გზა კავკასიონის ქეის უღელტეხილისაკენ. უღელტეხილი ყველაზე ჩავარდნილი მარისკენაა. თუმცა ეს უღლტელიხი არაა. ამ უნგირს რომ გავცდით კიდევ კარგა ხან ვიარეთ. უღლტეხილს რომ გავცდით ამინდა ისე გაფუჩდა და ისეთი ნისლი ჩამოწვა შორიდან უღელტეხილის ფოტოს გადაღბა შეუძლებელი იყო
კიდევ ერთი ყელიწადის ფოტო
ეს კი არჩვების ტბაა. ყურადღება მიაქციეთ ყინულის რაოდენობას ტბაზე - 4 ივლისია!
ჩვენი ცნობილი დაკარგვის შემდეგ და მას შემდეგ რაც წრეზე ვიარეთ მთელი დღე დღის ბოლოს დაახლოებით ერთი საათით ნისლი გაიფანტა და შერხოტას წვერიც დავინახეთ. აი ასე მოგვესალმა შერხოტა
ჰოდა შერხოტა რომ დავინახეთ მივხვდით სადაც ვიყავით. ყელისტბის უღელტეხილი შორს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან საღამოვდებოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით გადავწყვიტრეთ იქვე, ფაქტიურად უღელტეხილზე დაგვეცა ბანაკი - დაახლოებით 3500 მეტრზე. იმედი გვქონდა, რომ მეორე დღს გამოიდარებდა და ადვილად მივაგნებდით უღელტეხილს, და ყელის ტბის კარგად დათალიერებასაც მოვასწრებდით. სინამდვილეში ღამი ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდა და დილას კიდევ უფრო სქელი ნისლი დაგვხვდა, თანაც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ქარი უბერავდა (ნისლს კი რატომღაც არ ყრიდა) და წვიმდა (სცრიდა), ხანდახან თოვლიში დაგადაიოდა. ასია თუ ისე ესაა ჩვენი ბოლო ბანაკის ფოტო (შემდეგი ღამე ცხინვალი კპზ-ში გავათენეთ)
უკვე იცით რომ ნისლის გამო უღელტეხილს გავცდით (ვერ დავინახეთ სად უნდა გადაგვეხვია მარცხნივ), მერე ფერდობმა მკვეთრად დაიწყო დაშვება. ვიარეთ ნშალზე და გამოჩნდა პატარა მდინარის სათავე - აი თურმე როგორ იწყება და სად იღებს ლიახვი სათავეს (ძალიან გვიან მოვხვდით რომ ეს ლიახვი იყო!).
ხომ ხედავთ ფოტოს ცენტრში პატარა ნაკადულს - ესაა ლიახვის სათავე
ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სურათი გადავიღე სოფელ ერმანამდე. სურათბი ბიჭებმა გამოდეს და მე აღარ გვიმეორებ. ერმანის შემდეგ კი ყველას ვთხოვე სურათები აღარ გადაეღოთ. როცა მკითხეს თუ რატომ არ უნდა გადაეღოთ მე ვუთხარი, რომ უკვე ცხადია სადაც ვართ, აწი რასაც გადავირებთ ხეობის უფრო სიღმეში კაცმა არ იცის რა შეიძლება მიაკერონ მეთქი (მაგალითად კადრში შეიძლება გამოჩენილიყო გზა და მერე ეთქვათ ქართველო დივერსანტებო ჩენი გზების მდგომარეობას იღებდით ფოტოებზეო, ან სხვა ამგვარი). არადა, სამწუხაროდ (თუ ჩვენდა სასიკეთოდ) მართალი აღმოვჩნდი და როცა დაგვაპატიმრეს თუ ჩვენ ჩავბარდით სულ დეტალურად ნახეს ჩენი ფოტოები, მაგრამ პრეტექნზია არ გამოუთქვამთ. ჰოდა აღარც გადაგვიღია. არადა ლიახვიდ ზედა წელის მსგავსი სილამაზის ხოება მგონია საერთოდ არ მინახავს აქამდე.
არ შემიძლია თავი შევიკავო ერთი ფოტს გამოდებისგან. ეს ფოტო ჩემი გადაღბული არაა. იგი ჩემი აპარატითაა გადაღებული ოსეთის უშიშროების თანამშრომლის მიერ. მოკლედ რომ გამოგვიშვეს და აპარატებიც უკან დაგვიბრუნეს, უკვე როცა მარშრუტკაში, როცა საუშუალება მომეცა აპარატი დამეთვალიერებინა ეს სურათი აღმოვაჩონე. ალბათ აპარატს ტესტავდნენ, რადგან ეს კადრი სხვადასხვა ექსპოციზიით ექვსჯერ-თუ შვიდჯერაა გადაღებული. ესაა ის ოთახი სადაც მე პირად დამკითხეს. კადრის მარჯვენა ნაწილში რომ სკამი დგას იმაზე ვიჯექი (მოგონებანი გარდასულ დღეთა

)
ეს კი ბოლო ფოტოა გადაღბული გორიდან თბილისიკენ მიმავალ მარშრუკაში. კადრში მოხვდნენ ვანდერერი, ზურა-ვაისი, და მიშელი (ამჟამად ქურუმი) ცადია მე არ ვარ, არც მიკა მოხვედრილა (ის წინ იჯდა).
მოკლედ სახლისაკენ მოვიჩქარით
