22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 05 მარ 2009, 22:04

Image

NEW

თბილისი - სალხინო (დადიანების სასახლე)- წაჩხური (საყოველთაო ზეიმი წაჩხურობა, რომელიც აღდგომის კვირეულში ხუთშაბათ დღეს იმართება, ამჟამად 23 აპრილს) - მარტვილი (მარტვილის მონასტერი, მარტვილთან მდებარე ჩანჩქერები) - ნოქალაქევი (ნოქალაქევის გოგირდის წყლები, ციხეგოჯი, ციხეგოჯის ქვემო და ზემო კომპლექსები) - სენაკი (სენაკის დედათა მონასტერი) - თბილისი.

დღე 1 ოთხშაბათი 22 აპრილი

1. საღამოს, სამსახურის შემდეგ მარშრუტკით ჩასვლა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში.
2. დაბანაკება. კარვების გაშლა.
3. აღნიშვნა.

დღე 2 ხუთშაბათი 23 აპრილი

1. დილით მონასტერში ასვლა მთაზე, სადაც დიდი დღესასწაული იქნება წაჩხურობა. ეს არის ძალიან საინტერესო დღესასწაული, ამ დღეს სოფელში ყველა კარი ღიად ითვლება. ჩამოდიან გათხოვილი და სხვა სოფელში მცხოვრები მოსახლეები და ერთად დილიდან ადიან მთაზე ტაძარში ფეხით (იქ მანქანა არ ადის)

2. წაჩხურობის აღნიშვნა.

დღე 3 პარასკევი 24 აპრილი

1. სალხინოში დადიანების სასახლის დათვალიერება.
2. გამომგზავრება მარტვილისაკენ ფეხით, 3-4 საათის სავალია დაახლოებით 15-17 კილომეტრი..

სალხინოდან მარტვილში წამოვალთ ასე:

Image

3. ჩასვლა მარტვილში.
4. დაბანაკება. კარვების გაშლა.
5. ულამაზესი ჩანჩქერების ნახვა.
6. მარტვილის მონასტრის მონახულება.
7. აღნიშვნა.

მარტვილში ასე ვიმოძრავებთ:

Image

მარტვილში კიდევ ერთი ტაძარია:

Image

დღე 4 შაბათი 25 აპრილი

1. საუზმე. კარვების აღება.
2. ფეხით დაძვრა ციხეგოჯის მიმართულებით. 3-4 საათის სავალია. სასიარულოა დაახლოებით 17 კილომეტრამდე.
3. ნოქალაქევში ჩასვლა. დაბანაკება.

ნოქალაქევში წავალთ ასე:

[1:50 AM] gio: Image

4. ცხელი წყლების მონახულება. ნოქალაქევის ქვედა ციხეებისა და კომპლექსის დათვალიერება.
5. აღნიშვნა.

ყურადღება:

ვინც ოთხშაბათს ვერ შეძლებს ჩვენთან ერთად წამოსვლას სალხინო (წაჩხურობის აღნიშვნა, დადიანების სასახლე) - მარტვილში (მონასტერი, ჩანჩქერები და სხვა მრავალი, ულამაზესი ბუნება, ხეობები და ა.შ.), შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერთდეთ ნოქალაქევში (შაბათს) და დათქმულ ადგილას შევხვდებით შაბათს ნოქალაქევში, შემდეგ კი ერთიანად გამოვემგზავრებით.


ციხეგოჯში ვნახავთ ციხეებს, ცხელ წყლებს და არამარტო:

Image

დღე 5 კვირა 26 აპრილი

1. ციხეგოჯის ზედა ციხეების მონახულება.
2. საღამოსკენ 17:00-თვის ნოქალაქევი-სენაკის ავტობუსს გამოყოლა და სენაკის დედათა მონასტრის ნახვა.
4. ღამის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.

