15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 11 თებ 2009, 23:47

kotetbeli

მეც გამიხარდა, ძალიან თან. რაღაც ასეთს ვნატრობდი სამაგდღეოდ და... თან ლიტერატურული, თან გასვლური, არარც მოველოდი და... ამისრულდა :oops:

არჩილ დიდი მადლობა, რატომ წუხდებოდი :oops: :lol:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 11 თებ 2009, 23:51

სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა...
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
„ნუ ჰკლავთ!“ - ეძახის გულიო.
ფიქრობდა ბრაზამორეული:
„ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულმკერდსა სწვდებოდა,
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!“


:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 11 თებ 2009, 23:55

ჩამოდგა საღამოს ჟამი,
მთიდა მზის სხივი ჩამოხდა,
სიბნელე მოიპარება,
სინათლეს სული ამოჰხდა.
დადგნენ, სულ დადგნენ მზის სხივნი,
აღარ ელავდა ქვიშაო;
აღარსადა სჩანს, გამქრალა
თეთრი თმა შავის მთისაო.
ნაღვლით ნაქარგი, ნაქსოვი
სახე იმ სალის კლდისაო,
რო მუდამ მგლოვიარეა,
ცრემლი ანკარა სდისაო.
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარ ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო,
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 11 თებ 2009, 23:57

,,რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო."
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 12 თებ 2009, 00:01

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 00:05

თქვენ უკვე მოგიწყიათ აქ პრომოაქცია და რაღად გვინდა წასვლა ?


:wink:
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 12 თებ 2009, 00:08

,,ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ,
მთიდან ყვირილი ხარისა."
:wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by Int3lig3nt » 12 თებ 2009, 00:11

ვა რა მაგარია :).
მომავალ წელს აუცილებლად წამოვალ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 12 თებ 2009, 00:12

ლამას დამიძახეთ :D

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 12 თებ 2009, 00:13

Int3lig3nt wrote:ვა რა მაგარია :).
მომავალ წელს აუცილებლად წამოვალ :).
როგორც პატაპუტინა იტყოდა-გადავხარხარდი :lol:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 12 თებ 2009, 00:20

,,მაგრამ აგრე ადვილი არ გახლავთ ერის სიყვარულის მოხვეჭა, მერე როგორი სიყვარულისა? - დიდად დიდი სიყვარულისა... ამ დიდის სიყვარულის მოხვეჭა კი მხოლოდ დიადს ადამიანს, გენიოსს შეუძლიან, რომელიც ღვიძლი შვილია თავისი ერისა, მისი სულის, სისხლის და ხასიათის წარმომადგენელია, რომელშიაც მთელ ერს, მის კულტურულ ავლა-დიდებას, როგორც ფოკუსში, მოუყრია თავი"
ვაჟა-ფშაველა, ,,ფიქრები ვეფხისტყაოსნის შესახებ", 1911წ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 12 თებ 2009, 00:32

Image
Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by Sarajistka » 12 თებ 2009, 00:43

რაღაც ვაჟას ყოველი გახსენება სევდანარევი სიხარულია ჩემთვის.

მართლაც კარგი რამ იქნება, მაგრამ ჩაწერილი ვარ დასუფთავების აქციაზე და მგონი იქ უფრო საჭირო ვარ.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 12 თებ 2009, 01:01

Sarajistka wrote:მგონი იქ უფრო საჭირო ვარ.
გაიხარე!! :wink:

ჩარგალში რომ არ მივდიოდე, მეც დასუფთავებაზე წამოვიდოდი, მაგრამ, მეორე მხრივ,
ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმით...

ვაჟას პოპულარიზაცია, მისი ცნობიერების პოპულარიზაციაა, (შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ 90%-მა ვაჟა მხოლოდ ინერციით ზედაპირულად გაგონილად იცის, რომ კითხო შინაარსობრივად, გააზრებულად, 90%-ს ენა ჩაუვარდება... სამწუხაროდ, ეს აჩვენა გამოკითხვებმაც :( ) ეს ის ცნობიერებაა, რომელიც არც სამშობლოს დაანაგვიანებს და არც ზოგადად დედამიწის რომელიმე კუთხეს(არც ნივთობრივად, არც იდეურად),
რომლისთვისაც უცხო და გარეული არ არსებობს და მოყვარეა ყველა,
რომელსაც სამშობლოს საზომი ერთეული მისი ფესვებიდან გაუაზრებია,
ვისთვისაც პატრიოტი და კოსმოპოლიტი ერთი და იგივეა,
და ვისთვისაც ბუნება ერთი დიდი სულიერი ოჯახია :wink:

ასე, რომ ჩვენ ჩარგლიდან დაგლოცავთ, თქვენ მცხეთიდან დაგვლოცეთ, ეს ერთი დიდი საქმეა, ერთ კარგ შედეგზე გათვლილი :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 თებ 2009, 01:26

kotetbeli wrote:
Sarajistka wrote:მგონი იქ უფრო საჭირო ვარ.
გაიხარე!! :wink:

ჩარგალში რომ არ მივდიოდე, მეც დასუფთავებაზე წამოვიდოდი, მაგრამ, მეორე მხრივ,
ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმით...

ვაჟას პოპულარიზაცია, მისი ცნობიერების პოპულარიზაციაა, (შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ 90%-მა ვაჟა მხოლოდ ინერციით ზედაპირულად გაგონილად იცის, რომ კითხო შინაარსობრივად, გააზრებულად, 90%-ს ენა ჩაუვარდება... სამწუხაროდ, ეს აჩვენა გამოკითხვებმაც :( ) ეს ის ცნობიერებაა, რომელიც არც სამშობლოს დაანაგვიანებს და არც ზოგადად დედამიწის რომელიმე კუთხეს(არც ნივთობრივად, არც იდეურად),
რომლისთვისაც უცხო და გარეული არ არსებობს და მოყვარეა ყველა,
რომელსაც სამშობლოს საზომი ერთეული მისი ფესვებიდან გაუაზრებია,
ვისთვისაც პატრიოტი და კოსმოპოლიტი ერთი და იგივეა,
და ვისთვისაც ბუნება ერთი დიდი სულიერი ოჯახია :wink:

ასე, რომ ჩვენ ჩარგლიდან დაგლოცავთ, თქვენ მცხეთიდან დაგვლოცეთ, ეს ერთი დიდი საქმეა, ერთ კარგ შედეგზე გათვლილი :wink:
ასეთი კგ სიტყვა, კგ ხანია, პრესაშიც კი არ წამიკითხავს...
ვაჟა ჩვენი სიამაყე.
ამას წინათ, მეფეთმეფე კურუში და მე ვსაუბრობდით მასზე.
ისე. ეგებ დაინტერესდეს და 15ში ჩარგალში თქვენთან წამოვიდეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]