ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by gobe » 28 ივლ 2006, 18:29

ვაააა, საინტერესოა, ოქრო. :?: :!:

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lashas » 28 ივლ 2006, 18:32

საერთოდ, მაგ ეკლესიისათვის ადგილი ხარებმა აირჩიეს. ხატი დაადგეს და გაუშვეს/ რამოდენიმე დღის მერე მთაში ნახეს. ერთ ადგილას და იქ ააშენეს ეკლესია.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 29 ივლ 2006, 00:19

მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:

მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია – მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. Aრსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 29 ივლ 2006, 00:20

მუცო, იგივე მიცუ მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, მუცო-არდოტის ხეობაში, მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. არავინ იცის და არც არავის ახსოვს, როგორ გაჩნდა ეს სოფელი ხევსურეთში. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან ფრიალო კლდეზე შეზრდილი ეგონება ადამიანს. ერთ დროს მუცო დიდი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა, ფიქალის სახლებით ქვებს ერთმანეთზე აწყობდნენ ისე, რომ მათ შორის მზის სხივიც არ ატანდა და რაღაც სასწაულით ყოველგვარი ქვითკირის გარეშე აშენებდნენ. მუცოელნი მთავარანგელოზის ყმაბი იყვნენ. სოფელს ბროლისკალოს მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი იცავდა, რომელსაც თავისი საგანძურიც ჰქონდა და დროშაც.

ხევსურები ყვებიან, მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ `ათენგენობაზე~ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკეიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავეს `ხატის თასებს~ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. Mერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.

მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by mika » 29 ივლ 2006, 02:09

caucasica
რა საინტერესოა როგორც წესი დიდი პოსტებს ვერ ვკითხულობ მაგრამ ეს ერთი ამოსუთქვით წავიკითხე
medical student

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by gobe » 29 ივლ 2006, 02:45

caucasica,
საინტერესოა. დიდი მადლობა თხრობისთვის. :)

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lashas » 29 ივლ 2006, 08:16

საინტერესოა :)

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lashas » 29 ივლ 2006, 08:33

ესეც ისტორიული ამბავია
არის ერთი ასეთი ქართული გვარი ლიკოკელი- ალბათ იცით.
ხევსურები არიან.
როდესაც მეფის რუსეთმა საქართველოში ფეხი მოიკიდა მთის მოსახლეობა არაერთხელ აუჯანყდა. აჯანყებულებს ძირითადად ციმბირს იქეთ ასახლებდნენ.
ერთ-ერთი გადასახლებული გვარად ლიკოკელი ყოფილა.
რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ერთ-ერთი, თანამედრომე ენით რომ ვთქვათ, იაპონელების "მედესანტე" რაზმი ამ ლიკოკელის ქოხთან მოხვდა. ეს მთიელი ქართული ორთაბრძოლის წესებს კარგად ფლობდა. მასთან ქოხში ჯერ ერთი ჯარისკაცი შევიდა, ცოტა ხანში მისი თავი გამოუგდია ლიკოკელს.
შემდეგ ორი, შემდეგ უფრიო მეტი, მოკლედ თითქმის მთლი რაზმი გაუწყვიტავს.
რაზმის მეთაურსმა სირცხვილის გამო თავი მოიკლა (თუ დასაჯეს არ მახსოვს).
თავად ლიკოკელს კი უკვე ასეული მიადგა შეიპყრეს. შემდგომ იაპონიაში გადაიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს როგორც "იაპონიის მტერი".

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 29 ივლ 2006, 09:50

lashas უნდა დაგემატებინა, რომ იაპონელების მედესანტე რაზმი რჩეული სამურაებისაგან შედგებოდა, ისინი კი ხმლის ხმარების აღიარებული ოსტატები არიან,მაგრან :) ხევსურმა კაცმა მათ მასტერკლასი ჩაუტარა :D

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lashas » 29 ივლ 2006, 10:33

და მერე როგორი 8)
თვითონაც აღიარეს

nunuka
ასფალტზე მოარული
Posts: 5
Joined: 02 ივნ 2006, 16:44
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by nunuka » 21 აგვ 2006, 17:08

ყველა ლეგენდა თუ ამბავი საინტერესოა და პირველად მესმის, მადლობა საინტერესო ამბებისთვის

