ნავჯომარდიზმი 28-ში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by arcivi9 » 18 ივნ 2009, 18:23

navigator wrote:arcivi9
წყალი გადის, კამერიანი ნავია. უბრალოდ ასპროცენტიანი დასველდებით თავიდანფეხებამდე, ვინმე შეიძლება გადავარდეს კიდეც ნავიდან, ჩემი გამოცდილებით გირჩევთ, რაც შეიძლება კაი მაგარი და წყალგამძლე ფეხსაცმელი ჩაიცვით.
მე ერთი ჩექმა მაქვს და ეგაა :roll:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by Archil » 18 ივნ 2009, 19:38

arcivi9

ჩექმა მძIმეა, მაგას ისევ ფეხშიშველა იყო, ის სჯობია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by Monadire » 19 ივნ 2009, 00:26

აი რას წერს ჯომარდობის შესახებ ძველ თემაში ჩვენი კარველი ბელა,იგივე დეეეე.. იგივე ბელა ჩეკურიშვილი
ვფიქრობ საინტერესოა,მათთვის განსაკუთრებით ვინც პირველად მიდის

ჯომარდობის მოყვარულები ირწმუნებიან, თუკი ერთხელ მაინც მოხვდები საჯომარდო ნავში, შეუძლებელია განმეორების სურვილი არ გაგიჩნდესო.
მას შემდეგ, რაც ჭითახევიდან მტკვარზე დავეშვი, იგივეს გეტყვით მეც და უფრო მეტსაც: პირველივე ჩქერალზე გადაივლის თუ არა ნავი, თქვენი სიტყვები იქნება: `აუუუ, ნეტა აქამდე სად ვიყავი!~

ჯომარდობა მსოფლიოში ექსრემალური სპორტის ერთ-ერთი ყველზე პოპულარული სახეობაა, რომლის ძირითადი პრინციპი მთის მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებაში გამოიხატება. სიტყვა `ექსტრემი~ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებში აღტაცებას იწვევს, მაგრამ ნურც სუსტი გულის პატრონები დაიძაბებიან, ვინაიდან ჯომარდობა სრულიად უსაფრთხო და უპრეტენზიო გასართობია, როცა საქმე ვიქენდის მხიარულად გატარებას ეხება.
ზოგადად, მდინარეები სირთულის მიხედვით კატეგორიებად იყოფა. ვინაიდან საქარტველოში მთაც გვაქვს და მთის მდინარეებიც, შესაბამისად მათი სირთულე მეორედან მეექვსე კატეგორიამდე ადის, თუმცა კი, სიცოცხლისათვის საშიშ მდინარეში არც სპორტსმენები ჩადიან და თქვენ, მით უფრო არავინ ჩაგიშვებთ.

სპორტის ამ სახეობას ექსტრემ შეგრძნებების გარდა ის ხიბლიც აქვს, რომ აქ ყველაფერი გუნდურ მუშაობაზეა დაფუძნებული. საქართველოში არსებულ ნავებში 8 ადამიანი ჯდება, რომლებიც ნავის ბორტებზე თანაბრად ნაწილდებიან და წყალში ნახევრად გადახრილები სხედან. მათ უკან ზის გიდი, ანუ წინამძღოლი. ნავში მსხდომნი სწორედ მისი ბრძანებით მოქმედებენ. მთის მდინარიდან დაშვება სპორტსმენისა თუ მოყვარულისგან გამძლეობას და მობილიზებულობას მოითხოვს, მაშინაც კი, როცა მდინარე წყნარია, რადგან შეიძლება მოულოდნელად წყლის სიღრმემ დაიწიოს, ნავი ხისტად გაჩერდეს და ეკიპაჟი წყალში აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში კი ერთი პრინციპი მუშაობს: თუ გიდი წყალში გადავარდა, ნავში მსხდომნი პირველ რიგში მის გადარჩენაზე ზრუნავენ და მერე კი გვარდით მჯდომზე, რაც უნად ძვირფასი ადამიანი იყოს იგი, რადგან გიდის დაღუპვა მთელი ეკიპაჟის დაღუპვას უდრისო.

