღწიეთ ბანაკამდე, ინტელას სიტყვები ეხლაც ყურში მესმის" მალე მივალთ, ცოტაც მოითმინე, აი ნახე აქვეა"ო მერე კი ის მკითხა ვისი პლიუსი ხარ შენო ?!:))) მაგაზე კი მინდოდა გაღიმება , მაგრამ აღარ მეღიმებოდა:) სიბნელეში , ვერც მიცნო:) ისიც კარგად მახსოვს დაიძახა, ანანოს ვინმემ ფეხები გაუთბეთ გაყინულიაო, მაგრამ არავინ გამოხმაურებია.....23:30ზე მივედით! მე , თიკო და თიკოს + ვიყავით თავიდანვე კარავში, აღმოჩნდა რომ ყველაფრი სველი იყო, ჩემი ტანსაცმლის გარდა, საძIლეც დასველებულა, კბილი კბილზე გვარტყმევინა ისე გვციოდა, ერთი მახსოვს აკომ შემოაგდო არყიანი ბოთლი ეს გიშველითო , დიდი მადლობა მა[/b]ს, მართლა დაგვეხმარა, შემდეგ კი როდესაც წივწივამ მოიცალა , წვიმაში! აგვიდუღა გაზქურაზე ჩაი, აილენდერმა საძილე ათხოვა თიკოს, იმაზე გვეძინა, ზემოდან თითქმის არაფერი გვეფარა და როგორც იქნა ის კოშმარული ღამე გათენდა...


მე არავისგან არ მინდოდა , არანაირი დახმარება. მე იქ ჩემი თავის იმედით წავედი, ძალიან კარგად ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ შეჯიბრზე , რომ მივდიოდი ეგ არ ვიცოდი... ვინ პირველი გაასწრებდა! მთაში დინჯად დადიან ხოლმე...ერთურთის მოლოდინში..

მთელი იმ გზის განავლობაში ვფიქრობდი და წარმომედგინა როგორ განიცდიდნენ ჩვენს ამბასვ ბანაკში, როგორი შეშლილები დაგვხვდებოდნენ ნერვიულობისგან, როგორ იზრუნებდნენ ჩვენზე და როგორ გაიზიარებდნენ ჩვენს გასაჭირს.... სრულიად საპირისპირო ვიხილე და მოვისმინე.რაზეც ძალიან მწყდება გული...მაგრამ ისინიც ხომ დაღლილები იყვნენ.
არავის დაუთვლია ბანაკში მოლაშქრეთა რაოდენობა... არავის უკიხავს რამე ხომ არ იტკინეო, მერე რა რომ უკვე ბნელოდა? მერე რა რომ წვიმდა? იქნებ ისე დავარტყი ეს უპატრონო თავი რომ აღარაფრის თავი მაქვს, იქნებ ტანზეც ვეღარ ვიცვლი და ვლპები იმ სველ ტანსაცმელში?!!!! იქნება და რა მიჭირს? ძალიან მწყდება გული , რომ ამის კითხვის სურვილი არ გაუჩნდა არავის, თორემ ხელში ატატებულს , რომ არ გადამიყვანდნენ ჯუთიდან როშკამდე ეგ მეც ძალიან კარგად მქოდნა გააზრებული, არც ისე პატარა ვარ საამისოდ!

მეორე დილითაც იგივე ნაირი კროსი მოეწყო, გადარბენა , აბუდელაურის ტბები, როშკა...არც იმ დღეს უკითხავს ვინმეს გზაში ცუდად ხომ არ გახდნენ წუხანდელის მერეო:(

ბევრი რამ დაირღვა და ახლა ამის ჩამოთვლას და ბრალდების წაყენებას არავისთვის ვაპირებ, მთაში ქცევის წესებიდან ბევრი დაირღვა!!

შეიძლება, ისეთი სიმძაფრით ვერ მოვყევი, ჩვენს მიერ განვლილ-განცდილი , ყოველშემთხვევაში შევეცადე....

...მართლაც ძალიან წარმტაცია იქაურობა, უბრალოდ ჩემთვის მწარე მოგონებად დარჩენილი სილამაზეა. მიტოვებულობისა და უიმედობის სილამაზე. უსუსურობისა და უპატრონობის სილამაზე . უმეგობრობისა და სიმარტოვის სილამაზე, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ!

არ ვნანობ! ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი ადამიანი შევიცანი, დიდი გამოცდილება მივიღე და რაც მთავარია, ლაშქრობის შერჩევისა და მასში შემავალი ბევრი ფაქტორის განსაზღვრაც!

