2 დღე კახეთში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 21:36

მომზადება
რომ მივდიოდით, რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, თუმც კი დავწერე, შეიძლება ამინდის გამო გადაიდოს-მეთქი. ამინდი შაბათს, 23 სექტემბერს კარგი იყო, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დღეს მივიღეთ და საკმაოდ ოპერატიულადაც - დილის 10-ის ნახევარზე ჩემი მანქანით გავედით ქალაქიდან. ვიყავით იმდენი, რამდენიც ჩავეტიეთ - "მოწიფულები" - მე და ჩემი მეგობარი შალვა მოისეევი და "ჯიელები" - ჩემი შვილი საბა და მისი მეგობრები - სანდრო გაბაშვილი და დათო მესხი.
ესეც პირველი შესვენება - "პურისაჭმელად".

Image

მარცხნიდან მარჯვნივ - სანდრო, საბა, შალვა და დათო.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 21:40

დღე დავიწყეთ საგარეჯოდან - ვნახეთ ნინოწმინდა, რომელიც არავის გვქონდა ნანახი.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 21:50

შემდეგ ჩალაუბნის გზით ბოდბეში ავედით. ბოდბეში უკანასკნელად ორი წლის წინ ვიყავი და ჩემდა სასიამოვნოდ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვლილი დამხვდა. საქმე მარტო დაფინანსებას არ ეხება. ყველაფერს ემჩნეოდა მზრუნველი მეურნის ხელი, რაც პირველ რიგში ცხადია დედათა მონასტრის წინამძღვრის დამსახურებაა. ჩემი მოკრძალებული ხოტბა მას და მონასტრის ყველა მსახურს.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 21:55

ბოდბეში ჩასულები ცხადია სიღნაღის უნახავად არ წავიდოდით და სიღნაღში მივხვდი, რომ ვერანაირ გრაფიკში ვერ ჩავეტეოდით - ვიბოდიალეთ ქალაქში, ავძვერით ციხის ერთ-ერთ ქონგურზე. გადავყურებდით ალაზნის ველს და კავკასიონს - დიდი-დიდი ხანი ვტკბებოდით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილითა და ხედით.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 22:23

სიღნაღიდან კი შალვასთან მცირე თათბირის მერე გადავწყვიტეთ, ამ დღეს გზაში აღარსად გავჩერებულიყავით და პირდაპირ საბოლოო პუნქტისკენ - კვეტერასკენ გვეჩქარა, გზაში რომ არ დაგვღამებოდა. თითქოს ადრე იყო - დღის სამი საათი, მაგრამ რაღაც ამეკვიატა, რომ დაბრკოლების გარეშე ვერ მივაღწევდით და დაღამებამდე ორი საათი რეზერვად დავიტოვე. ახმეტამდე გზას არ შევუწუხებივართ... თუმცა არც ახმეტის შემდეგ შევუწუხებივართ, რადგან ბოლო სამი კილომეტრი გზა გაზაფხულის დიდ წყალდიდობებს წაეღო.

Image

ეს ფოტო მხოლოდ ნაწილობრივ წარმოდგენას შეგიქმნით. ვიდექით და მჭმუნვარე სახით ვუმზერდით შემოვლითი გზის უზარმაზარ გუბეებს და ვფიქრობდით რა გვეღონა. ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან გამოჩნდა საპენსიო ასაკის ფორდ სიერა, ღმუილ-ღმუილით გამოტოპა ტლაპოები და მძღოლის გზისადმი მამა-პაპური კომენტარებით ჩაგვიარა. ჩვენც მხნეობამომატებულები მცირე თათბირის მერე ფორდის გაკვალულ გზას გავყევით. წინ შალვა მიხტუნაობდა და ზუსტი ტრაექტორიის მითითებებს მაძლევდა. უკან ჯიელობა მოგვყვებოდა. მანქანა კი არ მიდიოდა, მისრიალებდა მზეზე დამდნარი პლასტელინივით ტალახში. ტალახის მერე მოხრეშილი, მაგრამ ასევე საკმაოდ მძიმე გზა იყო. ასე წვალება-წვალებით მივადექით კვეტერას ასახვევს.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
2 დღე კახეთში

Post by gobe » 30 სექ 2006, 22:32

აქა ვართ დავით, ველით II სერიას...

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 22:37

კვეტერის ასახვევთან კი მთლად გავთავხედდით და ეკლესიამდე მანქანით ასვლა მოვინდომეთ. კი იძახა ჩემმა ფოლცვაგენმა - "ნი ნადა დარაგოი, დიოჩლანავტობანნაყვარები ვარ, ამფერებში სიარულს ნაჩვევი არა ვარო," მაგრამ ვინ უსმინა. სულ მუჯლუგუნებით ავათრიეთ პირველ კოშკამდე, მაგრამ მეტი ვერც ჩვენ შევძელით და ვერც მან. გადმოვათრიეთ ჩვენი სარჩო-საბადებელი და დაბანაკება დავიწყეთ. უკვე საღამოს ბინდი იყო და დაბნელებამდე რომ მოგვესწრო, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდით გავანაწილე დავალებები - ჯიელებს კარვების დადგმა დავავალე, შალვას კი ცეცხლის დანთება. მე შეშის შეგროვება-დაჩეხვა დავიწყე. ყველაფერი მოვასწარით. უკვე ერთ საათში ნასვამები ვხორხოცობდით ცეცხლთან, ულამაზეს, მოჭედილ ცას ვუყურებდით და გვიხაროდა, რომ ამ დღეს აქ ვიყავით და არა თბილისში.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 22:46

