ხეთა
ხალხში არსებული ვერსიით _ ხეთის დაბლობი და მთა, რომელიც მას გადმოჰყურებს, დაბურული ტყით ყოფილა მოსილი, აქედან მოდის ,,ხეთა მთა – ხემთა”, შემდეგ ,,მ” ამოვარდა და მივიღეთ ხეთა.
ხეთის უბნებია: ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა, ოხვამეკარი, კორცხო, საქირიო, ჯეგეთა.
დღევანდელი ხეთის ცენტრს ,,ლარჩვა” რქმევია. ეს სახელი გვიანდელი უნდა იყოს. ტოპონიმი ,,ლარჩვა” ორი სიტყვისგან შედგება – ლარი და ჩუალა. ჩუალა – დამალვა ლარის, რომელსაც ხის მორის გათლისას იყენებდნენ. როცა სოფლის მაცხოვრებლების თავშეყრა იყო საჭირო, სპეციალურად ამისთვის დანიშნული კაცი მაღალ ხეზე ავიდოდა და საპიპინოს-ოპიპინეს (ოყეს) დაუკრავდა და მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა მოედანზე.
ნოჩხონი - ,,ნოჯიხონი” (ნაციხარი) – ნოჯხონი – ნოჩხონი, მოხდა მჟღერი ბგერის გადქცევა ყრუ ბგერად.
წინაგოლა – ნიშნავს წმინდა მთას. ამ უბანსა და მთა ურთას შორის არის ,,ოხვამეკარი”, სალოცავი გორაზე. ალბათ აქედანწარმოსდგება ამ უბნის სახელწოდება.
ოხვამეკარი - ,,ეკლესიისკარი”- ოხვამე, სალოცავს-ეკლესიას ნიშნავს. აქ, დღესაც დგას ეკლესია მთავარანგელოზების სახელობისა, რომელიც ლატარიებისა და ბუკიების სალოცავად მიიჩნევა. ხალხი აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს ,,მიქამგარიობაზე” ადიოდა.
ადრე, ამ დღესასწაულზე ძირითადად საქონელ-საყოლის დამწყალობება ხდებოდა. ,,მიქამგარიობის” შიანაარსის მიხედვით ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ხალხში ეს ადგილი წარმართობის დროიდა მიიჩნეოდა სალოცავად.
დღეს ეკლესია მოქმედია და მთავარანგელოზობას – 21 ნოემბერს აღნიშნავს. აქ ხდება ლატარიებისა და ბუკიების გვარის დალოცვა-კურთხევა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ,,მიქამგარიობა”, როგორც სახალხო დგესასწაული დრესაც შემორჩენილია.
კორცხო – ანუ ,,კოთხო” (მეგრულად ნიშნავს ქოთანს). მართლაც, ეს უბანი შემორაგულია მთებით გარშემო, თვითონ კი მთის ძირას იყო გაშლილი, ქოთნის ფსკერზე განთავსებულივით.
საქირიო – ქირიებით დასახლებული უბანია, სადაც დგას ძველი ეკლესია ,, ჩეოხვამე” (თეთრი ეკლესია).
ჯეგეთა – აქ არის წმინდა გიორგის ეკლესია და ეწოდება ,,ჯეგემისარიონი”, აქვე იმართებოდა გიორგობა - ,,გერგობა” 22 აპრილს ღამით ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 6 მაისს, ,,გერგობაზე” ხალხი ღამის თევით ადიოდა.
ხამისქური
I ვერსია
სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.
ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.
თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.
“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” _ სოფელს ეწოდა ხამისქური.
II ვერსია
ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).
თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.
როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.
ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.
ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).
ჯიხაშკარი
სოფ. ჯიხაშკარს 1930 წლამდე ჭაქვინჯი ერქვა, 1930 წელს გაიყო და ცალ-ცალკე სოფლებად ჩამოყალიბდა _ ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი.
სოფ. ჭაქვინჯის ორ ნაწილად დაშლმ გამოიწვია სოფ. ჯიხაშკარის სახელის წარმოქმნა, ვინაიდან ჭაქვინჯის ციხე - ჯიხა ტერიტორიულად მოექცა ახლად წარმოქმნილი სოფლის ტერიტორიაზე.
ჯახაშკარელები გულიწყრომას გამოთქვამენ, რომ თანამედროვე ისტორიკოსები ამდენი ხნის გავლის შემდეგ ჯიხაშკარის ციხეს ჭაქვინჯის ციხედ მოიხსენიებენ _ მაგ. ბ-ნი ვალერი ხიბულავა ნაშრომში "ჭაქვინჯი IXI-XXს-ის მიჯნაზე".
სოფლის სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ მეგრული ტერმინი "ჯიხა"-დან და ქათულ-მეგრული "კარი"- დან წარმომდგარა სოფლის სახელწოდება "ჯიხაშკარი". არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმად ციხესიმაგრე "ჯიხასჩ ჰქონია რკინის კარი. ეს კარი დაკარგულა და როცა ციხეზე ასულ ხალხს კარი არ დახვდა, ერთ-ერთს უკითხავს მეგრულად _ "სო რე ჯიხაშ კარ", "სად არის ჯიხას კარიო?". აქედან წარმოსდგა სახელი ჯიხაშკარი.
