აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:06

აი, აქ და ამ წამს
შენ ღმერთის არ გწამს,
შენ ცხოვრობ ისე,
არაფერს მისდევ,
მყუდრო გაქვს ბინა
და თბილად გძინავს...
არ გინდა ქარი,
შეცვალო დარი,
ატარებ ნიღაბს,
რომ ხალხი გიყვარს,
ზამთარში პალტოს...
დადიხარ მარტო.
თან დაგდევს შიში,
ვიღაც ხელს გიშლის,
რომ გინგრევს კარებს
და გაგდებს გარეთ!
უყურებ ასე,
ეჭვებით სავეს,
დღის შუქს და ღამეს,
კიდევ... ბევრ რამეს.
სარკესთან დგახარ,
წვიმაა დღესაც,
ასველებს სახლებს,
ჰხედავ შენს სახეს,
რომელიც მორცხვობს,
რომ ისევ ცოცხლობს............. :idea:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:10

რა დროა,
სხვა დროა,
რითმებით ვიტყუებ,
რომ არ ვთქვა
სიცრუე,
მჭირდება თამაში,
ჩვენ ვცხოვრობთ დრამაში,
კომიკურ დრამაში
გრიმით და ნიღბებით,
ჩვენ ვფიქრობთ,
რომ მუდამ,
სულ ასე ვიქნებით,
ვიპოვეთ სიწმინდე,
ჩვენია კარები
და გამყინვარება თითქოს და შორია –
ქუჩური ჭორია,
ჩვენ ბინა არა გვაქვს
და არ გვაქვს სახელი
და ნაცვალსახელით
ერთმანეთს მივმართავთ,
დავკარგავთ მისამართს,
რომ 1 სიტყვა
ვთქვათ:
მიყვარხარ!
რადგან არაფერი
სხვა არ გვაქვს
სათქმელი
და მარტოობაში
წამიც ვერ გავძელით................ :idea:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:15

მზე დაინახეთ,
გაიარეთ
უფრო თამამად,
ერთი,ორი...
ცხოვრება მართლა შეიძლება
უფრო ლამაზად,
გზა არის სწორი,
თქვენ კიდევ უცებ,
სადღაც უხვევთ
და იკარგებით.




კი არა და


მე მინდა ქარი, კიდევ ქარი, უფრო ქარი...
სიცარიელე,
კიდევ თვალი,
ათვალიერებს
სამყაროს ვინაც...
მერე წვიმა,
წაშლა,წაშლა...სირცხვილის,დაღლის,
ანუ სურვილი, რაღაც ახლის,
პატარა სახლის,
რომლის ირგვლივ არაფერია.
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:20

ესეც................






მთვარე ანათებს
თეთრი ნაჭერი
მოდით, დაჭერით
ყვითელი დანით
მოაქვთ ჯალათებს
უძლური ტანი
და სულ კაფავენ
ყვითელი დანით...
ფანჯრის რაფაზე
ყვავილი ქოთნით
ქუჩას აბრაზებს
ბებერი ლოთი,
ჩანს სილუეტი
და სიუჟეტი...
გვინდოდა მეტი,
რატომღაც მეტი...
მალე დაჭერით,
მოწმინდეთ სისხლი
თეტრი ნაჭერით,
ფიქრები შენზე...
ო, როგორ მძულდი
უცნაურ გემზე,
ვიყავი ქურდი,
სიჩუმის ქურდი,
ვპარავდი აკორდს,
ვიყავი მარტო
უაზროდ მარტო
და მაინც მარტო,
მალე დაჭერით
მთვარე მაგონებს
ღამის ვაგონებს
და ფიქრებს შენზე
უცნაურ გემზე,

ო, როგორ მძულდი.............. :roll:






კი არა და


მთელი სამი წლით გავახალგაზრდავდი

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by Shanshika » 13 მაი 2009, 23:28

pataputina

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:33

Shanshika
:roll: :roll: :roll:

კი არა და

გავაგრძელო?


”ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ
100 ფინჯან ყავას,
მზე რომ ჩავა
ვეჭვობ, მგონი კითხულობთ მარკესს,
დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს,
არ ამხელთ, მაგრამ ალბათ გჯერათ
მაღალი მოდის,
განიცდით, როცა ყვავილებით
არავინ მოდის.
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი,
კაფე და პოზა,
რასაც დაარქვით პოეზია,
უფროა პროზა.
თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,
ლოცულობთ, გახდეთ
და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,
დაიჩურჩულებთ:
ღმერთი არს ჩვენთან.
მთავარი კიდევ...
ო, არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ,
ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ,
რადგან არ გიცნობთ!


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by Shanshika » 13 მაი 2009, 23:36

pataputina

რა თქმა უნდა ...

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:37

Shanshika
:oops:


მტვრიანი სახლი, ბებერი ბაღი,
ხმელი ხეები...
ზიზღია ახლის, როდესაც დაგღლის
ასე დღეები.
სიზმრების წყება, როდესაც ჰყვება
თითქოს აბსურდებს,
მირაჟი გმართავს და გინდა სადღაც
უკან დაბრუნდე.
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:39

თუ არასოდეს
ამოვა მთვარე
ასე ფერადი...
მოდი, დავასწროთ
გაქცევა ტალღებს,
დავტოვებთ სახლებს,
ნაპირს, ჰორიზონტს,
მოდი მოვირგოთ
ჩვენი ნიღაბი,
სჯობს უჩინარი
და უწყინარი
არა ვთქვათ სიტყვა:
"როგორ მიყვრადი"...
თუ აღარასდროს
ამოვა მთვარე
ასე ფერადი,
არაფერია...
არ უწერია
მეორედ მოსვლა
დინებას, წარსულს,
სიცოცხლეც არ მსურს
მე მეორადი...


