შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 03 აგვ 2006, 23:56

მოკლედ 3 აგვისტოს მოვაწყეთ 1 დღიანი პახოდი წითელმთაზე.
ახლა შემოგთავაზებთ ფოტო რეპორტაჟს. მიუხედავაბ იმისა რომ სულ რაღაც 1100 მეტრით ავედით ზევით, მაგრა დავიღალეთ რადგან ბევრგან გაუკვალავი იყო ბალახი და მერე ბოლოსკენ ერთი 45 გრადუსიანი აღმართი დაგვხვდა. ყველაზე სასაცილო კი ის აღმოჩნდა რომ მგონი მამისონიდან მანდ სამანქანე გზა ადის :D :D :D

ახლა კი ფოტოები

მიკა ჯუზიკებს უსმენს
Image

რაღაც მაგარი ხედი გამოჩნდა და ეცნენ ეგრევე
Image

მარცხნივ თბილისა (მგონი ასე ქვია), ბუბას მთა (იგივე ბუბაიხოხი ოსურად), და ჭანჭახი
Image

ბუბა და ჭანჭახი, შუაში რო მყინვარია მანდ წავედით ბოლოს
Image

ეს რაღAც ტრიანგულაციიანი მთაა რომელსაც ხშირად ურევენ წითელმთაში
Image


წინ ჩვენი კოტეჯები და სასტუმრო ცანს, უკან გლოლა
Image

აი აქედან ამოვედით
Image

ღრუბლები
Image

იგორა
Image

მე ვრეკავ სადღაც
Image

კიდო მთები, ისევ თბილისურა, ბუბა, ჭანჭახი
Image

ეს მოპირდაპირე მხარესაა
Image

მე
Image

მიკა
Image

სასტავი
Image

სხივები
Image
Last edited by Nika on 30 აგვ 2007, 13:55, edited 3 times in total.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by zura N. » 04 აგვ 2006, 00:33

Nika

ოოო! ძალიან კარგი სურათებია :D . ბოლო ყველაზე ძაან მომეწონა ძაან ლამაზია უკან მთები, ღრუბლები და მზის სხივები :shock: . უცებ რო შევხედე თითქოს მაგარი ქარიშხალია ამოვარდნილიო, ტორნადოს გავს :roll: . აბა თქვენ იცით კარგად დაისვენეთ და ეგრე გააგრძელეთ. დასაწყისი თუ ეგეთი გქონდათ წარმომიდგენია ბოლოს რაღას იზავთ :wink: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by toga » 04 აგვ 2006, 02:34

რა ადგილია რა მცვერვალები ჩანს უკან დათოვლილი
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by lashas » 04 აგვ 2006, 08:37

ძალიან მაგარია
Изысканный труп будет пить молодое вино.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Gvalva » 04 აგვ 2006, 12:08

აუ, თქვენ გაიხარეთ!! (პროპორციულად :D, ვინც მეტს შრომობს მეტად გაიხაროს :) )

ძალიან მემშობლიურა ეგ ადგილები!! წითელმთიდან ჩრდილოაღმოსავლეთით მდელოიანი მთა რომ არ დაგიფასებიათ გული დამწყდა, სახლიდან დავდებ ფოტოს.

მამისონის გზიდან გადასახვევია და ნუ ბოლომდე ვერ მიხვალთ მარა, საკმაოდ ახლოს მიგიყვანთ.

გეგმები როგორია? როდის საით?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 04 აგვ 2006, 14:56

Gvalva
წითელმთიდან ჩრდილოაღმოსავლეთით პანორემაბი გადავიღეთ თუმცა მდელოიანი მანდ დიდი ვერფერი ვნახეთ. რაღაც სახლივით იყო მთის ძირას მანდ. სამხრეთ აღმოსავლეთით ხევი იყო და ტრიანგულაციიანი მთა. მანქანა რო ახლოს მიდის ეგ ვნახეთ როცა საშინელი აღმართი დავძლიეთ და კაი შოსეზე აღმოვჩნდით.

