26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2 ავტოსტოპით
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
ორგანიზატორი:
www.karavi.ge
ტურის მენეჯერი:
არჩილი
ტურის მონაწილეები:
1. არჩილი
2. არჩილის და ნინოლას პლიუსი ალექსანდრე
3. არჩილის პლიუსი ამირანი
4. სიფრაგიო
5. ტრული
წარმოგიდგენთ:
26/27/28/29. 06.09 ტეხურა-ნოქალაქევი-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა-ფოთი/თევზტური 2 ავტოსტოპით

დილით, 06:45 ოთხი ადამიანი სრული შემადგენლობით გამოვცხადდით ბორჯომის ვაგზალზე.
შევიძინეთ ბილეთები ხაშურამდე თბილისი-ბორჯომის ელმავალზე 1 (ერთ) ლარად და აქვე მინდა განვაცხადო, რომ მეტი მგზავრობაში ფული მთელ მოგზაურობაში მხოლოდ ეს დაიხარჯა.
ანუ ჩვენი ოთხდღიანი მოგზაურობის მგზავრობის ღირებულებამ 1 ლარი შეადგინა.
განახლებული ელმავალი შეგვხვდა და ხალხიც ბევრი იყო, რის გამოც, ჩვენ ფეხზე მოგვიწია დგომა.
სიფრაგიო, ამირანი და ნინოლას ძმა - ალექსანდრე.
უფრო დეტალურად:
სიფრაგიო
ალექსანდრე
არჩილი (მე)
დაახლოებით ათი საათისათვის ჩავედით ხაშურში.
გავისეირნეთ ხაშურის ქუჩებში ქალაქის ბოლოსკენ და როგორც კი გავშორდით, ორ მცირე ჯგუფად დავიყავით ავტოსტოპში უფრო წარმატებულად მონაწილეობისათვის.
I ჯგუფში სიფრაგიო და ამირანი შევიდნენ, ხოლო II ჯგუფში - მე და ალექსანდრე.
აქედან დაიწყო რამდენიმე საათიანი შესანიშნავი თავგადასავალი, რომელსაც ავტოსტოპი ჰქვია.

