Post
by Tamusia » 07 აპრ 2009, 18:34
Gvalva
ეს კამათი რომ მსჯელობის თემას გაცდა კი არ შევამჩნიეთ, არამედ პირადად მე გავაცდინე, ვინაიდან, ხდება ხოლმე, რომ რეალობაში უცნობი, ან ბევრისთვის უცნობი ადამიანები შემოდიან და წერენ იმიტომ, რომ უნდათ. ნუ, ნაცნობები არიან და უნდათ და წერენ, ასეც ხდება ხოლმე. შედაგად, მოკამათეებისთვისაც და მათი მსმენელებისთვისაც არცთუ ცხადია, ვინ რას როგორ ამბობს. ხოდა არის ერთი ან გაიწი-გამატარე პაექრობა, ან ჩვეულებრივი მსჯელობა, მაგრამ უცნობი გონების მიერ ფსიქოზად, ან ჩხუბად აღქმული.
ამიტომ უცნობი მწერლისთვის მინდოდა მეთქვა, რომ ის ხშირად შეცდომაში შედის. მინდოდა მეთქვა, რადგან აღარ შევიდეს და სხვებიც არ შეიყოლიოს, მათ შორის მეც(ზოგჯერ რაღაც დამიწერია და მაშინვე თავი ამტკივებია).
ამასობაში სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა თემაზე კამათობდა იგი. ხოდა გავცდით თემას.
ჩვენ ხალხი ვართ, ხალხი, რომელიც ურთიერთობის დეფიციტს განიცდის და შედეგად ურევს. ან ვერ ხვდება, რომ უცნობებთან კამათი უაზრობაა და შედეგად ურევს.
მინდა ხმამაღლა განვაცხადო:
ძირს ელექტრო ურთიერთობა!!!
გაუმარჯოს ურთიერთობას ცოცხლად!!!
ელექტროკავშირი __მხოლოდ საქმისთვის!!!
Last edited by
Tamusia on 07 აპრ 2009, 21:03, edited 2 times in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო