კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
შეჩერებულმა რეკონსტრუქციამ სამხრეთ ოსეთში იმედები გააქარწყლა
ნიუ-იორკ თაიმსი
ცხინვალი, საქართველო - ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის გამო ომი ჰქონდათ, მაგრამ ანკლავის დედაქალაქში ყოველ ნაბიჯზე შეხვდები მოუშუშუბელი ჭრილობების კვალს ცხინვალში პლასტმასის ფურცლებით დაფარებულ ფანჯრებს მიღმა, ადამიანები დღესაც ზამთრის სუსხისგან კანკანელებენ. ცენტრალურ ბულვარში აგვისტოს შემდეგ დატოვებული დამსხვრეული შუშისა და ნაგვის გორები და ქართული ტანკების გადამწვარი ლულები არავის აუღია. მაწანწალა ძაღლები, რომელთა პატრონებმაც აქაურობა კარგა ხანია დატოვეს, საჭმლის ძიებაში ჰაერს ყნოსავენ.
აქვეა იმ ეიფორიის სამახსოვრო ნიშნებიც, რომელმაც ხეობას გასულ ზაფხულს გადაურა - მაშინ 18 წლის ბრძოლის შემდეგ, რომლის მიზანიც სუვერენიტეტის მოპოვება იყო, რუსეთმა სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. კედლებზე წარწერებს ვკითხულობთ - ”ოსეთი მადლობას უხდის თავის დამცველებს” და ”დიდი რუსეთი”. მოქალაქეები ახლაც აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მადლობლები არიან საქართველოსგან გათავისუფლების გამო.
მაგრამ მათ მძიმე ზამთარი გამოიარეს, აღდგენითი სამუშაოები ნელა მიიწევს წინ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე პროცესი ფასების ზრდამ და უსინდისო კონტრაქტორების მიერ ცუდად შესრულებულმა სამუშაომ შეაფერხა. ის ამბობს, რომ სამუშაოების ტემპი გაზაფხულიდან აღდგება. ადგილობრივების უმეტესობას, რომლებმაც სამშენებლო მასალები შეაგროვეს და თავისი სახლების შეკეთება თვითონვე დაიწყეს, ძალიან აინტერესებთ, როდის მოაღწევს მათთან დაპირებული დახმარება.
”გამდინარე წყალი არ გვაქვს” - გვეუბნება მარია პლიევა, ცხინვალში გამომავალი გაზეთის, ”21-ე საუკუნის” 25 წლის ჟურნალისტი - ”ეს მარტოოდენ დისკომფორტის საკითხი როდია, უხერხულია იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე ლაპარაკი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს, როდესაც ბინაში გამდინარე წყალიც კი არ გაქვს.”
შეჩერებული რეკონსტრუქცია კიდევ ერთელ უსვამს ხაზს იმ პრობლემებს, რომელთა პირისპირაც სამხრეთ ოსეთი, ეს ერთი ბეწო კუთხე აღმოჩნდა. ანკლავის მოსახლეობა ომამდე 70,000 კაცს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ის ნაციონალურ სიმბოლომდე აიყვანა. საქართველომ, როდესაც სეპარატისტულ დედაქალაქზე 7 აგვისტოს შეტევა მიიტანა, რუსეთმა თავისი მოკავშირეების დასაცავად ტანკების კოლონები გამოუშვა. რუსეთმა ცხინვალზე შეტევა (ისინი ქალაქს ქართული ცხინვალი-ს ნაცვლად ოსურ ცხინვალ-ს უწოდებენ) წყალგამყოფად, 11 სექტემბრის მსგავს მოვლენად აღიქვა და პირობა დადო, აქაურობას სიკეთით აავსებდა. ცხინვალის ქუჩებში შემოწირულობებით დატვირთული საბარგო მანქანები გამოჩნდა, ხოლო მოსკოვში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდი პლაკატს - ”ცხინვალო, ჩვენ შენთან ვართ”.
მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოსთან ოცწლიანმა სასტიკმა კონფლიქტმა ანკლავი მხოლოდ ორი ფაბრიკის ამარა დატოვა, რომლებშიც სამშენებლო მასალას ამზადებენ. (ერთში ასფალტს, მეორეში კი გამჭვირვალე პლასტიკატს, რომელსაც დამსხვრეულ ფანჯრების შესაკეთებლად იყენებენ, გვითხრა კოკოითის თანაშემწემ). სამხრეთ ოსეთს ვეღარ ექნება საქართველოდან ენერგორესურსების მიღების იმედი. აქაურები ამაში მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
ვიწრო ტრასა, რომელიც ანკლავს რუსეთთან აკავშირებს, ზვავებითაა ჩახერგილი და ზამთრის განმავლობაში, როგორც წესი, გაუვალია. კარგ ამინდშიც ჩრდილოეთიდან მომავალ ტვირთებს მძარცველები და დივერსანტები უქმნიან საფრთხეს. ჩარლზ კინგი, რეგიონის ექსპერტი ამბობს, რომ -”სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია საქართველოსა და რუსეთს შორის გამავალ გზაზე ”კონტრაბანტის გიგანტურ მაგნიტს” წარმოადგენს და ეკონომიკურად ძალიანაა დამოკიდებული ტვირთებიდან მიღებულ უკანონო საზღაურზე.”
”ძალიან სავარაუდოა, რომ ვინმე ეცადოს სამხრეთ ოსეთში დახმარება გააგზავნოს და ასევე სავარაუდოა, რომ ეს დახმარება დაიკარგება” - ამბობს კინგი, ავტორი წიგნისა - ”თავისუფლების აჩრდილი - კავკასიის ისტორია”.
რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, ცხადია, რომ აღდგენის პროცესი ფერხდება. დეკემბერში რუსეთის ფედერალური სარევიზიო სააგენტოს მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ $55 დაპირებული მილიონიდან რეგიონში მხოლოდ $15 მილიონის დახმარება შევიდა და აქედან მხოლოდ $1.4 მილიონი დაიხარჯა. იქვეა ნათქვამი, რომ 111 შენობიდან, რომელიც 2008 წლის განმავლობაში უნდა აღდგენილიყო, ბოლომდე მხოლოდ 8 შეკეთდა, ხოლო 38-ისთვის ხელიც კი არ შეუვლიათ.
იმავე თვეში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კოკოითის პოლიტიკურმა მეტოქემ, გაზეთ ”კომერსანტ”-ს უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3,200 ტონა ცემენტი და დაახლოებით 200,000 კვადრატული ფუტი მინა, რომელიც ზამთრის დადგომამდე ქალაქის მცხოვრებთა ბინების შეკეთებისთვის იყო გამიზნული, სხვაგან გამოიყენეს. კოკოითმა ეს ცნობები უარყო და გაზეთს განუცხადა - ”პროქართული ძალები ცდილობენ რუსებისა და რუსეთის თვალში სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას”.
სამუშაოების შეფერხება თავის ტკივილად იქცა კოკოითისთვის, რომელსაც გასულ ზაფხულს, როდესაც მოსკოვმა ოფიციალურად სცნო მისი მთავრობა, ქათინაურების შეძახილებით ხვდებოდნენ. ცხინვალში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ პროცესი რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მიერ ომის შემდეგ შერჩეული კონტრაქტორების უსინდისობის გამო შეფეხრდა. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსების მიერ დაპირებული დაახლოებით $280 მილიონიდან, მხოლოდ $42 მილიონია დახარჯული და პროცესი მალე დაჩქარდება, რადგან უკვე დაინერგა ფინანსური კონტროლის უფრო ეფექტური სისტემა.
”ჩვენ რუსეთის ფედერაციის თითოეულ მოქალაქესთან ვაგებთ პასუხს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს ფული სრულადაა ათვისებული” - განაცხადა კოკოითიმ - ”აჯობებს ისინი ფინანსთა სამინისტროში დავტოვოთ, ვიდრე უწესო ხალხს ჩავუგდოთ ხელში”. ზურაბ კაბისოვი, სამხრეთ ოსეთის რეკონსტრუქციის კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარ წინაღობას რუსეთიდან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ქმნის. ასეთი პრობლემა საქართველოს არ აქვს, შენიშნა მან.
