ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 29 სექ 2006, 09:39
-
ira
- ბოდიალა
- Posts: 267
- Joined: 18 იან 2006, 11:05
Post
by ira » 29 სექ 2006, 10:13
კარგით, კარგით, საქმეზე გადავიდეთ: ისე მართლა თრუსოში ხომ არ წავსულიყავით? ძალიან მაინტერესებს ეგ ადგილი, მოვახერხოთ რა....ვიცი რომ ეგ მარშრუტი 2 დღეში ესწრება
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 29 სექ 2006, 10:30
ეს ისევ მე ვარ... თემებს ვათვალიერებდი და ძალიან კარგი თემა შევნიშნე "განნაგვიანება". ბოლო წერილი იქ 5 მარტით თარიღდება. შეიძლება გავიგო რა ბედი ეწია ამ იდეას? თა არ განხორციელდა იქნებ დავბრუნებოდით? პრინციპში რომც განხორციელებულიყო, ეს ერთჯერადი საუბედუროდ არ იქნება. მაქვს რაღაც-რაღაც იდეები (რა თქმა უნდა სრულიად აპოლიტიკური). მე მგონი შემიძლია აქ არასახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფილი კომპანიების ჩართვა. ცდა ხომ ბედის მონახევრეა. ხელთათმანები, სანაგვე ტომრები და ეგეთი ნივთები ხომ გვინდა? მე მესმის რომ ეს ლაშქრობას არ ეხება, მაგრამ აქ ყველაზე მეტი ხალხია და ყველაზე შინაურულად ვგრძნობ თავს

თუმცა მგონია უშუალოდ ეხება ლაშქრობებს. ყველაფერი თუ ნაგვით აივსება, სალაშქროდ კი არა, ხინკლის საჭმელად ვეღარ გავალთ უბანში
ჩვენს "ლაივში" შეხვედრამდე თუ ჩამაყენებთ ამის საქმის კურსში, შეხვედრაზე უკვე მომზადებული და წინადადებებით მოვალ.
Bოჭო
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 29 სექ 2006, 10:33
Bocho
ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგად ლაშქრობა გამოდის არა მაშინ როცა ვიწყებთ სხვადასხვა ვარიანტების შემოთავაზებით თუ სად წავიდეთ, რაგორც ახლა ხდება და არც რაღაცა დროისთვის იმ ხალხის სიის ჩამოწერით თუ ვის შეუძლია წამოსვლა, არამედ მაშინ როცა ვინმე ავტორიტარულად იტყვის მე მივდივარ ამა და ამ დროს და აქა და აქ. ყოველთვის გამოინახება ხალხი რომელსაც დროც აქვს და სურვილიც რომ იმ ადგილას და იმ დროს წავიდნენ. მომხდარა ისეც და მე თუ მკითავთ კარგიცაა როცა ერთი და იმავე დღეს რამდენიმე სხვადასვა ჯგუფი გასულა სხვადასვა მარშრუტზე. ცხადია ყველას ერთი ინტერესი არ გვაქვს - ზოგს რაღაცა უკვე უნახავს, ზოგს მთა და ბუნება მოსწონს, ზოგს ზეგლები და ასე შემდეგ.
ამიტომ (მგონი ამაზე ადრეც რომელიღაც პოსტში დავწერე) ჯობია, თუ ვინმე იმპერატიულად წამოიწგებს დაგეგმას. მაგალითად 7-ში მივდიმართ თრუსოს ხეობაში და ბასტა - ვინც წამოვა წამოვა.
მე ჯერ-ჯერობით ეს ბოლო ხანებია ვეღარ ვიღებ ინიციატივას ჩემს თავზე რადგან დაკავებული ვარ და მთალდ ზუსტად არ შემიძლია განვსაზღვრო მეცლლება თუ არა.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 29 სექ 2006, 10:37
Bocho
მთალდ ოფტოპიკებზე გადავედით მაგრამ რაღაი გადავედით გეტყვი რომ განაგვიანების ერთი აქცია ჩატარდა - დაღეთის გამოქვაბულ ეკლესიისდან საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ღამურების სკორე გამოვიტანეთ (რამდენიც შევძელით).
საერთოდ პრინციპი ასეთია ჩვეულებრივ რიგით ლაშქრობაშიც კი კარველები არაფერს ტოვებენ. მთელი ნაგავი თბილისში ბრუნდება და ბუნკერებში იყრება. რად შეეხება სხვის ნაგავს თუ შეგვიძლია ისიც მოგვაქვს (მახსენედება რომ თითიქოს დაწერეს, მე იქ არ ვყოფილვარ, რომ უჯარმიდან წამოიღეს რასაც გაწვდნენ).
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 29 სექ 2006, 10:54
უჯარმა მართლა დავასუფთავეთ! სადაც გავჩერდით და პირობითად "დავბანაკდით" არაფერი დაგვიტოვებია!
დასუფთავებაც კარგი იდეაა! მე ჩემი ტომრებით , ხელთათმანებით და ინვენტარით წამოვალ!!!!
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 29 სექ 2006, 11:01
Kakha
ყველაფერი გასაგებია. როგორც იტყვიან, გამოცდილება მაინც თავისას აკეთაბს

