27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
ტურის მენეჯერი არჩილი
წარმოგიდგენთ !!!
1. არჩილი
2. ხაო
3. პაუნა
4. ქავთარაძე და გიორგი (ქავთარაძის პლიუსი)
5. თავადი
6. სიფრა
7. ელოიზა
8. გაგარინა
9. თებრო
10. Ketis
11. Ketis პლიუსი
12. ტრული
13. გიორგი (სიფრა +)
14. ნუსა
15. თებროს პლიუსი
16. ზვიოსული
17. პატაპუტინა
და ქეთუნა 4 თავის პლიუსებიანად
წარმოგიდგენთ
დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური
ეს:
ეს:
ეს:
და სხვა მრავალი იხილეთ რეპორტაჟში:
Last edited by ARCHILI on 14 მარ 2010, 13:21, edited 5 times in total.
- Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
ჩამოვედით მაგარი იყო ძალიან
თან 28 ში ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემი თხოვნით "ხეფი ბირზდეის" მაგივრად "ზესტაფონო ზესტაფონო გშორდები" მიმღერეს, დიდი მადლობა ყველას
თან 28 ში ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემი თხოვნით "ხეფი ბირზდეის" მაგივრად "ზესტაფონო ზესტაფონო გშორდები" მიმღერეს, დიდი მადლობა ყველას
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
ნუ იტყუებით!!!!
ჯერ არ ჩამოვსულვართ,
გზები რომ გაიწმინდება, მერე ჩამოვლათ
კი არა და
ჯერ არ ჩამოვსულვართ,
გზები რომ გაიწმინდება, მერე ჩამოვლათ
კი არა და
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
აბა ამოალაგეთ ეხლა დაჭერილი თევზები.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
ვახ ვახ,აბა დიდი სიამოვნებით ველი რეპორტაჟს.როგორც ვხვდები მშვენიერი ტური გამოგსვლიათ
bag,music and a long road...
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
შენც დიდი მადლობა, ქავთარაძევ! ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ... შენს მიერ მოწყობილი "აფეთქებების" მიუხედავადKavtaradze wrote:დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის
ჩემმა პლიუსმა მითხრა, ამ ხალხთან ერთად კიდევ თუ წახვალ სადმე, მეც გამიყოლეო
მეც ძალიან ვისიამოვნე ამ ლაშქრობით. ულამაზესი ადგილი, შესანიშნავი ხალხი და შესანიშნავი განწყობა.. მეტი რა უნდა ინატრო ლაშქრობაში??? უკეთესი ამინდიო?? კარგით რა, მთელი ხიბლი "ამ" ამინდში იყო
ისე, მარტი რის მარტი იქნებოდა, ამ სამ დღე-ღამეში თავისი ნამდვილი სახე რომ არ ეჩვენებინა?!? მზე იყო? იყო! ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ვნახეთ? ვნახეთ! ქარი კოცონს ეთამაშებოდა? ეთამაშებოდა! წვიმამ დაგვნამა? დიახაც! თოვლმა დაფარა ირგვლივ მიმოფანტული ნაგავი? რა თქმა უნდა, თანაც იმდენი ქნა, რომ იქაურობა ზღაპრის გადასაღებ მოედანს დაამსგავსა. თოვლის ბაბუა გვყავდა? გვყავდა, თანაც სამი!!! Fიშ ტურზე თევზი დაიჭირეს მეთევზეებმა? რა საკვირველია! საკითხავი ისაა, ჩვენები თუ იყვნენ ეს მეთევზეები
სურათების ბმულს მალე მოგწერთ
ქ
Last edited by Ketis on 29 მარ 2009, 18:53, edited 1 time in total.
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
მაგარი იყო ძაან, დიდი მადლობა ყველას და კიდევ პერსონალურად პატაპუტინას თოვლისთვის
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
http://up.jeje.ge/download.php?id=CA924BB23
სპეციალურად ქავთარაძისთვის:)))
გაიხარეთ, კარგები ხართ ძალიან:)))
სპეციალურად ქავთარაძისთვის:)))
გაიხარეთ, კარგები ხართ ძალიან:)))
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
აბა შენ იმედზე ვარ ქეთ ერთI სული მაქვს როდის დაიდება ფოტოები განსაკუთრებით მე რომ თოვლის პაპასთან ვიკადრე ეგ მაინტერესებს
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
საღოლ თქვენა .
დაწვრილებით რეპორტაჟს ველოდები .
(ტრული სად ხარ?)
დაწვრილებით რეპორტაჟს ველოდები .
(ტრული სად ხარ?)
2 იანვარს ზღარბი დამებედა
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
აქ ვარ ინტელ
წავუძინე დავიბანე, ვჭამე და მოვედი.
მოკლედ, მოსაყოლი არაფერია, ვითევზავეთ, მორალი წავუკითხე ყველას, ვიმარხულე "სგუშჩონით" ვსვით და მიგვათოვა.
სიონი არ მომეწონა. ნაგვის ბუდეს ჰგავს იქაურობა
საზოგადოება მაგარი იყო!!!