”1989 წლიდან ჩვენ ძირითადად იზოლაციაში ვცხოვრობთ” - გვითხრა კაბისოვმა - ”უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელმაც, ბოდიში, მაგრამ ომი დაიწყო, უფრო სწრაფად აშენებს”.
თუმცა ცხინვალში გარკევეული პროგრესიც შეინიშნება. განახლებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლა მოსკოვის ქუჩაზე მწვანედ გადაღებეს, ბოლო კვირებში წითელი და ცისფერი კრამიტით გადახურეს უამრავი სახურავი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ იმედიანად არიან განწყობილები და რეალურად აფასებენ იმას, თუ რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთის აღმშენებლობა.
მაგრამ ზამთარი მათ მაინც მძიმე ტვირთად დააწვათ, ამბობს ვარვარა პახომენკო, დემოსის, რუსული სოციალური პრობლემების შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი, რომელიც სამხრეთ ოსეთს თებერვალში ეწვია.
”ისინი კითხულობენ: ”რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ?” - გვითხრა პახომენკომ - ”ომის შემდეგ აქ ეიფორიული განწყობები იყო, მაგრამ ახლა ეს განწყობა გადის”.
ქალაქის ებრაულ უბანში, რომელიც ქართველების შეტევის დროს 7 აგვისტოს გრადის ჭურვებით დაიბომბა, სახლის მფლობელები, როდესაც მათ დახმარებაზე ეკითხები, ბედს შერიგებულები ჩანან. 39 წლის გალინა ნანიევამ გვითხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს 11,000 მანეთი სთხოვა, დაახლოებით $300, მაგრამ უარი მიიღო - ”ისინი ყველაფერს თავის ნათესავებს და მეგობრებს აძლევენ” - გვითხრა მან.
67 წლის ნორა კობესოვამ მოგვიყვა, რომ არაფერი მიუღია, თუმცა ამის გამო კოკოითიზე აზრი არ შეიცვალა - ”ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ მას პატივს ვცემთ” - გვითხრა მან - ”მაგრამ ბევრი ცუდი ხელქვეითი ჰყავს”.
პაატა ელბაკიევმა და ნანული ციხელაშვილმა, რომლებიც ვლადიკავკაზის ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობენ, ზამთარი საკუთარი ხელით აშენებულ თავშესაფარში გაატარეს. თავშესაფრის ერთი კედელი ელექტრონული აღჭურვილობის წითელ სარეკლამო ფარს შეჰყურებს. ელბაკიევმა მითხრა, რომ მან კომპენსაციისთვის განცხადება შეიტანა - მისი სახლს ქართული რაკეტა მოხვდა - მაგრამ უარი მიიღო, რადგან მათი თქმით - ”მთელი ეს სივრცე უნდა დაინგრეს” (კაბისოვმა, რეკონსტრუქციის ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს). ელბაკიევი და ციხელაშვილი ძალიან შეეცადნენ მიღებული დახმარება გაეხსენებინათ და ბოლოს გაიხსენეს -”სურსათი, ორი ბალიში და საბანი.” მათ სადღაც გაიგეს, რომ ქართულმა მთავრობამ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან გამოქცეული ეთნიკური ქართველებისთვის ათასობით სახლი ააშენა.
”ეს მართალია?” - იკითხა ელბაკიევმა ადვილა შესამჩნევი შურით.

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
რა სასაცილოდ ჟღერს ეს სათაური.ARCHILI wrote:შეჩერებულმა რეკონსტრუქციამ სამხრეთ ოსეთში იმედები გააქარწყლა
რუსებს რაც მეტს უკიჟინებენ, ჯიბრზე მით უფრო აკეთებენ საპირისპიროს.
სამწუხაროდ, ეს სენი ქართველებსაც გვაქვს გადმოდებული.
200წლიანი სივრცე უქმად ჰომ არ ჩაივლიდა?