ჯომარდობის სეზონი მაისიდან იწყება და შავი და თეთრი არაგვი შაბათ-კვირას გასაბერ ნავებს ვეღარ იტევს. საჯომარდოდ გამოიყენება მტკვარიც, ჭითახევიდან ბორჯომამდე და რიონიც, ტვიშიდან ქუთაისამდე. წინაწარ შედგენილი მარშრუტის გავლას ნავი საათიდან საათნახევრამდე ანდომებს. ეს 2,5-3 კატეგორიის სირთულის მდინარეებია. შესაძლებელია ცხენისწყალზე დაშვებაც, რომელიც მე-4 კატეგორიას მიეკეთვნება. სიცოცხლისათვის საშიში არც ეს მარშრუტია და მასზე მოყარულებიც დიდად ხალისობენ ხოლმე. შემოდგომაზე, როცა წყალი იკლებს, მდინარეთა სირთულეც კლებულეობს და თუ ზოგადად წყლისადმი შიშით დაავადებული არა ხართ, ჯომარდობაზე უსაფრთხო ექსტერემგასართობს წელიწადის ამ დროს მართლაც ვერსად ნახავთ.

ხალისობა ეკიპიროვკის დარიგებიდან იწყეება. ინსტრუქტორი გასაბერ ჟილეტს ჩაგაცმევთ და თავზე ჩაფხუტს მოგარგებთ. ხელშიც ფერადი ნიჩაბი გიჭირავთ და გაფაციცებული უყურებთ, როგორ იბერება თქვენს თვალწინ ნავი.
ახალბედებში შიშს იწვევს პირველი ინსტრუქცია: ნავში კი არ ჩაჯდეთ, არამედ ნავის პირზე და ცალი ფეხი სპეციალურ ღვედში გაუყარეთ, მეორე კი ნავის ბალიშს ამოადეთო. ამის მერე ისე მაგრდებით, გადავარდნის შანსი არ არსებობსო. ამას რასაკვირველია, ცოტა სკეპტიკურად შეხედავთ და გულში შემოცოცებული შიში კიდევ უფრო გაგიმყარდებათ. ამის მერე გიხსნიან, რომ თუ გადავარდით, ნავის პირზე მიბმულ თოკს უნდა მოეჭიდოთ, რაზეც ასევე შიშმორეული გაიცინებთ: `ნეტავ ვინმეს თუ მოუსწრია იმ თოკისთვის ხელის ჩავლება?~ შედეგ გიხსნიან, როგორ უნდა დაწვეთ წყალზე გადავარდნის შემთხვევაში, როგორ ამოგათრევენ, ანდა თქვენ როგორ უნდა ამოათრიოთ წყალში გადავარდნილი. იმასაც გეტყვიან, რომ ნავიც შეიძლება გადაბრუნდეს, მაგრამ ქვეშაც რომ მოყვეთ, არ დაიხრჩობით, ვინაიდან ნავს საჰაეროები აქვს, თქვენ კი უნდა ჩაყვინთოთ და გამოცუროთ.

და ნავი თუ გასკდა? ნურც ამის შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ნავი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, უამრავი ბალიში აქვს და დანიშნულების ადგილამდე მაინც მშვიდობით მიგიყვანთ.
რაც შეეხება ნიჩაბს, ის ორი ხელით გიჭირავთ, მაგასაც გეტყვიან როგორ და ისღა დაგრჩენიათ, ნავის გასწვრივ ღონიერად მოუსვათ.
ინსტრუქტორი აუცილებლად გეტყვით, რომ მდინარეზე დაშვებაში საშიში არაფერია, ბავშვებიც კი დაუშვიათ და წინ უბრალოდ ლამაზი თავგადასავალი გელით.

ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთან ერთად ნავში გიდიც ზის, რომელიც უკანა კიჩოზეა შემომჯარი და ნავის გასწორება და მიმართულების მიცემა მისი საქმეა. მან იცის სად არის ქვები, სად ძლიერი ნაკადი და მთავარია, მარჯვენა და მარცხენა არ აგერიოთ, ანდა ბრძანებაზე: `ყველანი წინ~, უკან არ მოუსვათ ნიჩაბი.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by teo- » 19 ივნ 2009, 00:32

რა გინდა ეხლა გაადაიფიქროს ხალხმა?
ერდადერთი რაც მაფიქრებს ისაა რო რამდენად მოსახერხებელი იქნება ჩემთვის ნიჩბის მოსმა))ისე დამღლელი იქნება ხო?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by Monadire » 19 ივნ 2009, 00:33

