pauna wrote:სამეგრელოში რაღაც ამბებიაო?
ვერ გავიგე ზუსტად?
სამეგრელოში არა
გალში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს
გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რეგიონში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს.
როგორც დღეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, მიმდინარეობს მომხდარის დაზუსტება და ინფორმაციის გადამოწმება, რის შემდეგაც ქართული მხარე ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს.
აფხაზურმა მილიციამ წუხელ, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიადან 50 ოჯახი გააძევა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აფხაზი მილიციელები მურმან ბიგვავას გადაცემას მოითხოვენ, რომელიც მათი განცხადებით, ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი იკა ბიგვავას მამაა.
23 წლის იკა ბიგვავა მეზობლის ოჯახის ძარცვაშია ეჭვმიტანილი. აფხაზური მილიციის ვერსიით, იგი თანამზრახველებმა ნაძარცვის გაყოფისას დაჭრეს. დაჭრილს პირველადი დახმარება სოფელ პირველ ოტობაიაში აღმოუჩინეს. შემდგომ კი მშობლებმა დაჭრილის გალში გადაყვანაზე უარი განაცხადეს, რის შედეგადაც იკა ბიგვავა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.