უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 13 იან 2009, 15:02
Mta Mkvarebia
დააპატარავე ფოტო

-
nataliko-nataliko
- მაწანწალა
- Posts: 702
- Joined: 29 აგვ 2008, 21:32
- Location: მზის და ვარდების მხარე
Post
by nataliko-nataliko » 13 იან 2009, 16:29
Mta Mkvarebia wrote:
ტრულიმ წამოსვლა გადაიფიქრა და ჭკვიანურადაც მოიქცა. მისი ფეხისთვის დიდი გამოცდა იქნებოდა მოყინულ მიწახე თოვლში სიარული, რომ არ ჩანდა სად ადგამდი ფეხს, ქვაზე თუ ქვებს შორის ნაპრალში, დათოვლილ, ციცაბო კლდეებზე ფეხის მოჭიდების ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ სულ კოტრიალ-კოტრიალით ვეშვებოდით ძირს, ან მოსაჭიდებლად ხელოვნურ საფეხურებს გვიკეთებდნენ ბიჭები თავიანთი ფეხებისგან
მე რომ არ წამოვსულიყავი და ახლა ეს ფოტოები მენახა უეჭველად ვინანებდი რომ არ წამოვედი

უმაგრესი იყო გაყინულ ქვებზე სრიალი მაგრამ უკან დაბრუნება არ მკითხოთ

вÑе к лучшему
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 13 იან 2009, 16:57
ხეობიდან ამოსულებს, სულ გალუმპულებს და გაყინულებს, გაგვიკვირდა მზე რომ დაგვნათოდა თავზე
ესეც დაპირებული ფოტო: "აბა რომელია გოგოს ხელი

", რა თქმა უნდა ხელთათმანის საღებავისგან გაშავებული

, მეორე, ფითქინა ხელი ვანსკისაა

.
მერე ისევ ქალბატონ ნელის სასტუმროში დავბრუნდით, ცოტა გავთბით, სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ, ჩაი დავლიეთ და გავემართეთ მირზაანისკენ, სადაც ფიროსმანის მუზეუმში ნიკალას 11 ტილოს ორიგინალი უნდა გვენახა. მაგრამ, როგორც გოგა წერდა, ნაიას მანქანას პატარა პრობლემები შეექმნა, და მირზაანში სტუმრობა მომავლისთვის გადავდეთ. მერე კარველთა ნაწილი რესტორანში დარჩა სავახშმოდ, შამილას ეკიპაჟი კი პირდაპირ თბილისში წამოვიდა. ასე დასრულდა ეს გასვლა. ძალიან ლამაზი და საინტერესო მოგზაურობა იყო, მიუხედავად უსიამოვნო მომენტებისა

.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 იან 2009, 17:15
Mta Mkvarebia wrote: ასე დასრულდა ეს გასვლა. ძალიან ლამაზი და საინტერესო მოგზაურობა იყო, მიუხედავად უსიამოვნო მომენტებისა

.
უი, რამე სხვა უსიამოვნოც იყო?
ნუ, მანქანის ყინულზე მოცურების გარდა?
პირიქით, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ
ნაიას მძღოლური საზრიანობის გამო, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
"მომენტი" მრავლობითში გიწერია და ამიტომ ვკითხულობ.
შენი რეპორტაჯები გასვლებს ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენებს, ხოლმე
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 13 იან 2009, 17:20
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:პირიქით, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ნაიას მძღოლური საზრიანობის გამო, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
გეთანხმები

. ნაია რომ ბრწყინვალე მძღოლია, თან იმის გათვალისწინებით რომ სუსტი და ნაზი სქესის წარმომადგენელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება

. მაგრამ "მარტო წვრთნა რას უზამს, თუ საბურავმაც არ უშველაო", არ გაგიგია?
ჰო, მომენტი ალბათ მხოლობითში უნდა დამეწერა

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 13 იან 2009, 17:24
GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
გავწითლდი
ზოგი ჭირი მარგებელიაო - ამ ინციდენტის შემდეგ 4 თითქმის ახალი საბურავი მაჩუქეს
ჩემი მობილით გადაღებულ ფოტოებს ცოტა მოგვიანებით დავდებ.
მთაშენკა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო რეპოტიორი ხარ

Last edited by
Naia on 13 იან 2009, 17:25, edited 1 time in total.