უბრალოდ ერთი მინდა გითხრათ. გუშინ ნაცნობი ვნახე, რომელიც ნამყოფია თრუსოს ხეობაში და თქვა, რომ იქ ფეხით ძალიან ბევრი სასიარულოა და 2 დღე არ გეყოფათო. უბრალოდ ღამის გათევას მოასწრებთ და მეტი ვერაფერიო. ეს ისე, ინფორმაციისთვის. არ ვიცი რამდენად სანდოა, მაგრამ რაც მითხრა, იმას გეუბნებით
Bოჭო
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 29 სექ 2006, 11:19
მგონია მართალი გითხრა. მე ვიყავი მათ შორის ვინც ამ ზაფხულს თრუსოს ხეობიდან კავკასიონის ქედზე გადავიდა იმ იმედით რომ ყელის ტბის გავლით მლეთაში დავბრუნდებოდით. არადა დავიკარგეთ და ცხინვალის კაპეზეში დავამთავრეთ მოგზაურობა. ჩვენი თავგადასავლების შესახებ შეგიძლია ლაშქრობების განყოფილებაში ნახო თემა ”ოქროყანა-კერტისი-ყელიწადის ტბა”.
რაც შეეხება თრუსოს ხეობას ჩვენ მხოლოდ ფაქტიურად შუა წელამდე კერტის/აბანოებამდე მივედით და უკვე საღამო იყო. ახლა როცა დღე გაცილებით მოკლეა სულ სირბილ-სირბილით უნდა იაროს კაცმა რომ ხეობის სიღმეში კარგად შევიდეს და მეორე დღეს სირბილ-სირბილით უკან გამოვიდეს რომ მარშრუტკას მოუსწროს.....
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 29 სექ 2006, 11:28
ესე იგი მართალი უთქვამს იმას. აბა რა ვქნათ? სირბილი კი შეიძლება მაგრამ კენიელები ხომ არ ვართ?

