კვეტერა, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის რაიონი). კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.
კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით. აფსიდებს შორის მოთავსებულია ნიშები.
ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. შრომით ნაგები შენობა, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი ნაწარმოები.
კვეტერა (ახმეტის რ-ნი)
1.ბარდაველიძე ვ. დღიური //ენიმკის მოამბე XI.-1941.-გვ.179-181.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ.
2.ვაჩნაძე დ. სასახლე კვეტერაში //ძეგლის მეგობარი.-1989.-N84.-გვ.37-45.
კვეტერის ციხე-დარბაზის ანსამბლის (ორსართულიანი სასახლე, კარის ეკლესია, გალავანი ჭიშკრითა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი) შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა და აგების თარიღის დადგენა საერთო სტილისტური ნიშნების მიხედვით.
3.კვეტერა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.496.
მოკლე ცნობა კვეტერის ციხესიმაგრეზე.
4.კვეტერა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.95.
5.ნადირაშვილი შ. ლეგენდად ქცეული ამბავი //ბახტრიონი(ახმეტა).-1966(17 მაისი).
ხალხში შემორჩენილი თქმულებები ციხეში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.
6.კვეტერა //იამბე, ციხის ნაშალო.-თბ.,2007.-გვ.92-93.
თქმულება კვეტერის ციხის შესახებ. ტექსტს ერთვის ფოტო.
6.როსტომაშვილი შ. და სხვ. საოცარი კვეტერა //საბჭოთა ხელოვნება.-1969.-N3.-გვ.22-24.
ციხე-ქალაქი კვეტერა-აღწერილობა და აქ წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები.
7.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ციხეები: : კვეტერის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.71.
მოკლე ცნობები კვეტერის ციხის შიგნით დაცული ფეოდალის სასახლის შესახებ.
8.განვითარებული ფეოდალიზმი: კვეტერის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.80-81.
ციხის მოკლე აღწეილობა.
9.ციცხვაია ხ. კვეტერა //ბახტრიონი(ახმეტა).-1966(24 დეკ.).
ციხე-ქალაქი კვეტერა და მისი ისტორია.
10.ჩხიკვაძე ზ. დიდებული კვეტერას ციხე //სახალხო გაზეთი.-1912.-N737.-გვ.2-3.
11.ჩუბინაშვილი გ. ქართული საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში //ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე .III.-1923.-გვ.115-117.
კახეთის ადრეული ხანის საერო არქიტექტურული ძეგლის-კვეტერის დახასიათება. ტექსტს ახლავს ციხის სასახლის სართულების გეგმები.
12. ციხესიმაგრეები: კვეტერა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.90.
ციხის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
13.კვეტერა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.136-137.
ძეგლის მდებარეობა, ისტორია, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები მის შესახებ, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის ორი ფოტო.