სიონი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:48

ქუთაისის სიონი (ბაგრატის ტაძარი)

გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქუთაისში, ბაგრატ III კურაპალატმა (975-1014) დაიწყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მშენებლობა. "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებით დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი". მოგგვითხრობს ქართლის ცხოვრება.
ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: "აქ აღაშენა მეფემან ბაგრატ ყოვლადწმიდისა ეკლესია მშვენიერი და დასუა ეპისკოპოსი მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა"
როგორც ვარაუდობენ, ტაძრის აგება ბაგრატ მეფეს მე-10 საუკუნის 80-იან წლებში დაუწყია და 1003 წელს უკვე დასრულებული ყოფილა. ამაზე ნათლად მოწმობს ტაძრის ჩრდილოეთის კედლის ერთ-ერთი სამრეკლოს წარწერა: აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძარში დაცული იყო ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე- მაცხოვრის სამსჭვალი, რომელიც 1686 წელს პოეტ მეფე არჩილს წაუბრძანებია რუსეთში, თუმცა მას ბევრს ევედრებოდნენ, ეს სიწმინდე არ გაეტანა, ამ თხოვნის საფუძველზე, მან იმერეთში დატოვა სამსჭვალის მცირე ნაწილი, რომელიც შემდგომში მაცხოვრის ოქროს ძვირფას ხატში ჩაამაგრეს, ეს ხატი 1980 წელს ქუთაისში ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრიდან დაიკარგა.
1650-1651 წლებში იმერეთში იმყოფებოდნენ რუსი ელჩები იევლეივი და ტოლოჩანოვი, რომლებიც განცვიფრებაში მოუყვანია ტაძრის სიწმინდეებს. იმერეთის მეფის ალექსანდრეს მოძღვარი, მიტროპოლიტი ზაქარია, მათ ასეთ განმარტებებს აძლევდა: "ჯვარცმის ზემოთ პატარა ოქროს კიდობანია გაკეთებული, კიდობანში კი, როგორც გვიამბეს, უფლის ძელი ცხოველის ნაწილია მოთავსებული. კიდობანს ჟოლოსფერი იაგუნდისგან და მარგალიტებისაგან შემკული ოქროს კარები აქვს".
ბაგრატის ტაძარში იყო დაბრძანებული "პალიასტომის" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც დღეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. რუსი ელჩების თანახმად, ტაძარში ორი საცეცხლურის გარდა, სხვა საეკლესიო ნივთები ოქროსი ყოფილა.
ქუთაისის სიონში სამეფო გვირგვინი დაიდგა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა. აქვე ხდებოდა იმერეთის მეფეთა გვირგვინის კურთხევა.
მრავალჯერ დამდგარა ტაძარი განადგურების საფრთხის წინაშე. 1510 წელს ოსმალთა ჯარი, სელიმის მეთაურობით მოულოდნელად თავს დაესხა ქუთაისს, ციხის აღების შემდეგ თურქებმა ცეცხლს მისცეს ქუთაისის სიონი და სწორედ მაშინ განადგურდა ტაძრის მხატვრობა. 1692 წელს კი თურქებმა ააფეთქეს ტაძარი. ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგს მოგვითხრობს: "გარნა იქმნა საგლოველო, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდან ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლადწმიდისა. დიდ შვენიერად გებული". 1775წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1784წწ.) დახმარებით ტაძრის დანგრეული სამხრეთი კარიბჭე აღდგა და 1871 წლამდე მღვდელთმთავრის კათედრას წარმოადგენდა.
1911-1913 წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძარს გალავანი შემოავლო, რომელმაც 1984 წლამდე იარსება.
1930-იან წლებში დიდი შრომა გასწია სარესტავრაციო მუშაობის დროს პეტრე ჭაბუკიანმა.
1941-1942 წლებში აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილისა და არქიტექტორ ნ. სევეროვის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტაძრის ტერიტორიის გათხრა. მოპოვებული მასალის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის გეგმის აღდგენა. ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფესორ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც 1950 წლიდან მოყოლებული ტაძარზე ათეულობით წლები იმუშავა.
1995 წლის 25 აგვისტოს, 303 წლის შემდეგ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ქუთაისის სიონის ტაძარი. 27-28 აგვისტოს კი დიდ ტაძარში ღია ცის ქვეშ პირველად აღესრულა წირვა-ლოცვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: "'აქ არ არის მხოლოდ ტაძრის აღდგენა, ეს შეეხება სრულიად საქართველოს გამთლიანებას, სრულიად საქართველო უნდა გამთლიანდეს, აი ამ უძველესი და უწმინდესი ტაძრის მშენებლობის და აღდგენის გარშემო". შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქუთაისის სიონში დაიბადა სიტყვები: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ", რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წარმოთქვა და ქართველებს ქრისტესმიერი ერთობისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდა.
2003 წლის 21-27 სექტემბერს აღინიშნა ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილე.