:?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by Shanshika » 13 მაი 2009, 23:41

pataputina

მთვარე... როგორ მიყვარს...

:roll: :roll: :roll:

ჩემი მნათობია...

:oops:
...Finding Inspiration...

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:43

Shanshika
:oops:
მე კიდე გაგა ნახუცრიშვილი მიყვარს........ :roll: :oops:



კი არა და



მთელი სამი წელი....... :roll:


მომყევით!
სად არის უდაბნო,
ჩვენ მაინც
ცოცხლები გამოვალთ,
რადგანაც
ვიცხოვრეთ უსაგნოდ,
გვითხრეს, რომ
მზე აღარ ამოვა.
ჩვენ უკვე
მოგვიკლეს ოცნება,
მოგვგლიჯეს
ფერადი სათვალე,
ჩვენ ასე
გვასწავლეს ცხოვრება,
გვესროლეს,
გვაგინეს,
გაგვთვალეს!
ჯანდაბა,
სისხლსა და იარებს,
ხომ ხედავთ
ვერანი გზებია,
გვამებზე,
გვამებზე ვიარეთ,
აგვიხსნეს:
რა მოხდა, კვდებიან,
შენ ჩვენო
კეთილო დაიკო,
გეძახით,
ვერ გხედავთ სადა ხარ,
გამოჩნდი,
იქნება გაიგო,
მოგყვებით,
ოღონდაც წამოდი,
ჩვენ გვინდა
სინათლის დანახვა,
ამქვეყნად
თურმე მზეც ამოდის.


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:47

ედგარ პო, ყორანი,
მორალი –
წარსული მუსიკის
უსიტყვო
და ძველიი ფორანი.
ცრემლები,
დრო შურისძიების,
გემების
დაღუპვა ქარებში,
მთვრალებში
სიმართლის ძიება.
დუელი
ქალების წყალობით,
სულელი,
სულელი აკორდი...
არ მოკვდე, გასწორდი!
შეხედე
ჩემს ფეხებს
და ისე დამშორდი.
სასახლე
უზომო დრამები,
სინაღვლე
ბუხარი, კალმები,
ბარათი, ცხენები,
ჭენება,
თუ ღამისთენება...
ცხენებში
ვცვლი მთლიან სამეფოს!..
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება.

...

ღრიალი მანქანის
მაქმანი
სიმკვეთრემ დახია,
ახია!
ბეტონი, ასფალტი,
გინება
და ხალხის დინება...
ქაღალდი,
გაზეთის ამბები...
რას ვშვრებით?
ქრონიკა, მოდები,
ბორდელი!..
და რბილი ავეჯი?,
დაჯექი!
ანათებს
ეკრანი:
ვერავინ
შეგამჩნევს ბინაში;
კატაა წვიმაში
გვიყვება
და სახლიც ირყევა,
კატაში?..
ვცვლი მთლიან სამეფოს...
სიჩუმე გამეფდეს!
ღამდება,
რაღაცა მთავრდება............................................
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:53

დამიჯერეთ, MISS
ვარდისფერი გზის,
ოცნებების გვის
ვდგავარ მოწამე.
დამიჯერეთ, MISS
ქარბუქები ზღვის,
ფერი მომწვანო.
დამიჯერეთ, MISS
ფერმიხდილი თვის
კაბადონი თრთის,
თვალებს მიშტერებს.
დამიჯერეთ, MISS
მოგონება სხვის
აუტანლად მღლის,
მოდით, მიმღერეთ!

კი არა და

ასე უბრალოდ,შეცდომით , სადღაც,
გზას ავცდით,მაგრამ მივდივართ გზაზე,
აღარც ჟინია და აღარც დაღლა,
კარი გაგვიღეს,თან ჩაგვირაზეს.

არც სინამდვილე,აღარც მირაჟი,
ჩვენ ვცხოვრობთ,რადგან გვასწავლეს ისე,
რომ ფაგვიხრია თავი მიწაზე
და ერთმანეთის ნაკვალევს მივსდევთ.

თან გვინდა სივრცე თან გვინდა ყუთი,
თან რაღაც გვინდა და თანაც არ გვსურს
თუკი დავკარგეთ პირველი წუთი,
მაშინ ვერასდროს ვიპოვით პასუხს............ :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by pataputina » 13 მაი 2009, 23:55

ამის გარეშე
უბრალოდ
არ შეიძლება!!!




:idea: :idea: :idea:



ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწმე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავრად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგაც სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძნე ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი, -
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მსახრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!



კი არა და


მორჩა კინო

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...1

Post by Shanshika » 13 მაი 2009, 23:59

pataputina

ვერაფერს იტყვი...

ძლიერი რამეაა... :roll:

როგორც იტყვიან ჩუმად ვარ... ო...

:roll: :roll: :roll:
...Finding Inspiration...

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]