მე მთაში ქცევის სხვანაირი წეს-ჩვეულება ვიცოდი და ის ვარიანტი უფრო მხიბლავს, გვერდში დგომისა და ურთიერთ გატანის!

განსაკუთრებული და დიდი მადლობა წივწივას! ჩემს მხსნელსა და გამამხნევებელს! ქსოვრელს, რომელმაც ნაშალის შემდეგ ჯოხი მათხოვა და ჯინიყას! სამი ...
Last edited by anano on 15 ივლ 2009, 00:39, edited 5 times in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"


User avatar
shalva
ბოდიალა
Posts: 236
Joined: 29 ივნ 2009, 15:08
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by shalva » 15 ივლ 2009, 00:07

keto

:oops: იმ მეხუთეს გადაეცი შალვამ მეცო :oops:
Last edited by shalva on 15 ივლ 2009, 00:26, edited 1 time in total.
2*2=5

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by tamuna_gudarexi » 15 ივლ 2009, 00:07

pataputina wrote:ჯერ მოვიფიქროთ, მანდ როგორ მოვხვდეთ

Image
ეს ვინ არის? :roll:
ნიკა ჩალათაშვილი?
და აქ რა უნდა? :roll:

ხათო, ძალიან სახალისო იყო ეს რეპორტაჟი მართლაც :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by pataputina » 15 ივლ 2009, 00:13

tamuna_gudarexi
კიკი
მითხრა კიდეც
თამუნას თუ იცნობო
:oops: :oops:


თიკო რ -ს პლუსი იყო
უფრო სწორად
თიკოს პლუსი ეკას პლუსი : ))
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by tamuna_gudarexi » 15 ივლ 2009, 01:03

ჩავიკითხე სრულად ყოველი...
მადლობა ყველას ამ ლამაზი ფოტოებისთვის...
მადლობა რეპორტაჟისთვის...
მადლობა, რომ ნაწილობრივ მაინც განმაცდევინეთ ის სამყარო, აქედან არც თუ ისე შორი რომ არის, მაგრამ სუუულ სხვანაირი რომაა :roll:

anano
:roll: :roll: :roll:
მადლობა უფალს, რომ ყველანი ჯანმრთელად დაბრუნდით!
რაც დაწერე, ალბათ, ბევრი გაითვალისწინებს... მეც!..
ყოჩაღ, რომ ძალა მოიკრიბეთ!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 15 ივლ 2009, 01:09

pataputina
ხი, ხი, ხი, წინდის ჩასესხება არ დაგავიწყდეს იცოდე :lol:

shalva
:*

(გვალვა, ერთი კოცნის ღიმილაკი დაგვიმატე ფორუმზე რაა, ხომ ვაკოცებდი ახლა ამ კაცს?)

პ.ს. ჩემეულად დანახული ლაშქრობა მინდოდა ამეღწერა, ცოტა განსხვავებულია ანანოს მონათხრობისგან. გავაშანშალე ერთვერდიანი ტექსტი და გაგზავნას რომ დავაჭირე, კრიტიკული შეცდომაო, ბაზას ვერ ვუკავშირდებიო, მომახსენა კარავმა და პოსტიც დამეკარგააა :?
Keep Smiling...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Gvalva » 15 ივლ 2009, 01:17

anano

მესმის რომ ექიმი ხარ და ყველას ბედი გადარდებდა, რას წვალობდი, გეკითხა და ნებისმიერი გეტყოდა ვინ როგორ ჩამოვიდა და რომელ კარავში ეძინა. ბანაკში ეს ყველამ იცოდა. ჩვენ რომ მოვედით ვიკითხეთ და გვითხრეს.

ისე სიმართლე გითხრა იმ ღამეს თქვენი კარავიდან ისეთი ჟღურტული და კისკისი ისმოდა, რომ გამიკვირდა ახლა რასაც ვკითხულობ.

ვინც მართლა ცუდად იყო და მიხედვა ჭირდებოდა, ისე მოუარეს და მიხედეს რომ ამის შესახებ არც რადიოში გამოუცხადებიათ და არც რეპორტაჟები გაუკეთებიათ. არც ეხლა ვახსენებდი აქ ასეთი ამბავი რომ არ აწეულიყო.

Петли дверные, одним скрипят, другим поют. ეს ლაშქრობაც ასე იყო.

User avatar
shalva
ბოდიალა
Posts: 236
Joined: 29 ივნ 2009, 15:08
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by shalva » 15 ივლ 2009, 01:24

keto wrote:(გვალვა, ერთი კოცნის ღიმილაკი დაგვიმატე ფორუმზე რაა, ხომ ვაკოცებდი ახლა ამ კაცს?)
Image
2*2=5

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]