მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 12:42

აუ აქ რა ომი გაჩაღებულა : )
არ ჯობია ისევ თემაზე ვისაუბროთ?
მე მართლა მაწუხებს კითხვები და რატომღაც ჯერ პასუხები ვერ მივიღე : )

SHORENA
კი მარა იდეოლოგიის მონობა რა შუაშია?

ან საერთოდ რატო განიხილება მეფე ერთპიროვნულ მართვლეად, ჯერჯერობით რაზეც იყო საუბარი, საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაში არ იგულისხმება ის რომ მეფე პრეზიდენტის ადგილს დაიკავებს...
რომელ მმართველობაზეა საუბარი?!


და კიდე გოგას ქონდა კითხვა, თუ მეფე და მისი ოჯახი არ იქნება მუქთახორაო...
ამაზეც არ იქნა პასუხი გაცემული
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 12:45

mimino wrote:აუ აქ რა ომი გაჩაღებულა : )
არ ჯობია ისევ თემაზე ვისაუბროთ?
მე მართლა მაწუხებს კითხვები და რატომღაც ჯერ პასუხები ვერ მივიღე : )

ჯობია... ჯობია...

მივესალმები შენს წინადადებას...

რაც მოხდა, მაინც კარგია, აწი ყველა შევეცდებით უფრო არსებითად მივუდგეთ და მშვიდად... აჟიტირება არავის აყრის ხეირს...

გაიხარე...
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by pauna » 12 თებ 2009, 12:57

მოიცათ ხალხნო იქნებ ახალი დავით აგმაშენებელი იბადება და, და საქართველო გაზარდოს ყირიმიდან ბაქომდე... :D :D :D :D :D

ამაზე სასაცილო აბმავი ჯერ არ გამიგია მეფეს ვიგონებთ :D :D :D ერთი მერის წინ სვეტი და ქანდაკება გამოვგონეთ,ა ქაუდა ყველა ევროპულ ქალაქში დგასო... (არადა ისინი საუკუნებიუა დგანან) და ეხლა მეფე და უფლისწული გამოვიგონეთ... რა გონიათ ჩავნი მუქთახორების (მეფის) სანახავად ტურისტები ჩამოვლენ :D :D :D

ერთი პლიუსი კი იყო ვიცინე მაგრა...
და ქორწილში ვიყავი :D :D :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 13:01

mimino wrote:
და კიდე გოგას ქონდა კითხვა, თუ მეფე და მისი ოჯახი არ იქნება მუქთახორაო...
ამაზეც არ იქნა პასუხი გაცემული
და რა პასუხი გინდათ ამას გაეცეს, ეს ისეთივე შეკითხვაა, აი, მაგალითად, 2012 წლის 16 ივლისს თუ წვიმა იქნება, რას იზამო...

ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც 80-იანი წლების მერე მათი ხმა არავის გაუგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამებაში გენეალოგიურ გერბებსა და სქემების გამოფენას აკეთებდნენ, ასევე იმ სხდომებისა, სადაც საკუთარი პატივის აღდგენის საკითხი განიხილებოდა...

თქვენ ეს ხალხი გაგონდებათ სულმცირე ბოლო 20 წლის განმავლობაში?

მაშინ, გთხოვთ, დამიდოთ ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ეს ოჯახი და ეს საზოგადოება იბრძოდა საქართველოსათვის და უკვე იმდენი გააკეთეს, რომ პატივის მიღება ეკუთვნით...

მერე კი გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი...
Image

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 13:05

ARCHILI
80-იანი წლების პერიოდში? გაქანებული კომუნიზმის დორს?
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 13:10

mimino wrote:ARCHILI
80-იანი წლების პერიოდში? გაქანებული კომუნიზმის დორს?
ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლა ბევრად ადრე დაიწყო და რაღაც ეს ხალხი არ მაგონდება არანაირ წყაროში ან ნაამბობშიც კი...

და.. თუნდაც 1980-იანების ბოლოს, როცა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შეიყვანა...

თუნდაც 1989-ში...

დაე...

მაგასაც თავი რომ ვანებოთ...

მერე...

დამოუკიდებელ საქართველოში...

და ა.შ.
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by pataputina » 12 თებ 2009, 13:11

ე.ი.
პური
ღა გვინდა ამ თემაში
და
სანახაობა
კი არის
უკვე


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by SHORENA » 12 თებ 2009, 13:17

mimino

ხოოოოო :roll: ,
იდეოლოგიური მონობა იმ შუაშია, რომ ზოგადად იდეოლოგია ნიშნავს კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთ. იდეათა და შეხედულებათა სისტემას, შესაბამისად მეფის ინსტიტუტის შემოღების მხარდაჭერა სხვა არაფერია (მე ასე მესმის), თუ არა ამ კონკრეტული საზოგადოების ინტერესების გაზიარება-მორჩილებისა (ხშირ შემთხვევაში).

