ძვირფასო ოპტიმისტო, თემის სათაურს თუ კიდევ ერთხელ ავხედავთ, მივხვდებით, რომ ამ თემაში სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ისეთი ინფორმაციის დადება, რისი თქმაც გვსურს (რა თქმა უნდა კორექტულობის ფარგლებში).optimisti wrote:ამ პოსტში ლაპარაკია რაჭაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობაზე.tamuna_gudarexi wrote:"რაჭის აოხრების პროექტი _ საჩუქრად საქართველოს მთავრობისგან"
http://versia.ge/index.php/component/co ... 6/170.html
შემაშფოთებელია!!!!![]()
![]()
არ ვიცი, ეს იგივე ხუდონჰესია თუ სხვა მშენებლობები, მაგრამ კარგად მახსოვს 80- ანი წლების ბოლოს ქართული ეროვნული მოძრაობა სწორედ ხუდონჰესის და ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციებით დაიწყო.
ანტიხუდონჰესურ მოძრაობას მოთავეობდა ზურაბ ჟვანია მის მიერ დაარსებული მწვანთა პარტიის მეშვეობით და ამით მოიპოვა მან პირველი პოპულარობა.
ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერდა.
მალე საბჭოთა კავშირიც დაინგრა.
90 -იან წლებში, ზურაბ ჟვანია უკვე ენერგეტიკულ კრიზისში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე იყო და ისევ კარგად მახსოვს (ალბათ სხვებსაც ახსოვთ), როგორ საყვედურობდა იგი შევარდნაძეს და მთელ კომუნისტურ მმართველობას, თუ "რატომ დაუჯერეს მათ თავცხელ, არაკომპეტენტურ ახალგაზრდებს" (ჟვანიას სიტყვებია) ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებისას, როგორიც ხუდონჰესი იყო. იმჯერად იგი უკვე ხუდონჰესის მშენებლობისთვის ინვესტორების მოძიებაზე ზრუნავდა.
ამ ყველაფერს ვიხსენებ "თამუნა გუდარეხის" ზემოთ ქვოთირებული ბმულის გამო.
რატომ იდება ასეთი ბმული ამ ფორუმზე?
ასეთი სახის საკითხები ხომ პროფესიონალმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ და არა ნებისმიერმა, თუნდაც ძალიან პატრიოტულად განწყობილმა არაკომპეტენტურმა მოყვარულებმა?
მე ამ საკითხში არაკომპეტენტური რომ ვარ, სწორედ ამიტომაც ვდებ აქ ამ ბმულს, კომპეტენტური ადამიანების გამოხმაურება მაინტერესებს (რომლებიც ჩვენს კარვულ ფორუმზე მრავლად მოიძებნებიან), რათა ამიხსნან, უნდა მეშინოდეს თუ არა იმისი, რომ ჩემი უსაყვარლესი კუთხე, სამოთხე დედამიწაზე, საფრთხისა და განადგურების წინაშეა... მითხრას, შემიძლია თუ არა მე თვითონ რაიმეს გაკეთება ამის წინააღმდეგ, თუკი ეს საჭიროა(::იდეალისტისიცილაკი:: )... ჰოდა, თუ არ უნდა ვუფრთხოდე, ისიც ამიხსნას, რატომ...
და ასეთ ინფორმაციას რომ გაეცნობი, გულგრილად რომ დარჩები და არ დაინტერესდები, აი, ეგ მართლა შემაშფოთებლად მიმაჩნია... მითუმეტეს იმ დროში, როცა კარგად გვახსოვს პროფესიონალურად გაკეთებული სახურავგადახდილი აეროპორტი, ჩამონგრეული შენობები და სხვა მრავალი... ჰოდა, ეგეთ მნიშვნელოვან პროექტთან ახლოსაც კი ვერ მივლენ ეს უკანასკნელნი...
ჰოდა, ოპტიმისტო, თუ შეგიძლია, ოპტიმისტურად გამარკვიო იმ საკითხში, რომლის თაობაზეც, როგორც ჩანს, გაცილებით მეტი გესმის, ვიდრე მე, ძალიან დამავალებ. ოღონდაც წარსულში ზურაბ ჟვანიამ რა ისაუბრა და მერე რა იყო, ეგ არ მგონია პასუხი იყოს თემაზე... აბა, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და ვალდებულიც არის, გააცნოს საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია, მსგავსს არაფერს აკეთებს და... ამიტომაც გვიწევს ფორუმებზე ასეთ თემებზე საუბარი ხოლმე..
პოსტ-ფაქტუმ რომ ვიგებთ ხოლმე, უიმე დედა, თავს რა დაგვტყდომიაო და თავში ხელს ვიცემთ, ეგ კარგია ნეტავ?
