ორგანიზატორებით თავიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი. ყველა დეტალს ითვალისწინებდნენ და ეს კარგად შესამჩნევი იყო კარნავალისთვის გახსნილ თემაშიც. წინასწარ ვიცოდი, რომ ძალიან კარგი გამოვიდოდა!!!
ჰოოოოოდა... ძაააალიან კარგი კარნავალი გამოვიდა!
ძაააალიან ვისიამოვნე და გავერთე.
ფორმებში გამოვარჩევდი
გამარჯობა საქართველოს ფორმას. ძალიან ორიგინალური და თვალწარმტაცი იულიუს კეისარი იყო გუშინ ღამით, კარნავალზე წლის საუკეთესო ბრიგადირი, გოგა. გვყავდნენ ლუდოვიკოები, ნაპოლეონი, მუსიეები და დარტანიანი. ძალიან სახალისო იყო მათი ყურება თანამედროვე გარემოში.
მანდილოსნების ჩაცმულობა უფრო მრავალფეროვანი იყო - გვყავდნენ პეპლები, ანგელოზი, ქალი კატა, ბოშა ქალი, კონკია, ჯულიეტა, მალვინა, კარმენი, XVIII-XIX საუკუნის ქალბატონები, აჭარელი გოგონა, რეტრო ქალი, ლაიზა, (ალბათ)უკრაინელი გოგონა, საყვარელი მასხარა, ვამპირი და ნიღბიანი მირანდა
ძალიან ბევრი ვიცეკვეთ ყველამ, მაგიდასთან თითქმის არც დავმსხდარვართ და ჩვენმა მაგიდის წევრებმა
Fiona-ს და
Makena-ს სადღეგრძელო რომ შევსვით, იმის მერე აღარც დაგვილევია.. სად გვეცალა მაგისთვის?!! აბა ვიცეკვოთო, აბა ვიმღეროთ, აბა ახლა ვითამაშოთო, ახლა ფოტოები გადავიღოთო და ასეეეე...
Saskva-ს მეგობრებმა ტამტამებზე დაუკრეს და ყველა აგვაცეკვეს. ძაააალიან მაგარი იყო... მანამდე კი
მარიტამ,
saskva-ს დამ გვიმღერა რამდენიმე სიმღერაააა!!
გამარჯობა საქართველოს მიერ ნომინაციებში გამარჯვებული კარაველებისთვის შერჩეული საჩუქრები ძალიან ორიგინალური და ნომინაციებისთვის შესაფერისი იყო. ვფიქრობ, თვითონაც ორიგინალური და შესაფერისი საჩუქარი მიიღო.
საერთოდაც საჩუქარი ძალიან ბევრი იყო,
გოგა თავისი საჩუქრებით მოვიდა, ორგანიზატორებსაც ქონდათ საჩუქრები დაწესებული სხვადასხვა თამაშში გამარჯვებულებისთვის და არა მარტო თამაშში, მათთაც ქონდათ ნომინაციებიიი, კოკო255-მა მისი ხელნაკეთები დააწესა პრიზად და ძალიან ორიგინალური კედლის კალენდარი დაგვირიგა კარნავალზე მყოფ ყველა კარაველს, რომელიც ილუსტრაციებით არის გამოფრმებული და კალენდრის თემაა - კოცნა.
სასკვა და
თეო ძაააალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი საღამო გვაჩუქეთ!!!
დანარჩენი მერე..
მოგვიანებით ფოტოებსაც დავდებ!!