Image

http://www.kutais-gaenati.ge/tazrebi/ms ... azari.html
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
სიონი

Post by burdula » 20 აპრ 2009, 23:52

გარდა მონასტრებისა ტერმინით სიონი შეიძლება აღნიშნულის იყოს:
1.დაბა თიანეთის რაიონში
2.სოფელი მარნეულის რაიონში.
3.სოფელი ყაზბეგის რაიონში.
4.ბორცვი იერუსალიმში.
5.წმინდა ჭურჭელი
6.ქალაქი შვეიცარიაში.
7.ქალაქი იერუსალიმის რაიონი ისრაელში
bag,music and a long road...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:55

ARCHILI -
ეს ყაზბეგის სიონზე



სიონი — სოფელი ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კმ.

სოფელში დგას IX—X საუკუნეების მიჯნის ქართული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა, ე. წ. ხევის სიონი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 21 აპრ 2009, 00:01

საშვილდისის სიონი (760-778 წწ.)


ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე_(ციხე-ქალაქი)
Last edited by Archil on 21 აპრ 2009, 01:29, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 21 აპრ 2009, 00:06

Archil wrote:საშვილდისის სიონი (760-778 წწ.)

ეგ რომელია?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიონი

Post by lama » 21 აპრ 2009, 00:08

Tamari-ch. wrote:
Archil wrote:საშვილდისის სიონი (760-778 წწ.)

ეგ რომელია?
თეთრიწყაროსთან მდებარეობს

ულამაზესი ტაძარია
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 21 აპრ 2009, 00:10

lama
სამშვილდეზე ამბობ?

არა მგონი - ეგ სხვა უნდა იყოს...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიონი

Post by lama » 21 აპრ 2009, 00:12

Tamari-ch. wrote:lama
სამშვილდეზე ამბობ?

არა მგონი - ეგ სხვა უნდა იყოს...
ხუმრობ?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიონი

Post by lama » 21 აპრ 2009, 00:15

აი თავად სამშვილდის სიონის ულამაზესი ტაძარი

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 21 აპრ 2009, 00:20

lama
ვიცი ეგ ტაძარი -
ნამყოფი ვარ -

ახლა გადავამოწმე -
სამშვილდეს ტაძარი მართლაც სიონი ყოფილა

სიტყვა საშვილდისი ცოტა განსხვავებული მომეჩვენა სამშვილდესგან

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 21 აპრ 2009, 01:40

გურიის მოამბე - სტატიები - საზოგადოება დღეს გურიის სიონი გაიხსნა

MONDAY, 03 SEPTEMBER 2007 11:25
3 სექტემბერს ოზურგეთში ქალაქის ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, გურიის სიონი გაიხსნა.
ამ დღესვე მოხდა ეპარქიის რესტავრირებული რეზიდენციის პრეზენტაცია.
ასევე გაიხსნა ტაძრის მიმდებარე ორი სკვერი, რომელიც კეთილმოეწყო, განახლდება განათება, მოპირკეთდება, შემოიღობება და ამოქმედდება 2 შადრევანი.

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]