ამ თემის ხშირი სტუმარი ვარ თუმცა არასოდეს დამიწერია რამე, დარწმუნებული ვარ ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი პოსტია ამ თემაში, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე და მინდა ერთი ორი სიტყვა ვთქვა, მეტი არაფერი. წინასწარ ვიხდი ბოდიშს თუ კი რამე ვინმეს არ ესიამოვნება, შეურაცმყოფელად ან ზედმეტად მიიღებს
რას ვერ ვხვდები იცით??? რატომ არის ასეთი გამიშვი გამატარე საჭირო ამ საკითხზე??? ეს რომ ფორუმ.გე იყოს რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე მაგალითისთვის გავიგებდი ასეთ გამოხმაურებას რადგან იქ უუუუუუუუუუუუუამრავი ხალხია თავშეყრილი და ყველა სხვადასხვა სფროთია დაინტერესებული. აქ კი კარავზე ყველას ერთი რამ ბუნების და სილამაზის სიყვარული გვაერთიანებს. იმ ანეგდოტის არ იყოს აკვარიუმი თუ გაქვს სილამაზე გიყვარსო აქაც ეგრე ვართ, შეუძლებელია ბუნება გიყვარდეს, დადიოდე, ძეგლებს ეფერებოდე და ამ დროს ცხოველი არ გიყვარდეს. ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ადამიანი რომელიც მთელი წელი ხან სად არის ხან სად რომ სილამაზე აღიქვას გაქანდება და ირემს მოკლავს. სწორედ ამიტომ არასწორად მიმაჩნია ასეთი კამათი.
ორ სხვადასხვა თემას ვურევთ ერთმანეთში: ერთია გადარჩენისთვის ცხოველის მოკვლა და ამას არცერთი აქ მყოფი არ აპროტესტებს და მეორეა სიამოვნების მიღებისთვის ცხოველის მოკვლა, რომ გსიამოვნებს სისხლისგან როგორ იცლება, აი ამას კი ვთვლი რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
რაც შეეხება ძაღლების თემას მართალია, არ შეიძლება ესე მოქცევა. 5ძაღლი მყოლია სახლში და იმის გამო რომ რთული შესანახია არცერთი არ გამიგდია სახლიდან. ხომ მოვიყვანე? ხოდა კეთილი უნდა ვინებო და ვარჩინო კიდეც, რა ბავშვს რომ გავაჩენ და მერე მომბეზრდათქო უნდა გავაგდო გარეთ??????? ეს ხომ მიუღებლად მიგვაჩნია და ის რატომ არის მიღებული??? ვიღაცამ დაწერა ადამიანი ძაღლს უფრო ტიროდა ვიდრე მამასო, არც მიკვირს. ეს ვინც დაწერა იმას ეტყობა ცხოველი არ ყოლია სახლში. როგორც ვერ იტყვო დედა უფრო გიყვარს თუ მამა ისეთივე საკითხია ეგეც. დასასვენებლად რომ მივდივარ პიურველი ძაღლები მენატრება ხოლმე, იმიტომ კი არა რომ ისინი უფრო მეტად მიყვარს უბრალოდ უცბად მაკლდება რაღაც ოთხფეხები, რომლებიც მოვლენ და ხმას არ ამოიღებენ ისე ჩაგიდებენ თავს ფეხებში მომეფერეო, ჯამს მოგირბენინებენ ანი დაგავიწყდი მე კიდე მშიაო. ეს უნდა გამოცადო ისე ვერ მიხვდები. ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა რა თქმა უნდა განვიცადე მაგრამ იმაზე ნაკლები ვიტირე ვიდრე ჩარლი რომ მოკვდა. რატომ???? არ ვიცი უბრალოდ ეტყობა 80წლის ადამიანზე ფსიქოლოგიურად ხარ შეგუებული და 10წლის ძაღლი კი გგონია რომ ჯერ კიდევ ლეკვია. დიახ ნაგავში მძრომიალე ძაღლი უფრო მეცოდება ვიდრე ადამიანი, და არც ვმალავ. რატომ??? იმიტომ რომ ადამიანს 2ხელი და 2 ფეხი და ტვინი აქვს, ის შეგნებულად არის ეგრე. გაანძრიოს ხელი და რამე გამოუვა. ნუ მათხოვრობს გაზეთები გაყიდოს ან ტუალეტები დაალაგოს, მაგრამ რატომ ეს ხომ უფრო მარტივია. ძაღლი კი ამას შეგნებით არ აკეთებს, გამოაგდეს და რა ქნას??? იმუშაოს???
ხოდა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მხოლოდ ერთს ვიტყვი. სწორედ ამ შაბათ კვირას იყო ფიშ ტური სიონში, ხომ არ შევარდნილვართ და აგვიკრძალია არ ითევზაოთთქო??? უბრალოდ არ წავედით რადგან ვერ ვუყურებ როგორ იჭერენ თევს რომელიც ფართხალებს და სიცოცხლისთვის იბრძვის და მერე როგორ აცმევენ შამფურზე და როგორ ქეიფობენ. მე არც ვინმეზე აზრი შემცვლია უბრალოდ ნერვები არ მოვიშალე და არც სხვას არ მოვუშალე, ხოდა არც ნადირობის თემაში გივარდებით არიქა ამას როგორ ბედავთთქო, ხოდა თქვენ რას ერჩით ამათ??? ნუ შემოიხედებით, თუ უბრალოდ თავს იმართლებთ აქ დაპოსტვით??? გაანებეთ რა თავი, არ ჯობია აქ დახარჯული ენერგია ზოგმა ლაშქრობებში ზოგმა კი ძაღლების უფლებების დაცვაში დახარჯოთ???
ხოდა რა საჭიროა კამათი და შეურაცყოფა??? არ ჯობია ყველამ თავისი საქმე აკეთოს???
ხო და კიდე რატომღაც მგონია რომ გოგოების ვეგეტერიანობა და ესეთი აზრები სინონიმებად გადაიქცა ამ თემაში ხოდა მინდა ვთქვა რომ ვეგეტერიანელი არ ვარ მაგრამ მაინც შემტკივა გული ცხოველებზე და იმაზე თუ როგორ ექცევიან მათ, რადგან ცხოველი ხმას არ იღებს და იმ ორმოში ჩაგდებული არ კივის მიშველეთო და სასინელი ხმით არ მოთქვამს არ ნიშნავს რომ არ ესმის, ვერ ხვდება, არ განიცდის ან არ ტკივა. ის ადამიანი რომელიც ამას ვერ ხვდება ალბათ ცხოველთან შეხება არ ქონია და მის თვალებში არ ჩაუხედია
ვსო მე მოვრჩი, გავედი ამ თემიდან, დარქმუნებული ვარ აღარც დავპოსტავ აქ. ხოდა ძალიანაც ნუ ჩამქოლავთ