ძალიან ადრე რომ გავიდეთ? ან იქნებ სხვა მარშრუტზე ვიფიქროთ?
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 29 სექ 2006, 16:59
Kakha
ამჯერად ვერ დაგეთანხმები!
1. შემოთავაზებული ვარიანტები თითქმის ერთი რეგიონიდანაა (უკრაინა, ხევსურეთი და სხვები უბრალოდ ოფტოპიკებია), და რა არის ამაში ცუდი რომ ერთად გადავწყვიტოთ? (მეტიც მე კობამდე რომ მივდივარ ვიცი და მერე შეიძლება გზაშიც კი გადავწყვტოთ საით წავალთ. ძალიან,ძალიან ბევრჯერ ყოფილა მასე......)
2. ან მოსწრებას რას ეძახით?
და გგონიათ ხევსურეთში წინა გასვლაზე ყველაფერი მოვასწარით? და მერე რა თუ ვერ მოვასწარით? ზოგს ადრე გვინახავს, და ზოგიც მერე ნახავს. მაგის შიშით სულ არ უნდა წავსულიყავით? არადა დიდებული იყო!
ლაშქრბა პატარა, საინტერესო, ლამაზი თავგადასავალია, რაც ჩვენ ყოველდღიურობას სხვა ახალ ფერებს სძენს. მე მხოლოდ ამისთვის..........
გემშვიდობებით ორი დღით!
მშვენიერი ამინდებია და ყველას საინტრესო შაბათ-კვირას გისურვებთ!

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 29 სექ 2006, 17:13
Mrs. Robinson
გეთანხმები... არდოტში არბენა მოვასწარით, მუცო შორიდან დავინახეთ, მაგრამ მაინც გაასწორა. თქვით და მე თქვენს გვერდით ვარ. თუნდაც გიბლარტარი იყოს

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 30 სექ 2006, 12:42
Bocho
განნაგვიანების იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი შენიშვნა: ეგ შეიძლება გაკეთდეს ყოველგვარი ორგანიზაციების ჩარევის გარეშეც !!! (ისევე როგორც ხეების დარგვა!). ხელთათმანებს და სანაგვე ტომრებს ორგანიზაციების ჩარევა არ სჭირდება ! ამას უნდა უბრალოდ კარგად დაგეგმვა და თავის მობმა. მეტი არაფერი.

სხვათაშორის დაჟე ეგეც კი არ უნდა

ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე წავედით ამასწინათ სადღაც ორნი. ისე კარგად მოვასუფთავეთ(ორმა !) ის არემარე, რომ მარტო უნდა გეცქირა !
Kakha
ყველაზე კარგად ლაშქრობა გამოდის არა მაშინ როცა ვიწყებთ სხვადასხვა ვარიანტების შემოთავაზებით თუ სად წავიდეთ, რაგორც ახლა ხდება და არც რაღაცა დროისთვის იმ ხალხის სიის ჩამოწერით თუ ვის შეუძლია წამოსვლა, არამედ მაშინ როცა ვინმე ავტორიტარულად იტყვის მე მივდივარ ამა და ამ დროს და აქა და აქ.
გეთანხმები. ზუსტად მასეა.

ამიტომ ეს ლაშქრობა არ გამოვა.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 30 სექ 2006, 16:55
Wanderer
უკაცრავად მაგრამ თქვენ ვერ გამიგეთ. მე ორგანიზაციების ჩაბმა პი-არ აქციებისატვის კი არ მიგულისხმია, არამედ ფინანსური უზრუნველყოფისთვის. თუ 5 ადამიანი უნდა წავსულიყავით, წავიდოდით 25 და უფრო მეტ საქმეს გავაკეთებდით. თუ არ მოგწონთ ჩემი იდეა, კი ბატონო... რაც არ გინდათ ღმერთმა არ მოგცეთ
რაც შეეხება თითო-თითოდ ნაგვის აღება იმ ადგილებიდან სადაც ვცერდებით ხოლმე. ამას მე მგონი თქმაც არ უნდა...
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 30 სექ 2006, 19:55
ხალხო, განაგვიანებაზე რა ვთქვითო 3 დღის შემდეგ რომ მოძებნოთ, აქ დაწერილს იპოვით?? აბა რისთვის წერთ?? ხომ არის თემა, წერეთ რა იქ...
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 30 სექ 2006, 22:57
Gvalva
მართალი ხარ. ბოდიში ამ დებატებისათვის

. უბრალოდ მეგონა კარგ საქმეს გავაკეთებდი თქვენთან ერთად, თორემ სხვასთან ერთად ისედაც ვაკეთებ

თემას ისევ იქ გადავიტან.
Bოჭო