ნელ-ნელა ვიწყებთ მუშაობას მე და ლამა ლეჩხუმ-სვანეთის ტურზე.
ვიცით, რომ ლეჩხუმიდან შესაძლებელია გადასვლა ზემო სვანეთში - კერძოდ კი უშგულში...
დეტალების გარკვევას ნელ-ნელა მოვახერხებთ...
ეს იქნება,ასე ვთქვათ, "მცოცავი ტური"

წავალთ ლეჩხუმში შესაბამისი ტრაექტორიის მიხედვით, იქიდან გადავალთ უშგულში, მერე მესტია, ბეჩო, მაზერი, მეზერი, ეცერი, ქურაში, მესტია და ბოლოს თბილისი.
ეს იქნება, სავარაუდოდ, 10-14 დღიანი ტური ზაფხულისათვის - ივლისის ბოლოს, საშვებულებო სეზონი...
და ყველამ გავითვალისწინოთ...
დავიწყოთ მუშაობა ამ იდეაზე ახლავე და მივიღებთ ძალიან მაგარ პროდუქტს