ბელორუსიის ახალი ამბების სააგენტო:
ბელორუსიის პარლამენტმა საქმის შესწავლის მიზეზით, 1-2 იგრიკას სოსეთის დამოუკიდებლობის
საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ვალენტინა პოპი. EUobserver.com, ბელგია
რუსეთი კიდევ ერთი ვეტოს მინიჭების უფლებას მიიღებს
20.03.2009
ნატოში ისეთი ქვეყნების შესვლა, როგორიც საქართველო და უკრაინაა, შეუძლებელია მოხდეს რუსეთთან კონსულტაციების გარეშე
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორინმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ნატოს გაფართოვებასთან დაკავშირებით აუცილებელია რუსეთის თვალსაზრისის გათვალისწინება, ხოლო მაღალი დონის ამერიკულმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა ბარაკ ობამას, შეწყვიტოს საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ მისწრაფების მხარდაჭერა.
- ”ნატოში ისეთი ქვეყნების შესვლა, როგორიც საქართველო და უკრაინაა, შეუძლებელია მოხდეს რუსეთთან კონსულტაციების გარეშე”.
- ”ჩვენ ვთვლით, რომ ნატოს გაფართოვება შეუძლებელია მოხდეს, ალიანსის დასუსტების ხარჯზე, - აცხადებს მორინი და იქვე დასძენს, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯის გადადგმისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ”რუსეთთან ურთიერთობები”.
დღემდე ნატოს პოზიცია ასეთი იყო, რომ რუსეთს არ აქვს ალიანსის გაფართოვების პოლიტიკაზე ვეტოს დადების უფლება, მიუხედავად აშკარა ზეწოლისა, რომელსაც ის ახორციელებდა, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაზე.
მოსკოვი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე ნატოს გაფართოვების კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის და ამტკიცებს, რომ მიუხედავად მისი სამხედრო პეტენციალისა, მეზობლების მილიტარიზაცია მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ამავე დროს, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ჩვეულებრივი სამხედრო და ბირთვული ძალების გადაიარაღების პროგრამის დაწყების თაობაზე 2011 წლიდან, როგორც პასუხი ნატოს გაფართოვებაზე.
- ”არ წყდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოვების მცდელობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების სიახლოვეს, - თქვა მედვედევმა, - ეს ყველაფერი მოითხოვს ჩვენი შეიარაღებული ძალების ხარისხიან მოდერნიზაციას. და ამისათვის, მიუხედავად მიმდინარე ფინანსური პრობლემებისა, დღეს ყველანაირი პირობა გვაქვს,” - დასძინა მან.
იმავე დღეს მაღალი დონის ორპარტიულმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტ ობამას ”შეიმუშავოს სხვა ვარინატები ამ ორი ქვეყნისთვის ნატოს წევრობის გვერდის ავლით”, რათა მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უნდა ”აღიაროს, რომ არც უკრაინა და არც საქართველოს მზად არ არიან ნატოს წევრობისთვის”, და რომ ამისათვის ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს ნატოს მოკავშირეებთან სხვა საშუალებების გამოძებნისთვის, რითაც ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტის მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირებას მოახდენს”. მასში ასევე მითითებულია, რომ შეერთებულ შტატებისთვის არ არსებობს ”გადაუდებელი აუცილებლობა უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე” ნატოში ამქვეყნების გაწევრიანებაზე.
კომისიის დაკსვნაში ასევე შეთავაზებულია ”ახლებურად შეხედონ” ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემას, რომლის განთავსებაც შეერთებულ შტატებს პოლონეთსა და ჩეხეთში სურს. რუსეთი კატეგორიულად აპროტესტებს ამ იდეას და ამტკიცებს, რომ რაკეტები მის წინააღმდეგ არის გამიზნული და არა ირანული რაკეტების.
”უფრო მეტად სასურველია ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თავის თავში მოიცავდა რუსულ ობიექტებსა და ტქნიკას,” - ხაზს უსვამს ანგარიშის ავტორი.
კომისიამ შეისწავლა ”ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების გამოყენება რუსეთის მიერ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად” და რეკომენდაცია დადო, იმუშაონ როგორც ევროპელებთან (იმ მიზნით, რომ შეიმუშავონ გაზის მიწოდების სქემა არა რუსეთიდან), ასევე ერთობლივად ევროპელებთან და რუსებთან ერთიანი წესებისა და ვალდებულებების” შექმნის თაობაზე, რათა არ მოხდეს გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებები.
