ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by anano » 24 მაი 2009, 23:59

1.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს.

2. მარშრუტი: თბილისი–ზანავი–ნუნისი–თბილისი

3. თბილისიდან ზანავამდე მოხვდებით სამარშრუტო ტაქსით–ფასი 110ლ.

4. ბოლო პუნქტიდან,ანუ ნუნისიდან წამოსვლა თბილისამდე შესაძლებელია ადგილობრივი სამარშრუტო ტაქსით(ფასი 150ლ.), ნუნისიდან რკინიგზის სადგურამდე(მოლითი) ფეხით(~8კმ.) ან სამარშრუტო ტაქსით (მგზავრი2ლ.)შემდეგ კი თბილისამდე მატარებლით ადახლოებით 4.5 სთ-ში.

5. მარშრუტის სიგრძე როგორც რეინჯერებმა გვითხრეს ~18–20 კილომეტრიაო. თუმცა ოფიციალურად ცნობილია,რომ ნაკლებია. (სავარაუდოდ რეინჯერების ინფორმაცია უფრო მართებულია) საშუალო სირთულის.

6. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7–8სთ.

7. სანახავი და ყურადღება მისაქცევია მთა დედაბერა, რომელიც ზღვის დორნიდან 1838მ–ზე მდებარეობს, ნუნისის მამათა მონასტერი.

8. მარშრუტის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ზოგადად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ კი :
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/ge/ ... ?ur=trails

9. აღნიშნული ტერიტორია საბანაკე ადგილების ნაკლებობას არ უჩივის. საწყისი წერტილიდან წყლისა და საკვების საკმაო მარაგია საჭირო. თუმცა ნუნისში ჩასულებს ეს პრობლემა აღარ უხვდებათ,წყალი უხვადაა, საკვების მოპოვება კი სოფელშია შესაძლებელი.

10. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია – კავკასიკა :D

11. ...და ბოლოს: "გახსოვდეთ, რომ იმყოფებით დაცულ ტერიტორიაზე. გთხოვთ მოიქცეთ შესაბამისად და პატივი სცეთ ეროვნულ პარკს, რომელიც წარმოადგენს მრავალი სახეობის არსებობის ბუნებრივ გარემოს. გახსოვდეთ ბევრი სახეობისათვის ეს პარკი წარმოადგენს ერთადერთ თავშესაფარს. მკაცრადაა აკრძალული ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები. ნუ დატოვებთ, დაწვავთ ან დამარხავთ ნაგავს პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ცეცხლი არ დატოვოთ დანთებული. თავშესაფრებში და საგუშაგოებში მოწევა აკრძალულია. გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე და წესრიგი. და ბოლოს, ნუ იხმაურებთ, არამედ დატკბით ბუნების უმშვენიერესი ხმებით."


გასვლის ორგანიზატორი : Jnosy (რომელიც ჯერ ისევ ნუნისშია,თუმცა თემის გახსნის ნებართვა ადგილზევე ავიღეთ) :wink:

გასვლის მონაწილენი:

1.Jnosy
2.Jnosy-ს + ფიქრია
3. ამირანი
4. ლაშა
5. ვერიკო
6. გიორგი მორჩაძე
7. LAMA
8. Tiko ღ
9. მონადირე
10. Tamusia
11. Nino M
12. nica nica
13.Tsiskrine (თისკრინე)
14. ანანო
15. ინოლა
16. აცა
17. შორენა

ნუნისში დავტოვეთ: ჯნოსი, მონადირე, ლაშა, ფიქრია და გიორგი.....
პ.ს ლაშქრობის თემას პირველად ვხსნი, ამიტომ მომიტევეთ თუ რაიმე შემეშალა და შემისწორეთ.
Last edited by anano on 31 მაი 2009, 00:50, edited 9 times in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by anano » 25 მაი 2009, 00:10

წესით საღამოს 7:00დან 7:30მდე უნდა შევკრებილიყავით სააკაძის მოედანზე, თუმცა დათქმულ დროს მისვლა ბევრმა დააგვიანა და მათ შორის ვაღიარებ, მეც....რათქმაუნდა საპატიოა თუ არა საპატიო მიზეზი, დაგვიანება დაგვიანებაა და სწორედ ამის გამო საკმაოდ გვიან დავიძარით. დამატებით, საყიდლებზე მაღაზიებშიც გავჩერდით და კარგა გვარიანად შემოგვაღამდა....თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გზა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეხმატკბილებულად დაიწყო

Image

Image

Image

თქვენის ნებართვით თხრობას ხვალ განვაგრძობ და ფოტოებსაც შესაბამისად, ხვალ შემოგთავაზებთ.....იმედია სხვებიც შემომიერთდებიან.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by lama » 25 მაი 2009, 00:43

anano
ანანო, დიდი მადლობა ასე საინტერესოდ, რომ დაიწყე თემა :)

გაიხარე

მომეწონა ძალიან

და ახლა კი იმედი მაქვს, რომ როგორც დაიწყო ისევე გაგრძელდება :)

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by XAO » 25 მაი 2009, 02:25

რამდენნი ყოფილხართ :) მე როცა შემოვიდეხე მარშუტკაში კაციშვილი არ იყო 1 კაცის გარდა :D
ტყის ბრძენი
Image

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by Nino M » 25 მაი 2009, 10:09

