მერე იყო დეკაზე და კვლავ ნაშალზე დაშვება
მწვანე ტბაზე დაბანაკება კოკისპირულმა წვიმამ გადაგვაფიქრებინა, იქამდე ვერაფრით მივაღწევდით, ამიტომ მეტნაკლებად სწორი ადგილი ვნახეთ თუ არა, იქ გავშალეთ სასწრაფოდ იმდენი კარავი რამდენიც თან გვქონდა. გალუმპული ტანსაცმელი გავიძრე, კარავში გადავაწყვე მეორე დღეს ჩასაცმელი მაისური და ბრიჯები, დანარჩენი მშრალი ტანსაცმელი სხვებს მივაწოდე, ვისაც ჩასაცმელი არ ჰქონდა და საძილეში გავეხვიე, რომ მეორე დღის ტანსაცმელი მაინც გადამერჩინა მშრალად. თუმცა დილით მაინც მომიწია სველი წინდების და ფეხსაცმლის ჩაცმამ, მანამდე კი ბოტასებიდან წყალი გადმოვღვარე და გავწურე
ბიჭებმა იყოჩაღეს და ნაწილ-ნაწილ მოაცილეს უკან ჩამორჩენილები ბანაკამდე. წვიმა გადაღებას არ აპირებდა. მესმოდა მათი ხმა, მაგრამ მხოლოდ კარვებიდან ვეხმიანებოდით ერთმანეთს, გარეთ გამოსვლა და დასველება ერთი იყო. 3-კაციან კარავში 4-ნი ვიწექით, მაგრამ თურმე თუ კაცი მოინდომებს, მე-5 ადამიანიც შეიძლება დაეტიოს კარავში, ასე გადაიქცა ჩვენი "2X2"-ზე კარავი, "3+2"-ად, ერთი რუსული ფილმის არ იყოს

. ისე მჭიდროდ ვიწექით, გადაბრუნება ჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ არ შეგვცივნია.
გათენდა