გეგმები შევცვალეთ მგონი რადგან მეტი ხალხი სავარაუდოდ აქეთ აღარ მოდის შეიძლება ხვალვე უძირო ტბისკენ გავუბეროთ 2 დღიანში.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by gobe » 04 აგვ 2006, 15:32

"რაჭველებს" ვახლავართ!
ფოტოებით ვისიამოვნეთ, დიდი მადლობა.
აბა თქვენ იცით, კარგად დაისვენეთ, გემრიელი დრო ატარეთ და ცოტა ჰაერი მაინც ჩამოგვიტანეთ, 3-4 ვედრო მაინც. თქვენ ჩამოიტანეთ და განაწილება ჩვენზე იყოს :wink:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by zura N. » 04 აგვ 2006, 15:42

gobe wrote:"რაჭველებს" ვახლავართ!
ცოტა ჰაერი მაინც ჩამოგვიტანეთ, 3-4 ვედრო მაინც. თქვენ ჩამოიტანეთ და განაწილება ჩვენზე იყოს :wink:

:lol: :lol: :lol:

თბილისში ისე ცხელა მემგონი 3-4 ვედრო ცოტაა. თითო ნულიც რომ მივუწეროთ უკეთესი იქნება. :wink: :lol: :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Gvalva » 06 აგვ 2006, 22:21

უძირო ტბა მოიარეს და ისეთი რამეები ნახეს რომ მითხრეს ჩათვალე რომ შენ აქ ნამყოფი არ ხარო :), ჩემ დროს ღრუბლები იყო

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 07 აგვ 2006, 08:38

ნუ გვალვა როგორი ადმინი იქნებოდა რომ არ დაესწრო ჩემთვის დაპოსტვა. ახლა კიდე მოკლე რეპორტაჟი ფოტოების გარეშე.