დოკუმენტი წარედგინა ობამას მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯონსს და ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს.
სახიფათო გარიგება რუსეთთან
ბუშის ადმინისტრაციის დროს ნატო-რუსეთის ურთიერთობები გაიყინა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, თუმცა ორი კვირის წინ აღდგა, როცა ახალმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობებში ”ახალი სტარტზე” გადასვლის აუცლებლობას. ვაშინგტონი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსკოვის დახმარებას ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვასა და ავღანეთის ომის წარმატებაში.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - ბალტიის ქვეყნები - დიდი ხანია ნატოში გაწევრიანებას რუსეთისგან თავდაუსხმელობის გარანტიად და ამავე დროს, ევროკავშირის წევრობის კატალიზატორად თვლიან.
ნატოს გაფართოების ექსპერტი რონ ასმუსი, მარშალის ფონდის ბრიუსელის განყოფილების ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ Wall Street Journal-ში წერდა, რომ ”სანამ ერთობლივ ქმედებებს დავიწყებდეთ რუსეთთან, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნონ მოკავშირეები, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან”.
- ”როცა 90-ანი წლების დასაწყისში ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება დავიწყეთ, ძირითადი მიზანი თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო - ანუ სისტემის ჩამოყალიბება, სადაც დიდი ქვეყნები ვერ შეძლებდნენ პატარა ქვეყნების აბუჩად აგდებას,” - წერდა ასმუსი.
- ”ჩვენ ხმა მივეცით, ხოლო რუსეთმა მიიღო ფუნდამენტური პრინციპი, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა და მოკავშირე. რუსეთის შეჭრამ საქართველოში, ეს წესები და პრინციპები დაარღვია. ომი მეტწილად იმის გამო მოხდა, რომ მოსკოვს სურდა გაეცამტვერებინა თბილისის სწრაფვა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დაახლოებოდა დასავლეთს”, - დასძინა მან, თუმცა იქვე აღიარა, რომ, თავის მხრივ, საქართველომაც დაუშვა შეცდომები.

GAMARJOBA SAKARTVELO

მიხვდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და აეწვათ ტაკუნები.ბელორუსიის ახალი ამბების სააგენტო:
ბელორუსიის პარლამენტმა საქმის შესწავლის მიზეზით, 1-2 იგრიკას სოსეთის დამოუკიდებლობის
საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ჩემი აზრით, ლუკაშენკო ვაჭრობს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სარფიანი კრედიტების მიღების გამო,Wanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELOმიხვდნენ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და აეწვათ ტაკუნები.ბელორუსიის ახალი ამბების სააგენტო:
ბელორუსიის პარლამენტმა საქმის შესწავლის მიზეზით, 1-2 იგრიკას სოსეთის დამოუკიდებლობის
საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო
თორემ არს საქართველო ახატია გულზე, არც ცხინვალის რეგიონი.
გუშიონ რუსეთმა ბელორუსიას სოჭის 20014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მომზადებაში
თანამონაწილეობა შესთავაზა მას და აფხაზეთის პრეზიდენტს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
GAMARJOBA SAKARTVELO

მე ისე მეჩვენება, რომ ეგენი ნელ-ნელა და ჩუმ-ჩუმად მიიპარებიან ევროპისაკენ და თან რუსეთს ეფერებიან ცალი ხელით რომ არ გააბრაზონ.
კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ასიამოვნა დედა რუსეთს მაინცდამაინც.ჩემი აზრით, ლუკაშენკო ვაჭრობს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სარფიანი კრედიტების მიღების გამო,
თორემ არს საქართველო ახატია გულზე, არც ცხინვალის რეგიონი.

მე ისე მეჩვენება, რომ ეგენი ნელ-ნელა და ჩუმ-ჩუმად მიიპარებიან ევროპისაკენ და თან რუსეთს ეფერებიან ცალი ხელით რომ არ გააბრაზონ.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
სერიოზული განსაცდელი გვიახლოვდება.