კონსტიტუციურ მონარქიას რაც შეეხება, ასეთი სახელმწიფო წყობილების შემთხვევაში მონარქის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად იზღუდება კონსტიტუციით. კონსტიტუცია და კონსტიტუციური ღირებულებები კი ჩვენში როგორ ფასობს ყველამ კარგად ვიცით :wink:

ჩემთან თუ კიდევ გაქვს რაიმე კითხვა გისმენ :)

მე მაპატიეთ, არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ასეთ საკითხებს საკმაოდ დიდი დაფიქრება სჭირდება.
ეკლესიას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს დღეს საქართველოში და ყველამ კარგად ვიცით მოძღვრის სიტყვა როგორ ფასობს, შესაბამისად ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი რომელიც გაუაზრებლად ემორჩილება საპატრიარქოს ნებისმიერ განცხადებას და შესაბამისად მონარქის ყოლის აუცილებლობასაც :roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 თებ 2009, 14:47

GIRA
ძნ დაგაფასე, რომ აღარ აყევი აბალუდის ტონსა და გამონათქვამებს.
ვფიქრობ, რომ ზღვარს ძნ გადააჭარბა.
მისი ბოლო წერილები "კარავის" ფასეულობებს არაფრით შეესაბამება.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ გამწვავებაში წვლილი შენც მიგიძღვის.

აბალუდი
მას შემდეგ, რაც შენი ნაწერები წავიკითხე, ძნ მიჭირს რამის დაწერა. თან, ახლა მართლა მცირე დრო მაქვს.
თემაში საფუძვლიანად მოგვინაებით შემოვიხედავ.
1 რამ ვიცი, ილიას მოსწავლე თუ ხარ, ასე არ უნდა წერდე.
რამის დასაუბეთება თუ გინდა, არგუმენტებით იხელმმღვანელე.
და სილას თუ გაწნავენ, თუ არ შეირგებ, მოითმინე მაინც.
ქრისტიანის საქციელი ამას ითხოვს.

აბა, დროებით.
ველი შენა არგუმენტებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 14:50

SHORENA
მე არ ვიცი შენ ვის აყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მინდა გითხრა რო აქ მონარქის ყოლის აუცილებლობაზე სულაც არაა საუბარი. ყოველშემთხვევაში მე არ ვთვლი რო ეს აუცილებელია მაგრამ მე ის მაინტერესებს, რა არის ამხელა უარყოფითი მონარქის ყოლაში...

რაც შეეხება კონსტიტუციურ შეზღუდვას, მეტ-ნაკლებად კიარა, ძალიან პატარა შეხება ექნება მეფეს პოლიტიკასთან... შეილება ისიც არა...

რაც შეეხება იდეოლოგიურ მონობას, ძალიან რთული საკითხია...
თუ მონარქია იდეოლოგიური მონობაა, მაშინ იგივე ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ რელიგია, დემოკრატია, სახელმწიფოს მოწყობის ნებისმიერი სისტემა და ა.შ.

იდეოლოგიური მონობა უფრო ბრმა რწმენა და ბრმად წაყოლაა და მონარქიის ამბავში ამაზე საუბარი მე ცოტა უადგილოდ მეჩვენება
Image

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 14:50

ARCHILI wrote:
mimino wrote:ARCHILI
80-იანი წლების პერიოდში? გაქანებული კომუნიზმის დორს?
ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლა ბევრად ადრე დაიწყო და რაღაც ეს ხალხი არ მაგონდება არანაირ წყაროში ან ნაამბობშიც კი...

და.. თუნდაც 1980-იანების ბოლოს, როცა ხალხმა თავისუფლებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შეიყვანა...

თუნდაც 1989-ში...

დაე...

მაგასაც თავი რომ ვანებოთ...

მერე...

დამოუკიდებელ საქართველოში...

და ა.შ.
ბავშვები იყვნენ ;)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 14:52

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ფაქტი ვერ მოიყვანე...
ქვემოთ წამოჭრილ საკითხებზე პასუხები გაეცეს და ფაქტებიც თქვენს თვალწინ იქნება:
ARCHILI wrote:ადამიანებს, რომელთა სრულ უმრავლესობას პირადად არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნისა და არც ხალხის წინაშე და ახლა "პატივს" ითხოვენ, ხოლო ქვეყანას შუა საუკუნეების იდეოლოგიისაკენ მიაქანებენ, იმათი ურცხვობა და ნაგლობა კი შეგშურდება, ღმერთმანი...

