Naia wrote:
მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად და ფორუმ.გე-ზე ხშირად ვკითხულობდი, თუ როგორ მივსულიყავი ამა თუ იმ ადგილას (მანძილი, გზა, სანახავი ადგილები და ა.შ.). ბოლოს ერთ-ერთმა ფორუმ.გელმა თავაძემ (რომელიც ჩვენი გურული აღმოჩნდა) კარავზე შემოსვლა მირჩია, იქ დაგეხმარებიანო.
ვაა - ეგ ამბავი აღარც მახსოვდა...

თურმე რა კარგი წევრი შემომიმატებია კარავისთვის.
tamuna_gudarexi, შენც მე ხომ არ გირჩიე, მე ხომ არ ვიყავი ის ერთ-ერთი ფორუმელი სხცა საიტზე?

კიდევ ვურჩიე ვიღაცებს აქ დარეგისტრირება, მაგრამ აღარ მახოვს უკვე.

ამ ბოლოს რაჭველები რომ შევმატე ფორუმს, ეგ კი კარგად მახსოვს.
khoteura
მერე გურულის რეკომენდაციით შემოგიერთდით
იცოდე, რეკომენდატორის შერცხვენა ისჯება კარავიდან ხოტევში გაძევებით.

ანდა, უარეს შემთხვევაში - ზესტაფონში გამწესებით.

შერცხვენაში კი ლაშქრობებზე უარის თქმა ითვლება. ამიტომ ხშირად დაემგზავრე კარაველებს, ზედმეტ კალორიებს მოგაკლებენ.
