ყელიწადისა და ყელის ტბები

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Nika » 09 ივლ 2006, 00:27

GPS-იდან მონაცემები სამოყრის შემდეგ მივიღეთ ასეთი ინფორმაცია
მწვანე ჩემი ტრეკია რომელიც წასვლამდე შევიყვანე
წითელი GPS-ის მიერ ჩაწერილი ადგილზე
ლურჯად ჩემი ვარაუდით როგორ გაიარეს ის გზაა სადაც დაიკარგნენ (wanderer-თან საუბრის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოვიტანე)

http://up.aqache.com/?act=download&fid=5YX998ig

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by mika » 09 ივლ 2006, 01:03

100%
medical student

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Wanderer » 09 ივლ 2006, 09:16

Nika
კი. მემგონი სწორია. სხვათა შორის, მასეთი მწვანე ხაზი რომ გვქონოდა ჩვენ რუკაზე გავლებული - ნამდვილად არ დავიკარგებოდით. :)

მაგ ადგილას სადაც მწვანე ხაზის მიხედვით უნდა ჩავსულიყავით არაფერი ჩანდა და დიდი თოვლიც იდო. :cry: კი ვიფიქრეთ მანდ ჩასვლა, მაგრამ არანაირად არ ჰგავდა უღელტეხილს, უაზროდ ეშვებოდა ქვემოთ და არ ჩანდა სად ჩავიდოდით, ამიტომ მანდ ჩასვლა ვერ გავრისკეთ.

მანდ ჩვენ ბევრი ვიკამათეთ. კახა და მიკა თუ არ ვცდები სწორედ მაგ ადგილზე ჩასვლას უჭერდნენ მხარს სადაც მწვანე ხაზი მიუთითებს. როგორც ჩანს მართლები იყვნენ, მაგრამ იქ, ადგილზე მათი არგუმენტები უსაფუძვლო ჩანდა და საბოლოოდ თვითონაც გადაიფიქრეს მანდ ჩასვლა ...

ისე GPS-ის წითელი ხაზები რაღაც უცნაურად მეჩვენება. ერთი მათგანი პირდაპირ ტბაში შედის. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Nika » 09 ივლ 2006, 09:32

Wanderer
ნაპირთან ახლოს გაიარეთ და ცდომილებაა. თან ეს გადაბმული რუკაა და მაგისი დაკალიბრება ძნელია. ცალკე ზედა რუკაზე არ არის ასე ღრმად შესული.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Mrs. Robinson » 09 ივლ 2006, 10:08

mika
Wanderer
გილოცავთ ყველას მშვიდობით დაბრუნებას. იმედია კახა, ზურა და მიშაც კარგად არიან და მალე გამოჩნდებიან. ყოჩაღ თქვენ, მაგრები ხართ! :D
გზის აბნევის მეტი რა მსმენია, მაგრმა თქვენ ამჯერად ნამეტანი დაუვიწყარი შთაბეჭდილება გაიჩალიჩეთ, ამას რაღაც სხვა ემოციაა აქვს და სიტყვებით ძნელი სათქმელია, გარდა იმისა, რომ რისკთან და სირთულესთან იყო დაკავშირებული. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა.

DOMENIKO
ნახე რა რუკა, ძალიან მაინტერესებს თქვენც მაგ ადგილიდან მოხვდით ოსეთში? და მერე უკან როგორ დაბრუნდით? იმავე გზით? ვერ ვიხსენებ.... :oops: :lol:

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Giorgi Bagrationi » 09 ივლ 2006, 10:50

ყველაზე "ფასიანი" თქვენი ლაშქრობიდან ერმანიდან ცხინვალში მოგზაურობის ამსახველი კადრები იქნება, თუ გადაგაღებინეს რა თქმა უნდა. ფაქტიურად ბოლო 15 წლის ფოტო მასალა არ არსებობს.
გზის აბნევას რაც შეეხება შესაძლოა ყელის უღელტეხილზე იყვნენ მისულები, რადგან ყელის ტბისკენ მიმავალი ბილიკი სულ რაღაც 15-20 მეტრში ჩაუვლის მას აღმოსავლეთიდან და ნისლში ყელის ტბას ვერ დაინახავდნენ, ერმანის მხარე კი უფრო გაშლილი და ნაკლებ ქანობიანი ჩანს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის ჩასასვლელად. თანაც ყელის ტბამდე რომ ორი პატარა ტბა არის მათ მერე ლურჯი ხაზი იმდენად ჩრდილო-დასავლეთისკენ და თანაც აღმართში მიდის რომ წესით მაგრა უნდა დაეჭვებულიყვნენ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Nika » 09 ივლ 2006, 12:18

Giorgi Bagrationi
აბნევის მთავარი მიზეზი მე როგორც მივხვდი გახდა GPS-ის გათიშული კომპასი. მაგისი გათიშვის შემდეგ ცხადია GPS მიმართულებას საითაც მიუშვერი იქით ანახებდა. და რო ამოძრავდებოდნენ ამ დროს თანამგზავრული კომპასი ეტყობა ეგრევე არ მოდის აზრზე და თან სულ სხვადასხვა მიმართულებით ანახებს გააჩნია საით წახვალ.