====================================================================================================

ცოტა რამ სალხინოს, სალხინოს დადიანების სასახლისა და წაჩხურობის შესახებ:

დღესასწაულები:

კუთხის დღესასწაულებიდან გამორჩევა: ჭყონდიდობა, ალერტობა, გიორგობა, წაჩხურობა, ქეჯვარობა.

25 სექტემბერი აღინიშნება დღესასწაული ,,ჭყონდიდობა”. ყოველ წელს მღვდელმთავრებთან ერთად წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა. საქართველიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან ცნობილი ადამიანები და მომლოცველები. ამ დღეს იმართება სხვა კულტურული ღონისძიებებიც.

გიორგობა აღინიშნება სოფლ ალერტის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელსაც ხალხში ,,ალერტობას” უწოდებენ.ამ კუთხის ხალხი წმიდა გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. აქ ძველი წარმართული ადათის თანახმად ჩვილ ბავშვებს გათვალვისაგან დასახსნელად ვერცხლის ჯაჭვის რგოლში ატარებენ, ასევე წირავენ შესაწირავს.

სოფელ სალხინოში აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს აღინიშნება
დღესასწაული ,,წაჩხურობა”. ამ დღეს ყველა ოჯახში სტუმრიანობაა, სტუმრიანობაში ეჯიბებიან ერთმანეთს. ადათის თანახმად უშვილო ცოლ-ქმარი თავიანთ მშობლებს პატარა აკვნით ხელში ფეხშიშველა აყავთ წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიაში სალოცავად, რათა შვილი აჩუქოს ღმერთმა.


აქ, მთავარ-ანგელოზის ეკლესიაში სალოცავად მიდიოდნენ, ვისაც შვილი არ ჰყავდა ან ვაჟი არ უჩნდებოდა. ილოცებოდნენ ასე: ...სკი გამიბრალი, მოსკე წაჩხური, ჩქიმი ნაბრალით, ჩქინი გური გაახარი, სქანი სახელი ხვამილ. ოში წანაში ხვამა სი ქოდმაცალი -- ვაჟი გამიმრავლე, ვაჟიანობის წაჩხურო, ჩვენი ნამრავლით ჩვენი გული გაახარე, შენ სახელდალოცვილო, ასი წლის ლოცვა შენ დაგვაცადე!



2 აგვისტოს სოფელ კურზუში ნაჭყებიების საგვარეულო აღნიშნავს დღესასწაულს ,,ქეჯვარობას”. ადათის თანახმად იკვლება შესაწირი ხარი და იშლება სადღესასწაულო სუფრა.

მეკვლეს ამ კუთხეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 15 იანვარს ,,ბედობა” დღეს პირველი ოჯახში შედს ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკით და სავსე ხონჩით, რომელიც ლოცვით შემოივლის მთელ სახლს.

ფლორა და ფაუნა

მარტვილის მთიან ზონაში ვხვდებით წიწვიანი და ფოთლოვანი ხეების ხშირ ტყეებს. ეს მცენარეებია: ურთხელი, თხმელა, მუხა, წაბლი, ნაძვი, ბზა, ევკალიპტი, რცხილა. ადრე გაზაფხულზე ამოდის ყოჩივარდა, ია, ენძელა, გვირილა. ხარობს ვარდი. მრავალ სამკურნალო მცენარეს შეხვდებით ტყეში, მთებში. მედიცინაში ცნობილი წამალი ,,სალხინო” ამ კუთხეში მოპოვებული მცენარეებისაგან მზადდება.

შინაური ცხოველებიდან აღსანიშნავია "ლეცეს" ჯიშის თხა და კვარაცხელიას ჯიშის ძროხა. თებში ბინადრობენ ტყის ცხოველები: დათვი, მგელი, ტურა, მელა. ფრინველები: არწივი, ქორი, ორბი,ძერა. ჭაობებში: ყანჩა, გარეული იხვი. მინდვრებში მწყერი, გარეული ქათამი. ყანებში: მაჩვი და თრითინა.
ცივ და ჩქარ მდინარეებში ტეხურასა და წაჩხურუში ბინადრობს კალმახი.

