კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მირზა გელოვანი
ხევსურული ნანა
- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...
1937
ხევსურული ნანა
- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..
ღამეა და უღამური ღამე -
არც ვარსკვლავი ბზინავს.
დავიღალე...
დაიძინე, ქალავ!
დაიძინე, დედის თოლო,
ძილს სიმშვიდე მოჰყავს.
დაიძინე, ქალავ, თორო
გაბაცდება ლოყა.
მამაშენი ქარაფებში ათევს,
ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა...
იქნებ ახლა ლეკურ ხანჯალს ფართეს
წმინდა სისხლი კალმახივით ნამავს.
ჭრაქის შუქი ფარფატებს და ლანდობს,
კერას უკვე სძინავს.
დაიძინე, სამძიმარას დარდო,
დაიძინე, ძილავ...
1937
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მურმან ლებანიძის ლექსია 1989 წლის საიუბილეო ნაკრებშია შესული დაწერილია 1971 წელსchuna wrote: მეშინია
ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაი თუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!
ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო.
არ ჩააქრო!-გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი!-
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
შოთა ნიშნიანიძეს დაუწერია 1967 წელს!

ჭეუნა დედა გაგიღიმე და ჩაგეხუტე

ძალიან მომენატრე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ცილი დამწამა-ვაპატიე,
გული მომიკლა-ვაპატიე,
უგერგილობა ვაპატიე,
უკეთურობა ვაპატიე,-
უ მ ა დ უ რ ო ბ ა ვერ ვაპატიე.
უკადრისობა ვაპატიე,
უსულგულობა ვაპატიე,
უსამართლობა ვაპატიე,
უმეგობრობაც ვაპატიე,-
უ მ ე ზ ო ბ ლ ო ბ ა ვერ ვაპატიე.
ქურდობა ვაპატიე,
მრიშობა ვაპატიე,
ხარბობა ვაპატიე,
ძუნწობა ვაპატიე-
ღ ვ ი ნ ი ს გაფუჭება ვერ ვაპატიე.
ჩემი გადარევა ვაპატიე,
ჩემი მოტყუება ვაპატიე,
სიტყვის გამრუდება ვაპატიე,
აზრის გაყალბება ვაპატიე,
ენის აღრევა ვერ ვაპატიე.
ლექსის წაბილწვა ვაპატიე,ცეცხლი ჩამიწიხლა ვაპატიე,
ჩემი დაყრუება ვაპატიე,
ჩემი დამუნჯება ვაპატიე,-
ს ა მ შ ო ბ ლ ო ს ღ ა ლ ა ტ ი ვერ ვაპატიე

- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
tama
არა და პირველი 4 ხაზი რომ არ გეპატიებია -ხოლმე(გეპატინებინა) მეხუთეები აღარ მოგიწევდა
:D:D:D
არა და პირველი 4 ხაზი რომ არ გეპატიებია -ხოლმე(გეპატინებინა) მეხუთეები აღარ მოგიწევდა

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ცილი დამწამა-ვაპატიე, –––––––––––––––––––––
გული მომიკლა-ვაპატიე, ––––––––––––––––––––
უგერგილობა ვაპატიე, –––––––––––––––––––––––
უკეთურობა ვაპატიე,- –––––––––––––––––––––––
უ მ ა დ უ რ ო ბ ა ვერ ვაპატიე.
უკადრისობა ვაპატიე, ––––––––––––––––––––––––
უსულგულობა ვაპატიე,––––––––––––––––––––––––
უსამართლობა ვაპატიე, ––––––––––––––––––––––
უმეგობრობაც ვაპატიე,- ––––––––––––––––––––––––
უ მ ე ზ ო ბ ლ ო ბ ა ვერ ვაპატიე.
ქურდობა ვაპატიე, ––––––––––––––––––––––––––
მრიშობა ვაპატიე, –––––––––––––––––––––––––––
ხარბობა ვაპატიე, ––––––––––––––––––––––––––
ძუნწობა ვაპატიე- –––––––––––––––––––––––––––
ღ ვ ი ნ ი ს გაფუჭება ვერ ვაპატიე.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––არ ვაპატიე
ჩემი გადარევა ვაპატიე, ––––––––––––––––––––––
ჩემი მოტყუება ვაპატიე, –––––––––––––––––––––––
სიტყვის გამრუდება ვაპატიე, –––––––––––––––––––
აზრის გაყალბება ვაპატიე, ––––––––––––––––––––––––
ენის აღრევა ვერ ვაპატიე.
ლექსის წაბილწვა ვაპატიე,ცეცხლი ჩამიწიხლა ვაპატიე, –––
ჩემი დაყრუება ვაპატიე, –––––––––––––––––––––––––
ჩემი დამუნჯება ვაპატიე,- ––––––––––––––––––––––––