მე და შალვა დავწექით ადრე - სადღაც პირველ საათზე. დაძინების წინ აღმოვაჩინეთ, რომ შალვას გზაზე ხტუნვა-ხტუნვაში არვიცირატომწამოღებული ძვირადღირებული მობილური ამოვარდნოდა. მეძინა ფხიზლად. ჯიელებს არაფრით დაძინება არ უნდოდათ და ცალი თვალი და ცალი ყური მაინც მათკენ მქონდა.
დაიძინეს ჩემი ვარაუდით 3-ზე.
ღამის 4-ზე კი არ ვიცი საიდან მოჯარდნენ ღრუბლები და თავსხმა წამოვიდა. იმედი გადავიწურე, რომ დილით ცეცხლს დავანთებდით და რაიმე ცხელს დავლევდით.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:17

დილით ყველაზე შალვა წამოხტა და ჯიელების გაღვიძება დაიწყო. საბამ გააპროტესტა, დათოს ისე ეძინა, მგონი არც გაუგია. სანდრო კი ჩემდა გასაკვირად, სწრაფად გამოძვრა. ვიცოდი, რომ, გარეთ სისველე დამხვდებოდა და არც მე მეხალისებოდა კარვიდან გაძვრომა. შალვას ყასიდად გავძახე, იქნებ ცეცხლს რამე უშველო მეთქი. ჩემდა გასაკვირად, შალვამ უშველა - კარვიდან რომ გამოვძვერი, მეზურნესავით ლოყებდაბერილი უბერავდა რაღაც საოცრებით გადარჩენილ ორიოდ ნაკვერჩხალს. მის გვერდით კი სანდრო ქართველი რეპერივით უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. ჯერ მეგონა - ბახუსი არ განელებია-მეთქი, მაგრამ ახლოს რომ მივედი, დავინახე - მთლად სველი ტანსაცმელი ეცვა და კბილს კბილზე აკაკუნებდა. ჯიელებს სიჩქარეში კარავი კარგად არ მოუჭიმიათ და წყალი იმ მხარეს ჩავიდა, სადაც სანდრო იწვა. ამას კი დამატებით - გამოუცდელობით პირდაპირ ტანსაცმლიანს ეძინა. არსენასავით გავიძრე ჩემი სვიტრი და შარვალი და ჩავაცვი, მე კი შორტებით დავქროდი ტყეში და შეშას ვაგროვებდი, რადგან ღამით რაც შევაგროვეთ, სულ დაეწვათ.
ერთ საათში ცხელიც დავლიეთ, გავთბით, ნაწილობრივ გავშრით და კვეტერაზე ავედით.
ესეც - კვეტერა.

Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
2 დღე კახეთში

Post by gobe » 30 სექ 2006, 23:20

Eh_Dato,
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისათვის! ველით გაგრძელებას. :)

რა ამის პასუხია და, ბილიკიდან ბოდიალზე გადასულხარ.

მაშ, გილოცავ :)

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:35

ვა - გავბოდიალდი? :D
გობე - მადლობ გამხნევებისა და მოლოცვისათვის.
მაშ გავაგრძელებ.
ესეც კიდევ კვეტერა.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:44

უკანა გზა ახმეტამდე უფრო ყოჩაღად და მხნედ გავიარეთ. თუმცა არ შეიძლება ერთი პატარა ფაქტი არ აღვნიშნო. დილით შალვასთან ერთად გავიხსენე მის მობილურზე უკანასკნელი ზარები და გამოვთვალე, სავარაუდოდ გზის რა მონაკვეთში უნდა დაეკარგა. იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, ყველა გადმოვსვი მანქანიდან და ვუთხარი ერთამანეთისგან დაშორებით ევლოთ დაახლოებით 200 მ, მე კი პერიოდულად ზარს ვუშვებდი შალვას მობილურზე. და საოცრება - პასუხი გაგვცა. ჩემმა შვილმა იპოვა ღამენათევი, ტალახში გდებული, თანაც რომ დააწვიმა - რეკავდა და რეკავდა, თითქოს იმასაც გაუხარდა ჩვენი დანახვა. დიდება და დიდება ნოკიას.
ესეც უკანა გზაზე.

Image
Last edited by Eh_Dato on 30 სექ 2006, 23:46, edited 1 time in total.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:45

და კიდევ ჩვენ.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:49

ახმეტაში ისევ დაგავწვიმა, მაგრამ გზა უკვე გზა იყო და აღარ გვეშინოდა. ალვანის გავლით ალავერდში მივედით.

Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
2 დღე კახეთში

Post by Eh_Dato » 30 სექ 2006, 23:50

და კიდევ ალავერდი.

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]