ღვინო და ვაზი

სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".

სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.


დადიანი-მიურატის მეურნეობა სალხინოში

XX საუკუნის დამდეგიდან სალომე დადიანი-მიურატის მეურნეობა გაფართოვდა. 1902 წლისათვის მის მამულში ვენახის 60 დეს., ხოლო ახლად კულტივირებული რამის პლანტაციას 20 დეს. ეკავა. რამის კულტურისადმი ინტერესი გამოიჩინეს ფრანგებმა. ერთ-ერთმა კომპანიამ ს. დადიანთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სალხინოში უნდა აგებულიყო რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა. მაგრამ უფრო გვიანდელ მასალებში ასეთი წარმოს კვალი არ ჩანს. ფრანგები ალბათ ნედლეულის გატანას დასჯერდნენ. შესაძლოა, ს. დადიანის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავება ხდებოდა სენაკის მაზრის სოფ. ქვიტანჭალაში, სადაც ნ. ლორთქიფანიძის რამის პლანტაციების (80 დეს.) გვერდით ერთ-ერთ ფრანგ კაპიტალისტს რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა ჰქონდა

ს. დადიანი თავის ძმის ნ. მინგრელსკისაგან ყოველწლიურად 30 ათას მანეთს დახმარებას იღებდა. ამიტომ ნ. მინგრელსკის გარდაცვალების (1903 წ.) შემდეგ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავრდა და მთავრობას სთხოვა დახმარება. 1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვის შუამდგომლობით ს. დადიანს მართლაც დაენიშნა ყოველწლიური 30 ათას მანეთიანი სუბსიდია, რასაც მეურნეობის გაფართოებისათვის იყენებდა. ერთი ცნობით 1912 წლისათვის ს. დადიანს სენაკის მაზრაში ჰქონდა 425 დეს. ვენახი. სამეგრელოს მასშტაბით ს. დადიანი-მიურატის მეურნეობა ყველაზე მსხვილი, სანიმუშო კაპიტალისტური მეურნეობა იყო, რომელიც ძირითადად დაქირავებულ შრომას ემყარებოდა.

XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეუნეობის სათავეში ედგა უკვე სალომეს ვაჟი. “მოსავლის” კორესპონდენტის ცნობით, 1911 წ. 17 ნოემბერს პრინც მიურატის თაოსნობით ლონდონში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოება, რომლის ძირითადი კაპიტალი 5 მლნ მანეთს უდრიდა. ამ აქციონერულ საზოგადოებას მიზნად დაუსახავს ამიერკავკასიაში მოღვაწეობა და სენაკის მაზრაში დადიანების, წულუკიძეებისა და სხვ. მემამულეებისაგან უყიდია 20300 დეს. მიწა. კაპიტალით უზრუნველყოფილმა საზოგადოებამ სამეგრელოში საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზულ მეუნეობას, რომლის ზრდა-განვითარება შემდგომში ომმა შეაფერხა.

ეს მხარე დაკავშირებულია სამეგრელოს გლეხთა აჯანყებასთან 1856-1857 წლებში

სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857, ბატონყმური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. XIX საუკუნის 30-იან წლებიდან განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამეგრელოში, როდესაც თავადების, აზნაურებისა და სამღვდელოების მიერ ყმა გლეხების აშკარა ძარცვას, თვითნებობასა და ძალადობას დაერთო ყირიმის ომის მძიმე შედეგები. ომიანობის მთელი სიმძიმე მშრომელ მოსახლეობას დააწვა (ომისათვის ხარჯებს გლეხებისაგან იღებდნენ). გლეხები საბატონო გადასახადებს ვერ იხდიდნენ და დავალიანება იზრდებოდა.