:lol: :lol: :lol:

ეგ ის კატეგორიაა, ილია რომ "გვამებს" უწოდებდა და მათ "გაგრძელების" (უშვილოდ დარჩენილი ლუარსაბი და დარეჯანი) გარეშე ტოვებდა... ახლა კი საქართველო თათქარიძეებს საფლავიდან ადგომასა და გამრავლებას თხოვს...

თათქარიძეები-ღა დარჩნენ ძველი საპატიო გვარებიდან... ახლა დარეჯანები და ლუარსაბების პრეზენტაციაა წითელ ხალიჩაზე და ბრბოს თვალს უხარებენ...

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ მუმიებად ქცეულან და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი გერბებითა და წარმომავლობით ნარცისულად ტკბებოდნენ...

მათი საუბრის ერთაგერთი საგანი საკუთარი განდიდებაა და ამ "მასხარაობაზე" კაცი მხოლოდ როგორც ჯამბაზების სკეტჩზე, ისე იცინებდა, მაგრამ... ამ პრომოუეშენის იქით ის ჯამბაზები მხოლოდ განდიდების მანიის დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ...

სად იყვნენ ნიუბაგრატიონები კომუნისტების დროს, 1989 წლამდე?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1989-ში ?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები 1991-ში?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები სამაჩაბლოს ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები აფხაზეთის ომის დროს?
სად იყვნენ ნიუბაგრატიონები მთელი ამ წლებია მანძილზე?

და ა.შ. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება...

იმ დროს, როდესაც ათასობით ქართველი საკუთარ თავს დებდა ქვეყნისათვის, როცა აქ შიმშილს, ომს, სიკვდილს და უბედურებას ებრძოდა, სად იყვნენ?

ცალკეულ, ორიოდე ადამიანს, როგორც კერძო ადამიანებს არ ვგულისხმობ, არა ზოგიერთს - მხოლოდ გვარით ბაგრატიონს, არამედ, მათ, როგორც ე.წ. "დინასტიას", მათ, როგორც ე.წ. "სამეფო ოჯახს" ...

???

სად იყვნენ?

და ახლა უნდათ მოვიდნენ, "ფერადი ბუშტებით შეიმოსონ", მინიატურული ჰოლივუდი მოიწყონ და მოგვთხოვონ, მხოლოდ არსებობაშიც კი პატივი გვეცით და ფული გვიხადეთო?

მხოლოდ ამ ამბიციის გამოც კი ისინი უსირცხვილოები არიან, ვინც გაბედა და საკუთარ თავს ამ ამბიციის უფლება მისცა...

ესაა და მეტი არაფერი...

აქ, ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში ქვეყნის აშენებას ცდილობდა ავად თუ კარგად და თავს სწირავდა, ბრმად თუ ცხადად, ჭკვიანურად თუ სულელურად და ესენი კი ისხდნენ და თვითტკბობით იყვნენ დაკავებულნი...

სირცხვილი ეგაა და არა ილიას ხედვა და ამ ხედვის გამოტანა, თუნდაც უხეში ფორმით...

შეურაცხყოფა მათი ამპარტავნებაა და არა ჩვენი სიტყვები...

ასე, რომ კარგად გამოვფხიზლდეთ, სანამ მივცემთ მათ განდიდების მანიის ჩვენით დაკმაყოფილების უფლებას და სანამ კიდევ ერთი პარტია მუქთამჭამელების რჩენას გადავწვეტთ...

ეგაა სულ და მეტი არაფერი!!!

:!:
Image

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by mimino » 12 თებ 2009, 15:02

ARCHILI
რუსებმა საკუთარი სამეფო გვარი გაწყვიტეს და ჩვენებს რას სთხოვ, რატო არ მოკვდნენ მაგ წლებში?
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by popins » 12 თებ 2009, 15:08

გირას არ ვიცნობ


არადა გავიცნობდი სიამოვნებით და ჩამოვართმევდი ხელს
lenchiamal

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by SHORENA » 12 თებ 2009, 15:17

mimino

კაი,

და თუ პოლიტიკაში მხოლოდ მცირედით ჩაერევა ჩვენი მომავალი მონარქი
მაშინ აგვიხსენი რა სარგებლობას მოგვიტანს მისი არსებობა?

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]