მგონი ერთი მასტერკლასი უნდა ჩავატაროთ GPS-ით ნისლში ნავიგაციის. პოლიგონის პრობლემა არ იქნება. ღამით სადმე მდელოში შეიძლება ხალხის მიტოვება GPS-ით ხელში და სადმე იქვე რამე კეშის დამალვა რომელიც უნდა იპოვონ. მერე შესაძლებელი იქნება რამე კარვის სიმბოლიკიანი GPS Sertified User საბუთების მიცემა

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Wanderer » 09 ივლ 2006, 12:41

Giorgi Bagrationi
ერმანიდან ცხინვალში მოგზაურობის ამსახველი კადრები
როგორც კი აღმოჩნდა, რომ ოსებთან მოვხვდით, ყველამ უხმოდ შეინახა თავისი ფოტოაპარატი იმის შიშით, რომ ოსებს ჯაშუშებად არ მივეჩნიეთ. :D მე ვიღებდი სურათებს, მაგრამ მეც მალე შევწყვიტე და 1-2 ძალიან კარგი ფოტო, რომელზეც ერმანის სახლები იყო გამოსახული წავშალე ანალოგიური მიზეზების გამო. :cry:
შესაძლოა ყელის უღელტეხილზე იყვნენ მისულები
არა. როგორც რუკიდან ჩანს ჩვენ ყელის უღელტეხილამდე არ მივსულვართ ! იმ მხარეს საიდანაც ყელის ტბა შეიძლებოდა, რომ გამოჩენილიყო ჩვენ საერთოდ არ გადაგვიხედია.
ერმანის მხარე კი უფრო გაშლილი და ნაკლებ ქანობიანი ჩანს
ერმანის მხარე ჩვენ საერთოდ არ დაგვინახავს ნისლში. უბრალოდ უღელტეხილის ფორმა ერმანის მხარეს ჩასასვლელს ჰქონდა და ჩვენ ეგ გვეგონა ყელის უღელტეხილი. :D
ყელის ტბამდე რომ ორი პატარა ტბა არის მათ მერე ლურჯი ხაზი იმდენად ჩრდილო-დასავლეთისკენ და თანაც აღმართში მიდის
დასავლეთით კი მიდის, მაგრამ აღმართში არა. სიმაღლე ჩვენ მანდ არ აგვიკრეფია. პირიქით დაშვება დავიწყეთ.

Nika
მგონი ერთი მასტერკლასი უნდა ჩავატაროთ GPS-ით ნისლში ნავიგაციის....
ეს იდეა თავიდან ბოლომდე ძალიან მომეწონა ! პირველი გამოსაცდელი მე ვიქნები. :D

ეხ. ეხლა კი ვიცი როგორც უნდა ვინავიგაციო GPS-ით, მაგრამ ცოტა დაგვიანებით.... :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Mao » 09 ივლ 2006, 13:06

Wanderer

guli ar gaitexo!
yvelaperi tsin aris!!!!!!!!!!!
together on the top!!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by mika » 09 ივლ 2006, 13:10

Giorgi Bagrationi
ძალიანლამაზი ხეობააა...ულამაზესი ..... ვერც კი შევადარებდი ვერაფერს ცოტა ბორჯომი ბაკურიანის მხარეს გავს ოგონდ არყის ხეებია ბლომად .....მოშიშვლებული მდელოები ტყე წიწვოვანი და არყის ხეებით შერეულია ზოგან ცალ ცალკე....შეობის შუაგულში პატარ პატარა ბორცვები ცხვრებით მაღლა ალპური მდელოები ალაგ ალაგ ხეებით..........
......
...... მე ეგეთი სილამაზე ჯერ არ მინახია...ხო ეს ყველაფერი ერმანის მერე..მანამდე სულ ალპური მდელოები იყო და ჩვეულებრივი არაპრით განსაკუთრებული სილამაზე....ერმანიდან დაიწყო ის სილამაზე რაც ძემოთ ვთქვი....


ნიკამ როგორც მიახატა რუკაზე სწორედ მანდ შევცდით....
medical student

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Eh_Dato » 09 ივლ 2006, 15:07

ვსიო ხარაშო ჩტო ხარაშო კანჩაეტსიავოოო...
გული არ გაიტეხოთ.
შვილიშვილებისთვის მოსაყოლად ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ყელის ტბის დალაშქვრა.
კსწაწე - კოკოითი თუ ნახეთ? :wink:

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by mika » 09 ივლ 2006, 15:17

Eh_Dato
კოკოითი მხოლოდ ბილბორდებზე.... :cry: .....

:lol: :lol: :lol:
medical student

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by lama » 09 ივლ 2006, 18:13

Wanderer
mika
მაგრად ხართ გადარჩენილები საღოლ თქვენ :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by guruli » 09 ივლ 2006, 19:45

თქვენ რა თავგადასავალი გადაგხდენიათ! მომილოცავს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მოსაყოლად და შეგრძნებებით კი ეს უფრო მაგარი რამეა, ვიდრე ტბაზე ასვლა. :lol:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ყელიწადისა და ყელის ტბები

Post by Wanderer » 09 ივლ 2006, 20:31

Eh_Dato
Mao
lama
guruli
დიდი მადლობა. :)

სხვათა შორის, მიუხედავად ყველაფრისა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოგზაურობით ! :D ოქროყანა-კერტისის წვიმებიდან დაწყებული ოსების გამშვები პუნქტით დამთავრებული. თავიდან ბოლომდე. თავისი სირთულეებით და ენითაღუწერელი სილამაზით. :)

ერთადერთი რაც მინდა, რომ აღვნიშნო ისაა, რომ ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით მე პირადად რამოდენიმე შეცდომა დავუშვი, რამაც პრინციპში საქმე გაგვირთულა და რისთვისაც დიდ ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში ლაშქრობის მონაწილეებს. მაგ. გზის დაბნევაში და ოსებთან მოხვედრაში საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის... :lol:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]