კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 04 აპრ 2009, 00:22

ლამაჯან
გაზაფხულია, გაზაფხული.. :wink:

აი რა მიუძღვნა ამ დროს ბაბუაჩემმა თავის შვილს ანუ დედაჩემს

ლავს ქუხს და წვიმა მოდის,
ამაზია ბუნება,
ა ვარდი იფურჩქნება,
იოც გელამუნება.
ნავარი გაზაფხული
იხარულსა გვპირდება.
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 04 აპრ 2009, 01:52

დო ზუსტრიცი .. ვთქვი კიდევ ერთხელ და ბორისპოლისკენ გზას გავუდექი. როგორც ყოველთვის მაგვიანდებოდა... დნეპრზე გადასვლისას ხურდა მოვისროლე წყალში - იმედია მივაწვდინე საწადელს... ასე მიქნია უკვე მერამდენედ....

ცაში ყოფნისას, ღრუბლების თავზე მონარნარე მხოლოდ ერთის მოლოდინში ხარ - როდის დაინახავ კავკასიის გრეხილებს. და იქვე თბილთა ქვეყანა გელოდება, იცი ეს და მაგიტომაც ხარ მოლოდინში.

ამ შეგრძნებამ რითმა თქვა და...




შორეთს გავცქერი ფანჯრიდან
მოჩანს ამინდი უჟმური
მომნატრებია მთის ცქერა
და ნამთვრალებზე ბჟუტური

ღრუბელის თეთრი მინდორი
გადაშლილიყო ნარ-ნარად...
კავკასიისკენ წასვლა და
მონატრებები მძალავდა

ლამაზი ქალის ეშხი,
მისი მშვენებით ტკბობა...
უცხო ქვეყნისა ხიბლი
რაღაც ახალის წვდომა...

კარგი რამეა ძამაო...
სხვა კი მე ასე მეტყვის
მაგრამ მთის წვერზე შადგომა
ალბათ წესია ჩემთვის

როდესაც უკვე გითქვია
ამ მთა-ზღვისათვის ძმობა
მას მერე უკვე ძნელია
მათთან გარეშედ ყოფნა

"არ გავცვლი სალსა კლდეებსა"
ვიძახი მალი-მალად
ნეტავი თავს რად ვამხნევებთ
ხშირ-ხშირად, ძალის-ძალად ?!

შორეთს გავცქერი სარკმლიდან
მოჩანს კლდეები სალი
ეგრეა, აქა ყოფილა
ალაგი ჩემი სახლის.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Monadire » 04 აპრ 2009, 01:57

კაი იყო.
ბრავო არჩილ !
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 04 აპრ 2009, 02:05

Monadire

გაიხარე :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 05 აპრ 2009, 17:44

«გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...


გიორგი ლეონიძე
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!


User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 10 აპრ 2009, 23:12

სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
მოვა დრო, მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი ,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე, იქნება გვიანი...
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე, მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები, იქნება გვიანი...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 10 აპრ 2009, 23:16

tama


არა და დღეს ვფიქრობდი, გარდაცვლილისთვის რო ტონობით ყვავილები მიაქვთ რა ჯანდაბაამეთქი :roll:



არა რა არ აფასებთ სიცოცხლეს ეს ახალგაზრდები :lol:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 10 აპრ 2009, 23:44

ANIKOKOL––––––



ამდენი ცრემლები თუა საჭირო!? ვიციიიი...? არ ვიცი :roll: :shock:
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 10 აპრ 2009, 23:58

tama


:mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 11 აპრ 2009, 00:10

:mrgreen: ---------------------------------------------------------????????????
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 11 აპრ 2009, 01:34

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“...
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა...




პატრიოტიზმი შემომეძალა
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 11 აპრ 2009, 01:50

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი

რატი ამაღლობელი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 15 აპრ 2009, 13:37

Johnnie Walker
გიორგი საჯაია
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტილი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...

რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვებმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
:roll:

ვაააა :shock:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 15 აპრ 2009, 13:39

თბილისი, ღამე, წვიმა
გიორგი საჯაია
თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!
:lol:

რატო ყველგან ტირიან? :roll:

არ მესროლოთ, ქართველი ვარ :mrgreen:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]