მე შეიძლება 28შიც მომიწიოს მუშაობა :(
ამიტომ "?" დამედო :(
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by teo- » 19 ივნ 2009, 00:38

ვაიმე დეჟა ვუ.. რახდება :roll:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by ZVIOSULI » 19 ივნ 2009, 10:31

teo-
ვისაც ნიჩბის მოსმა ეზარება ის ინსტრუქტოეა არ ევასება და ეკიპაჟს აღალატებს ხოლმე
ამიტომ უკანდ უნდა დაჯდე
სადაც ყველზე ნაკლები ჯაფაა, მაგრამ კაიფიც შესაბამისად ცოტაა
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by ira » 19 ივნ 2009, 11:02

ისა და... 1 კითხვა უნდა დავსვა, ოღონდ ამის გამო მშიშარას იარლიყს ნუ მომაკრავთ :)

ამ გაგანია წვიმებში და მეორედ მოსვლაში, წკვარამში და მოუსვლელში, ქე რომ მდინარეები ადიდდა "უპრეცენდენტოდ" და აწი კიდე უფრო ადიიდდებაო, ცოტა საშიში ხომ არაა ჯომარდობა? :roll: :roll: :roll:

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by ZVIOSULI » 19 ივნ 2009, 11:15

ira wrote:ისა და... 1 კითხვა უნდა დავსვა, ოღონდ ამის გამო მშიშარას იარლიყს ნუ მომაკრავთ :)

ამ გაგანია წვიმებში და მეორედ მოსვლაში, წკვარამში და მოუსვლელში, ქე რომ მდინარეები ადიდდა "უპრეცენდენტოდ" და აწი კიდე უფრო ადიიდდებაო, ცოტა საშიში ხომ არაა ჯომარდობა? :roll: :roll: :roll:
ეჰჰ,
არა
არ არის
28ში რა და როგორ იქნება ეგ ეცოდინებათ ინსტრუქტორებს მხოლოდ 27-ში - :)
მდინარის სიდდე და სიჩქარე საათებში იმატებს
დღევანდელი ამინდები არერ შუაშია 1 კვირის შემდგომ ამინდებთან
:|
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by arcivi9 » 19 ივნ 2009, 16:42

Archil wrote:arcivi9

ჩექმა მძIმეა, მაგას ისევ ფეხშიშველა იყო, ის სჯობია.
ცვრიან ბალახზე რომ გავდიოდე კი, მაგრამ ნავში ტეხავს ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by ZVIOSULI » 19 ივნ 2009, 16:44

arcivi9
არა არ ტეხავს, მართლა :)
მე უბრალოდ ისეთი საქონელი ვარ თუ თავსხმა არ ქნა ნამეტნავი 1სამოსით ვიჯომარდებთ და მომივივლი თბიისიდან თბილისამდე :)

და გვამებით მოპოვებული თავისუფლების გჯერამს?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by arcivi9 » 19 ივნ 2009, 17:11

ZVIOSULI
არა არ ტეხავს, მართლა
რა ვიცი, ფეხშიშველა ნავში? არ მიცდია....
მე უბრალოდ ისეთი საქონელი ვარ
არ მჯერა ;)
და გვამებით მოპოვებული თავისუფლების გჯერამს?
ეგრე ხდება ხოლმე ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by lama » 19 ივნ 2009, 17:22

მე, წინ ვზივარ. არ მაინტერესებს :)

და "ბასანოჩკები" მეცმევა

იმედია მიცნობთ?

:roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by arcivi9 » 19 ივნ 2009, 17:25

lama wrote:მე, წინ ვზივარ. არ მაინტერესებს :)

და "ბასანოჩკები" მეცმევა

იმედია მიცნობთ?

:roll: :roll: :roll: :roll:
ხელში გაზეთს თუ დაიჭერ გიცნობთ :wink:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
galaktioni
ბილიკზე მოარული
Posts: 21
Joined: 03 დეკ 2007, 19:55
Location: saqartvelo
Contact:
ნავჯომარდიზმი 28-ში

Post by galaktioni » 19 ივნ 2009, 18:02

I პირობითი ნავი "ენიგმატორი"
არწივი 9
nataliko-nataliko
დათო
დათოს +
ლამა
ლანა
ლანას +
გალაკტიონი
OHHH MERI, MERI, MERI, MERI, MERI MIYVARXAR

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]