რადგან დიდიძალი თანხებია შემოსული აქ არეულობის მოსაწყობად.
ამბობენ დღეში 200 ლარი და მეტი იქნება მათთვის ვინც უბრალოდ მიტინგზე მივა და თუ შეიარაღებული შეტაკება დაიწყება რუსები ჩაერევიან , რისთვისაც განსაკუთრებული მზადყოფნაა.
რუსული პრესა ავრცელებს სიცრუეს რომ ქართული ჯარები გამალებით კონცენტრირდებიან ერედვთან. და შესაძლოა პროვოკაციას მაქედან დაიწყებენ.
ამერიკელებიც საეჭვოდ დაცურავენ შავ ზღვაში.
პატრიარქმა მორწმუნე მრევლს სტხოვა ვისაც სეგიზლიათ ყოველდღე წაიკითხეთ ღვთისმშობლის დაუჯდომელიო.
დღეს წერეტლის პარკში ვიყავი, რამდენიმე ხეზე ჯვარია გამოსახული, ახალი ყლორტების სახიტ, 1 ფოტოზე, რომელსაც იქვე ავრცელებენ, ადამიანის სახე ჩანს.
ხალხი თავის ხარჯით ყიდულობს უამრავ სანთელს და ხის ზირში ტოვებს რომ სულ ენთოს.
იქ რომ ვიდექი მზაფრი საკმევლის სუნი მეცა, მიმოვიხედე, ვიღაც ბავშვებმა დაიწყეს ყვირილი, საკმევლის სუნიო.
10 მეტრის რადიუსი მოვიარე , მხოლოდ სიგარეტიანი ხალხი ვნახე.
საკმევლის მძაფრი სუნი საიდან მოდიოდა ვერ ვიპოვნე.
მოკლედ რაღაცა ხდება ჩვენ თავს.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ლეონტი
უნდა მივიდე ხვალ იქ!
აუფ!

აუუუუეს რა თქვი საკმევლის სუნზე!!!!!
დღეს მთელია დღეა მცემდა!!
გავგიჟდი ლამის, მეთქი აქ სად უნდა იყოს თქო
ოღონდ მე თავისუფლებაზე ვიყავი მგონი? აი ეხლა მინდა გავიხსენო, ხო კოლმეურნეობის მიდამოებში და მახსოვს რომ ვიფიქრე აქ საკმევლსი სუნი საიდან მეთქი და თან 2ჯერ იყო სხვადასხვა ადგილას და რომ ვიფიქრე რა უცნაურია თქო მახსოვსსს
წერეთლის რომელ პარკში? გამოფენაზე?

Barcelona - la ciudad de mis sueños...
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Duckling
არა, დინამოსთან როა წერეტლის მჯდომარე ძეგლი, იმის უკან.
ხალხი დგას ადვილად მიაგნებ.
რაც შეეხება საკმევლის სუნს:
ეგეტი რამე ადრე 2 ჯერ განმიცდია, ტანაც არა მარტო მე, სხვასაც ესმოდა.

ძალიან უცნაურია
დღეს ვიგრძენი ორჯერ და მეთი აქ რაუნდა თქო
ამ წუთას ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ზისტად სად იყო
ძალიან მკვეთრი იყო
დღეს ვიგრძენი ორჯერ და მეთი აქ რაუნდა თქო
ამ წუთას ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ზისტად სად იყო
ძალიან მკვეთრი იყო
Barcelona - la ciudad de mis sueños...
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ლეონტი
აუუ არაფრით არ მჯერა:)რადგან დიდიძალი თანხებია შემოსული აქ არეულობის მოსაწყობად.
ამბობენ დღეში 200 ლარი და მეტი იქნება მათთვის ვინც უბრალოდ მიტინგზე მივა
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
teo-
ნუ კაი 50 ლარი იყოს.

საიდან ეს ინფორმაცია? მასე ბევრ რამეს ამბობენ ხოლმე.დიდიძალი თანხებია შემოსული აქ არეულობის მოსაწყობად.