5 აგვისტოს "დილით" (არა და რომელი დილა იყო პახოდების ამბავში 10.30) გავედით "უძირო ტბისკენ". ამას წინ უძღვოდა მრავალსაათიანი კონსულტაციები გვალვასთან (მაგთი კი გავამდიდრეთ). ბოლოს რამდენიმე ფოტო რო ვნახეთ რუკაზე ვიპოვეთ ტბა და GPS-ში შევიყვანეთ მარშუტი. ღამე გვიან დავიჭირეთ გელა და აგვიხსნა თუ საიდან იწყებოდა ბილიკი. მთავარი რჩევა კი ყველასი ვინც გვაცილებდა იყო: "კატწვერას მარჯვნიდან შემოუარეთ". ძალიან დამაინტრიგენელი იყო რადგან ამავე დროს ყველა გაიძახოდა რომ მარცხენა პერევალი უფრო დაბალიაო.
მოკლედ 1 კმ სამანქანე გზით სიარულის შემდეგ ვიპოვეთ წყაროც და ბილიკიც. გავიდექით აღმართს ჩვენთვის უკვე სტანდარტული სიჩქარით - 30 წუთში 100 მეტრი სიმაღლის აკრეფა თავისი ერთი შესვენებით. ასე 1.5 საათში უკვე ხედები დაიწყო. მერე ალპურში გავედით და მივხვდით რომ ესაა "ჩხოჭა". წინ გამოჩნდა მდინარე ჩხოჭურას მთელი ხეობა ოსეთში (სამხრეთ) გადასასვლელი პერევალით. გავაგრძელეთ გზა და ძაან დამაინტრიგებლათ ველოდით "ნესტორ პალასის" გამოჩენას. მანამდე ხიდთან წავიხემსეთ. მაგრამ უკვე ერთი ცუდი სიმპტომი იყო - გვალვას ნაამბობიდან ჭიშკარი უნდა გაგვევლო და ჩვენ კიდე ღობეც კი ვერ ვნახეთ. ცოტა ხანში მიზეზიც გაირკვა - "ნესტორ პალასი" დანგეული და მიტოვებული დაგვხვდა. ამის შემდეგ დაიწყო კოშმარული გზა. ამ მომენტამდე თუ ბილიკით მივდიოდით უფრო ზევით ნასიარულები საერთოდ არ იყო. მაგრამ ეგ პრობლემის ნახევარი იყო. მაღალ ბალახებში იმალებოდა ქვები. დაახლოებით 1.5-2 კმ. ასეთ ადგილებში გავკვალეთ გზა. ამასობაში ობიექტივის თავსახურიც დავკარგე. ნელ-ნელა ქვებმა და ბალახებმა იკლო და მარჯვნივ კატიწვერაც გამოჩნდა. შევუხვით მარჯვნივ და დავინახეთ ორიბე პერევალი. მარცხენას გაცილებით უფრო "გამვლელფრენდლი" შესახედაობა ჰქონდა. დავხედეთ კიდევ ერთხელ რუკას და სავარაუდო მიზეზიც დავადგინეთ თუ რატომ არ ურჩევენ აქეთ გადასვლას. სინამდვილეში რუკის მიხედვით ეს პერევალი ტბისკენ ეგრევე არ გადადის. მერე უნდა გახვიდე კიდე ერთ პერევალზე და მერე ჩახვიდე ტბასთან. რუკის გარეშე კიდე ეს ძნელია და ალბათ ხალხი იბნევაო ვიფიქრეთ. ამიტომაც ჩვენ თამამად გავუყევით მარცხენა პერევალის გზას. და თუ იქ რამე უჟასებს ვნახავდით ჩამოვიდოდით ქვევით და სადმე მანდ გავშლიდით კარავს. ამისი დრო დაღამებამდე გვექნებოდა. აქვე ერთი შეცდომა დავუშვით. იმის მაგივრად რომ ლოდებისთვის შემოგვევლო ზედ ავიარეთ. ბოლოს ავედით პერევალზე და დავინახეთ ულამაზესი ხედი. ქვევით პერევალიდან 30 მეტრში შესანიშნავი ბრტყელი ხასხასა მწვანე მდელო იყო თავისი 2 ნაკადულით. უკეთეს საკარვე ადგილს ვერ ნახავდი. დავყარეთ ზურგჩანთები და გადავიხედეთ ქვევით. აქვე მობილურზე მესიჯები მოვიდა და ეგრევე გვალვას დავურეკეთ. წინ მთელი რაჭა იყო გადაშლილი ჩამავალი მზის სხივებში. მალევე დავინახეთ ტბისკენ საით უნდა გვევლო, დავყარეთ ზურგჩანთები და მარტო ფოტოაპარატებით გავეშურეთ შემდეგი პერევალისკენ. საკმაოდ მაღალზე იყო ჩვენგან. რო ავედით აქაც ულამაზესი ხედი იყო (წინასწარ ვიტყვი გაცილებით მაგარი ვიდრე მარჯვენა პერევალიდან ვნახეთ მეორე დღეს). ტბაც ჩანდა და ისიც რომ ასე ქვევით ვერ ჩავიდოდით. კალთა ძაან ციცაბო იყო. ბევრი ვაკარტოჩკეთ და ჩავედით ბანაკში. გავშალეთ კარავი ვისაუზმეთ და დავიძინეთ. სამწუხაროდ მთვარე ისეთ ფაზაშია ახლა რომ ვარსკვლავებით წესიერად ვერ დავტკბით.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 07 აგვ 2006, 09:02

