qvevri
ვახ ჩემი სოფელი

ახლა გუგლიში ვიპოვე ეს თემა
ტელმანში მაქვს ზუსტად სახლი.
ბაბუაჩემის ბაბუა იყო მოსე ჩხაიძე, რომელიც მისდევდა მაგ საქმეს. მას ძალიან დიდი ტერიტორია ქონია და თავისივე ეზოდან აღებული მიწით ახეთებდა თურმე ქვევრებს და თონეებს.
მერე კომუნისტებს წაურთმევიათ მიწები.
ის ტერიტორია სადაც იგი ქვევრებს აკეთებდა ჩვენი ჭიშკრის პირდაპირაა და მას დღესაც თორნეს ეძახიან(ანუ ადგილს სადაც თიხას წვავდნენ)
სამწუხაროდ დღეს იქ ბოსტანი გვაქვს და არაფერია სემორჩენილი იქედან
"თორნე" გზისპირას შემაღლებულზეა, გურულად ამ სემაღლებას კოდმეს ეძახიან. ხოლო ამ ეზოს ქვემოთ გზისპირას წყარო გამოდის, რომელსაც მოსეს წყარო ქვია.
გუშინ ჩამოვედი აცანიდან. ზალიან მიყვარს იქაურობა, ბავშვობის ყოველი ზაფხულის ორი თვე მაინც მექნება გატარებული აცანაში.
ტელმანს აქვს კიდევ ერთი სიმდიდრე (თემას ავცდი მაგრამ არაუსავს). ეკლესიიდან რომ მამათისკენ გაუყვები გზას ერთ 400- 450 მეტრში გზიდან მარცხნივ არის საქვიხიას ჩანჩქერი. ჩანჩქერი სიდიდით არ გამოირჩევა, მაგრამ ზალიან ლამაზია და სასიამოვნოა მისი მონახულება. ჩანჩქერები კიბისმაგვარ საფეხურებრივ სისტემას ქმნიან. ამ სისტემის შუაში არის დიდი ქვაბული, სადაც დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორტოტად გაყოფილი ჩანჩქერი. ქვაბულის სიღრმეც დაახლოებით 3 მეტრი იქნება, სიფართე 6-7 მეტრი. ნაპირი თითქმის არ არის. მხოლოდ სიპ ქვაში გამოკვეთილი ბილიკი. ცანჩქერი გზიდან დაახლოებით 10 მეტრითაა დაშორებული, მაგრამ 30 მეტრის სიღრმის ხეობაში უნდა ჩახვიდე, გზიდან ვერც წარმოიდგენ თუ აქ ასეთი რამე შეიძლება იყოს. ეს მდინარე ფაქტიურად უსახელოა, იგი აცაურას მარჯვენა შენაკადია და გამოირჩევა წყლის გრილი ტემპერატურით. აცაურა კი ძალიან ცხელია. ჩანჩქერების ტერიტორიაზე ტემპერატურა ზაფხულში მკვეთრად დაბალია ზევითა ტემპერატურაზე. განსხვავება მე თვითონ გავზომე, როცა სოფელში 30 გრადუსი იყო, საქვიხიას ჩანჩქერთან 21 გრადუსი აჩვენა თერმომეტრმა. ამ ცანჩქერში ლამაა ნაჭყუმპალავები და პაუნაც
მოკლედ ულამაზესი სოფელია ჩემი აცანა.
ეს კი ხედი ჩემი აივნიდან. აცანა გუსინ დილით 6 საატზე