მიუხედავად პირობითი დაყოფისა, სენაკამდე მოგზაურობაში ორივე ჯგუფმა არაერთხელ იმგზავრა ერთობლივად.
ვიარეთ ხაშურიდან ჩუმათელეთამდე, ჩუმათელეთიდან ზესტაფონამდე, ზესტაფონიდან მდინარე გუბისწყლის ხიდამდე, ხიდიდან კი სამტრედიამდე.
მანამდე კიდევ ერთი გალეწილი მთვრალი მძღოლი შეგვხვდა და 140-ით მიჰქროდა, მე და ალექსანდრემ რაც კი ლოცვა ვიცოდით, მგონი ყველა სამ-სამჯერ ვთქვით.
კინაგამ გავიტანეთ ერთი მანქანა, ორმა აქეთ კინაღამ გაგვიტანა, ერთგან კი სერიოზულად სევშინდით, როდესაც ერთ-ერთო ტოიოტას მგზავრები თითქმის "ჩვენს" მანქანაში აღმოჩნდნენ.
ხიდთან მანქანამ მოულოდნელად გააჩერა, როგორც "შოფრები: იტყოდნენ, "დაასტუკა" და მე და ალექსანდრესაც ფერი მოგვივიდა სახეზე.
მალევე დიდი "სინანულით" დავემშვიდობეთ მთვრალ ძიას, რომელიც გვეხვეწებოდა, ჩავასხამ ბენზინს და მიგიყვანთო.
ჩვენ ფეხით გასეირნება ვარჩიეთ.
გზად სხვებმა გაგვიჩერეს, სტუმრადაც დაგვპატიჟეს, მაგრამ ჩვენ ვიუარეთ, მეგობრები გველიანო. მიგვიყვანეს სამტრედიამდე, სადაც შევხვდით სიფრაგიოს და ამირანს. როგორც ჩანს, სამტრედიაში მდიდარი ტურისტები ვეგონეთ და მაღაზიაში ერთლარიანი ლიკანი ლარნახევრად მოგვყიდეს.
სამეგრელოს გადასახვევთან ისევ დავიყავით, მალე მე და ლექსოს სარეისომ გაგვიჩერა და წაყვანა შემოგვთავაზა, ჩვენც დავთანხმდით, სარეისოს მძღოლი რომ უფასოდ შემოგთავაზებს წაყვანას, აბა, უარს ხომ ვერ ეტყვი
ეს კადრები სიმბოლურად ავტოსტოპტან დაკავშირებით:
ალექსანდრე
მე
სიფრაგიო
ჩვენ
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
შევგროვდით სენაკში.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი იმ ხანად სენაკში იმყოფებოდა და მისდა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, მომენტალურად გამოვიძახე სენაკში.
პაატამ ნოქალაქევამდე გადაადგილება შემოგვთავაზა და კიდეც ჩინებულად შეასრულა.
გზად ეს ციხე ვნახე, მითხრეს კიდეც, რომელი იყო, საკმაოდ ცნობილი ციხე აღმოჩნდა, მაგრამ სახელი მაინც დამვიწყებია.
ასევე ეს ტაძარი:
Last edited by ARCHILI on 05 ივლ 2009, 15:01, edited 1 time in total.
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
ARCHILI wrote:
შევგროვდით სენაკში.
აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი იმ ხანად სენაკში იმყოფებოდა და მისდა საუბედუროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, მომენტალურად გამოვიძახე სენაკში.
პაატამ ნოქალაქევამდე გადაადგილება შემოგვთავაზა და კიდეც ჩინებულად შეასრულა.
გზად ეს ციხე ვნახე, მითხრეს კიდეც, რომელი იყო, საკმაოდ ცნობილი ციხე აღმოჩნდა, მაგრამ სახელი მაინც დამვიწყებია.
არჩილ ეს შხეფის ციხეა მგონი ........
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
imerkhevli
კი კი - გამახსენდა, იქაც ასე გვითხრეს, შხეფის ციხე...
დიდი მადლობა
კი კი - გამახსენდა, იქაც ასე გვითხრეს, შხეფის ციხე...
დიდი მადლობა
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
ნამდვილად შხეფის ციხეა, სოფელ ძველ სენაკთან. ციხე ცუდ მდგომარეობაშია.
კედლები ნელ-ნელა ინგრევა.
ბევრგან მორღვეული აქვს გალავანი.
ციხიდან სენაკის რაიონისა და კოლხეთის დაბლობის დიდი ნაწილის ხედი იშლება.
ეკლესიას რაც შეეხება, მე19 საუკუნის არის.
არც თუ დიდი ხნის წინათ მსახურება აღდგა.
გაურკვეველი მიზეზით, შიგნით ფოტოს თითქმის არავის აღებინებენ.
ეკლესია სოფელ ძველ სენაკს ეკუთვნის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
მოვინახულეთ მეგრული ტური 1-ის მასპინძელი ნოქალაქევის კარავული "რეზიდენცია"
ლექსომ ფოტოც გადაიღო
შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით იმის გადასაწყვეტად, თუ სად გაგვეგრძელებინა მოგზაურობა ტეხურას ამღვრევის გამო
იდეებს ასეც ვეძებდით
განვიხილეთ მდინარეები, ზღვების და ტბების ვერსიები. მიმოვიკითხეთ, ვარკვიეთ. მდინარეებზე ცოტა გული გვქონდა აცრუებული, ვაი და ამღვრეული იყოსო;
სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, გადავწყვიტეთ სენაკში ჩასვლა, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და გადაწყვეტილების იქ მიღება.
სენაკში რომელიღაც გამვლელმა ჯიპმა ჩაგვიყვანა ხუთივე ერთად.
ის კიდევ დავაზუსტეთ, გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, შემდეგ კი ამირანის სურვილს მივყევით და გეზი ფოთისაკენ - უფრო დაზუსტებით კი პალიასტომისაკენ ავიღეთ.
დავიყავით ორ საავტოსტოპო ჯგუფად, ტრული, ამირანი და სიფრაგიო ერთ ადგილას გაჩერდნენ სენაკი-ფოთის გზაზე, მე და ლექსო კი გზას გავუყევით.
ბედმა აქაც გაგვიმართლა, ერთმა მეტად კაი ადამიანმა გზად ისინიც აიყვანა, ჩვენც და გვითხრა, პირდაპირ პალიასტომზე მიგიყვანთო.
გზად კიდევ დაგვათვალიერებინა , თუმცა ამაზე შემდეგ პოსტში.
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
საგოლ თქვენ
თევზაობა არ მიყვარს მაარა ტქვენი შემყურე შეიზლებ შემიყვარდეს
თევზაობა არ მიყვარს მაარა ტქვენი შემყურე შეიზლებ შემიყვარდეს
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
სენაკში ჯიპით ჩავედით, გავიკითხეთ-გამოვიკითხეთ, შევავსეთ კვებითი რესურსები, ჩამოვყალიბდით და გავუდექით სენაკი-ფოთოს ტრასას.
მალე ავტოსტოპმა აგვიყვანა ხუთივე (დიდი მადლობა ჩვენი მანქანის მასპინძელს) და ფოთი მოგვატარა.
მივედით მდინარე კაპარჭაზე, რომელსაც აქ სიმბლურად თუ ჰქვია მდინარე, თორემ ტბა უფროა და ესაზღვრება პალიასტომს.
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
სენაკში რაფერ ამოვყავი თავი რატომ არ თქვი? )
ვინაიდან მე ვმუშაობ, ამიტომ ღამის მატარებლით დავედევნე ჩვენებს და დილის 7 საათზე მახარიაში ჩავედი, სადაც ყველა გავაღვიძე და სიფრაგიოს საძილეში დავიძინე, სანამ არ გამაღვიძეს მივდივართო.
წავედით თევზის საძებნელად და ფოთში ჩავედით )

მი მალატ შვან
26-29.06 ტეხურა-მახარია-კაპარჭა-პალიასტომი-შავი ზღვა/თევზტური 2
ეს კადრები ძილბურანში გადავიღე
მი მალატ შვან