6 აგვისტოს დილაადრიან გავიღვიძეთ და მზის ამოსვლისას ბევრი ფოტო გადავიღეთ. შემდეგ წავიხემსეთ, დავყარეთ ყველაფერი და მჩატედ წავედით მარჯვენა პერევალისკენ. ისევ შეგვეშალა და როგორც რუსები ამბობენ "ვ ლობ" წავედით. თითქოს ლამაზი მწვანე ბალახი იყო მარა რეალურად რაღაც საშინელი დახრილი ნაშალი იყო. საკმაოდ რთულად გადავიარეთ და აღმოვჩნდით მარჯვენა პერევალზე. დავიწყეთ დაშვება და აი აქ დავინახეთ საიცრება. ძალიან შორს სვანეთისკენ რაღაც ძალიან ნაცნობი შესახედაობის მთა ჩანდა. მაგრამ ჯერ მაინც ეჭვებში ვიყავით. თუმცა მალევე ლოგიკურად რო ვიმსჯელეთ სხვა მთა ეგ ვერ იქნებოდა. ამ მთიდან მარჯვნივ მთელი თავისი სიდიადით მოჩანდა შხარა. ცოტა მარცხნივ თეთრი კრიალა მწვერვალი ცანდა რომლის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოვახდინეთ. სავარაუდოდ რუკაზე ეს მწვერვალი როგორც "ჯანგიტაუ" არის დატანილი. და სულ მარცხნივ კიდევ ის საოცრება ჩანდა რომელიც თავიდან ვახსენე. ეს იყო უშბა. ახლა ფოტოებს რომ ვუყურებ დიდ ეკრანზე ამაში ეჭვი არ მეპარება. საოცრება კი ის იყო რომ ღამე მე კარავში რო მეძინა უშბა დამესიზმრა. ამის მერე მიდი და სიზმრების არ დაიჯერო.
მოკლედ ჩავედით ტბასთან გადავიღეთ ფოტოები. მერე მიკამ და იგორამ ტბაში იბანავეს. მე ეგრევე გვალვას გადავურეკე და გაირკვა რომ ტბაში ბანაობა ხალხური თქმულების მიხედვით წვიმას იწვევდა. ამის გაგონებაზე მალევე ავლაგდით და ბანაკში გადავედით ოღონდ უკვე ცოტა იოლი გზით. აქაც ერთი საოცრება ვნახე. კატიწვერადან ჩამოშლილ ვეებერთელა ლოდებზე ციყვი დავინახეთ. ალბათ სამუდამო საიდუმლოდ დარჩება თუ რა უნდოდა ციყვს 3000 მეტრის სიმაღლეზე სადაც არანაირი ხე არასდროს არ ყოფილა. მოკლედ დავკეცეთ კარავი, ჩავლაგდით და დავიწყეთ დაშვება. აქაც ცოტა იოლი გზა ავირჩიეთ და შედარებით ადვილად ვიარეთ. თან GPS-ის მეშვეობით წინა დღის
ნავალს მივუყვებოდით. როცა იმ საშინელ ბალახ/ქვებს მივუახლოვდით არ გევგონა რომა სე იოლად გავივლიდით მაგრამ ჩვენმა გუშინდელმა გაკვალულმა სერიოზული დახმარება გაგვიწია. ხიდთან ისევ წავიხემსეთ ბოლოჯერ ავავსეთ წყალი და გავეშურეთ ტყისკენ რადგან ძალიან ცხელოდა თან დაზაგრული ხელები და კისრები მაინც დაგვეწვა. მეტი მოსაყოლი ალბათ არც არაფერია. მშვიდობიანად დავეშვით სამანქანე გზასთან და ავედით ჩვენ კოტეჯში.

კურიოზების შესახებ კიდევ ცალკე ერთ პოსტში მოვყვები.

ასევე ვეცდები უზარმაზარი რაოდენობიდან რამდენიმე ფოტო დავდო.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by toga » 07 აგვ 2006, 09:50

მოკლეთ მიკას ბედი არ აქვს სადაც წაიყვან იქ აგერევა გზა :D :D
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by Nika » 07 აგვ 2006, 11:22

zura_wise
საიდან მოიტანე რო გზა აგვერია? ახლა 20 მეტრით გვერდზე გავლა თუ არევაა ეგ არ ვიცი :D

კიდევ ერთი რაღაც დამავიწყდა. წვიმა რო ვახსენე შოვშო რო ჩამოვედით ისევ მშვენიერი ამინდი იყო და უკვე Mythbusters-ებთან ვაპირებდით ინფორმაციის გაგზავნას როცა უცებ დავინახეთ სველ სახურავიანი მანქანა. თურმე შოვში რო ღრუბელი არ ჩანდა ცაზე ამ დროს ჭიორაში და ღებში მაგრა უწვიმია.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by toga » 07 აგვ 2006, 15:01

Nika
რითი ყრი სურათებს ან ინტერნეტს რითი ჩიტავ შენ ხო შოვში ხარ :roll: :?
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

Post by toga » 07 აგვ 2006, 15:05

Nika
შენ გონია ჩვენ ბევრით ავცდით უღელტეხილს ოსეთში რო ამოვყავით თავი დარწმუნებული ვარ დაახლოებით 100 მეტრში შევცდით
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]