* * *
- როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე
(ძველი ნაღველი გშთენია...)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...
- რა მიშავს? - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც... არაგვს მიაქვს ყოველი!
ანა კალანდაძე
- როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე
(ძველი ნაღველი გშთენია...)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...
- რა მიშავს? - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც... არაგვს მიაქვს ყოველი!
ანა კალანდაძე
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
***
როცა ნამიან ველზე გავივლისი
ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...
ქარო, მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
და ,როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შემომაყარეს...
და... მეც გავგიჟდი... ო, მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ, ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე...
ანა კალანდაძე
როცა ნამიან ველზე გავივლისი
ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...
ქარო, მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
და ,როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შემომაყარეს...
და... მეც გავგიჟდი... ო, მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ, ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე...
ანა კალანდაძე
esec gaivlis....
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
***
შენ გგონია, რომ მოვიდა იგი?
ჩემი კაბაა, რომ საუბრობს სამხრეთის ქართან...
შენ გგონია, რომ... მისი ხელი შეეხო ჩემს თმებს?
ო, აკაციის ყვავილია, ყვავილი მარტო...
ათრთოლებული მისი ხელი მოშორდა ჩემს თმებს?
ო, არა, იგივ ყვავილია თმებზე ნათოვი:
წაიღო ქარმა, ნაპრალებში წაიღო ქარმა
და ღამეებთან უსასოოდ, მარტო დატოვა...
კალანდაძე

მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ ას ფინჯან ყავას,
მზე რომ ჩავა,
ვეჭვობ მგონი კითხულობთ მარკესს,
დილით კი დიდ ხანს უყურებთ სარკეს,
არ ამხელთ, მაგრამ ალბათ გჯერათ მაღალი მოდის,
განიცდით როცა ყვავილებით არავინ მოდის,
თქვენ გეყვარებათ სიგარეტი, კაფე და პოზა,
რასაც დაარქვით პოეზია, უფროა პროზა,
თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს,
ლოცულობთ გახდეთ
და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან,
დაიჩურჩულებთ - ღმერთი არს ჩვენთან.
მთავარი კიდევ, ო, არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ,
ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ, რადგან არ გიცნობთ.

წვიმს და მიდიხარ დღეს...
ნისლია და ქარი ქრის...
ეს მაინც მითხარი: მე
იმედი მქონდეს რის?
იმედი მქონდეს რის,
როდესაც ცივა და ქრის,
როდესაც მიდიხარ დღეს
და ნახავ არ ვიცი ვის...
არ ვიცი ვის ან რას,
იქნება... ვინმე სხვას.

რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
-განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც

აყვავებული კარტოფილი,
ყვავილიანი სათიბები,
სათოფურები დათოფილი,
კოშკები, კოშკები ნატიფები.
პაწია, პაწია კალოები,
ვეება, ვეება ხარები,
სგიმები, სგიმები, წყაროები
ღვარები, ღარები, ყანები.
ფიქალი, მერქანივით დაფიცრული,
კირი თოვლისფრად გამომწვარი,
საკლავი, მუშისთვის გასისხლული,
პური, ნადისთვის გამომცხვარი.
შენება, შენება გახელებით!
ქვეყანა ლამაზი და ღარიბი!
უმშვენიერესი სახელები!
ულამაზესი გვარები!
მდინარეები ჩქარები,
ცისფერი, ცისფერი ჭალაკები,
ქალები-ჩუმები და წყნარები,
კაცები-ცოტათი ამაყები!
კოშკები-წარსულზე გამწყრალი,
ზრდილი და სალმიანი ბავშვები,
კაი მოტირალი ქალ-რძალი,
კაი მოქართულე მახვშები...
მკაცრი სიყვარული ერთმანეთის,
გაუმხელელი ხვაშიადი,
ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის-
პიტალო, პიტალო ხასიათი!
მ. ლებანიძე

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....
ნოდარ დუმბაძე