teo- wrote:ARCHILI
მე ხო არ გამიხსნია ეს თემა???დანარჩენში გეთანხმები მაგრამ აქ თემის გახსნა იმას არ ნიშნავს რადგან არ შეეფერება ირონია და სხვისი აზრის უპატივცემულობა მოსული პონტი იყოს.. ძალიან დიდი უზრდელობააჩემი აზრით.. უზარმაზარიიი..

მე კი არაფერი მაკლდება საკუთარ თავს მანახებენ გადასარევად
თემა ალბათ ფლორა და ფაუნაში უნდა იყოს მაგრამ ადგან აქამდე ა გადაიტანეს ასე ურჩევნიათ.. არვიცი.. თუ უნდათ საერთოდ წაუშლიათ
თეო, შენს განწყობას აბსოლუტურად ვუერთდები (გაგიკვირდება)...
მაგრამ მგელს რომ კრავის უფლებებზე დაელაპარაკები, ხომ ხვდები, რომ ირონია და იუმორი ბევრი მოყვება... ყველა მონადირე და მეთევზე კი თავისებურად მგელია და ამაოა აქ ამ თემაში ამაზე საუბარი...
მართლაც ჯობია ფლორა და ფაუნაში მოხდეს თემის გადატანა...
მანდ კონტექსტი სხვაა, მეტიც... მონადირეებიც კი აგყვებიან შენ საუბარში, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მონადირეებმა ბევრზე უკეთ იციან ცხოველის არსებობის და ფაუნის შენარჩუნების საჭიროება...
მიმიხვდი, ხომ?
მერე...
ჩვეულებრივი ამბავია, რომ რაც უფრო პოლუსურია საკითხის მიმართ ერთი მხარის მიდგომა, მით უფრო პოლუსური იქნება მეორე მხარეც...
და თუ კი ყველა მონადირეს და მეთევზეს ცოცხალთმოძულეს უწოდებ, შესაბამისად პოლუსურ განწყობას მიიღებ მეორე მხრიდან...
ალბათ, ცხოველთა უფლებების დაცვა ცოტა სხვაგავრად უნდა მოახდინო...
საქმესაც უფრო წაადგება და არც შენ დარჩები გულნაკლული...
მე კი ნამდვილად მინდა, რომ შენნაირი კარგი ადამიანი არ გრძნობდეს თავს შეურაცხყოფილად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ გაქვს...
მე თევზებიც მყავს სახლში და თევზაობაც მიყვარს...
ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ჩემზე მეტად შეიძლება უყვარდეს თევზები...
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი თევზებს ეხება (თევზაობაც, აკვარიუმისტიკაც), კონტექსტი სხვადასხვაა და სხვადასხვაგვარია, შესაბამისად, დამოკიდებულებაც...