მშვენიერი და სასიამოვნო საზოგადოება შეიკრიბა და ამინდმაც დიდად შეგვიწყო ხელი :D :D :D
დიდი მადლობა ყველას., ყველას
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by Nino M » 25 მაი 2009, 14:19

ნუნისში დარჩენილი მოლაშქრეები: ჯნოსი, მონადირე, ლაშა, ფიქრია და გიორგი მშვენივრად არიან (ეჰ, ნეტავ ახლა ამსვა-დამსვა და იმათთან ჩამსვა),
მართალია გუშინ წვიმდაო, მაგრამ კოცონი არ ჩაგვიქრია და სიმღერასა და დროის ტარებაში გავატარეთ მთელი დღეო (სხვანაირად გამორიცხულია ყოფილიყო 8) ) და დღეს უკვე მშვენიერი ამინდიაო :D :D :D
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by nica-nica » 25 მაი 2009, 15:34

მეც მოვედიიი Wink მინდა გითხრათ რომ უზომოდ კმაყოფილი ვარ. ფანტასტიური ლაშქრობა გამოგვივიდა. ნამდვილი ლაშქრობა იყო- ძნელად სასიარულო გზით, წვიმით, დაკარგვით Laughing Laughing Laughing მოკლედ მე იმდენად კმაყოფილი ვრა მომდევნო კვირას ისევ წავიდოდი მსგავს ლაშქრობაში. Wink

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by ZVIOSULI » 25 მაი 2009, 16:45

ძაან მაგარი რეპორტაჟია
მალაცც...დი :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by anano » 25 მაი 2009, 16:50

დაახლოებით ღამის 12 საათისათვის ვიყავით ზანავში.... უკუნ სიბნელეში არაფერი ჩანდა, გზას დავადექით, ნაწვიმარზე საკმაოდ ტალახიანი, ძნელად სავალი იყო....რამოდენიმე ადგილას "დავბუქსავდით" :lol: , დაბრკოპლება წარმატებით გადავლახეთ...(აპარატს აუტოფოკუსი გამორთული ჰქონდა და იმ სიბნელეში ხელით გასწორება არც არავის გახსენებია, შესაბამისად ფოტოებს ამიტომ უჭირს..)
Image

Image

Image
შემდეგ გზაც აგვებნა,კინაღამ იქვე გავშალეთ კარვები:) თუმცა მალევე ვიპოვეთ..

Image

Image

მივადექით რეინჯერების კოტეჯს, ანთებული ნათურის დანახვამ სიხარული და შვება გამოიწვია.... შევედით ეზოში...ფეხების ტალახისაგან გასუფთავება დავიწყეთ ბალახზე, როდესაც კოტეჯიდან კავკასიკა გამოვიდა ნამძინარევი სახითა და თვალების ფშვნეტით, ნახევარზე მეტმა ვერც შეამჩნია :lol: მოკლედ ლაშქრობა სიურპრიზით დაიწყო....
Last edited by anano on 25 მაი 2009, 17:09, edited 1 time in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by Nika » 25 მაი 2009, 16:55

სათაურიც ხო ინფორმატიულია. რატო არაა თოვლი ფოტოებში? იანვარში არ იყო სასტავი წასული 2007 წელს?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by anano » 25 მაი 2009, 17:16

ნაწილი ფოტოებისა ჩემი , ნაწილი კი ინოლას გადაღებულია....
მგონი ლამამაც გადაიღო ჩემი აპარატით....

კოტეჯი ჩვენს შესვლამდე...

Image

ეს კი უკვე ჩვენი ოთახში შევლის შემდგომ....მარცხნიდან მარჯვნივ, nica-nica, tiskrine, ფიქრია(ჯნოსის +) , nino_M

Image

Image

Image

ჯნოსი, მორჩაძე, მონადირე....
Image
Last edited by anano on 25 მაი 2009, 18:04, edited 2 times in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by SHORENA » 25 მაი 2009, 17:45

მართლაც რომ უმაგრესი გასვლა იყო, მართალია დღეს გაჭირვებით დავდივარ და თითქმის არაფრის თავი არა მაქვს მაგრამ მაინც.. მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე იმ ლამაზი ტყეებისა და ხედების ხილვით, იმ ჰაერის სუნთქვით და იმ შხაპუნა წვიმაში ჭექა-ქუხილის ფონზე ტალახებში სრიალითაც კი... არა რაა 2 დღე მართლაც რომ არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ამ ყველაფრით ბოლომდე დატკბე! :)

პ.ს. ყოჩაღ ანანო! ნელ-ნელა ჩვენც წამოგეშველებით :wink:

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by აცაბაცა » 25 მაი 2009, 17:52

საერთოდ არ დავღლილვარ !!!!! რას წუწუნებთ ვერ გავიგე?!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by tiko_r » 25 მაი 2009, 17:53

სამომავლოებში დავაფრქვიე მთელი ემოციები ამ გასვლის შესახებ! ნამდვილად შთამბეჭდავი იყო
და ეხლაც აღფრთოვანებაში ვარ ჯერ კიდევ

ეს შაბათ დილით გადავიღე
საოცრებაა ასეთ ადგილას გაღვიძება

Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიზანავი–ნუნისი(მარშN4)22-26.05.

Post by SHORENA » 25 მაი 2009, 17:57

აცაბაცა

:lol:
აბა გულზე ხელი დაიდე! :lol:

თუმცა 'ჩამკეტის' ფონზე არ არის გასაკვირი :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]