სიფრა არაა სწორე, მაგი სტუდენტია, და გიორგი კი სინამდვილეში სტუდენტის ძმაა.
უკვე მენატრება ყველა. ახლა სურათებსაც დავდებ.
წავუძინე დავიბანე, ვჭამე და მოვედი.
მოკლედ, მოსაყოლი არაფერია, ვითევზავეთ, მორალი წავუკითხე ყველას, ვიმარხულე "სგუშჩონით" ვსვით და მიგვათოვა.
სიონი არ მომეწონა. ნაგვის ბუდეს ჰგავს იქაურობა
საზოგადოება მაგარი იყო!!!
სიფრა არაა სწორე, მაგი სტუდენტია, და გიორგი კი სინამდვილეში სტუდენტის ძმაა.
უკვე მენატრება ყველა. ახლა სურათებსაც დავდებ.
მი მალატ შვან
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
ჩვეულებისამებრ გაზაფხულს მივაგე პატივი და ნაგვისგან მოშორებით, რომლითაც იქაურობა სავსეა, დავიწყე ამ ლამაზმანების გადაღება
მი მალატ შვან
27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1
გაიხარე ძმობილოKavtaradze wrote:დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის
დიდი მადლობა ყველას, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ერთად, შესანიშნავი საზოგადოება შეიკრიბა, მრავალფეროვანი და მხიარული დღეებიც გავატარეთ.
მე მგონი, რომ ჩემს მიერ ინიცირებული პარასკევი ღამის ათვისების იდეამ კვლავ წარმატებულად ჩაიარა, თან თუ გავითვალისწინებთ, როგორი ენთუზიაზმით გავათენეთ პარასკევი ღამე.
ასეა, დაღლილი სამუშაო კვირის მიუხედავად, კვლევ ენერგიით ავსებულები ღამის მგზავრობას თავიდანვე თავგადასავლური ელემენტებით დავიწყეთ. ჩვენი "ნავაროჩენი" მერსედესის წუწუნა მძღოლი, მოულოდნელად დამთავრებული ბენზინი, ღამის 12 საათზე ცხვარიჭამიაში, ღულელებსა და ხევსურთსოფელში ბენზინის გამყიდველების ძებნა კარდაკარ და ღამით აკლებული სიონის ტყე და ჩვენი სიმღერებით დაყრუებული მგლები პირველივე საათებში ამტკიცებდა, რომ ეს დღეები მოულოდნელობებითა და სიამოვნებებით იქნებოდა სავსე.
ყველაფერი ჩვეულებრივ "მარშრუტკაში" ჩასხდომითა და მგზავრობით დაიწყო, ფრიად კომფორტული მანქანა, ყველას ძალიან გვესიამოვნა, თუმცა, წუწუნა მძღოლის დაუდევრპბები და უხარუსხო რუსული ესტრადა გვახსენებდა, რომ ჯობია ნაკლებადკომფორტული მანქანა და კარგი ხასიათის მძღოლები.
ჯერ კიდევ მარშრუტკაში თავადმა გვამცნო თავისი დაბადების დღის მოსვლა და რამდენიმე წუთში, მისივე თხოვნით, "ზესტაფონო, გშორდები" "რა ლამაზი დღეას ნაცვლად" შევუსრულეთ.
ასე სიცილ-სიმღერ-ბღავილ-ხარხარით, სოფლე-სოფელ ბენზინის ძიებით ჩავედით სიონში ღამის 12 საათის გადაცილებულზე, ქეთუნამ, ქეთუნას პლიუსებმა და ხაომ უკვე გაჩაღებული კოცონი დაგვახვედრეს. ხაოს ეძინა, ჩვენ რომ ჩავედით და ზოგიერთ ჩამსვლელს ეგონა კიდეც, რომ ხაო გამოგოგნილი პერსონაჟი იყო და არა ნამდვილი ადამიანი, მასზე სწორედ ასე ვამბობდით, ჰო, ხაო ის არის, აქ რომ არის და ვერ ვხედავთო.
დახვედრილი კოცონიკიდევ მეტად გახურდა, არტის ბოთლებს თავი წაეცალათ საკალანდო ღორისავით და ღამის ქეიფიც გახურდა დაბაანკების პარალელურად.
თავადის საიუბილეო ღამეს დაბადების დღე კარავმა სიონის პირას, ტყეში გადაუხადა და ყველამ თავი იუბილარად ვიგრძნენით.
ქეიფი დილამდე გაგრძელდა, გათენებულზე ხაო მაინც ვერ გავაღვიძეთ. მე, სიფრამ და სიფრას პლიუსმა, მომავალმა კარაველმა გიორგიმ, უფრო გასაგებად რომ დავასახელო, მე, სტუდენტმა და სტუდენტის ძმამ, გათენებიდანვე სიონს ანკესებით მივაშურეთ და მზის ამოსვლას იქ შევხვდით ანკესებით ხელში მეთევზის რანგში.