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by gobe » 03 სექ 2006, 23:22

lashas უნდა დაგემატებინა, რომ იაპონელების მედესანტე რაზმი რჩეული სამურაებისაგან შედგებოდა, ისინი კი ხმლის ხმარების აღიარებული ოსტატები არიან,მაგრან ხევსურმა კაცმა მათ მასტერკლასი ჩაუტარა
წლევანდელ "არტგენზე" დასათვალიერებლად გამოფენილ იარაღებთან შევჩერდი. იქ იყო ხევსურულ ტანისამოსში გამოწყობილი იარაღების ოსტატი, ახალგაზრდა კაცი (სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს). სწორედ მისგან მოვისმინე უშიშა ლიქოკელის ამბავი, რომელსაც 20 სამურაი გაუსტუმრებია იმ ქვეყანაზე. მასვე ჰქონდა გამოტანილი უშიშას ხმლის ნაწილი და გახვრეტილი ქარქაში. სწორედ იმ ხმლით ებრძოდა თურმე უშიშა იაპონელებს. მერე, თურმე იაპონელებს რაღაც მომენტით უსარგებლიათ და ლითონისაგან დამზადებული რაღაც სასროლი იარაღი (როგორც იმ კაცმა ამიხსნა, ამ სასროლ იარაღს ჰქონია რქის ფორმა, რომელსაც ისროდნენ "ნინძების სასროლი იარაღის" ვარიანტში) უსვრიათ უშიშასთვის, რომლითაც ქარქაში გახვრეტილა, ხოლო ხმალი კი გადატეხილა (?!).
Last edited by gobe on 04 სექ 2006, 22:25, edited 1 time in total.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 04 სექ 2006, 20:28

gobeთუ მოგვიწია არდოტში ერთად მოხვედრა იმ სამჭედლოს ნანგრევებს გაჩვენებ სადაც ეგეთი ხმლები იჭედებოდა....

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 05 ოქტ 2006, 01:23

gobe
შენ ვისაც ელაპარაკე, მაგათი წევრია ჩემი მეგობარი, ძველი ქართული ორთაბრძოლების ოსტატები, "ჯგირაგის" წევრები არიან. ახლა მზადდება გამოსაცემად დიდი კატალოგი, რომელიც წინასწარ ვნახე და ძალიან საინტერესოა: მოცემულია ძველი ქართული პრაქტიკული იარაღები, ილეთები, კაცის 63 კანონი და ა.შ.


ახლა რაც შეეხება ლეგენდას, მინდა მოგიყვეთ ერთი სოფლის ლეგენდა, რომელიც თიანეთშია, სახელად "დევენაანთხევი".
ამ სოფელში ძალიან ხშირად გაიგებთ რაიმე ადგილის სახელს "დევის" მონაწილეობით: "დევის ხვრელი", "დევის წყარო" და ა.შ.
სოფლის წინამძღოლი ქალი ყოფილა, ძალიან მამაცი, ჭკვიანი და ძლიერი აღნაგობის, სახელად ევა რქმევია.
ერთხელაც სოფელზე მტერს მოუწევია დასალაშქრად. ევას რომ შეუხედავს მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის, დარწმუნებულა, რომ რამდენიმე ათეული კომლი მოსახლეობით ვერ მოიგერიებდა მომხვდურს და ეშმაკობა უხმარია: მტრის მეთაურთან კაცი წარგზავნა და ათქმევინა: ჩვენი მეთაური ქალია. მას აქვს სურვილი, რომ შეგებრძოლოთ, იმედია, უარს არ იტყვით ამ გამოწვევაზე. დამარცხებული ადგილს დატოვებსო... მტრის მეთაურს გაცინებია და თანხმობა მიუცია... მეორე დღეს მტერმა და მტრის შერცხვენილმა მეთაურმა სოფელი დატოვა და ხალხმა ევას "დევ-ევა" შეარქვა, და სოფელს- "დევევაანთხევი" (დევენაანთხევი)...
ამ სოფლის ერთ მთაზე ვიპოვე თიხის ნატეხი, რომელიც მუზეუმში ჩვენ წ. აღ. მდე 3000-2500 წლით დამითარიღეს. იქვეა რელიეფურად ამობურცული მართკუთხედი, სავარაუდოდ შენობის ფუძე. ამ სოფელში ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და შემიძლია თქვენც წაგიყვანოთ, თან იქიდან 10 კილომეტრში სიონის ზღვაა :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by gobe » 05 ოქტ 2006, 10:32

kotetbeli,
გაიხარე! ძალიან საინტერესოა. ისე, როგორც ჩანს შორი არ არის - ალბათ ერთი დღის ამბავია :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]