ოსმალთა თარეშისაგან დარბეული და გაჩანაგებული გლეხები, რომლებიც ფიზიკურ განადგურებას გადარჩნენ, ტყეში გაიხიზნენ, საძოვარ მიწებს ფარულად ყანებად ამუშავებდნენ, ხშირად კი იქვე სახლდებოდნენ. ამასთან უკიდურესად დაქვეითდა წარმოება, გაჩანაგდა მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა, დაეცა ფულის კურსი. თავადაზნაურობამ სცადა ომისაგან მიყენებული ზარალი გლეხთა გაძლიერებული ექსპლუატაციით აენაზღაურებინა. 1856 ივლისის ბოლოს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი პეტერბურგს გაემგზავრა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებლად. სამთავროს მართვა-გამგეობა განსაკუთრებული ინსტრუქციით თავის მაზლს გრიგოლ დადიანს ჩააბარა. სახლთუხუცეს ჩიქოვანს უბრძანა მოეწესრიგებინა სამოურავო მამულები, ჩამოერთმია გლეხებისათვის მათ მიერ მიტაცებული ყანები და აეყარა ისინი იქიდან.

მღელვარება დაიწყო სოფ. სალხინოში (ახლანდელი მარტვილის რაიონი), სადაც სახლთუხუცეს ჩიქოვანის მიერ შევიწროებულმა გლეხებმა გადაწყვიტეს სასახლის მშენებლობაზე მუშაობის შეწყვეტა. მღელვარებას სათავეში ჩაუდგა ფარული სათათბირო ორგანო "სხუნუ". 1856 მიწურულს სალხინოში მეზობელი 7 სოფლის 1000-ზე მეტმა გლეხმა მოიყარა თავი. ისინი წაჩხურის ეკლესიის გალავანში ფიცის მიღების შემდეგ უტუ თოდუას მეთაურობით კიწიისაკენ (ახლანდელი მარტვილის რაიონი) გაემართდნენ და იქვე ახლოს დაბანაკდნენ, ამ დროს სალიპარტიანოს 16 სოფლის 2 ათასი კომლი აჯანყებულთ შეუერთდა. მეამბოხეთა ლაშქარი 4 ათას კაცამდე გაიზარდა.

სალიპარტიანო აჯანყების პირველ ბანაკად იქცა, აჯანყების მეორე კერა იყო ჯვარი (ახლანდელი წალენჯიხის რაიონი). ჯვარში ბრძოლის სათავეში ჩაუდგა მჭედელი უტუ მიქავა, რომელიც თავისი რაზმით სოფ. საჩინოსაკენ (ახლანდელი წალენჯიხის რაიონი) გაემართა. აქ მათ აჯანყებულთა ახალი რაზმი შეუერთდა. აქედან აჯანყებულები წალენჯიხაში შეიჭრნენ. საჭილაოსა და სუჯუნის მაზრების აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა კოჩა თოდუა. ეს იყო აჯანყების მესამე რაიონი. მეოთხე რაიონს ქმნიდა ზუგდიდის მაზრაში მოქმედი გლეხთა რაზმი, რომელსაც გლეხი კეზუა მეთაურობდა.


1857 გაზაფხულზე აჯანყებულთა ეს კერები გაერთიადნენ და საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს უ. მიქავა. აჯანყებულებმა შექმნეს დროებითი მმართველობა. აპრილის მიწურულს პეტერბურგიდან დაბრუნდა ეკატერინე დადიანი. მან მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. წარმატებით დამტავრებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ 12 მაისს, აჯანყებულებმა დაიკავეს ზუგდიდი.

13 მაისს სცადა აჯანყებულთა დაწყნარება, მაგრამ მოლაპარეკება ხელჩართული შეტაკებით დამთავრდა. დედოფალი იძულებუყლი გახდა დახმარება რუსეთის ხელისუფლებისათვის ეთხოვა. რუსეთის მთავრობა, ამ მოვლენის თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, ეკატერინეს დახმარებას შეჰპირდა. ქუთაისის გუბერნატორი ნ. კოლიუბაკინი სამხედრო ძალით სამეგრელოში შევიდა. 20 მაისს იგი აჯანყებულებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე უ. მიქავამ მას მშრომელი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზები გააცნო და 8 მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნა ჩამოუყალიბა: აკძალულიყო გადასახადების თვითნებური გადიდება, დაწესებულიყო კანონზე დამყარებული მმხართველობა, მოსპობილიყო ტანჯვა-წამების მეთოდები და სხვა.

