გიურზა - Vipera lebetina obtusa
საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე ძლიერი შხამის მქონე გიურზაა!!!
ამ გველის შხამი, თუ მისი
საწინააღმდეგო ღონისძიებანი* დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.(გიურზას ნაკმენმა მოზრდილებში შეიძლება მძიმე მოვლენები გამოიწვიოს, ხოლო ბავშვისათვის კი სასიკვდილოც იყოს)
გიურზას შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა..
მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ია. ფერი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზომის ლაქებია ვიდრე გვერდებზე. გიურზა კარგადაა შეხამებული საბინადრო გარემოს.
გიურზა შეწყვილების პერიოდია მაისის პირველი ნახევარი , გაზაფხულზე დებს 15-118 კვერცხს, პატარები აგვისტო სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზას აქტიურობა მარტის ბოლოს და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
იგი გვხვდება შირაქში, ელდარში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში..
ნ---------------------------------------------------------------------------------
საწინააღმდეგო ღონისძიებანი* - შხამის საწინააღმდეგო შრატის შეშხაპუნება (თუ გვაქვს), გველის მიერ დაკბენილი ადამიანი უნდა დაწვეს, შეწყვიტოს ყოველგვარი აქტიური მოძრაობა , მიიღოს სითხეები (ცხელი ჩაი და სხვ..), პანიკაში არ ჩავარდეს და გადაყვანილ იქნეს კლინიკაში...
P.S. კარგი იქნება თუ "საწინააღმდეგო ღონისძიებებს" ჩემზე კომპეტენტური ადამიანი დაწერს...
