წინ დიდი გზა გველოდა და ამიტომ მანქანის უკანა ნაწილში საძინებელი ოთახიც გაიხსნა

ვიჯექით წინ მე და დონი, მივირთმევდით ცხელ ყავას, ვყვებოდით სხვადასხვა ისტორიებს, მეორე დღის გეგმებს განვიხილავდით, ვიხსენებდით რაღაც რაღაცეებს და ასე საუბარ საუბარში მოვედით ქალაქ იუსუფელამდე. მოვიმარჯვეთ ტელეფონი ვურეკავთ მახარეს რომ გვითხრას რომელ სასტუმროში მივიდეთ მაგრამ .................... მიუწვდომელიაო
გავიარ გამოვიარეთ ქალაქში, დავათვალიერეთ, კიდევ ვცადეთ და ისევ მიუწვდომელი. ვიფიქრეთ თუ ვერ დავუკავშირდებით რომელიმე სასტუმროში გავჩერდეთთქო და სასტუმროებიც შევათვალიერეთ. ბოლოჯერ ავკრიფე მახარეს ნომერი და ოი საოცრებავ

:D:D გავედი.
გავიგეთ სასტუმროს სახელი, იქვე ვიკითხეთ საით უნდა წავსულიყავით და გავუდექით გზას. მახარეს თხოვნა ვიწრო გზებია და ნელა იარეთო გავითვალისწინეთ და ნელნელა მივუყვებოდით ვიწრო და მიხვეულ მოხვეულ გზას. 9კილომეტრის მერე ყოველ ნათელ წერტილზე ვიძახდით ალბათ ეს არის ჩვენი სასტუმრო ალბათ ესო მაგრამ იმედი გვიცრუვდებოდა

:D:D
ჩვენი სასტუმრო 9 კი არა ქალაქიდან 15კილომეტრით ადშორებული ყოფილა. ბოლოს როგორც იქნა მივადექით, ხიდი რომლისაც თავიდან მე ძალიან შემეშინდა მაინც მანქანით და თან მთელი შემადგენლობით გადავიარეთ და სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მისულ ჩვენ მეგობარ კარაველებს შევუერთდით. ვივახშმეთ, ძაააააააააააააააააააალიან გემრიელი იყო ყველაფერი. ვახშამზევე დავგეგმეთ მე და დონმა მჯეორე დღის მარშრუტი, გავუზიარეთ დანარჩენებს შთაბეჭდილებები, გამოვართვით სასტუმროს პატრონს ოთახის გასაღებები, შევუთანხმდით რომ 4კაცი დილას 5ზე უკვე გავიდოდით სასტუმროდან და საუზმე გზად გაეტანებიათ და დავიშალეთ.
მახსოვს ჩემმა პლიუსმა დათომ ერტი წამოიწუწუნა 4:30ზე ადგომა ძალიან ადრე ხომ არ არისო მაგრამ არ გამოუვიდა გაპროტესტება, რას იზამდა, დაემორჩილა და მალე ისიც დასასვენებლად გაეშურა