კოლიუბაკინმა გლეხებს დახმარება აღუთქვა, თუ ისინი დაიშლებოდნენ. გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაუყრიათ. მღელვარება გრძელდებოდა. ქუთაისიდან დამხმარე ძალის ჩასვლი შემდეგ მთავრობამ გლეხებს საბატონო ვალდებულებათა შესრულება მოსთხოვა, ამასთან მებატონეებს უბრუნებდა აჯანყებულთა მიერ ჩამორთმეულ მოახლე-მოსამსახურეებს. მაისში მთავრობამ დააწესა ცხენოსანთა პატრული და ამით ერთგვარად არადგინა საპოლიციო ძალაუფლება. ივნისში ჯვარსალიპარტიანოს ოლქი კვლავ ამბოხების ცენტრი გახდა. მღელვარება გაძლიერდა საჭილაოს, ხობის, სუჯუნუს, თეკლათის და სხვა რაიონებში.

მთავრობამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა, აგვისტო-სექტემბერში სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (ახლანდელი ხობის რაიონი), ჯვართან, თეკლეთში (ახლანდელი სენაკის რაიონი), მარტვილის მონასტერთა, ნახუნუში (ახლანდელი მარტვილის რაიონი), ზუმში (ახლანდელი ჩხოკოწყუს რაიონი). ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს აჯანყების ჩასაქრობად. ჯარისკაცები აჩანაგებდნენ მშრომელ მოსახლეობას. ოჯახებში ეგზეკუცია ჩააყენეს. ხელისუფლებამ აჯანყებულთაგან 41 რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლა 3-იდან 10 წლამდე ვადით.

მეფის მთავრობამ სამეგრელოს გლეხთა აჯანყება თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მოსპო სამთავროს ავტონომია, აჯანყებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი გავლენით საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოეწყო გლეხთა მასობრივი გამოსვლები ბატონყმური ჩაგვრის წინააღმდეგ. აჯანყება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

მასალა მომზადებულია არჩილ გა ...
Last edited by ARCHILI on 16 აპრ 2009, 15:22, edited 24 times in total.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Tamusia » 05 მარ 2009, 22:09

თუ არდადეგები მექნება, წამოვალ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Truli » 06 მარ 2009, 00:19

უკაცრავად ეს აღდგომებზეა?
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 06 მარ 2009, 00:20

Truli wrote:უკაცრავად ეს აღდგომებზეა?
აღდგომა 19 აპრილსაა, აღდგომის შემდეგი კვირაა :)
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by teo- » 06 მარ 2009, 00:37

მსურველებში ჩამწერეთ ბატონო არჩილ
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Archil » 06 მარ 2009, 00:38

მაგარი პოსტერია :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Int3lig3nt » 06 მარ 2009, 00:46

მე ალბათ პარასკევი-შაბათი-კვირა :).
სამსახურს რა ვუყო თორე, სულ თქვენთან ვიქნებოდი :roll:

მსურველებში ჩამწერეთ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by pataputina » 06 მარ 2009, 17:07

ისა....

მე ნამეტნავად მეეჭვება
5
დღიანი
გასამმეგრელოვება გამომივიდეს
და
ამიტომ
მეც
შაბათ-კვირას წამომსვლელებს შევუერთდები

:roll:






კი არა და


ისა...

უკუღმა რომ დაიწყოს ეს გასვლა არ შეიძლება?
:oops: :D



ანუჰხთ პირველ დღეს რომ
მე-5 დღის გეგმა განხორციელდეს
:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by KSOVRELI » 06 მარ 2009, 17:11

მსურველი ვარ.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 07 მარ 2009, 22:17

ცვლილებები შეტანილია - იხ. ზემოთ...

ჰო.. დღეს გავიგე თბილისი-სალხინოს მარშრუტკის მძღოლის (გოგას) მობილური...

მარშრუტკა გადის ყოველდღე, დილის 9 საათზე... ღირს 15 ლარი...

თუ აქედან 15 კაცი მოვგროვდებით ანუ დავიქირავებთ, მაშინ, ცხადია, უფრო იაფიც ფაგვიჯდება.

თუ სარეისოს გავყვებით, წინასწარვე დავჯავშნი ადგილებს და ოთხშაბათ დილას წავალთ... (ჩემი გათვლებით, ოთხშაბათ დღეს სულ რამდენიმე ადამიანი თუ ვიქნებით, შეიძლება მარტოსაც მომიწიოს წასვლა :lol: , თუ მეტი ვიქნებით, მოგვიწევს სარეისოს გავყვეთ, თუ 15 ადამიანი ვიქნებით, მაშინ დავიქირავებთ და როცა მოგვინდება, იმ დროს წაგვიყვანს; ამ შემთხვევაში, გავარკვევ იქაური მძღოლი უფრო იაფად წაგვიყვანს თუ ჩვენი კარაველი მძღოლები და ეგრე გადავწყვიტოთ, ნუ ეგეც ჯერ ადრეა).

ჰო, მოვიძიე ვინმე ახლობელიც ამ სოფელში, ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილის მამიდაშვილია :lol: და რომ ჩავალთ, თუ რამე დაგვჭირდა, მოგვაქცევს ყურადღებას, იმედია...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ნინი_85 » 07 მარ 2009, 22:36

მსურველი ნამდვილად ვარ :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Lola » 07 მარ 2009, 23:21

წამომსვლელები:

1. ლოლა
2. არჩილი
3. სმაილის პლიუსი - ამირანი ( სმაილის კი არა ლოლას პლიუსი!! )
4.

მსურველები:

1. ლამა
2. ქსოვრელი
3. თეო_
4. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
5. ნინი 85
6.

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან მარტვილში:

1. პაუნა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4.
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 07 მარ 2009, 23:25

ლოლა, ცვლილება შეტანილია (იხ. ზემოთ :) ) და სიხარულითა და სიყვარულით შენ მართლაც კუთვნილ პირველ ნომრად ხარ დასახელებული

:)

ამასაც შეხედე:
ARCHILI wrote:

ვინც დააპირებთ ამ ლაშქრობაზე წამოსვლას, გთხოვთ, განაცხადოთ პოსტით და სიას თავად გავუწევ ფორმირებას, როგორც უწინ, სიის ფორმირებაში გაუგებრობისაგან თავის ასაცილებლად :)

დიდი მადლობა :)
ეგრე იცის ჯაყომა...

მაშა...

:wink:
Image

mamuka.....
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 27 სექ 2008, 16:00
Location: rustavi
Contact:
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by mamuka..... » 08 მარ 2009, 01:32

კარაველებს გაუმარჯოს :wink:
მე თქვენი ახალი წევრი ვარ javascript:emoticon(':roll:')
მსურველად ჩამწრერეთ და იმედია მაგ დრომდე სასმსახურს მოვუხერხებ
რამეს და ტქვენტან ერტად წამოვალ :?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:36

mamuka..... wrote:კარაველებს გაუმარჯოს :wink:
მე თქვენი ახალი წევრი ვარ javascript:emoticon(':roll:')
მსურველად ჩამწრერეთ და იმედია მაგ დრომდე სასმსახურს მოვუხერხებ
რამეს და ტქვენტან ერტად წამოვალ :?
გაგიმარჯოს...

შემოკარვებას გილოცავ და დიდი სიამოვნებით მიგიღებთ, ბატონო...

მსურველტა სიაში უკვე ჩაგწერე (იხ. ზემოთ) და იმედია, მსურველებიდან მერე წამომსვლელებში გადახვალ...

:)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]